ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი, რაც იქაურებს ასულდგმულებს
ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი, რაც იქაურებს ასულდგმულებს
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს

2001 წლის 25 მარტს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მიუნხენში მცხოვრები ქართველების ძალისხმევით, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო დაარსდა. ცნობილია, რომ 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, შეიქმნა დასავლეთ ევროპის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). შემდეგ ამ ეპარქიას დაექვემდებარა მიუნხენის ქართული სამრევლო, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში არსებული სხვა ქართული მართლმადიდებლური სამრევლოები.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლოში თავიდან ორი ქართველი ღვთისმსახური მოღვაწეობდა. ამჟამად ღვთისმსახურებას არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) და მღვდელი თამაზ ლომიძე აღასრულებენ.

მამა ლაზარეს მიუნხენში დავუკავშირდი და ვთხოვე, მოეთხრო "კარიბჭის" მკითხველისთვის იქაური ქართველების საერო და სასულიერო ცხოვრებაზე. უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების გულის წუხილი ხომ ყველაზე მეტად იქ მოღვაწე სულიერ მოძღვარს ესმის. ვიდრე მამა ლაზარესთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, უფრო საფუძვლიანად გაიცნოს იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც მიუნხენის სამრევლოს და მრევლის ჩამოყალიბებას დიდი შრომა შეალია.

მამა მამუკა თავხელიძე უკვე ერთი წელია, რაც ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მსახურებას დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოში აღავლენს. პარალელურად ივერიის ღვთისმშობლის ხატს დაჰყვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მასთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ თბილისში არ ბრძანდებოდა. როცა მოძღვრის მეუღლემ, თინათინ გამცემლიძემ შეხვედრის მიზეზი გაიგო, საუბარზე დამთანხმდა. თინათინი თავად არის მონაწილე მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სამლოცველოს შექმნისა. თავად იყო მედავითნე, მგალობელი და ხშირად ქართველი ემიგრანტების გულშემატკივარიც. მიუნხენში ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსებას ცრემლნარევი სიხარულით იხსენებს და უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველის გულისტკივილს გადმოგვცემს:

- ყოველი კეთილი საქმის დასაწყისი უფალია. უფალმა შთაგვაგონა ქართული სამრევლოს დაარსებაც. მანამდე მიუნხენის რუსულ ტაძარში ვესწრებოდით წირვა-ლოცვას. თუმცა ვგრძნობდით, რომ ქართულად აღვლენილი ღვთისმსახურება და ქართული გალობის მოსმენა გვინდოდა.

- თინათინ, როგორ გამოარჩიეს მამა მამუკა მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სამლოცველოს წინამძღვრად?

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტი მამუკა თავხელიძე სასწავლებლად გაგზავნეს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს სახელობის მართლმადიდებლურ სასწავლებელში - ჯერ ენის, შემდეგ თეოლოგიის შესასწავლად. მერე, როცა აუცილებელი გახდა მიუნხენში ქართველი მოძღვრის ყოფნა, უწმინდესმა სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი. თავიდან მიუნხენის რუსულ ეკლესიაში გვითმობდნენ ღვთისმსახურებისთვის ადგილს. ბერძნული ეკლესიაც გვეხმარებოდა. დიდი სითბოთი და სიყვარულით მინდა გავიხსენო ბერძენი სასულიერო პირების, მათ შორის მამა ათინაგორასა და მამა აპოსტოლოსის დამოკიდებულება. სანთლებით და სეფისკვერებითაც ისინი გვამარაგებდნენ. დროთა განმავლობაში კი თავად დავიწყეთ ამ ყველაფრის კეთება. დასავლეთ ევროპის ეპარქია მაშინ ჯერ არ იყო დაარსებული, უშუალოდ პატრიარქის დაქვემდებარების ქვეშ ვიყავით. ცოტა ხნის შემდეგ უკვე დაარსდა დასავლეთ ევროპის ეპარქია.

ამასობაში მოძღვრის გარშემო თანდათან მოიყარეს თავი ქართველმა ემიგრანტებმა. მივმართეთ ქალაქის მესვეურებს, რათა გამოეძებნათ ჩვენთვის უფუნქციოდ დარჩენილი შენობა. ღვთის წყალობით, გამოჩნდა. მერე ნელ-ნელა ნამდვილ ეკლესიას დაემსგავსა და მოძღვარი დღესასწაულებზე წირავდა.

მე მგალობელთა გუნდში ვგალობდი. მედავითნეც ვიყავი. თავიდან ხუცური კითხვა არ ვიცოდი. პირველად მსახურების დროს მოძღვარმა "დავითნიდან" ტექსტი მხედრულით ამომიწერა. თან წირავდა, თან მე მეხმარებოდა. მსახურებამ ნელ-ნელა სრულყოფილი სახე მიიღო და მრევლიც მრავლად შემოვიკრიბეთ. სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ ქართველები. მრევლის სურვილის მიხედვით მამა მამუკა ჩადიოდა ჰამბურგში, ვენაში, ჰანოვერში, ბერლინში, ბონში... ხშირი იყო ჯვრისწერა, ნათლობა. იქმნებოდა ქართული ოჯახები. შერეული ოჯახებიც იყო. ბევრი გერმანელი მოინათლა და ჩვენთან ერთად იდგა წირვა-ლოცვაზე. დიდ დღესასწაულებზე ხშირად ვიკრიბებოდით, ვტრაპეზობდით. დიდი სიხარული მოგვანიჭა "ანჩისხატის" მგალობელთა გუნდის სტუმრობამ. საფრანგეთიდან მიუნხენში მოვიპატიჟეთ. ბერძნულ ტაძარში წირვაც კი დავაყენეთ "ანჩისხატის" გუნდის თანხლებით.

- მიუნხენში ქართული სამრევლო სკოლის დაარსება რატომ გახდა აუცილებელი?

- მომავალ თაობაში ქართული სულის გადარჩენა მხოლოდ სამრევლო სკოლას შეეძლო. როცა ვხედავდით, რომ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ქართულად აღარ საუბრობდნენ, ამან შეგვაშინა. მშობლების გადაწყვეტილებით, დავაფუძნეთ სამრევლო სკოლა, სადაც ისწავლებოდა ქართული ენა, ქართული სიმღერა და გალობა, ხელოვნება და კულტურა, ასევე წირვა-ლოცვის მსახურების განმარტებები...

- როგორც ვიცი, მიუნხენში ძალიან ბევრი მართლმადიდებლური სიწმინდეა.

- მთავარანგელოზ მიქაელის კათოლიკურ ეკლესიაში ინახება წმინდა კოზმა და დამიანეს თავის ქალები. მამა მამუკა აქ ხშირად ატარებდა პარაკლისებს. ბევრი სიწმინდეა დაცული მიუნხენის მუზეუმის ოქროს ფონდში. საგანგებოდ გამოყოფილ ერთ ოთახში მოთავსებულია ღვთისმშობლის კაბის ნაკვთი, ბეთლემში მოწყვეტილი ყრმების სხეულის ორი ნაწილი, წმინდა ბარბარეს ხელის ნაწილი, წმინდა იოანე ოქროპირის ხელის ნაწილი, პეტრე მოციქულის თმა და მრავალი სხვა სიწმინდე.

- საქართველოში დაბრუნების სურვილი არ გქონიათ?

- ყოველ ზაფხულს ვახერხებდით საქართველოში ჩამოსვლას და ბავშვებისთვის ბებია-ბაბუის მოსიყვარულებას. უკან დაბრუნება კი გვიჭირდა, მაგრამ მრევლი გველოდებოდა და მათ მიტოვებას ვერ ვბედავდით. ცოტა ხანში საქართველოდან არქიმანდრიტი ლაზარე გამოგზავნეს. ძალიან გაგვიხარდა მიუნხენში კიდევ ერთი მოძღვრის ჩამობრძანება. საქართველოში წამოსვლის შემდეგ ღვთისმსახურებას მამა ლაზარე და მამა თამაზი აღავლენენ. მამა თამაზი მიუნხენის ტაძარში მედავითნეობდა და მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მეუფე აბრაამისგან გამიგია, რომ ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს. ალბათ ამ დაცლილი ენერგიის შესავსებად საქართველოში დაბრუნება იყო საჭირო.

უცხოეთში მცხოვრები ქართველების უმეტესობა სამშობლოში დაბრუნდა. ბევრიც კიდევ იქ ყოფნას ამჯობინებს. ვესაუბრე გერმანიიდან ახალდაბრუნებულ ორ გოგონას.

ნინო ჭითანავა
ორი წელი მუშაობდა და სწავლობდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერში. სამშობლოს მონატრება მას მამა მამუკამ გადაატანინა.

- მიუნხენი საკმაოდ შორსაა ჰანოვერიდან და ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე დასწრება გვიჭირდა. ამიტომ მოძღვარს ტელეფონით, ინტერნეტით, ხან ფოსტითაც კი ვუკავშირდებოდით. ვისმენდით მის ტკბილ და იმედიან სიტყვას. ერთ-ერთ ყველიერის კვირას მგალობლებთან და მედავითნესთან ერთად ჩვენი თხოვნით ჰანოვერშიც გვესტუმრა და რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა. ჰანოვერში დაახლოებით ორი ათასამდე ქართველი ცხოვრობს, ყველას თავისი საქმე აქვს, მაგრამ ამ დღისთვის ყველამ გამონახა დრო და მსახურებაში მიიღო მონაწილეობა. მამა მამუკას მერე არქიმანდრიტი ლაზარე ჩამობრძანდა და წირა ჩვენთან, რუსულ ტაძარში.

- საქართველოს მონატრებას როგორ იქარვებდით?

- ხშირად ერთად ვიკრიბებოდით. საქართველოდან გვიგზავნიდნენ პატრიარქის ქადაგებებს, წირვის ჩანაწერებს, საეკლესიო ჟურნალებს, მათ შორის "კარიბჭესაც". ძირითადად ამით ვკმაყოფილდებოდით.

მერწმუნეთ, უცხოეთში დალხინებული ცხოვრება არავის აქვს. ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი, რაც იქაურებს ასულდგმულებს. გერმანიიდან წამოსვლის შემდეგ მამა მამუკასთან დავიწყე ტაძარში სიარული, რადგან ერთი ტკივილი გვაქვს ორივეს გადატანილი.

ნინო შონიასთან საუბარიც ასეთივე ემოციური აღმოჩნდა. ნინოს თქმით, სულიერი მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, უცხოეთში ცხოვრება უფრო გაუჭირდებოდა. ეკლესიაში სიარულით ქართველებს და საქართველოს უახლოვდებოდა.

არქიმანდრიტ ლაზარესთან საუბარი კი ამ შეკითხვით დავიწყე:

- მამაო, როგორ ფიქრობთ, მიუნხენში ქართულმა სამლოცველომ შეძლო უცხოეთში მცხოვრები ქართველების ერთმანეთთან დაახლოება და რწმენაში განმტკიცება?

- უცხოეთში დროებით მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს თითქოს უფრო მეტად აქვთ გამძაფრებული ღვთისა და სამშობლოს სიყვარული. სამრევლოს შექმნის საფუძველი უპირველესად ქრისტეში ყოფნის სურვილია, რასაც შედეგად მოსდევს სიყვარული, რწმენაში განმტკიცება, ერთმანეთთან დაახლოება, ერთმანეთზე ზრუნვა.

- მამა ლაზარე, როგორი ქალაქია მიუნხენი და სად მდებარეობს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამლოცველო?

- X-XI საუკუნეებში ქალაქის დაარსება და თვით სახელი "მიუნხენი" (ლათინურად ნიშნავს "ბერებთან") ბერებს უკავშირდება. ოფიციალური წყაროებით ქალაქის დამაარსებლად საქსონიისა და ბავარიის ჰერცოგი ვილჰელმ ჰაინრიხ ლომგული ითვლება (1158წ.). ჩვენი სამლოცველო მდებარეობს მიუნხენის ჩრდილოეთ ნაწილში. ესაა მოზრდილი ეზოიანი შენობა.

- როგორია იქაური ხელისუფლების დამოკიდებულება ქართული სამლოცველოს მიმართ?

- ჩვენი სამრევლო ოფიციალურად არის დარეგისტრირებული და ამიტომ ხელისუფლება არანაირად არ გვზღუდავს, პირიქით, მათგან ყოველთვის ვგრძნობთ მორალურ მხარდაჭერას.

- ქართველი ემიგრანტები თუ ახერხებენ ტრადიციების შენარჩუნებას? როგორ აგრძელებს სამრევლო სკოლა მოღვაწეობას?

- გაისად ქალაქის იუბილე იქნება და საიუბილეო ღონისძიებაში ჩვენი სამრევლოცაა ჩართული. გვსურს წარმოვაჩინოთ ჩვენი სულიერი კულტურა, ისტორია, ქართული საგალობლები, სიმღერები და ხელოვნების სხვა ნიმუშები. ყოველ კვირას, წირვის შემდეგ, მიუნხენში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს საშუალება აქვთ, დაესწრონ ქართულის გაკვეთილებს, შეისწავლონ ქართული წერა-კითხვა, მოთხრობები, ლექსები, სიმღერები, ცეკვები...

- სულ რამდენ ქალაქში აღასრულებთ ღვთისმსახურებას?

- ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ღვთისმსახურებას ვატარებ მიუნხენში, თვეში ერთხელ კი ჰამბურგში, ასევე ვენაში.

- თქვენთან ერთად კიდევ რომელი მოძღვარი წირავს?

- ჩემს გარდა არის მღვდელი თამაზ ლომიძე, რომელიც ამჟამად მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტია. იგი ჩემი თანამწირველია და თვეში ერთხელ ატარებს ლოცვას. ასევე მსახურებს შტუტგარტის ქართულ სამლოცველოში.

- მამა ლაზარე, როგორ დაიწყეთ მიუნხენში მოღვაწეობა?

- გერმანიაში მოვხვდი უწმინდესის და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით. ცხადია, უცხო გარემოში ყოფნა გარკვეულ სულიერ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მრევლთან სულიერი ურთიერთობა მიმსუბუქებს ამ მდგომარეობას.

ძალიან მინდა დროებით აქ მცხოვრები ყველა თანამემამულე დაუბრუნდეს ერთ მთლიან და ძლიერ საქართველოს.

- დაგვლოცეთ, მამა ლაზარე.

- ღმერთმა გაგაძლიეროთ თქვენს კეთილ საქმეში!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
12.07.2007
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
04.05.2007
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა
14.07.2006
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...
30.06.2006
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია საგარეჯოს ეპარქიას გამოეყო. 2003 წლის შემოდგომიდან ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat