ღირსი იოსებ ხუცესი, ჰიმნოგრაფი, სიცილიელი (+883-886) - 4 აპრილი (17 აპრილი)
ღირსი იოსებ ხუცესი, ჰიმნოგრაფი, სიცილიელი (+883-886) - 4 აპრილი (17 აპრილი)
წმინდა იოსებ მგალობელი წარმოშობით სიცილიელი, ღვთისმოყვარე ქრისტიანთა ოჯახის მემკვიდრე, 816 წელს დაიბადა.
წმინდა წერილი, მარხვა და თავშეკავება ბავშვობიდანვე შეიყვარა და თანატოლთაგან განსხვავებით არც ყმაწვილურ თამაშებს ეტანებოდა და არც - გემრიელ სასუსნავებს, - ოდენ პურითა და წყლით საზრდოობდა.

თხუთმეტი წლისა იყო, მისი მშობლები, პლატონი და აღათია ბარბაროსების თავდასხმებს რომ გაერიდნენ და პელოპონესს გადასახლდნენ.

ყმაწვილი თავიდან მშობლებთან ცხოვრობდა, შემდგომ - იქაურობას გაერიდა და თესალონიკს გადავიდა, სადაც შემონაზვნდა კიდეც.
წუთისოფლისთვის მომკვდარმა სრულიად მიანდო თავი უფალს და სულიერ მოძღვარს და უმკაცრეს ღვაწლს მისთვის ჩვეული მოშურნეობით მიეცა, - ოდენ ლუკმა ხმიადითა და წყლით საზრდოობდა და სხეულსაც უბადრუკი სამოსით იფარავდა, ლოგინად - მიწა ჰქონდა, სუნთქვად - ლოცვა და გალობა, ღამით კი - არავინ უწყის, თუ რამდენ ასეულ მეტანიას უძღვნიდა შემოქმედს.
მორჩილებად - წიგნთა გადაწერა მიუჩინეს და ღონეს არ ზოგავდა, რომ მონასტერი - კალიგრაფიის ცენტრად ექცია.

ამგვარი, ანგელოზთა სწორი ცხოვრებით გაბრწყინდა იოსები და სულიერად სხვა ძმებს გარდაემეტა, რის გამოც სავანის იღუმენმა მისი მღვდლად კურთხევა ისურვა და ოცდაათი წლისა, მისივე წინააღმდეგობის მიუხედავად, - ამ პატივის ღირსი არ ვარო, - ხელი დაასხა.

იოსების ბაგეთაგან თაფლივით გარდამომდინარე სიტყვა ნუგეშად და კურნებად ედებოდა მსმენელის ყურს და გულს, თავად მისი ცხოვრება, კაცთაგან საგულდაგულოდ დაფარული და ოდენ უფლისთვის ცხადი, ისე ბრწყინავდა, ვითარცა - ლამპარი.
გარკვეული ხნის შემდგომ მონასტერში წმინდა გრიგოლ დეკაპოლელი მივიდა (ხსენება 20 ნოემბერს) და რა იხილა ღვთის ეს მართალი, განცვიფრდა და დიდად შეიყვარა.

ეს ორი ნეტარი ღმერთმა უღრმესი სულიერი კავშირით შეკრა და როდესაც გრიგოლმა კონსტანტინოპოლს, ხატმებრძოლთაგან ფრიად შევიწროებულ თანამოძმეთა განსამტკიცებლად დააპირა წასვლა, მონასტრის იღუმენმა, რომელსაც ძალზე ეძვირფასებოდა იოსები, დაარწმუნა, იგი ბიზანტიას გაეყოლებინა.

დედაქალაქში ისინი წმინდა მოკიოსის სახელობის ტაძრის სიახლოვეს მდებარე წმინდა ანტიპას ტაძარში შეჩერდნენ. მალე მათი წყალობით იქაურობა ხატმებრძოლთაგან სასტიკად დევნილ მართლმორწმუნეთათვის საიმედო თავშესაფრად და თავშეყრის ადგილად იქცა. სწორედ მათ გადაწყვიტეს იოსების წარგზავნა უსტრითურთ პაპ გრიგოლ მეოთხესთან (827 - 844 წლები), რომში, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ემცნოთ და მისი პირით დასავლეთის ეკლესიის მხარდაჭერაც გამოეთხოვათ.

უსიტყვო მორჩილებას ჩვეული იოსები სულიერ მამას გამოეთხოვა, რომელსაც უკანასკნელად ხედავდა და საგზლად არაფერი წაუყოლებია, ისე ჩაჯდა იტალიისკენ მიმავალ ხომალდში.

მოგზაურობისას იოსები ხატმებრძოლთაგან მოსყიდულმა არაბმა ყაჩაღებმა შეიპყრეს და კუნძულ კრეტაზე საპყრობილეში გამოკეტეს.
ნეტარი მამა ტყვედქმნილობისასაც განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას და ლოცვით და მადლმოსილი სიტყვით იქ მყოფ სარკინოზთა გულებიც კი მოალბო, რწმენისაგან განდგომილნი კი, მათ შორის - ერთ-ერთი ტყვედქმნილი, სულიერად მოუძლურებული მღვდელმთავარიც განამტკიცა და ნუგეში სცა.

ღირსმა იოსებმა ექვსი წელი გაატარა საპყრობილეში. 820 წლის შობის ღამეს მას წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი გამოეცხადა და აუწყა ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის გარდაცვალება და წმინდა ხატთა დევნის შეწყვეტა. წმინდა ნიკოლოზმა ღირს მამას გადასცა გრაგნილი, რომელზეც ეწერა: "მსწრაფლ ჰყვნენ, მოწყალეო, და შეგვეწიენ".

იოსებმა გრაგნილი გადაყლაპა და აღმოთქვა: "რაბამ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა" (ფს. 118, 103).

იგალობა თუ არა, ხელ-ფეხზე ასხმული მძიმე ბორკილები მყისვე დასცვივდა, საპყრობილის კარი განიხვნა, ქარმა წმინდა მამა ზეცად აღიტაცა და სასწაუ-ლებრივად კონსტანტინოპოლის სიახლოვეს ამოაყოფინა თავი.

სამწუხაროდ, ეს სიხარული მალე დიდმა გლოვამ გაუბათილა: - უძვირფასესი სულიერი მოძღვარი, ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი (+843 წელი) გარდაცვლილი დახვდა.

გარკვეული ხნის მანძილზე ღირსი მამა გრიგოლის სხვა მოწაფესთან, იოანესთან ერთად კვლავ წმინდა ანტიპას სახელობის ტაძარში რჩებოდა, იოანეს გარდაცვალების შემდგომ კი (სხვა წყაროთა თანახმად, იოანე პალესტინაში, წმინდა ხარიტონის ლავრაში გადავიდა, სადაც მიიცვალა) იოსები წმინდა იოანე ოქროპირის ტაძარში დაფუძნდა.

მოკლე ხანში მის გარშემო წმინდა გრიგოლის მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა და მეგობრებმა მოიყარეს თავი, რადგან იოსებს სწორედ გრიგოლის სულიერ მემკვიდრედ თვლიდნენ.

გავიდა ხუთი წელი და იოსებთან იმდენმა ადამიანმა მოიყარა თავი, ნეტარმა შორიახლოს, უდაბურ ადგილას მონასტრის დაფუძნება გადაწყვიტა. მალე წმინდა ბართლომეს (რომლის წმინდა ნაწილნი თესალონიკიდან წამოაბრძანა) სახელობის ტაძარი ააგო და რადგან ამ მოციქულის საკადრისი საგალობელის შექმნა სწყუროდა, ორმოცდღიან მარხვასა და ლოცვას მიეცა.

და აჰა, წმინდა ბართლომე გამოეცხადა, საკურთხევლიდან სახარება აღიღო, იოსებს მკერდზე დაადო და აკურთხა.

ის დღე იყო და სულიწმიდით აღვსილი იოსების გულიდან, ვითარცა - წყალუხვი მდინარიდან განუწყვეტლივ იღვრებოდა ღვთისა და მის სათნომყოფელთა სადიდებელი ტროპარნი და საგალობელნი.

სამწუხაროდ, ხატმებრძოლთა ერესმა კვლავ მოიკრიბა ძალა და იოსები წმინდა პატრიარქ ეგნატეს (ხსენება 23 ოქტომბერს) და სტუდიელ მამებს დაუდგა გვერდით, რის გამოც 858 წელს ხერსონესს, ყირიმში გადაასახლეს, სადაც უფლის დიდებისმეტყველებაში ცხრა წელი გაატარა.

ბასილი პირველის, მაკედონელის გაიმპერატორების შემდგომ, 867 წელს, იოსები თანამოაზრეებითურთ გაათავისუფლეს და ნეტარი მამა კვლავ დაუბრუნდა თავის სავანეს. მოკლე ხანში კი პატრიარქისა და იმპერატორის დაჟინებით, მიიღო სკავოფილაქტის, - ეკლესიის წმინდა ჭურჭლის (ბიზანტიის ეკლესიის იერარქიაში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა) მცველის, - პატივი. სწორედ ამ კურთხეულ დროს შექმა თავისი ჰიმნოგრაფიის უდიდესი ნაწილი.

წმინდა ფოტიოსი (ხსენება 6 თებერვალს) იოსებს "მოძღვართმოძღვრად, ანგელოზთასწორად და ღვთის კაცად" იხსენიებს და თავის თანაშემწედ ადგენს.

ეუწყა რა ღვთისგან მოახლოებული აღსასრული, იოსებმა პატრიარქს სთხოვა, საქმეებისგან გაეთავისუფლებინა და თავის სავანეში დაბრუნების უფლება მიეცა, სადაც 886 წელს, 3 აპრილს სამოცდაათი წლისა მიიცვალა.

იმ დღეს ერთი დიდი სასწაული აღსრულდა: - ვინმე წარჩინებულთაგანი, რომელსაც დაკარგული მსახურის მოძიება სურდა, წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარს მიადგა.

გავიდა სამი დღე, ნეტარი თეოდორე გამოეცხადა და აუწყა: - შენი სათხოვრის აღსასრულებლად ზეცით გარდამოსვლა ვერ შევძელი, რადგან იქ იოსებს ვხვდებოდით, მიწაზე ჩვენს განსადიდებლად ესოდენ საკვირველი ჰიმნები რომ შექმნაო.

წმინდა მამაო, მეოხ გვეყავ ღვთის წინაშე შენი წმინდა ლოცვებით!

კონდაკი

სინანულისა აღვსებული წყარო ხარ დაულევნელი და ნუგეშინისცემლისა დაუსრულებელისა მომცემელი, და ლმობიერისა უფსკრული, იოსებ, მოგვცენ ჩუენ ცრემლნი საღმრთოისა სინანულისანი, რომლითა აქავე ჰპოვნეთ ნუგეშინისცემისა მიმთხვევა ღმრთისა მიერ შეწევნისა შენისა მთხოველთა, წმინდაო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler