მართალი ისუ (ისო), ძე ნავესი (XVI ს. ქრისტეს შობამდე) – 1 (14) სექტემბერი
მართალი ისუ (ისო), ძე ნავესი (XVI ს. ქრისტეს შობამდე) – 1 (14) სექტემბერი
ორმოცწლიანი ხეტიალის შემდეგ ისრაელიანნი კვლავ მიადგნენ აღთქმულ ქვეყანას. მოსე აღთქმული ქვეყნის საზღვართან აღესრულა. გარდაცვალების წინ აკურთხა ებრაელები, დაუბარა, ყოფილიყვნენ მორწმუნენი და მორჩილნი ღვთისა; არ დაევიწყებინათ უფლის სიკეთე და მზრუნველობა; წმინდად, შეურყვნელად დაეცვათ მისი კანონები.

ბოლოს, მოსე მახლობელ მთაზე ავიდა და უფალს მიაბარა სული. ღვთის ნება-სურვილისამებრ, მის სიკვდილს კაცთაგან არავინ დასწრებია. მოსე ანგელოზებმა დაკრძალეს, მისი დაკრძალვის ადგილი უცნობი დარჩა.

უფალმა მოსეს შემდეგ ისრაელიანთა წინამძღვრად ისუ ნავესი გამოირჩია. სიკვდილის წინ მოსემ ხალხის წინაშე დამოძღვრა იგი და ერის წინამძღოლობა გადასცა. ებრაელები ისუ ნავეს ძეს უნდა შეეყვანა აღთქმულ ქვეყანაში. ასეთი იყო ნება ღვთისა...

ისუ ნავეს ძე ეფრემის შტოდან იყო, მოსეს ერთგული, რომელმაც სახელი ოსია ისუდ შეუცვალა, ოდეს ქანაანს წარგზავნა.

ისრაელიანები აღთქმულ ქვეყანას მეორედ აღმოსავლეთის მხრიდან მიადგნენ. მათ მდინარე იორდანე უნდა გადაეკვეთათ. გაზაფხული იდგა და იორდანე წვიმებისგან საკმაოდ ადიდებული იყო.

ისუ ნავეს ბრძანებით, მღვდლებმა მდინარეში აღთქმის კიდობანი შეიტანეს. ზემოდან მომავალი წყალი გაჩერდა, ქვემოთ მიმავალი კი დაიწრიტა და მკვდარ ზღვას შეუერთდა. ისრაელიანებმა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა იწყეს.

ისუ ნავესმა თითო ტომიდან თითო კაცი გამოარჩია, მდინარის შუაგულიდან თორმეტი დიდი ქვა ამოაღებინა და მდინარის ნაპირზე დააწყობინა. ნაპირიდანაც თორმეტი დიდი ქვა ჩაატანინა და მდინარის იმ ადგილას დააწყობინა, სადაც აღთქმის კიდობანი იდგა - ეს ქვები საუკუნეების განმავლობაში ამ სასწაულის სახსოვარი უნდა ყოფილიყო, რათა ყოველთვის ხსომებოდა ისრაელს, როგორ გადალახეს იორდანე...

როდესაც მთელი ერი გამოვიდა ნაპირზე, მდინარემ ჩვეულებისამებრ გააგრძელა სვლა.

ისუ ნავესმა, პირველ ყოვლისა, წინადაცვეთის წესი აღასრულა, - წინადაცვითა ყველა. უდაბნოში მოგზაურობისას ეს წესი შეჩერებული იყო, რადგან მის აღსასრულებლად პირობები არ არსებობდა.

ამის შემდეგ პასექის ჟამი დადგა და დღესასწაული აღნიშნეს.

შემდეგ ისუ ნავესმა მზვერავები გაუშვა იერიქონში. როდესაც ორი მზვერავი შევიდა იერიქონში, ისინი ერთ-ერთმა ოჯახმა შეიფარა.
იერიქონის მეფემ ამის შესახებ შეიტყო და სახლს მიადგა, მაგრამ მასპინძელმა დედაკაცმა დამალა მსტოვრები, მეფის ჯარისკაცების წასვლის შემდეგ კი წითელი თოკით გადაუშვა გალავნიდან, რომლის კედელშიც მდებარეობდა მათი სახლი.

წასვლის წინ ებრაელ მზვერავებს უთხრა: ხომ ხედავთ, როგორი სიკეთე გიყავით, მჯერა, თქვენი ღმერთი დაგაპყრობინებთ ამ ქვეყანას, რადგან გამიგონია, როგორ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, როგორ გატარათ უდაბნოში. თქვენც შემომფიცეთ, რომ იერიქონის აღებისას მამაჩემის სახლს ზიანს არ მიაყენებთო.

მსტოვრებმა შეჰფიცეს. თვითონაც იქ უნდა შეკრებილიყვნენ. სახლის გამოსაცნობად კი ფანჯარაზე ის წითელი თოკი უნდა შეებათ, რომლითაც დედაკაცმა მსტოვრები ქვემოთ დაუშვა.

უკან დაბრუნებულმა მსტოვრებმა ყოველივე ისუ ნავეს აუწყეს. ის იერიქონის გალავნის შესამოწმებლად გავიდა. მან იხილა შეიარაღებული კაცი, ვინაობა ჰკითხა. როდესაც შეიტყო, რომ მთავარანგელოზი იყო, მის წინ პირქვე დაემხო.

მთავარანგელოზმა წამოაყენა და აუწყა, როგორ უნდა აეღოთ იერიქონი, რომელიც მტკიცე ციხე-კოშკებითა და გალავნებით იყო დაცული: ქალაქისთვის ყოველდღიურად თითო წრე უნდა შემოევლოთ. მღვდლებს საყვირებში ჩაებერათ. თან აღთქმის კიდობანიც უნდა წაეღოთ.
მეშვიდე დღეს 7-ჯერ უნდა გაემეორებინათ ეს ყოველივე. აღასრულეს ღვთის ბრძანება, ბოლოს კი ერთიანი ყიჟინა დასცეს და ქალაქის კედლები საფუძვლამდე დაინგრა. ისრაელიანები იერიქონში შევიდნენ.

XX საუკუნეში ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ. აღმოჩნდა, რომ გალავნის კედლები გარეთ იყო გადაშლილი. შეტევის დროს კი კედლები, როგორც წესი, შიგნით იქცევა.

იერიქონის კედლები, როგორც ვთქვით, გარეთ გადაიქცა, ზებუნებრივი ძალით დაინგრა და არა კაცის ხელით.

ცნობილი ინგლისელი არქეოლოგი ჰუკი, რომელიც 30 წელი მუშაობდა ბიბლიურ ადგილებში, წერს: თავის დროზე ბიბლიურ მოვლენებთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრები იმისთვის დავიწყე, რომ ბიბლიის უსაფუძვლობა დამემტკიცებინა, მაგრამ 30 წლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბიბლიაში მოთხრობილი ამბები აბსოლუტური ჭეშმარიტებააო.

ისრაელი ექვსი წელი იბრძოდა აღთქმული ქვეყნის დასამკვიდრებლად. მათ ისუ ნავესი წინამძღოლობდა, რომელიც იმ დროს ას წელს იყო გადაცილებული, მაგრამ უფალმა ისეთი მხნეობა და ძალა მისცა, რომ ამ ხნის კაცი ჯარს მიუძღოდა და იბრძოდა.

აღთქმული ქვეყნის დამკვიდრების შემდეგ ისუ ნავეს ძე გარდაიცვალა. ის 110 წლის იყო.

გადმოცემის თანახმად, კუბოში სწორედ ის ქვის დანები ჩაატანეს, აღთქმულ მიწაზე ღვთის ერი რომ წინადაცვითა.

აი, რას გვაუწყებს ისუ ნავეს გარდაცვალების შესახებ ძველი აღთქმა:

30. და შემდგომად ამათსა მოკუდა ისო ნავესი, მონაჲ უფლისა, ასდაათ წლისა.

31. დაჰფლეს იგი საზღვართა შინა ნაწილისა მისისათა თამნასაქარს შინა, მთასა ეფრემისსა, ჩრდილოთ მთასა გალადსა. და მუნ დასხნეს მის თანა სამარესა მას, რომელსა დაჰფლნეს იგინი მუნ, დანაკი ქვისანი, რომლითა-იგი წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა, რაჟამს გამოიყვანა იგინი ეგჳპტით, ვითარცა უბრძანა უფალმან მან, არიან მოდღენდელად დღემდე.

* * *
აქ კი იმ მოვლენაზე მოგითრობთ, ოდეს გაბაონში ქანაანელებთან ბრძოლისას ისუს ბრძანებით "დადგა მზე საშუალსა ცისასა":
დღე, რომელიც მსოფლიო დროს "დააკლდა"

ასწლეულები ილევა, რწმენისგან დაცლილ უკანასკნელ საუკუნეს კი, რომელიც მიზეზს არ უშვებს, როგორმე თავი ღვთის არარსებობაში დაირწმუნოს, სულ უფრო ნაკლები არგუმენტი რჩება საამისოდ. წმინდა წერილი არავითარ ეჭვს აღარ ტოვებს - მასში გადმოცემული ყველა ამბავი რომ რეალობაა, მეცნიერულადაც აბსოლუტურად დასტურდება.

აი, ერთი მათგანიც:

ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მოხდა. აქაურმა მკვლევრებმა და ასტრონავტებმა, რომლებიც სივრცის შემსწავლელ პროგრამაზე მუშაობდნენ, განიზრახეს დაედგინათ, რა პოზიციაზე იქნებოდა 1000 წლის შემდეგ მზე, მთვარე და სხვა პლანეტები.

- ამის ცოდნა საიმისოდ გვინდა, რომ ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული თანამგზავრის ორბიტა მათი არსებობის მანძილზე და მომავალში თავიდან ავიცილოთ მათი შესაძლო შეჯახებაო, - ირწმუნებოდა კომპანია "კერტის ენჯირინგის" პრეზიდენტი და ამ პროგრამის კონსულტანტი ჰაროლდ ჰილი.
მკვლევარნი იმგვარ კომპიუტერზე მუშაობდნენ, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით სწავლობდა როგორც ერთი საუკუნის შემდგომ, ისე საუკუნის წინათ მომხდარ მოვლენებს.

კომპიუტერმა ერთ დღესაც ყველასთვის მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა და მონიტორზე დაიწერა: "პროგრამა არასწორია ან მასში შეტანილი ფაქტები და შედეგები ურთიერთს გამორიცხავენ"...

როდესაც სპეციალისტებმა კომპიუტერი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ყველა მონაცემი სწორად იყო შეტანილი, პროცესის ხელმძღვანელი მყის დაინტერესდა, - მაინც, რა ხდებაო. ყოვლად საოცარი, ირეალური პასუხი მიიღო - წარსულს ერთი დღე აკლია!

რა არ იღონეს, როგორ არ ითვალეს და იჭყლიტეს ტვინი მეცნიერებმა, მაგრამ მიზეზს მანამ ვერავინ მიხვდა, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა, მორწმუნე ქრისტიანმა, არ გაიხსენა წმინდა წერილის ის მონაკვეთი (ისუ ნავეს წიგნი), სადაც ყოველი "საღად მოაზროვნე" ურწმუნოსთვის წარმოუდგენელი რამ წერია:

"უთხრა უფალმა ისუს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერც ერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ" (ისუ ნავეს ძე 10,8).

როგორც ბიბლიიდან გახსოვთ, ისუ ნავე იმის გამო წუხდა, რომ ბინდდებოდა, მტრის დასამარცხებლად კი დღის სინათლე იყო აუცილებელი.

"მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს იმ დღეს და თქვა: მზეო, დადექ, და მთვარევ! და დადგა მზე და არ განძრეულა მთვარე. განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში? "იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,12-13).

"ძლიერი იყო ომში ისუ ნავეს ძე. როგორ განდიდდა, როცა ხელები აღაპყრო. განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და იქმნა ერთი დღე ვითარცა ორი?" (ზირ. 46,1-5).

- აი, დღე, რომელიც საუკუნეს აკლია! - წამოიძახეს მეცნიერებმა და კვლავ გადაწყვიტეს, ის დღეები გამოეთვალათ, რომელიც ამ დღემდე განვლო დედამიწამ.

როგორც გაირკვა, დრო, რომელიც ისუ ნავეს ძეს ბრძოლისას აკლდებოდა, 23 საათი და 20 წუთი იყო და არა მთელი დღე.

მიღებული პასუხის მიახლოებითობამ, უფრო ზუსტად, 40 წუთის ნაკლებობამ, მეცნიერებს ინტერესი გაუცხოველა და მათ წმინდა წერილის ტექსტები უფრო გულმოდგინედ გადაიკითხეს. და უფრო გაოცდნენ: იქ სწორედ ასე წერია: "მზე თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,13) და არა მთელი დღე.

ეს იყო უცხადესი დასტური იმისა, რომ წმინდა წიგნებში შემთხვევით არაფერი დაწერილა და თვით უმნიშვნელო სიტყვაშიც კი საგანძური იმალება (იოანე ოქროპირი).

ეს თითქოს უმნიშვნელო სიტყვა "თითქმის", როგორც აღმოჩნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ დღეს მეცნიერები იმ 40 წუთს ვერ შეაჯერებენ, ორბიტის გამოთვლისას იგივე შეცდომა ათასობით წლის მანძილზეც განმეორდება. მსგავსი პროექტებისთვის, სადაც წამებიც კი ფასეულია, 40 წუთი, რაღა თქმა უნდა, ძალზე ბევრია.

როდესაც ამ "დაკარგული" დღის აღმომჩენმა მორწმუნე მეცნიერმა გაიხსენა, რომ ძველი აღთქმა არა მხოლოდ მზის გაჩერების, მისი უკუსვლის ამბავსაც მოგვითხრობს, მავანმა იგი შეშლილად ჩათვალა, ყველაზე ეჭვიანებმა კი ბიბლიის პარალელური ადგილების მიმანიშნებელი სისტემის მეშვეობით ადვილად მიაგნეს "მეოთხე მეფეთას", სადაც იხილეს: "უთხრა ეზეკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი?
თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ათისაფეხურით წინ ჩავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?

თქვა ეზეკიამ: უკან დაბრუნდეს ჩრდილი. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და დააბრუნა უფალმა ჩრდილი ათი საფეხურით" (4 მეფ. 20,8-11).
მხოლოდ ჩრდილი დააბრუნა თუ მასთან ერთად მზეც? კერძოდ რომელ სასწაულზე ეკითხებოდნენ ეზეკია წინასწარმეტყველს ბაბილონის ელჩები?
ეზეკიას განკურნებისას უფალმა მზე ზენიტში დააბრუნა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ მისთვის "ცხოვრების საღამო" თავისი "ჩრდილით" ჯერაც შორს იყო...

ეს სასწაული მხოლოდ მათთვის იყო ხილული, ვინც მას შეესწრო თუ ასტრონომიულ სასწაულს ჰქონდა ადგილი? სწავლულებმა ამ კითხვაზე პასუხი "ესაია წინასწარმეტყველის წიგნში" იპოვეს, სადაც ამ მოვლენის დამატებით დეტალურ აღწერაში წამოჭრილი კითხვის პირდაპირი განმარტებაა მოცემული:

"და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ: "აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია საფეხურზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, საფეხურზე, რომელიც უკვე ჩავლილი ჰქონდა" (ეს. 38,4-8).

თავად მზის მობრუნების საკითხი ნეტარმა თეოდორიტემ, ძველი აღთქმის ტექსტების საუკეთესო კომენტატორმა, ამგვარად ახსნა: "მზესთან დაკავშირებული სასწაული მსოფლიო მასშტაბით მოხდა, რადგან მზის უკან დაბრუნების შესახებ ყველამ შეიტყო".

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კიბის ათი საფეხური, რომელიც ზევით, პირდაპირ ახაზ მეფის ოთახში ადიოდა, ზუსტად 40 წუთს შეადგენს. ამგვარად, 23 საათი და 20 წუთი, რომელიც უფალმა წინასწარმეტყველსა და წინამძღოლს, ისუ ნავეს აჩუქა და 40 წუთი, რომელიც წინასწარმეტყველ ეზეკიას მისცა, ერთიანობაში უდავოდ ის დღეა, რომელიც მსოფლიო დროს აკლია.

ამ სასწაულის შესახებ მატიანე გვიამბობს: ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე ქრისტემდე 480 წლით ადრე წერდა, რომ ზოგმა ეგვიპტელმა მოგვმა უჩვენა ჩანაწერები, თუ როგორ გაგრძელდა დღე-ღამე 24 საათით.

უძველეს ჩინურ ხელნაწერებში პირდაპირაა მითითებული, რომ ეს მოვლენა მოხდა იმპერატორ იოს ეპოქაში, ჩინური გენეალოგიური ნუსხა კი იუწყება, რომ ხსენებული იმპერატორი სწორედ ისუ ნავეს თანამედროვე იყო.

ბერძნული, ეგვიპტური და ჩინური წყაროების გარდა მზის გაჩერების ისტორიულ ფაქტს ადასტურებს მექსიკური, ფინური, იაპონური, პერუული და მრავალი სხვა ხალხის ისტორიული წყაროც.

მაგალითისთვის, პირველყოფილ ამერიკელ ინდიელთა ყოფის ცნობილმა მკვლევარმა ლ. კინგსბორომ დაასკვნა, რომ მექსიკელებს აქვთ უძველესი გადმოცემა მზის შესახებ, რომელიც "უძრავად იდგა მთელი დღის მანძილზე, და ეს სწორედ "შვიდი კურდღლის წელიწადს" - ისუ ნავეს პალესტინაში ბრძოლის ჟამს მოხდა.

მსგავსი მარგალიტები ისტორიამ უამრავი იცის, მაგრამ მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერული აღმოჩენა ერთი მიზნითაა დაშვებული: დამოწმდეს ის ღვთაებრივი გამოცხადებანი, რომელთა შესახებაც წმინდა წერილი მოგვითხრობს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.07.2024
შობა იოანე ნათლისმცემელისა. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს.
31.10.2022
წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
05.10.2022
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
17.09.2022
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.
11.09.2022
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.
07.09.2022
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო.
31.08.2022
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.
26.08.2022
წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat