მადლობა ღმერთს, რომ მისი უწმინდესობის წყალობით ეს ხელობა შევისწავლე
მადლობა ღმერთს, რომ მისი უწმინდესობის წყალობით ეს ხელობა შევისწავლე
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის შესახებ, მეუფე დანიელის კურთხევით, მეუფის მდივანს, იღუმენ ზოსიმეს (ყაველაშვილს) ვესაუბრეთ.

- მეუფე დანიელი ხშირად ჩამოდის ეპარქიაში. გვკრებს სამღვდელოებას, ერთად ვწირავთ, ერთად ვლოცულობთ. ყველას თბილი ურთიერთობა გვაქვს მეუფესთან. გვყავს ერთი დიაკონი, მამა ნიკოლოზი, რომელიც უკვე მზად არის მღვდლად საკურთხებლად. მღვიმევის მონასტერში დედები მოღვაწეობენ. კაცხის სვეტის ძირში პატარა ეკლესიაა, კედლებიღაა შემორჩენილი. ჭიათურის რაიონში ეს გამორჩეული ადგილია თავისი ისტორიითა და სილამაზით. აი, აქ ცხოვრობს ბერი მაქსიმე და ღვთის სადიდებელ ლოცვას ყოველდღიურად აღავლენს. სამწუხაროდ, დანგრეულია ჯრუჭის ისტორიული მონასტერი. ვცდილობთ,Y ყურადღება არ მოვაკლოთ ამ წმინდა ადგილს. მეუფე დანიელმა მასზე მზრუნველობა მე დამაკისრა და ჩემი მრევლის წევრები, სტიქაროსნები რჩებიან ხოლმე მონასტრის ახლოს აშენებულ პატარა ხის სახლში. იმედი გვაქვს, მომავალში მოვახერხებთ მონასტრის აღდგენას. ფინანსურად არავინ გვეხმარება. ჩვენი ფინანსებით ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი.

- მამაო, კაცხის სვეტი სვიმეონ მესვეტის სახელთანაა დაკავშირებული. ცოტა ვრცლად გვიამბეთ ამის შესახებ?

- კაცხის სვეტი ყვირილის ხეობაშია, იგი სადგურ სალიეთიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.

ამაყად დგას სულიერების უტყვი გუშაგი კაცხის სვეტი. ვინ იცის, რამდენ ქარტეხილს გადაუვლია მის თავზე, რამდენი ამბის მოთხრობა შეუძლია, ენა რომ ჰქონდეს. დაკვირვებული თვალი სვეტის თავზე ნანგრევებს შეამჩნევს. ბევრიც დაინტერესებულა კაცხის სვეტის საიდუმლოთი - მწერლები: აკაკი ბელიაშვილი და ლევან გოთუა, არქიტექტორი ვახტანგ ცინცაძე, ალპინისტი ალექსანდრა ჯაფარიძე...

კაცხის სვეტის სახელი საუკუნეთა სიღრმეში დაუკავშირდა სვიმეონ მესვეტის სახელს. სვიმეონი პირველი ავიდა სვეტის ფორმის კლდეზე და იქ დასახლდა.

სვეტის ძირში მოედანია, რომელსაც მისასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს. ამ მოედანზე მცირე ცალნავიანი ეკლესია დგას. იქვეა გალავნის ნანგრევები. ვხვდებით სენაკის ნანგრევებსაც. ეკლესიის წრეში ჩახატულია ტოლმკლავიანი ჯვარი, რომელსაც სპეციალისტები V-VIს.ს.-ით ათარიღებენ, კაცხის სვეტზე ექსპედიციამ იპოვა კერამიკული ჭურჭელი, ძვლები და სხვ.

ჭიათურაში კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის უძველესი ტაძარი მოქმედებს. ტაძარი გალავნით არის შემოზღუდული. ეზოს ერთ კუთხეში ტრადიციული ფორმის განახლებული სამრეკლოა, რომლის ქვედა სართული კუბს წარმოადგენს, ზედა ნაწილი რვა ბოძზეა დაყრდნობილი. კაცხთან არის დაკავშირებული ქართული ჭედურობის ისეთი შესანიშნავი ნიმუშები, როგორიცაა მაცხოვრის ხატი. იგი, მღვიმევის ხატებთან ერთად, ქმნის გარკვეულ სტილს. წარწერაში ნახსენებია ერისთავთერისთავი რატი. ასევე აღსანიშნავია დიდი სამოძღვრო ჯვარი, რომელზედაც ამოკვეთილია ახალი აღთქმის სიუჟეტები.

- ტაძრების აღდგენითი სამუშაოები თუ მიმდინარეობს?

- საჩხერის რაიონში აღდგა წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი. მიწისძვრამ ტაძარი ისე დაანგრია, რომ იქ წირვა-ლოცვის ჩატარება შეუძლებელი იყო. ტაძარი ჩვენებურმა გოჩა ჭიღლაძემ აღადგინა, რისთვისაც დიდ მადლობას ვწირავთ მას. მისივე დახმარებით აღდგა სოფელ ჯიხაში სამების ტაძარი. მას მალე აკურთხებს მეუფე. მამა მიქაელი, სხვიტორის გარდა, აქაც იხდის წირვას, პარაკლისებს... სასიხარულოა, რომ ეპარქიაში თანდათან იზრდება მრევლი, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას.

- მამაო, რა ღვაწლი უნდა გასწიოს მოძღვარმა სულიერი მოღვაწეობისას?

- ის ჯვარი, რაც უფალმა მოძღვარს, სასულიერო პირს დააკისრა, უნდა ატაროს მუდამ და აიტანოს გოლგოთამდე. პირადად მე, ღვთის შეწევნით, ვცდილობ, პირნათლად შევასრულო ეს უფლისმიერი დავალება.

- ბერობის საიდუმლოს როგორ ეზიარეთ?

- პირველ რიგში ბერობისკენ უფლის სიყვარულმა მიბიძგა. ჩემი მშობლები მორწმუნეები არ იყვნენ, მაგრამ მორწმუნეთა გარემოში მოვხვდი, ურთიერთობა მქონდა სასულიერო პირებთან, ბერებთან. ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე.

სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ აკადემიაში გავაგრძელე სწავლა. დიდხანს ვფიქრობდი, შევმდგარიყავი თუ არა ბერად. 1999 წლის 22 თებერვალს მეუფე აბრაამმა შავნაბადას მონასტერში ბერად აღმკვეცა. მალე უწმინდესმა და უნეტარესმა სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად მაკურთხა, ხოლო სამ თვეში მეუფე აბრაამმა - მღვდლად. ღვთისმსახურება საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში დავიწყე. 1999 წლის 21 სექტემბრიდან დღემდე ვმსახურობ საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ვცხოვრობ საჩხერის რაიონის სოფელ ივანწმიდაში, საეპისკოპოსო რეზიდენციაში. ვწირავ აგრეთვე სოფელ ცხამის წმინდა გიორგის ტაძარში და სოფელ ბახიოთის წმინდა გიორგის ეკლესიაში. 2002 წლის დეკემბრიდან ეპარქიის მდივანი გახლავართ.

რაც დრო გადის, ჩემი მშობლები ხვდებიან, რომ ჩემი არჩევანი სწორია, ახლა იციან, რომ ბერობა უდიდესი მადლია და დიდი სიხარულით უყურებენ ამას.

- რაიმე სიახლეს თუ სთავაზობთ ეპარქიის მრევლს?

- მეუფე დანიელის მობრძანებით ჩვენს ეპარქიაში ბევრი რამ გაკეთდა. იმედი მაქვს, ურთიერთთანადგომით კიდევ მრავალ სასიკეთო საქმეს ჩაეყრება საფუძველი. ფაქტობრივად, ყველა სოფელი ითხოვს მოძღვარს. ზოგ სოფელში ეკლესია კი არის, მაგრამ სასულიერო პირები არ გვყავს. ერთი მღვდელი სამ-ოთხ ტაძარში წირავს. გვყავს სასულიერო სემინარიადამთავრებული ახალგაზრდები, რომელთა დახმარების იმედი გვაქვს.

- მამაო ზოსიმე, მისი უწმინდესობის აღსაყდრების თარიღი ახლოვდება, ხომ არ გაიხსენებთ რაიმეს პატრიარქთან ურთიერთობიდან?

- პატრიარქთან ურთიერთობის ყოველი წუთი დიდ სიხარულს მანიჭებს. თავიდან მედავითნედ ვიყავი მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიაში, მერე უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის ტაძარში. იქიდან სიონში გადამიყვანეს. თითქმის ორი წელი პატრიარქის სტიქაროსანი ვიყავი. ერთხელ უწმინდესმა საპატრიარქოში შეგვკრიბა სტიქაროსნები და გვითხრა, - მართალია, სტუდენტები ხართ, მაგრამ რაღაც ხელობა უნდა ისწავლოთ, რათა ლუკმაპური გქონდეთო. გვირჩია, გვესწავლა ჯვრის კეთება. მოიყვანა ერთი სტუდენტი, რომელმაც გვაჩვენა, როგორ აკეთებდა ჯვარს. უწმინდესმა გვითხრა, - პირველი ნახელავი მას აჩუქეთ, ვინც ძალიან გიყვართო და დაამატა, - ვინც მზა ჯვარს ერთი კვირის თავზე, შაბათ საღამოს არ მოიტანს, სტიქარს განიმოსავს და მრევლში დადგებაო. შევუდექით საქმეს. მე ერთ კვირაში ვერ ვისწავლე ჯვრის კეთება. პატრიარქმა დამიწუნა ნახელავი და - განიმოსე სტიქარიო. განვიმოსე. გამოვედი და რას ვხედავ - ოცდახუთი სტიქაროსანი არ მომყვება უკან! პატრიარქი ლამის სტიქაროსნის გარეშე დარჩა. იმ დღიდან დავიწყე ჯვარზე გულმოდგინედ მუშაობა. მადლობა ღმერთს, რომ მისი უწმინდესობის წყალობით ეს ხელობა შევისწავლე. როცა დრო მაქვს, ჯვრებს ვაკეთებ და ჩემს სულიერ შვილებს, ახლობლებს ვჩუქნი.

- დაგვლოცეთ, მამაო, დალოცეთ ჩვენი ჟურნალი...

- ღმერთმა დალოცოს ჟურნალი და მისი ყველა თანამშრომელი. ეს ერთადერთი ჟურნალია, რომელიც შეიძლება დიდი სიხარულით წაიკითხო და ბევრი რამ შეიძინო. იდღეგრძელეთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.02.2019
25 თებერვალს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
18.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ მხარეს წარმადგენს.
10.11.2011
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს.
19.03.2009
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია.
18.10.2007
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:
09.08.2007
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.
12.07.2007
ეკლესიის სახით აქ ჩვენი საქართველო გვაქვს
მისი უწმინდესობისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დეკანი, სამების ტაძრის მღვდელმონაზონი დოსითეოზი (ბოგვერაძე)
01.06.2007
ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს
04.05.2007
ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველობამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში პატარა საქართველო იპოვა
14.07.2006
გვესაუბრება ბოლნისის ეპისკოპოსი მეუფე იეგუდიელი (ტაბატაძე).

- მეუფეო, ვიდრე ეპარქიაზე საუბარს დავიწყებთ, გვიამბეთ, როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat