ღირსი ბარსანოფი ოპტელი (+1913) – 01 (14) აპრილი
ღირსი ბარსანოფი ოპტელი (+1913) – 01 (14) აპრილი
ღირსი ბარსანოფი, ერისკაცობაში - პავლე ივანეს ძე პლიხანკოვი, წარმოშობით აზნაური, 1845 წელს დაიბადა. კადეტთა კორპუსის დასრულების შემდგომ შეუდგა სამხედრო სამსახურს და ბოლოს ორენბურგის კაზაკთა არმიის პოლკოვნიკის ჩინს მიაღწია.

სულიერი ორიენტირი მას ბავშვობიდანვე განუსაზღვრეს მშობლებმა, შემდგომში ყველაფრისადმი ინტერესს სძლია ღვთისმსახურების სურვილმა.

ღირსი ბარსანოფი იხსენებდა:

- ყოველ დილას დავდიოდი ადრიან წირვაზე, ასე მიმაჩვია დედინაცვალმა და მისი დიდად მადლიერი ვარ! ყოველდღიურად ექვს საათზე მაღვიძებდა. ადგომა არ მინდოდა, მაგრამ საბანს გადამხდიდა და მაიძულებდა, წამოვმდგარიყავი.

როგორი ამინდიც უნდა ყოფილიყო, ვერსნახევარი უნდა გაგვევლო წირვაზე დასასწრებად. ვმადლობ მას ასეთი აღზრდისთვის! მას კეთილი სიჯიუტე ჰქონდა და ეკლესიისადმი სიყვარულით აღმზარდა, რადგან თვითონაც მუდამ გულმოდგინედ ლოცულობდა.

მისი გზა მონასტრამდე გრძელი და არცთუ იოლი იყო. ცხოვრების დიდი ნაწილი - 46 წელი - ერში გაატარა. შეძლებული ოჯახის ჩამომავალს, საკმაოდ წარ¬მატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა, - ორენბურგის კაზაკთა არმიის პოლკოვნიკი გახლდათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერზე უარი თქვა და დარჩენილი სიცოცხლე უფალს მიუძღვნა.

თუმცა ესეც კია: მამა ბარსანოფისთვის ერში გატარებული წლებიც თავისებური ღვთისმსახურება იყო.

მისივე თქმით, არასოდეს უფიქრია ყოფითზე, მატერიალურზე, არამედ თავის შემოქმედს და მისკენ სავალ გზას ეძიებდა. მონასტერზე ფიქრი თავდაპირველად აშინებდა, წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ ნელ-ნელა მომწიფდა მის სულში ამა სოფლის დატოვების სურვილი.

ერთხელ, ჯერ კიდევ ოფიცერს, წილად ხვდა ბედნიერება, წმინდა იოანე კრონშტადტელის წირვას დასწრებოდა. სწორედ იმ დროს შესულა საკურთხეველში, როცა წმინდა იოანემ ბარძიმი წმინდა ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადააბრძანა. უეცრად იოანე სწრაფად მიუახლოვდა პლიხანკოვს, ხელზე ეამბორა და უსიტყვოდ დაუბრუნდა წმინდა ტრაპეზს. მრავალმა ამ ამბის შემსწრემ იფიქრა, ეს ერისკაცი ოდესმე უთუოდ მღვდელი გახდებაო.

ერთხელ პავლეს ფილტვების ანთება დაემართა, იგრძნო სიკვდილის მოახლოება და დენშჩიკს სახარების ხმამაღლა წაკითხვა უბრძანა. კითხვისას ავადმყოფს ჩასთვლიმა და უცნაური ზმანება იხილა: მის თვალწინ განიხვნა ცანი. ამის მხილველი პავლე საშინელმა ძრწოლამ მოიცვა, მთელმა განვლილმა ცხოვრებამ წამისყოფაში გაურბინა თვალწინ და სული უდიდესი სინანულით აღევსო. უეცრად ზეციდან მოესმა ხმა, რომელიც ოპტის უდაბნოში წასვლას უბრძანებდა.

მყისიერად გაეხსნა სულიერი ხედვა და ჩასწვდა სახარებისეული სიტყვების სიღრმეს. როგორც წმინდა ნექტარიოს ოპტელი ბრძანებს, ბრწყინვალე ჯარისკაცი, ღვთის ნებით, ერთ ღამეში დიდებულ მოძღვრად იქცა.

გამოკეთდა თუ არა, ოპტის უდაბნოში წავიდა. შკიტს რომ მიახლოებია, წმინდა ამბროსი ოპტელის ქოხში ერთ სალოს დედას უთქვამს: - აი, პავლე ივანეს ძეც მოვიდაო.

- მოვიდა და მადლობა ღმერთსო, - მშვიდად უპასუხია წმინდა ამბროსის, რომელმაც პავლეს ვადა დაუთქვა და უთხრა, - თუ ყველა საქმეს დანიშნულ დრომდე არ მოაგვარებ და ერს არ განშორდები, დაიღუპებიო.

უფროსობამ, ოღონდ სამსახური არ მიეტოვებინა, დაწინაურება აღუთქვა, მაგრამ პლიხანკოვის გადაწყვეტილება მტკიცე იყო. აი, მაშინ კი დაიწყო წინააღმდეგობანი: - დასცინოდნენ, ხელფასს უგვიანებდნენ, ყელამდე ვალებში ჩაეფლო. იქით მეგობრებიც დაჰქირქილებდნენ, ფულის მიცემას უგვიანებდნენ. არც არავინ ასესხა ფული ვალის დასაფარად. გეთსიმანიის სკიტელმა წმინდა ბარნაბამ გადაარჩინა: მიუთითა, საიდან უნდა აეღო ფული, თან ღვთის ბრძანების შესრულებას აჩქარებდა.

ადამიანები მის წასვლას ეწინააღმდეგებოდნენ, საცოლეც კი გამოუძებნეს... მხოლოდ დედინაცვალი ხარობდა და აკურთხებდა. ღვთის შემწეობით, წმინდა მამამ ყველა დაბრკოლებას სძლია და ოპტაში თავისი სამთვიანი ვადის ბოლო დღეს მივიდა. ამ დროს წმინდა ამბროსი კუბოში იწვა და პავლეც მიემთხვია.

1891 წლის დეკემბერში პავლე პლიხანკოვი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტის საძმოში მიიღეს და მამა ნექტარიოსის მესენაკედ დაადგინეს. წმინდა მამა ნექტარიოსის ხელში ღირსმა ბარსანოფიმ ათი წლის განმავლობაში მონაზვნური ცხოვრების ყველა საფეხური გაიარა და თეორიულად და პრაქტიკულად შეისწავლა წმინდა მამათა მემკვიდრეობა.

აი, თავად მისი მონათხრობი:

* * *
- ჩემი მამაპაპანი სამარელი ვაჭრები იყვნენ, მილიონერები. მათ ეკუთვნოდათ ყაზანის სახელობის ქუჩა.

საერთოდ, ჩვენს ოჯახს ყაზანის ღვთისმშობლის ხატი მფარველობდა.

სულ სამი-ოთხი წლისა გახლდით, მაგრამ მამას ხშირად დავყავდი ტაძარში. მრავალგზის, ღვთისმშობლის ხატის წინ მდგომს, მომჩვენებია, რომ დედა ღვთისა მიღიმოდა და თავისთან მიხმობდა. მივირბენდი ხოლმე მამასთან და ვეუბნებოდი:

- მამა, მამა, ის ცოცხალია!

- ვინ, ჩემო ბიჭო? - მეკითხებოდა მამაჩემი.

- ვინ და ღვთისმშობელი!

მაგრამ მამა ვერაფერს ხვდებოდა და ჩემს ნათქვამს ბალღურ აბდაუბდად ნათლავდა.

ერთხელ, ექვსი წლისას ასეთი რამ შემემთხვა: - ორენბურგის მახლობლად, ჩვენს მამულში ვცხოვრობდით. სახლს გარს ვეებერთელა ბაღი ერტყა, რომელსაც საიმედოდ იცავდნენ. იქ უცხო შეუმჩნევლად ვერაფრით შეიპარებოდა.

ერთხელ მე და მამა ბაღში ვსეირნობდით. უეცრად ვიღაც ბერიკაცი გამოგვეცხადა, მიუახლოვდა მამაჩემს და უთხრა: "გახსოვდეს, შენი ბიჭი, თავის დროზე მრავალ სულს იხსნის ჯოჯოხეთისგან!"- ეს თქვა და უჩინო იქმნა.

ამაოდ ვცდილობდი მის პოვნას, დარაჯთაგანაც არავის მოეკრა მოხუცისთვის თვალი.

დედაჩემი ჩემი დაბადებისას გარდაიცვალა. მამა მეორედ დაქორწინდა. დედინაცვალი ღრმად მორწმუნე და საოცრად კეთილი ქალი გახლდათ. შვილივით ვუყვარდი. სისხამ დილას დგებოდა და, მიუხედავად ჩემი მცირე ასაკისა, ტაძარში ცისკრის ლოცვაზე მივყავდი.

დღესაც თვალწინ მიდგას ასეთი სურათი: - გარიჟრაჟია... ახლახან გამეღვიძა, მაგრამ ადგომა რაღაც არ მინდა. მოახლე დედას პირს აბანინებს, მე კი საბანში გახვეული ვნებივრობ. დედა უკვე მზადაა ტაძარში წასასვლელად.

- "პავლეს ჯერ კიდევ სძინავს? წადი, ცივი წყალი მომიტანე", - ეუბნება დედა მოახლეს. მეც თვალის დახამხამებაში ვძვრები ლოგინიდან:

- "დედიკო, უკვე გავიღვიძე!" მაცმევენ და დედას ტაძარში მივყვები. ირგვლივ უკუნია. დროდადრო ნამქერში ვეფლობი და მერე სირბილით ვეწევი დედას...

შინ ლოცვაც უყვარდა. ხშირად კითხულობდა დაუჯდომელს, მეც მივუმღერებდი ხოლმე წვრილი ხმით:

- "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ!"

ცხრა წლისა გიმნაზიაში მიმაბარეს. სწავლის წლებმა მალე გაირბინა. შემდეგ სამსახურში მოვეწყვე და ყაზანში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარვლის ქვეშ დავსახლდი.

ოცდახუთი წელი რომ შემისრულდა, დედამ ცოლის შერთვა მირჩია. მისი თხოვნითა და იძულებით, პირველად გავესაუბრე ქალებს.

- "ღმერთო ჩემო, რა აუტანლად მოსაწყენია, - ვფიქრობდი მერე, - ყველა მხოლოდ მოგზაურობაზე, ლამაზ კაბებსა და შლაპებზე ოცნებობს. ცოლს რაზე უნდა ვესაუბრო? არა, სჯობს, თავი ვანებო ამაზე ფიქრს?!"

გავიდა ხუთი წელიწადი. დედამ ისევ გამიმეორა:

- იქნებ ცოლის შერთვა მოგინდეს, თვალი შეავლე ქალიშვილებს, ეგებ ვინმე მოგეწონოს...

დავუჯერე, მაგრამ ახლაც ისეთივე შთაბეჭდილება დამრჩა და ამჯერადაც გადავიფიქრე დაქორწინება.

ცოტა ხნის შემდეგ დედამ კიდევ ერთხელ მითხრა:

- "რატომ გაურბიხარ ქალებს, ჩემო ბიჭო? ახალგაზრდობა მალე გაგიფრინდება და აღარავის ენდომები, იცოდე, არ ინანო!" დავემორჩილე და კიდევ ერთხელ ვცადე საცოლის პოვნა. იმ დღეს ჩემმა ნაცნობებმა წვეულება გამართეს და მეც მიმიწვიეს. ვიფიქრე, მოდი, ვის გვერდითაც დამსვამენ, მასთან გავაბამ-მეთქი საუბარს. ბედად, გვერდით ერთი მოძღვარი მომისვეს, რომელიც საოცარი სულიერებით გამოირჩეოდა. მან იესოს ლოცვაზე დამიწყო საუბარი. ამან ისე გამიტაცა, სულმთლად გადამავიწყდა, საცოლის არჩევას რომ ვაპირებდი.

შინ დაბრუნებულმა მტკიცედ გადავწყვიტე, აღარასოდეს მეფიქრა ცოლის შერთვაზე და ეს დედას მოვახსენე. ძალიან გაუხარდა, - ვიცოდი, იმაზე ოცნებობდა, უფლისთვის მიმეძღვნა თავი, თუმცა, ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამს.

უფალს შეუცნობელი გზებით მივყავდი მონაზვნობისკენ. ღვთის წყალობით, შევიტყვე ოპტის უდაბნოს ამბავი და გავიცანი მამა ამბროსი, რომლის კურთხევითაც მივედი მონასტერში.

სანამ ოპტის მონასტრის სკიტში დავსახლდებოდი, ერთი წლით ადრე, ქრისტეშობის მეორე დღეს, დილის ლიტურგიიდან შინ ვბრუნდებოდი. ჯერ კიდევ ბნელოდა. უეცრად ვიღაც ბერიკაცი მომიახლოვდა და მოწყალება მთხოვა. საფულე თან არ მქონდა, ჯიბეში სულ ოცდახუთი კაპიკი აღმომაჩნდა, მოხუცს ისღა მივეცი და ვუთხარი: - მაპატიე, თან ამის მეტი არ მაქვს-მეთქი.

მან მადლობა გადამიხადა და სეფისკვერი მომცა. გამოვართვი, ჯიბეში ჩავიდე, მინდოდა, რაღაც მეთქვა გლახაკისთვის, მაგრამ ის აღარსად ჩანდა. ძებნა დავუწყე, მაგრამ ამაოდ - ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვეღარ გავიგე.

წლისთავზე უკვე ნათლისმცემლის სკიტში ვცხოვრობდი. ჩვენი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვამჩნევთ და გულგრილად ავუვლით ხოლმე გვერდს.

დაე, მოგვცეს უფალმა გონება, რათა ყურადღებით განვვლოთ ცხოვრება და შიშითა და კრძალვით აღვას¬რულოთ ჩვენი ხსნის საქმე. ამინ!

* * *

1903 წელს მისი მაღალ ხარისხში აყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ წმინდა ბარსანოფიმ უარი თქვა. 1907 წელს სკიტის ხელმძღვანელად დანიშნეს და იღუმენის ხარისხში აღამაღლეს.

მკაცრი ცხოვრების წესით, საღვთისმეტყველო საგნების ცოდნითა და მრავალი სულიერი ნიჭით მრავალი ადამიანის ყურადღება მიიქცია. თან, წმინდა იოანე კრონშტადტელის და ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის გარდაცვალების შემდეგ მორწმუნენი ოპტის მონასტერს მოაწყდნენ.

ღირს ბარსანოფის წმინდა ლევისა და ანატოლის მსგავსი ხარისხი ჰქონდა. მისი მოუსყიდავი სამართლიანობა, პირდაპირობა და უბრალოება აუტანელი იყო ყველა ამაყი, თვითნება და მოუნანიებელი ცოდვილისათვის.

ღირსი ბარსანოფი განსაკუთრებით ფლობდა დაფარულმცოდნელობის მადლს. ადამიანის სულს ხედავდა და საშუალებას აძლევდა, წამოეყენებინა დაცემულნი,

სწორ გზაზე დაეყენებინა გზააბნეულნი, განეკურნა სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან, განედევნა ეშმაკნი.

როცა აღსარებას იბარებდა, მაზიარებელს ურჩევდა, მწუხრის შემდგომ არაფერი ეჭამა წმინდა ზიარების მიღებამდე. გამონაკლისის სახით ნებას რთავდა ერთი ჭიქა ჩაი დაელია: "ზოგჯერ ზიარების დღეს დამძიმებული გუნება გაქვს, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო და სასო არ წარიკვეთო, რადგან ეშმაკი განსაკუთრებით აღუდგება წინ ადამიანს და მასზე ჰიპნოზით ზემოქმედებს. ჰიპნოზი, ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა. ამით ეშმაკი ჩვენც, ღვთისმსახურებსაც, გვაფორიაქებს ლიტურგიის აღსრულებისას", - ამბობდა მამა ბარსანოფი და არ ურჩევდა ზიარების დღეს დაძინებას.

ღირსი ბარსანოფი ამბობდა:

"არ უნდა წავიდეთ ეკლესიიდან წირვის დასრულებამდე, თორემ ღვთის მადლს ვერ მივიღებთ. სჯობს ბოლოს მივიდეთ და ვიდგეთ, ვიდრე დასრულებას არ დაველოდოთ. ჩვენთან, ექვსფსალმუნის კითხვისას, ხალხი გარეთ გამოდის ხოლმე ტაძრიდან. არ ესმით და ვერ გრძნობენ, რომ ექვსფსალმუნი არის სულიერი სიმფონია, სულის ცხონება, რომელიც სულს მთლიანად დაიპყრობს და აძლევს მას უმაღლეს სიტკბოებას".

ოპტაში ყოფნისას მხოლოდ მორჩილების გამო თუ გასულა სავანიდან. ბოლოს, 1910 წელს გავიდა სადგურ ასტაპეევოში, მომაკვდავი ტოლსტოის აღსარების მისაღებად, მაგრამ გარემოცვამ არ შეუშვა:

- არ შემიშვეს ტოლსტოისთან, ვევედრებოდი ექიმებს, ახლობლებს, არაფერმა უშველა. რკინის რგოლით შეჰკრეს განსვენებული ტოლსტოი, თუმცა ლევი (ლომი) იყო, მაგრამ მისი გაწყვეტა ვერ შეძლო.

მიუხედავად დიდი სულიერი ნიჭისა და ადმინისტრაციული უნარისა, მოიძებნენ მისი საქმიანობით უკმაყოფილონი. ძირითადად, - ახალი მონაზვნები, რევოლუციამდელი სულიერად დაცლილი მასიდან გამოსულნი. მათ არ ესმოდათ მონაზვნობის და სულიერი მამობის არსი. მათ ცვლილებების შეტანა სურდათ მონასტერში, უნდოდათ სკიტის დახურვა, ამისთვის კი ხელმძღვანელის თანამდებობა სჭირდებოდათ.

საქმე აშკარა ჯანყამდეც კი მივიდა. სამწუხაროდ, ცილისწამებებით თვით ისეთი დიდსულიერი მღვდელმთავრებიც კი შეაცდინეს, როგორიც ეპისკოპოსი სერაფიმე (ჩიჩეგოვი) გახლდათ. იყო ერთი მიზეზიც, რომელსაც იშვიათად თუ ახსენებენ: - მისმა სულიერმა შვილმა, სერგი ნილუსმა გამოსცა წიგნი - "სიონელ ბრძენკაცთა ოქმები". ამ წიგნს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა არა მარტო რუსეთში. მღვდელმთავართა ნაწილმა მისი დაგმობა მოსთხოვა. ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც წმინდა ბარსანოფი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი, გოლუტვინის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.

მიუხედავად სიბერისა და ავადმყოფობისა, ღირსი ბარსანოფი ენერგიულად შეუდგა სავანის აღორძინებას. უამრავი ხალხი მიაწყდა გოლუტვინის მონასტერს. გადიოდა ის 365 დღე ოპტის მონასტრის დატოვებიდან, რომელიც უნდა დამთხვეოდა მის გარდაცვალებას, როგორც მას შეფარვით უწინასწარმეტყველა ნეტარმა პარასკევა საროველმა.

1913 წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა. მის სულიერ შვილთა სანუგეშოდ, წმინდა სინოდის ბრძანებით, იგი ოპტაში, მამების გვერდით დაკრძალეს.

ეპისკოპოსმა ტრიფონ (თურქესტანოვმა) გარდაცვლილის კუბოსთან სიტყვა წარმოთქვა:

- შენ შეგეძლო სიყვარული, მხოლოდ სიკეთეს აკეთებდი და რამხელა ღვარძლი დაგატყდა თავს! შენ ყველაფერი მორჩილებით მიიღე, როგორც იობ მრავალვნებულმა. მე ვარ მოწმე, რომ განკითხვის სიტყვაც არ მომისმენია მისგან... მე, როგორც მღვდელმა, ვიცი, რას ნიშნავს ჩვენს დროში ასეთი მოძღვრები. მისი დარიგებები იმითაც არის ძვირფასი, რომ მონაზვნური ცხოვრების სიმაღლეს შეუერთა!

როგორც უკვე ვთქვით, ღირს ბარსანოფს დაფარულმცოდნელობის მადლი ჰქონდა.

ერთხელ მასთან ერთი 16 წლის გოგონა მივიდა უბრალო ცნობისმოყვარეობით, გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა. გოგონა ხვირთქლზე დადგა, უკეთ რომ დაენახა მოძღვარი. მამა ბარსანოფიმ ის შეამჩნია, დაუძახა და სენაკში შეიყვანა. მერე კი მთელი მისი ცხოვრების შესახებ უამბო, უსახელებდა წლებს, ცოდვებს და მოქმედ პირებს. ბოლოს კი უთხრა:

- ხვალე მოხვალ და ყველაფერს გამიმეორებ, რაც გითხარი. მე მსურდა მესწავლებინა, თუ როგორ უნდა თქვა აღსარება.

იღუმენი ინოკენტი პავლოვი იხსენებს თავის პირველ აღსარებას მამა ბარსანოფთან:

- ის არაჩვეულებრივი მამა იყო, დაფარულმცოდნელობის მადლით ცხებული, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე კიდეც, ოდეს მონასტერში მიმიღო და პირველი აღსარება ვთქვი. შეძრწუნებული გავქვავდი. ვხედავდი ჩემ წინ ანგელოზებრივ ადამიანს, რომელიც ჩემს დაფარულ ფიქრებს კითხულობდა, მახსენებდა ფაქტებს და ადამიანებს, რომლებიც დამვიწყებოდა. არამიწიერმა შიშმა შემიპყრო.

მან კი გამამხნევა და მითხრა:

- "ნუ გეშინია, მე, ცოდვილი ბარსანოფი კი არ გეუბნები, არამედ ღმერთმა გამიმხილა ყოველივე. რაც გითხარი, ამაზე ჩემს სიცოცხლეში ნურავის ეტყვი, მერე კი შეგიძლია".

მამა ბარსანოფის თანამედროვე იგონებს:

- ჩვენს ოჯახს პეტერბურგის მარინის თეატრის აბონემენტი ჰქონდა. ერთხელ, ერთი წლით ადრე, ვიდრე ოპტაში ჩავიდოდი, ჩვენს აბონემენტზე "ფაუსტი" შემოგვთავაზეს, შალიაპინის შესრულებით. მომინდა სპექტაკლის ნახვა, არადა მეორე დღეს ნიკოლოზობა იყო. ვიფიქრე, ღამისთევის ლოცვას ვერ დავესწრები, მაგრამ ხვალ დილით მივალ ცისკარსა და წირვაზე-მეთქი. ასეც მოვიქეცი, მეორე დილით დავესწარი ლოცვებს და ვთქვი, რომ "პატივი მივაგე წმინდა ნიკოლოზს". თუმცა გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ ყველაფერი დამავიწყდა. მამა ბარსანოფი აღსარების წინ მეუბნება, - ზოგჯერ ისეთი რამ ხდება, რომ ვერ გრძნობ შენს ცოდვას. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ წახვიდე და პატივი მიაგო ისეთ ღვთის დიდ წმინდანს, როგორიც წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედია და ღამისთევის ლოცვას დაესწრო, მიდიხარ, ტკბობას ეძლევი, ღვთის წმინდანს კი საკადრის პატივს ვეღარ მიაგებ, რაც უკვე ცოდვააო...
მადლმოსილება
ეს მოხდა გოლუტვინის მონასტერში, რომლის წინამძღვარიც ღირსი ბარსანოფი გახლდათ. ის აღსარება-ზიარებისთვის მასთან მისულ ოცამდე მორწმუნეს ესაუბრებოდა:

- "ერთ ქალბატონს ვაჟი უყვარდა, ის კი სხვას ეტრფოდა. ქალმა შურისძიება გადაწყვიტა. ვაჟი ციგურებით სრიალებდა იმ მოედანზე, სადაც ქალიც დადიოდა. განიზრახა, - დავაკოჭლებ და არც სხვას დარჩებაო. ერთხელ, სრიალისას, ფეხი ისე "ოსტატურად" დაუდო, რომ ვაჟი წაიქცა და ხელი მოიტეხა. დიდება უფალს, - ხომ შეიძლებოდა, ტვინი შერყეოდა, ან მომკვდარიყო. ამგვარი შემთხვევები აღსარებაზე ავიწყდებათ".

ამ საუბრისას ერთ-ერთ გოგონას ცივმა ოფლმა დაასხა, ნათესავს მხარზე დაეყრდნო და უჩურჩულა: - მოძღვარმა ხომ ჩემი ცხოვრება აღწერა! ეს ჩემი საიდუმლოებაა, საიდან უნდა სცოდნოდაო.

- "შენ ახლა უკვე იცი?"

მამა ბარსანოფის სულიერი შვილი, მონაზონი ალექსანდრა იგონებდა:

- "ერთხელ მამა ბარსანოფმა, რამდენიმე სულიერი შვილი, მონაზონი შემოიკრიბა და მათთან საუბარი წამოიწყო ბოროტ სულებთან ბრძოლაზე.

მე რატომღაც გვერდით მომისვა, - მაიძულებდა კი¬დეც, მასთან ახლოს დავმჯდარიყავი. როცა იმ შიშებზე საუბრობდა, რაც შეემთხვევათ მონაზვნებს, უეცრად ცხადად ვიხილე ახლოს მდგარი ეშმაკი, რომელიც საზარელი იყო.

უნებურად დავიყვირე. მამა ბარსანოფიმ ხელი მომკიდა და მითხრა:

- "აბა, რა! ახლა ხომ იცი?" სხვა დები ვერაფერს ხედავდნენ და ვერც მიხვდნენ, რა მოხდა.

ნათელმოსილი

დედა ალექსანდრა იგონებდა:

- "ერთხელ, მამა ბარსანოფის აღვლენილ ლიტურგიაზე, უცნაური და დიდებული რამ ვიხილე: მოძღვარი კაშკაშა ნათელში იყო გახვეული. ის თავადვე იყო ამ ცეცხლის წყარო და ასხივებდა. მისგან მოფრქვეული ნათლით გაბრწყინებული იყო თანამსახური დიაკვნის სახეც.

მსახურების შემდეგ სხვა მონაზვნებთან ერთად მამა ბარსანოფისთან შევედი. ძალზე დაღლილი სახე ჰქონდა. ერთ-ერთ მონაზონს ჰკითხა:

- "შეგიძლია თქვა "დიდება ღმერთს"? მივედი მასთან და ვუთხარი:

- "მე შემიძლია, ვთქვა, დიდება ღმერთს!"

- "დიდება ღმერთს,

დიდება ღმერთს!" სიხარულით გაიმეორა მოძღვარმა.

გულისხმასვყოფ ამ საკვირველ მოწმობას და გულიდან აღმომხდება - ჭეშმარიტად "დიდება ღმერთს!"

სერგი ნილუსის ნაამბობიდან

"მამა ბარსანოფი მეუბნებოდა, - წერს სერგი ნილუსი, - მამა ილიოდორთან არასოდეს მქონია ახლო ურთიერთობა, მხოლოდ საქმიანი, მშრალი ოფიციალური შეხვედრები მქონდა. მისი გარდაცვალების დღეს, კურთხევის მერე, არ ვიცი, რატომ, მოულონელად ვკითხე:

- ძმაო, რამე თუ მოიმზადე სამგზავროდ-მეთქი. დაიბნა, არ იცოდა, რა ეპასუხა. მე კი ლანგრიდან ყინულკარამელები ავიღე, ხელში ჩავუდე და ვუთხარი: - აჰა, შენ ეს სამგზავროდ!

და ხედავთ, რომელი გზით წავიდა!"

მოძღვარი ამას ერთგვარად გაოცებული მიყვებოდა, რომ მისი სიტყვა აღსრულდა. მაგრამ როცა ასე ახლოს ვცხოვრობ ოპტის სიწმინდეებთან, აღარაფერი მიკვირს. გაოცებას გადავეჩვიე".

* * *

"ეს საფლავი ჩემი სულიერი შვილისაა, - გვიამბო მამა ბარსანოფიმ, - აქ არის დაკრძალული მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ლ.-ი. რომელიც მათემატიკოსი და ასტრონომი იყო, შეისწავლა უმაღლესი მეცნიერებები და ქედი მოუდრიკა ქმნილებისა და მათი შემქმნელის დიდებულებას.

ცოლი და მეგობრები დასცინოდნენ. მისი ცოლი მედიცინის დოქტორი იყო, კლინიკაში მუშაობდა. იქ გაიცნო ერთი პროფესორი, შეუყვარდა და მასთან ერთად პარიზში გაიქცა, თან ბავშვები გაიყოლა. ლ.-ი ძალზე დარდობდა. წლების მერე სულისთვის შვების მოსაგვრელად ჩვენთან მონასტერში ჩამოვიდა, სადაც, ღვთის დაშვებით, ფილტვების ანთება შეეყარა. მძიმე შემთხვევა იყო, ვხედავდი, რომ მალე გარდაიცვლებოდა და შევთავაზე, განშორებოდა სოფელს და ბერად აღკვეცილიყო. მან ხომ დიდი ხანია არაფერი იცოდა ცოლ-შვილის შესახებ. დაფიქრდა და დამთანხმდა. რამდენიმე თვის მერე სკიტში გამოგვეცხადა ერთი მეტად ეგზალტირებული ქალბატონი და ყვირილი მორთო: - მომეცით ჩემი ქმარი!

თავიდან ვერ მივხვდი, რა უნდოდა, შემდეგ გავარკვიე, რომ ლ.-ს გულისხმობდა. შენი ქმარი ანგელოზთა შორისაა-მეთქი. გაღიზიანებულმა ქმრის საფლავის ნახვა მოინდომა.

ვუთხარი, რომ დედაკაცებს სკიტში შესვლა აკრძალული ჰქონდათ. ამაყად დაიწყო თავის განსწავლულობაზე ლაპარაკი, - თორმეტი უცხო ენა ვიცი და ჩემი ნაშრომებით საზღვარგარეთ გავითქვი სახელიო!

- უმთავრესი, - ანგელოზთა ენა არ იცით-მეთქი. ირონიულად მკითხა:

- სად შეიძლება ვისწავლოთ ასეთი ენაო?

- საამისოდ წმინდა წერილი უნდა იკითხოთ. სწორედ ეს არის ანგელოზთა ენა-მეთქი. აქ უკვე აღარაფერი მესაქმებაო და შვეიცარიის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად გაემგზავრა. წასვლისას ვუთხარი, - ცხოვრებაში მძიმე დღეები როცა დაგიდგებათ, მომწერეთ, ჩემთან ისევ მოგიწევთ მოსვლა-მეთქი!

გაიცინა და წავიდა.

რამდენიმე თვის შემდეგ შვეიცარიიდან წერილი გამომიგზავნა, - ძალიან უბედური ვარ, ჩემმა სამოქალაქო ქმარმა მიმატოვა და თან ჩემი შვილებიც წაიყვანაო. ჩემი რჩევით სახარების კითხვა დაიწყო და იქ ბევრი რამ საინტერესო იპოვა. წერილში რამდენიმე კითხვა დამისვა. პასუხის გასაცემად ჩვენთან მოსვლა შევთავაზე. ჩამოვიდა და საკმაოდ დიდხანს იცხოვრა, მერე კი ყოველწლიურად ჩამოდიოდა. მორწმუნე და კეთილ დად გარდაიქმნა, - იგონებდა სერგი ნილუსი, - ძალზე თავმდაბალი იყო. როცა მოძღვარი მისაღებში გამოვიდოდა, ფეხებში უვარდებოდა. ძალზე მდიდარი გახლდათ და მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა. აი, როგორ შეიცვალა".

ღირსი ბარსანოფის ანდერძი


"ბოლოს და ბოლოს, დაუტევებს რა ამქვეყნიურ ზრუნვას, ასე დაუძლურებული და გატანჯული სული ჩემი, მოკლედ ვეტყვი ჩემს უკანასკნელ სიტყვასა და ანდერძს, ჩემს ძვირფას ყოფილ სულიერ შვილებს.

პირველად მდაბლად გთხოვთ: შემინდეთ ჩემი ნებსითი და უნებლიე შეცოდებანი, თქვენ წინაშე და მეც ასევე შევუნდობ ყველა მწუხარებისა და გამწარებისთვის, რომელიც განვიცადე ზოგიერთისგან, ჩვენი ცხოვნების მტრის მიერ ჩაგონებით.

გწამდეთ ჩემი, წმინდანო მამანო და ძმანო, რომ ყველა ჩემი მოქმედება და სურვილი მხოლოდ იყო - დამეცვა წმინდა მცნებები და დადგენილებანი მოსაგრე მამათა და ჩვენი დიდი მოძღვრებისა, მათი მთელი ღვთაებრივი და საკვირველი სილამაზე, ამ საუკუნის სხვადასხვანაირი გამხრწნელი გავლენისაგან, რომლის დასაწყისიც სატანური ამპარტავნობაა, დასასრული კი - ცეცხლი ჩაუქრობელი და ტანჯვა დაუსრულებელი.

შესაძლოა ცუდად ავასრულე ეს, ვინანიებ და შეუვრდები ღვთისმსახურების წინაშე და შეწყალებას შევთხოვ. თქვენ კი, ყველას, უფლისმიერ საყვარელნო, გთხოვთ და გევედრებით - დაიცავით ჩემი მდაბალი რჩევები. ნუ დაავსებთ სულს, უფრო მეტად განახურვეთ იგი მომთმენი ლოცვითა და წმინდა მამათა ნაწერებისა და წმინდა წერილის გულმოდგინე კითხვით, რომელიც განწმენდს გულს ვნებათაგან".

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვანი ღვთის წინაშე!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2024
02 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა პორფირე კავსოკალიველს. „კარიბჭის“ მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე საგულისხმო მოგონებას ამ ღირს მამაზე.
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler