წმინდა იოანე წინასწარმხედველი (ლიკოპოლელი) (+395) - 27 მარტი (9 აპრილი)
წმინდა იოანე წინასწარმხედველი (ლიკოპოლელი) (+395) - 27 მარტი (9 აპრილი)
წმინდა იოანე წინასწარმხედველი დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში. იგი ცხოვრობდა ქალაქ ლიკოპოლისში (შუა ეგვიპტე). იოანე ხელოსნის შვილი გახლდათ და თვითონაც 25 წლამდე ხურო იყო. მერმე აღიძრა სურვილით, ღვთისათვის მიეძღვნა თავი და თებაიდის უდაბნოში განმარტოვდა, სადაც, წმინდა ანტონი დიდის მაგალითით, 12 წელი მოღვაწეობდა, ერთი ვინმე მეუდაბნოის ხელმძღვანელობით, ისწავლა სრული მორჩილება და საკუთარი ნების მოკვეთა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ წმინდა იოანემ 5 წელი მონასტერში იცხოვრა და მერე უდაბნოში განმარტოვდა, საცხოვრებლად აირჩია ქალაქიდან დაშორებულ მთებში მდებარე ადგილი. მთის მწვერვალზე ოროთახიანი კელია გამართა. ერთში ლოცულობდა, მეორეში კი ხელსაქმობდა და საზრდელით ძლიერდებოდა. სტუმრებს წმინდა იოანე მხოლოდ შაბათ-კვირას იღებდა. სტუმრების მოსასვენებლად შემდგომში ასი კაცის სამასპინძლო შენობა ააგო. მასზე მოგვითხრობენ ელენოპოლელი ეპისკოპოსის, პალადიოსის "ლავსაიკონი", ასევე ნეტარი ავგუსტინე, კასიანე და სხვები. მისი ხსენება 27 მარტსაა დაწესებული.

40 წლის ასაკიდან 90 წლამდე იოანეს კელიაში ფეხი არავის შეუდგამს. სტუმრებს შეეძლოთ, იგი სარკმლიდან დაენახათ და ისიც შიგნიდან პასუხობდა. აღმოთქვამდა ღვთის სიტყვას ან დასამოძღვრად სულთა, ანდა საჭიროებისდა მიხედვით ნუგეშს აძლევდა. დედაკაცთაგან ვერავინ მიდიოდა მასთან, შესახედავადაც კი, მამაკაცებსაც იშვიათად იღებდა, ისიც გარკვეულ დროს. თუმცა ნება დართო, მნახველთათვის მის შორიახლოს კელია აეშენებინათ: შორეული ქვეყნებიდან მოსულებს შეეძლოთ ცოტა ხანს დაესვენათ. თვითონ კი მუდამ ღმერთში იმყოფებოდა. ასეთი საღმრთო და მიუწვდომელი ნიჭი მოიპოვა სულის სრული სიწმინდით. რაც უფრო გაშორდებოდა ამსოფლიურ ამაოებას და საუბრებს, მით მეტად უახლოვდებოდა ღმერთს. საბოლოოდ, ისეთ სულიერ სინათლეს მიაღწია, რომ ღირსი შეიქნა მომავლის ჭვრეტისაც. უფალმა აშკარად მოავლინა მასზე წინასწარმეტყველების ნიჭი. არა მარტო თანაქალაქელებს და თანამემამულეებს პასუხობდა შეკითხვებზე და წინასწარმეტყველებდა, არამედ თვით იმპერატორ თეოდოსის ამცნო მომავალ ომზე, თუ როგორ გაიმარჯვებდა ტირანებზე, ასევე მტრის შემოტევაზე და რის დათმენაც მოუწევდათ.

ერთხელ თებაიდის განაპირა ქალაქ კირენის სიახლოვეს ეთიოპიელთა ტომი დაესხა თავს რომის არმიის რაზმს და სასტიკად დაამარცხა, გაძარცვა და ხელთ ნადავლი იგდო. რომაელთა ბელადი მივიდა იოანესთან - ის ვერ ბედავდა მცირერიცხოვანი რაზმით შებრძოლებოდა ურიცხვ ბარბაროსთ. იოანემ უთხრა:

- წარვედ მშვიდობით: ჩემ მიერ მითითებულ დღეს დაამარცხებ მტერს, წაართმევ ნაალაფარს და უკან ნადავლითაც დაბრუნდები.

ყოველივე აცხადდა. მხედართმთავარმა ეს ამბავი იმპერატორს შეატყობინა, რომელიც ამის მერე კეთილ-მოკრძალებით ეპყრობოდა იოანეს და პატივს სცემდა მას. ის კი თავის დამსახურებას კი არ მიაწერდა წინასწარმეტყველების ნიჭს, არამედ უფრო მეტად - შემკითხველის სარწმუნოებას.

ერთი სამხედრო ტრიბუნი სალაშქროდ ემზადებოდა, მივიდა წმინდა იოანესთან და სთხოვა, ჩემს ცოლს თქვენთან მოსვლის ნება დართეთო.

- იცით, რამდენი ხიფათი შეემთხვა მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ენახეთ, - უთხრა ტრიბუნმა.

წმინდანმა იუარა:

- ადრეც არასოდეს მქონია ჩვევად დედაკაცისთვის მეცქირა, მით უმეტეს, ახლა, როცა ამ კლდეზე მარტო ჩავიკეტე მღვიმეში.

ტრიბუნი კი ჯიუტად სთხოვდა ცოლთან შეხვედრას. თუ ჩემი ცოლი ვერ გნახავთ, ალბათ ძლიერი ხურვებისაგან მოკვდებაო, - არწმუნებდა წმინდა კაცს. ეუბნებოდა, ჩემი ცოლის სიკვდილის მიზეზი იქნები, ის სიკვდილს იპოვის იქ, სადაც ცხონებას ეძებდაო.

ბერი ხედავდა, რომ ასეთი ძლიერი სარწმუნოება უკვე ერთგვარ უბედურებად იქცა.

- წადი, - უთხრა ტრიბუნს, - შენი ცოლი ამაღამ მიხილავს. ოღონდ აქ ნუ მოვა, დარჩეს შინ, თავის საწოლში.

სტუმარი წავიდა, თანაც ამ გამოუცნობ პასუხზე ფიქრობდა. მაგრამ მისი ცოლი სულაც არ შეშფოთებულა. და აი, ძილში, სიზმარში, ღვთის კაცი ქალის წინაშე ხილვით წარდგა.

- ჰოი, დედაკაცო, დიდ არს სარწმუნოება შენი! - უთხრა მან, - აი, მოვედი შენი სურვილის აღსასრულებლად, მაგრამ გირჩევ, ნუ ეცდები ღვთის მონათა ხორციელი სახის ხილვას, ეცადე, სულით განჭვრიტო მათი ღვაწლი და მოსაგრეობა. "სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ხორცნი არად სარგებელ არიან" (იოანე 6,63). მე არც მართალი ვარ და არც წინასწარმეტყველი, როგორც შენ ფიქრობ, არამედ თქვენი სარწმუნოებით გიშუამდგომლეთ უფლის წინაშე და მან გიბოძათ კურნება ყველა თქვენს ხორციელ სნეულებათაგან. ამიერიდან ჯანმრთელნი იქნებით თქვენ და თქვენი ქმარი და კურთხეულ იქნება სახლი თქვენი. გახსოვდეთ ღვთის ქველმოქმედება, მუდმივად ღვთის შიში გქონდეთ და დაკმაყოფილდით საკუთარი ჯამაგირით, ზედმეტს ნუ ეძიებთ... საკმარი იყოს თქვენთვის, ძილში რომ მნახეთ. ზედმეტად ნუ გაიწვალებთ თავს...

გაღვიძებულმა ქალმა ქმარს უამბო ძილში ნანახი და მოსმენილი, სხვათა შორის, აღუწერა გარეგნობა და ყველა ნიშანი ბერისა. გაოცებული ქმარი კიდევ ერთხელ მივიდა ღვთის კაცთან, ქება შესწირა ღმერთს, კურთხევა მიიღო და მშვიდად გაშორდა.

ერთხელ მასთან ერთი მხედართმთავარი მივიდა. შინ ფეხმძიმე ცოლი ელოდა. იმ დღეს, როცა მან ნეტარი იოანე მოინახულა, მისმა ცოლმა იმშობიარა და ძალზე დაუძლურდა. ღვთის კაცმა უთხრა:

- შენ რომ იცოდე წყალობა ღმრთისა, მადლობას შესწირავდი ღმერთს. დღეს ვაჟი შეგეძინა. ოღონდ შენი ცოლი ძალზე დასუსტდა. მაგრამ უფალმა არ დაუტევა და მას უკვე ჯანმრთელს ნახავ. შინ დაბრუნება იჩქარე - ახალშობილს შვიდი დღისას ნახავ და იოანეს დაარქმევ. შვიდი წლის განმავლობაში შინ გაზარდე და დაიცავი წარმართობის ყველანაირი გავლენისაგან (ნეტარი ავგუსტინე თავის თხზულებაში, "გარდაცვლილთათვის ზრუნვაზე", ჰყვება ამ საოცარ ამბავს და უმატებს: - მან, ვინც ეს ამბავი შეიტყო ამ ცოლ-ქმრისაგან, რომლებიც ღირსნი გახდნენ ამ საოცარი ხილვისა, მიამბო მეც. მთხრობელი იყო პატივცემული, ცნობილი და სრულიად ღირსი ნდობისა. იულიანე განდგომილის ხვედრი ძალზე დასამახსოვრებელი იყო ყველასთვის და ამართლებს წმინდა მამის ზრუნვით აღსავსე რჩევას, რომ ბავშვი წარმართული გავლენისაგან დაეცვათ), მერე კი წმინდა და საღმრთო ცოდნის შესაძენად ბერებს ჩააბარეო.

ამის გარდა, ვინც არ უნდა მისულიყო მასთან, თანამემამულე თუ სხვა პროვინციის მცხოვრები, მათი საჭიროებისდა მიხედვით უცხადებდა მათი გულის საიდუმლოებებს. თუ ვინმეს სინდისს უმძიმებდა ფარულად ჩადენილი ცოდვა, მას ცალკე ამხილებდა და სინანულისა და გამოსწორებისკენ მოუწოდებდა.

როცა ნილოსი უზომო ადიდებით იმუქრებოდა ანდა მდინარე შრებოდა, იგი წინასწარ აფრთხილებდა ხალხს. ზუსტად ასევე წინასწარ აფრთხილებდა კაცთ, ცოდვების გამო რა სასჯელი ემუქრებოდათ, ცხადად მიუთითებდა ზეციური სასჯელის მიზეზს.

ავადმყოფებს ჯანმრთელობას და კურნებას იმგვარად უბრუნებდა, რომ გაურბოდა ყოველგვარ პატივმოყვარეობას და ზოგჯერ ნებასაც არ აძლევდა, მასთან სნეულნი მიეყვანათ: ზეთს აკურთხებდა, გაუგზავნიდა ავადმყოფებს, სცხებდნენ მათ და ისინიც ყველანაირი სნეულებისგან იკურნებოდნენ.

ერთხელ რომელიღაც სენატორის ცოლმა მხედველობა დაკარგა და სთხოვა ქმარს ამ ღვთის კაცთან მიყვანა. ქმარმა უპასუხა, იგი დედაკაცებს არ იღებსო. მაშინ ცოლი შეეხვეწა, ის მაინც აუხსენი, რითიც ვარ ავად და ევედრე, ჩემი განკურნებისთვის ილოცოსო. ქმარმა ელჩობა გაგზავნა იოანესთან. ღვთის კაცმა ილოცა, ზეთი აკურთხა და ავადმყოფს გამოუგზავნა. სამი დღის განმავლობაში ქალი ზეთს თვალებზე ისვამდა, მხედველობა კვლავ დაუბრუნდა და ქება მიუძღვნა ღმერთს...

მასთან თებაიდის უდაბნოში სტუმრად მისულ აკვილელ ხუცეს რუფინიუსს ასეთი რამ უამბო იოანე წინასწარმხედველმა:

"ჩვენს მეზობელ უდაბნოში, მღვიმეში, ცხოვრობდა ერთი ბერი. დიდად თავშეკავებული იყო და დღიურ ლუკმას თავის ხელთა ნაღვაწით მოირეწდა. დღე და ღამეს ლოცვაში ატარებდა. მას ყველანაირი სულიერი სათნოება განამშვენებდა. მაგრამ გაამაყდა ასეთი სასიხარულო წარმატებებით, სასოება ღმერთის ნაცვლად თავის მოჩვენებით სრულყოფილებაზე დააყრდნო და საკუთარი თავის დამსახურებად თვლიდა თავის სრულყოფილებას. შეამჩნია ეს ეშმაკმა და მახე დაუგო. ერთ საღამოს გამოეცხადა უდაბნოში გზააბნეული მშვენიერი ქალის სახით. თითქოს უდაბნოში ხეტიალით საშინლად დაღლილი მივიდა მღვიმის კართან. ვითომდა დაღლილ-დაქანცული და დაუძლურებული დაემხო განდეგილის ფერხთა წინაშე და შეევედრა, მოწყალე იქმენ ჩემდამიო.

- უდაბნოში დასამალად შემოვედი, მაგრამ ღამემ მომისწრო მე უბედურს. გევედრები, შენი მღვიმის კუთხეში დასვენების ნება მომეცი, რომ მხეცთა ლუკმა არ გავხდეო.

თანაგრძნობის საბაბით, ბერმა იგი მღვიმის სიღრმეში შეიყვანა და ჰკითხა, - რას დაეხეტებოდი უდაბნოშიო.

ქალმა ოსტატურად გამოიგონა მიზეზი. თხრობაში ურევდა შხამს ალერსისა და ქალური ხიბლისას. თავს უმანკოდ, მსხვერპლად აჩვენებდა, რომელსაც მფარველობა სჭირდება. მან განდეგილის სული მშვენიერი და მოხდენილი საუბრით მოხიბლა. თანდათანობით ეს მომხიბლავი საუბარი ხუმრობასა და სიცილში გადაიზარდა. ანცად ეხებოდა ბერის წვერსა და ნიკაპს, მერე ყვრიმალსა და ყელში ალერსიანი მოფერება დაუწყო. ბოლოს და ბოლოს, ქრისტეს მეომარი ტყვედ აღმოჩნდა... მის გულში ვნება ადუღდა, აღელდა ტალღები ავხორცობისა... დაივიწყა თავისი ღვაწლი, აღთქმა და დანიშნულება.

გულის სიღრმეში იგი უკვე მიეცა ავხორცულ სურვილს, ფიქრებში - არაწმინდა ვნების დანაშაულებრივ კავშირს. საცოდავი დახრის კისერს და გახდება, "ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა" (ფს. 31,9). აი, უკვე მზად არის, შემოხვიოს ხელები სამარცხვინო ფერებისთვის, რომ ქალი, მსგავსად აჩრდილისა, საშინელი ყვირილით ქრება მისი მკლავებიდან... უამრავი ბოროტი სული მოფრინდა ამ სახილველზე და ღრიალითა და ბოროტი დაცინვით შესძახეს:

- აი... ეს შენ ხარ ცამდე ამაღლებული, ახლა ხომ შთავარდი ჯოჯოხეთში! ახლა გესმის ნათქვამი: "ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს" (ლუკა 14,11)?

მაშინ მან, თითქოს ჭკუიდან გადასულმა, ვერ დაითმინა ცდუნების სირცხვილი, რომ თავის თავს უფრო მეტად ატყუებდა, ვიდრე დემონები აცდუნებდნენ. იმის მაგივრად, თავისი სულის აღდგენასა და ბრძოლის გაგრძელებაზე ეფიქრა, იმის მაგივრად, გამომსყიდველი ღვაწლით - ცრემლებით გულის შემუსვრით აღეხოცა დანაშაული ადრინდელი თავმაღლეობისა - იგი სასოწარკვეთილი, სიტყვისამებრ მოციქულისა, მიეცა ყოველგვარ ბილწებასა და უსჯულოებას, დაუბრუნდა ერის ცხოვრებას და ეშმაკის ნადავლი გახდა. ახლა იგი გაურბის წმინდა კაცებთან შეხვედრასაც კი, რომ ვინმემ მაცხოვნებელი რჩევებით არ ამოათრიოს წარწყმედისაგან. მას რომ მოსურვებოდა, ძველებურად თავშეკავებული ცხოვრება განეგრძო, უეჭველად დაუბრუნდებოდა ადრინდელი ღირსება და მადლი...

სხვა კაცს ამგვარივე განსაცდელი დაატყდა თავს, მაგრამ სხვანაირი იყო მისი დასასრული. მეზობელ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ბოროტმოქმედი. მას ყველა უწესობის მოთავედ თვლიდნენ. მაგრამ ერთხელ მოწყალე ღვთის თითი შეეხო მის გულს და სინანულში ჩავარდა, აკლდამაში ჩაიკეტა, ცრემლთა ნაკადებით ჩამოირეცხდა წარსულის სირცხვილს. დღედაღამ მიწაზე დამხობილი ვერ ბედავდა ზეცისთვის შეხედვას, ვერც სიტყვის წარმოთქმას, ვერც ღვთის სახელის ხსენებას... ისმოდა მხოლოდ მისი გოდება და ქვითინი. ასე გაატარა მთელი კვირა... უეცრად აკლდამაში ყვირილით გამოეცხადნენ ბოროტი სულები:

- რას აკეთებ, არამზადავ და გარყვნილო! ყოველგვარი სიბილწითა და არაწმინდებით გამაძღარმა ახლა მოისურვე წმინდანობა და ღვთისმოშიშობა? შენ ხომ მანკიერებათა შინა დაბერდი: ძალაც კი არ შეგრჩა ბოროტების გამოსასწორებლად. თავს ქრისტიანად, მონანულად და თავმდაბლად აჩვენებ... ნუთუ გგონია, რომ ბოროტებით გაჟღენთილი სამოთხეში მოხვდები და ჩვენთან ერთად აღარ იქნები?.. შენ ხომ ჩვენი ხარ და სხვანაირად ყოფნა არ შეგიძლია. დაბრუნდი სასწრაფოდ და შემოგვიერთდი. ცოტა დროღა დაგრჩენია, ნუ დაკარგავ მას, გამოიყენე სიამოვნებისათვის! უხვად მოგიმზადებთ ამქვეყნიურ სიხარულს, მოგგვრით მომხიბვლელ ლამაზმანებს და ყველაფერს, რასაც შეუძლია დაგიბრუნოს სინორჩე სიყმაწვილისა. უაზროდ თავს რად იწვალებ? დროზე ადრე თავს რატომ იტანჯავ? განა იგივე არ უნდა დაითმინო ჯოჯოხეთში, რასაც ახლა ეძებ? თუ დასჯა გსიამოვნებს, ცოტა ხანს დაიცადე - ის უკვე გამზადებულია შენთვის. ახლა კი ჩვენს საჩუქარზე უარს ნუ იტყვი - შენ ხომ ის ყოველთვის გსიამოვნებდა!

ამგვარი და უარესი სიტყვებით ისინი დასცინოდნენ მონანულს, ის კი გაუნძრევლად იწვა, თითქოს არაფერი ესმოდა, კრინტი არ დაუძრავს. ბოროტი სულები კი თავს არ ანებებდნენ. დემონებმა რომ ვერაფერი გააწყვეს, საშინლად გამძვინვარდნენ... მთელი ხროვა დაესხა მონანულს, ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს და გაქრნენ. მლოცველი ადგილიდან არ დაძრულა. მეორე დღეს ახლობლებმა მოიძიეს და ნაცემი იპოვეს. ამბის გაგების შემდეგ სთხოვეს, გამოჯანმრთელებამდე შინ წაგიყვანთო. მონანულმა უარი თქვა. ბოროტი სულები მეორე ღამესაც დაესხნენ თავს და ადრინდელზე მეტად სცემეს. ბერმა მაშინაც არ მოისურვა იქაურობის მიტოვება - სჯობს, მოვკვდე, ვიდრე დემონებს დავემორჩილო და დავუთმოო.

მესამე ღამეს დემონთა ურიცხვი ჯგრო დაეძგერა და შეუბრალებლად გადაანთხიეს ბოღმა, ტანჯეს... წამებისას სხეული დაუძლურდა, მაგრამ სული მისი ბოლომდე შეურყეველი იყო. ბოროტი სულები გაშმაგებულნი ყვიროდნენ, - გვაჯობა, გვაჯობაო!

თითქოს ზეციურმა ძალამ განდევნაო, დემონებმა კისრისტეხით მოკურცხლეს და ბერს თავი ანებეს. ამის მეტი აღარც საცდური ყოფილა და არც სატანჯველი...

ბერი ისეთ სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლდა, განბრწყინდა სულით, ღვთის მადლის ისეთი ძალით აღივსო, რომ ისე უყურებდნენ, როგორც ციდან გარდამოსულს და უფრო ანგელოზად თვლიდნენ, ვიდრე კაცად: "ესე არს განახლებაი მარჯვენისა მაღლისაიო" (ფს. 76,10). მისი მაგალითით რამდენი ცხონებისთვის სასოწარკვეთილი კვლავ გამხნევდა იმედით, შეუდგა თავის გამოსწორებას, რაზეც ადრე ფიქრს ვერ გაბედავდა. რამდენი ამოვიდა ჯოჯოხეთის უფსკრულიდან და სათნოებებში გაძლიერდა! მასში მომხდარი ცვლი¬ლების მერე ყველას ყველაფერი შესაძლებლად მიაჩნდა. და არა მარტო ის გაბრწყინდა თავისი გამოსწორებით და სულიერი სრულყოფილებით, არამედ ღვთის მადლმაც უხვად განისვენა მასზე. მის მიერ მოხდენილი ნიშ-სასწაულნი ნათლად აჩვენებდა, თუ როგორი მოწყალება მოიპოვა ღვთის წინაშე. ამგვარად, თავმდაბლობას და ღვთისკენ მოქცევას მოაქვს ყველა სიკეთე, სიამაყე და სასოწარკვეთა კი მიზეზია სიკვდილისა და დაღუპვისა (წარწყმედისა).

ჩვენს შედარებით უფრო მყუდრო უდაბნოში ცხოვრობდა ერთი ბერი. მრავალი წელი გაატარა მუდმივ მარხვასა და თავშეკავებაში და სიბერეს მიუახლოვდა. სრული თავშეკავების სიმაღლეზე მყოფს ყველა სათნოება განამშვენებდა. ემსახურებოდა ღმერთს და დაუდუმებლად უგალობდა მას ფსალმუნებსა და საგალობლებს. და აი, როგორც თავის დამსახურებულ მხედარს, ღმერთმა მას საზღაური მოუმზადა: ჯერ კიდევ ხორცში მყოფს ანგელოზთა მსგავსად შეეძლო ემსახურა უხორცოთა ღვთისმსახურებით, ვინაიდან უფალმა ღირსყო, უდაბნოში გამოკვებილიყო ყოველდღიურად გამოგზავნილი ზეციური პურით. ის ხომ დაუძინებელ სადარაჯოზე იდგა და ზეცათა მეუფეს მოელოდა!

ამგვარად სათნო უჩნდა უფალს, რომ ამ სიცოცხლეშივე დაეჯილდოებინა გულმოდგინე მოსაგრეობისათვის და უზრუნველეყო იგი ყოველდღიური საკვებით. როგორც კი იგრძნობდა შიმშილს, შევიდოდა მღვიმეში და მაგიდაზე საოცრად წმინდასა და უჩვეულო გემოს პურს ნახულობდა. მოძლიერდებოდა და კვლავ ლოცვას იწყებდა, ღვთისადმი გალობას აღავლენდა. ბოლოს ღმერთმა ღირსყო განსაკუთრებული გამოცხადებისა და წინასწარმეტყველების ნიჭისა.

მაგრამ ამგვარ უდიდეს სრულყოფილებას მიღწეულმა, დიდებისმოყვარეობით დაიწყო ფიქრი, თითქოს თავის დამსახურებათა გამო ღირსეულად მიეზღო ზეციური წყალობა. ამ დროს შეეპარა სულში უზრუნველობა, თავიდან მისთვისაც კი ოდნავ შესამჩნევი. ამ მცირე ჩანასახიდან წამოიზარდა დიდი დაუდევრობა (სიზარმაცე): უკვე ისეთი მოშურნეობით აღარ ჩქარობდა გალობას; ეზარებოდა ლოცვისთვის გაღვიძება. ფსალმუნებს ძველებური გულმოდგინებით აღარ გალობდა, ჩვეულებრივი კანონიდან მხოლოდ მცირედს აღასრულებდა, მის სულს უკვე დასვენება ეჩქარებოდა, თითქოს გადამეტებული შრომით იყო დაღლილი... გრძნობა დაებინდა, სულიერი სიმაღლიდან გარდამოეშვა მისი სული და მისი გულისთქმები მთებსა და უფსკრულებში დაღოღავდა... გულის სიღრმეში უკვე ჩაესახა მისთვისვე აუხსნელი, არაწმინდა და დანაშაულებრივი გულისთქმა. თუმცაღა, მისი ცხოვრება გარეგნულად არ შეცვლილა. მსგავსად იმისა, როგორც წყლის დინება ძველებურად მოძრაობის ძალით ნავსაც კი გაიტაცებს, თუნდაც მისი ნიჩბები აღარ ვარგოდეს, ასევე ძველისძველი ჩვევა ბერს ადრინდელი, ჩვეულებრივი საქმიანობისკენ უბიძგებდა. ამიტომაც ჩანდა, თითქოს ის ძველებურად ღირსეული იყო. ლოცვის მერე, საღამო ხანს, პურსაც ძველებურად პოულობდა მაგიდაზე, თუმცა უკვე დანაყრებული არ ზრუნავდა იმის გამოსასწორებლად, რაც მის გულში ხდებოდა. სულ არ ფიქრობდა მასში მომხდარი ცვლილების მავნეობაზე, აგდებითაც კი უცქერდა, როგორც უმნიშვნელო რამეს, ვერ განჭვრეტდა იგი, რომ მალე სრული დაცემა მოელოდა...

და აი, აბრიალდა მის გულში საშინელი ხანძარი სურვილებისა და საძაგელი ვნებით ალმოკიდებული მზად იყო სოფელში გავარდნილიყო... მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა, დაასრულა ჩვეული ლოცვის კანონი, გალობა და მღვიმეში შევიდა სატრაპეზოდ. მაგიდაზე პური კი დახვდა, მაგრამ ის ძველებურად წმინდა აღარ იყო... გაუკვირდა და დაღონდა. მიხვდა, რომ ეს მინიშნება იყო... საჭმელი აიღო და დანაყრდა. სამი დღის მერე მისი შინაგანი წყლული გასამკეცდა. მის ფიქრებსა და წარმოსახვებს დაეუფლა აკვიატებული სახე დედაკაცისა. თითქოს ის მის თვალთა წინაშე იყო და მასთან ერთად იწვა... ეჩვენებოდა, რომ ეხვეოდა დედაკაცს.

თუმცა, მეორე დღესაც გამოვიდა ჩვეულებრივი ღვაწლისთვის, მაგრამ გაფანტული ჰქონდა გონება და გულიც სხვა რამეს დაეკავებინა. საღამოს მღვიმეში პური იხილა, მაგრამ საზიზღარი შესახედაობისა იყო, დაობებული და დაღრღნილი. ამოიოხრა, ცრემლები დაღვარა, თუმცა იმდენი არა, ჩაექრო მის გულში აბრიალებული ხანძარი. საჭმელმა ძველებურად ვეღარ დაუცხრო შიმშილი. ამასობაში გულისთქმები შემოიჭრნენ ბარბაროსთა ჯარივით და ყოველმხრივ ისრებს ესროდნენ... საბოლოოდ, შეიპყრეს და ერში გაიტაცეს. ბერი წამოდგა ლოგინიდან და ღამით ქალაქის გზას დაადგა. გათენდა. ქალაქი ჯერ კიდევ შორს იყო. საშინელმა სიცხემ არაქათი გამოაცალა და თვალებით მონასტერს ეძებდა. ანაზდად მღვიმესა და ბერებს მოჰკრა თვალი და დასასვენებლად იქითკენ გაეშურა. ღვთის მონები მის შესახვედრად გამოვიდნენ და დიდი პატივისცემით მიიღეს, ვითარცა ღვთის ანგელოზი. ფეხები დაბანეს და სთხოვეს, ჩვენთან ერთად ილოცეო. ძმებმა სუფრა გაშალეს. როცა სტუმარი მოძლიერდა და ცოტათი დაისვენა, მასპინძლებმა ჩვეულებისამებრ სთხოვეს: დაემოძღვრა ისინი და ცხონების საქმეში რჩევა მიეცა. ყველა ხომ მას ღრმადგანსწავლულ და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ბერად თვლიდა. ჰკითხეს ასევე, თუ როგორ გაქცეოდნენ ეშმაკის საფრთხეებს და როგორ მოეგერიებინათ მისგან შთაგონებული არაწმინდა გულისთქმები. ამგვარად, აუცილებლობის გამო მას უნდა დაემოძღვრა ძმები... სტუმარმა დაუწყო მათ ყველა გარემოების ახსნა და ამ დროს შინაგანად იტანჯებოდა სინდისის მხილებისგან. ჩაუფიქრდა საკუთარ თავს და გულის სიღრმეში ამოიძახა: "სხვებს ვასწავლი, თვითონ კი შეცდომილი ვარ... როგორ ბედავ სხვების გამოსწორებას, როცა საკუთარი თავის გამოსწორებისთვის არ ზრუნავ? აბა, გულგაყინულო, პირველად შენ აღასრულე, რასაც სხვებს ასწავლიო!" ამგვარი მხილებით განგმირული, მიხვდა თავისი დაცემის სიღრმეს. დაემშვიდობა ძმებს და თავის მღვიმეში დაბრუნდა. დაემხო მიწაზე და ხმამაღლა ამოიძახა: "არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და დამცაემკვიდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი" (ფს. 93,17). მთლიანად ვიყავი ჩაფლული ბოროტებაში და "წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა" (ფს. 117,87). ჭეშმარიტად განმართლდა ჩემზე სიტყვანი წმინდა წერილისა: "ძმა ძმისგან შეწევნილ იქმნების, ვითარცა ქალაქი მტკიცე, და მაღალ ხოლო განძლიერებულ, ვითარცა საფუძველი სამეუფო" (იგავი 18,19).

მას შემდეგ მთელი სიცოცხლე ტირილსა და ცრემლთაღვრაში გაატარა, ხედავდა, რომ მოაკლდა ზეცათაგან გამოგზავნილ საჭმელს და ახლა უკვე თავის ხელთა ნაშრომითა და ოფლითა პირისა თვისისათა მოიპოვებდა საკვებს... თავისი მღვიმის სიღრმეში შემწყვდეული იწვა მიწაზე მტვერსა და ნაცარში, ტიროდა და ქვითინებდა, არ შეუწყვეტია ლოცვა, ვიდრე არ წარმოუდგა ანგელოზი უფლისა და უთხრა: "უფალმა შეიწირა შენი სინანული, მოწყალე იქმნა შენზე, მაგრამ გაფრთხილდი, კვლავ არ ჩავარდე სიამაყის განსაცდელში. მოვლენ შენთან ძმები, რომლებსაც მოძღვრავდი და გაკურთხებენ შენ. ნუ იტყვი უარს კურთხევის მიღებაზე, გაინაწილე მათთან ერთად ტრაპეზი და მადლობა შესწირე ღმერთს".

ღირსმა იოანემ მისი ცხოვრების აღმწერელს, ბერ პალადის ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა. მისი წინასწართქმა ახდა. ღირსი იოანე აღესრულა ღრმად მოხუცი, 90 წლის ასაკში, 395 წელს.

წყარო: რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"

...............

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler