წინასწარმეტყველი ბარუქი (VI ს. ქრისტეს შობამდე) - 28 სექტემბერი (11 ოქტომბერი)
წინასწარმეტყველი ბარუქი (VI ს. ქრისტეს შობამდე) - 28 სექტემბერი (11 ოქტომბერი)
ძველი სტილით 28 სექტემბერს (ახალი სტილით 11 ოქტომბერს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა წინასწარმეტყველის-ბარუქის ხსენებას.

წმინდა ბარუქი იყო წმინდა იერემია წინასწარმეტყველის მოწაფე, მეგობარი, მისი წინასწარმეტყველებების ჩამწერი და თავადაც წინასწარმეტყველი. მან ჩაიწერა იერემიას წინასწარმეტყველება იუდეველთა ცოდვების გამო ბაბილონელთა შემოსევის შესახებ და იერუსალიმის ტაძარში წაუკითხა ხალხს, თან ამხელდა ცოდვილებს. ორივე წინასწარმეტყველი ცდილობდა ხალხი სინანულის გზაზე დაეყენებინა და აფრთხილებდა ადამიანებს ღვთის რისხვის შესახებ. მათ მიმართ ცოდვილებს სიძულვილი აღეძრათ. გრაგნილები, რომელზეც ჩაწერილი იყო წინასწარმეტყველება, მეფემ დააწვევინა, ხოლო წინასწარმეტყველები საპყრობილეში ჩასვა.

საპყრობილიდან ნაბუქოდონოსორის შემოსევის მერე გამოვიდნენ. წმინდა ბარუქი გოდებდა წმინდა იერემიასთან ერთად ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევისა და იუდეველთა ტყვეობის გამო. სწორედ იერუსალიმის დანგრევას აღწერს მისი ავტორობით ცნობილი ბიბლიური ბარუქი ამ ფაქტის მომსწრეთაგან ერთადერთია, რომელმაც წერილობითი ცნობები დაგვიტოვა. ბარუქის წიგნი 5 თავისაგან შედგება და შინაარსობრივად სამ ნაწილად იყოფა: პირველ ნაწილში (I, 1-14) მოთხრობილია, რომ ქალდეველთა მიერ იერუსალიმის აღებისა და გადაწვიდან მეხუთე წელს ბარუქმა წიგნი დაწერა და წაუკითხა ებრაელთა მეფეს-იექონიას და მის ხალხს, რომლებიც იმ დროს ბაბილონში იყვნენ გადასახლებულნი, რამაც დიდი ემოციები გამოიწვია. მათ სასწრაფოდ შეკრიბეს "ვერცხლი" და წიგნთან ერთად გაგზავნეს იოაკიმე მღვდელმოძღვართან, რომ მას შესაწირი ეყიდა და შეეწირა მათი ცოდვების მოსანანიებლად და ელოცა ნაბუქოდონოსორისა და მისი ძის-ბალთასარის "ცხოვრებისათვის", ხოლო წიგნი დღესასწაულის დღეებში ეკითხათ ტაძარში. მეორე ნაწილში (I, 15–III, 8) გადმოცემულია მონანიების ლოცვა, რომელიც გოდების ფორმით არის დაწერილი, აღვლენილია უფლისადმი, რომ აპატიოს მათ შეცოდებანი, რადგან მათ გულიდან ამოიღეს უსჯულოება და დაუბრუნდნენ მამაპაპისეულ სჯულს. მესამე ნაწილში (III, 9-V, 9)-პათეტიკური სტილით დაწერილ მიმართვაში ისრაელისადმი ნათქვამია, რომ მათ მიატოვეს სიბრძნის წყარო და მიერთვნენ მათ, რომელნი არიან ჯოჯოხეთს. ისრაელს ღმერთის გზით რომ ევლო, მშვიდობიანად იცხოვრებდა. ბარუქი მიმართავს თავის ერს: მე არ ძალმიძს თქვენი შეწევნა, ვინც მოგივლინათ ძვირი, ისევ მან უნდა გადაგარჩინოთ. ბოლოს თვით უფალი ამხნევებს ისრაელს, რომ გლოვა მათ მალე სიხარულით შეეცვლებათ. ბარუქის წიგნი ისევე, როგორც ბიბლიის სხვა არაკანონიკური წიგნები, ებრაულ ენაზე არ ჩანს, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ის ებრაულ ენაზე უნდა დაწერილიყო. მეტი მომხრე ჰყავს ვარაუდს, რომ დედანი ბერძნულია. მეცნიერთა მესამე წყება ცდილობს შეათანხმოს ეს ორი ვარაუდი: არსებული ბერძნული ტექსტის ნაწილი თარგმნილია ებრაულიდან, ხოლო მეორე ნაწილი დაწერილია ბერძნულ ენაზე. ბარუქის წიგნის შედგენის თარიღის შესახებაც არ არის ერთი აზრი-მერყეობს II-I სს. შორის. ბარუქის წინასწარმეტყველების წიგნის ქართული თარგმანის დედნად ბერძნულია აღიარებული. მის უძველეს თარგმანს შეიცავს ოშკისა (Aტჰ. 1, 978 წ.) და იერუსალიმური ხელნაწერი (ჟერ. 7/II,XI), ხოლო უფრო გვიანდელი თარგმანია ასევე ბერძნულიდან თარგმნილი ტექსტი-გელათის ბიბლიაში (A 1108, XII), მცხეთის ბიბლიაში (A 51, XVII-XVIII) და ბაქარის ბიბლიაში (A 971, 1743 წ.). XII საუკუნის პარიზის ლექციონარში საკითხავები გვხვდება ბარუქის წიგნიდან, ოღონდ წარწერილია იერემია წინასწარმეტყველის სახელით (ც. ქურციკიძე).

წმინდა ბარუქმა მიაბარა მიწას წმინდა იერემია, როდესაც იგი ჩაქოლეს.

წმინდა ბარუქმა იწინასწარმეტყველა იუდეველთა დაბრუნება ბაბილონის ტყვეობიდან, ბაბილონის გაუდაბურება და უფლის განკაცება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.07.2024
შობა იოანე ნათლისმცემელისა. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს.
31.10.2022
წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
05.10.2022
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
17.09.2022
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.
11.09.2022
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.
07.09.2022
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო.
31.08.2022
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.
26.08.2022
წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat