კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველნი
კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველნი
მოწოდება. როდესაც მოსემ ხალხთან ღმერთის სახელით ლაპარაკზე უარი განაცხადა, უფალმა აარონი აირჩია. მან ბრძანა: "ის ილაპარაკებს ხალხთან შენს ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის" (გამ. 4:16). მოგვიანებით აარონი მოსე წინასწარმეტყველის სიტყვის განმცხადებელი გახდა. "უთხრა უფალმა მოსეს: იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება. შენ იტყვი ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო შენი ძმა აარონი ფარაონს ეტყვის, რომ გაუშვას ისრაელიანები ეგვიპტიდან" (გამ. 7:1-2). როგორც აარონია მოსეს ქადაგი, ისე იყვნენ ღმერთის ქადაგნი წინასწარმეტყველნი. ისინი ხალხს იმას აუწყებდნენ, რაც ღვთის სიტყვით ჰქონდათ ნაბრძანები.

ღმერთმა იცის, რომ ადამიანს არ ძალუძს უშუალოდ ღვთისაგან მიიღოს და დაიტიოს სიტყვა. მაგალითად ისე, როგორც მაყვლოვანიდან და კანონის გადაცემის დროს ესაუბრა უფალი მოსეს; ანდა როგორც ნიავის ოდნავი ჩქამით ესაუბრა ელიას. უფალი ხალხს იმ ბაგით შეასმენს თავის სიტყვას, რომელიც მის მიერ ამ საქმისთვის არის შერჩეული.

პავლე მოციქული ბრძანებს: ძველ აღთქმაში "ღმერთი... მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით" (ებრ. 1:1), ეს შეიძლება ყოფილიყო უფლის ხილვა, ტრანსი, საიდუმლოებით მოცული მოვლენები, შინაგანი აღმაფრენის პროცესი, სხვადასხვა ნიშნითა და სასწაულით გამოცხადება.

წინასწარმეტყველი ქარიზმატული პიროვნებაა. მას აქვს უნარი მიიღოს და შესაბამის გარემოებებში ხალხს გადასცეს უფლის სიტყვა. წინასწარმეტყველი თვითონ არ ირჩევს თავის მისიას. ღვთის რჩეული ხშირად ის საკუთარი ნების წინააღმდეგ ხდება. ხალხი მის მოსასმენად უმეტესწილად მზადაც კი არ არის. მაგალითად, მოსეს შემთხვევაში, ხალხმა თავისი ღმერთის სახელიც კი არ იცოდა. დაწერილია: "უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?" (გამ. 3:11). აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეგვიპტეში ამ დროს ათასამდე ღმერთი იყო და ყველას თავისი სახელი ჰქონდა.

წინასწარმეტყველი და ხალხი. სიტყვა "წინასწარმეტყველი", ერთი მხრივ, მომავლის წინასწარმთქმელს, ხოლო მეორე მხრივ იმ პიროვნებას გულისხმობს, ვინც ღვთის შთაგონებით ადამიანებს დამრიგებლურ, შემაგონებელ და მანუგეშებელ რჩევებს აძლევს. პავლე მოციქული ბრძანებს: "ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს" (1 კორ. 14:3). რჯულის წიგნი გვასწავლის, როგორ შევიცნოთ ღვთის რჩეული, ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი, რომელსაც შეუძლია უშუალოდ ღმერთის მიერ ბოძებული ცოდნა მოგვაწოდოს. წერილი გვაუწყებს: წინასწარმეტყველი უნდა იყოს "მოძმეთა წრიდან", ანუ ისრაელის წიაღიდან (რჯლ. 18:15); მან უშუალოდ ღმერთის სახელით უნდა იქადაგოს (რჯლ. 18:19); თუ "არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი, არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა - თვითნებურად ულაპარაკია წინასწარმეტყველს" (რჯლ. 18:22; 13:2); მისი სიტყვები ღვთის მიერ უკვე განცხადებულ წინასწარმეტყველებას უნდა შეესაბამებოდეს" (რჯლ. 13:2-3).

იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინასწარმეტყველი ღვთის სიტყვას არ ეთანხმებოდა, მას როგორც რჩეულს მოვალეობად მიაჩნდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მიღებული ცოდნა ხალხამდე მიეტანა. წინასწარმეტყველი საკუთარ პიროვნებას ღმერთის მოკავშირედ შეიგრძნობდა და ამიტომ ღვთისგან მიღებულ ცნობას მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. იერემია ამ გამორჩეულობას ასე ახასიათებს: "ვინ იდგა უფლის საბჭოში, ვინ ხედავდა და ისმენდა მის სიტყვას? ვინ უგდებდა ყურს მის სიტყვას და ესმოდა?" (იერ. 23:18); ხოლო ამოსი გვამცნობს: "არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ" (ამოს. 3:7). საკუთარი გამორჩეული ნიჭის გამო ცალკეულ შემთხვევებში წინასწარმეტყველნი ბრბოსგან დევნას განიცდიდნენ, ხშირად ისინი ძალაუფლების წარმომადგენლებსაც უპირისპირდებოდნენ.

წინასწარმეტყველს უნდა გაეაზრებინა და გაეთავისებინა ღვთის სიტყვა. უფალიც არ აჩქარებდა მას. წინასწარმეტყველს შეეძლო სიტყვის მიმართ საკუთარი აზრი გამოეხატა და მისთვის გაუგებარი შინაარსის გამო ღმერთთან დიალოგიც კი გაემართა. ამდენად, წინასწარმეტყველი თავის პიროვნულ თავისუფლებას არ კარგავდა, შესაბამისად, მისი ბაგით წარმოთქმულ ღვთაებრივ სიტყვას ყოველთვის ინდივიდუალობის ელფერი დაჰკრავდა და ამიტომ ყოველი წინასწარმეტყველება უნიკალურ ლიტერატურულ ქმნილებად გვევლინება.

წინასწარმეტყველის ნიჭი. წინასწარმეტყველის ცხოვრება ბრძოლაა. ის სამყაროს ღმერთის თვალით ხედავს. წინასწარმეტყველი ერთგვარი ფილოსოფოსი და თეოლოგია. იგი ღმერთსა და ადამიანს შორის შუამყოფია და მისი საქმე ღვთის ნების ცხოვრებაში განხორციელებაა.

ისტორიულ მოვლენებში წინასწარმეტყველი ღმერთის ხელს ხედავს. მისი ქადაგებიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთის ნება ისტორიულ პროცესში ვლინდება. ამ მოვლენებზე მინიშნებით იგი მთელ კაცობრიობას მიმართავს.

საგულისხმოა ისრაელის მაგალითი. ის აშკარად გვიჩვენებს, რომ ღმერთის რჩეულობა ისრაელს არანაირი ხელშეუხებლობის გარანტიას არ ანიჭებს. პირიქით, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, სწორედ ამიტომ გვიანდელ წინასწარმეტყველთა ქადაგების ერთ-ერთი უმთავრესი თემა მორალური და საზოგადოებრივი მანკიერი მხარეების წინააღმდეგ ბრძოლაა. წინასწარმეტყველები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ნებისმიერი უზნეობა პიროვნების ან ერის მიერ ღმერთის დავიწყების შედეგია. მაგალითად:

"უფალი მსჯავრს სდებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს: თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები. რატომ თელავთ ჩემს ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ? ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი. თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ, თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ. იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს... ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს, ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს... სურნელების ნაცვლად აუვათ სიმყრალის სუნი, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი" (ეს. 3:14-24);

"ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო..., რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენ გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე" (ეს. 5:8);

"ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც იცნობდით, მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემ წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამბობთ: გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ ყველა ეს სისაძაგლე. ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ, რომ ასეა, ამბობს უფალი" (იერ. 7:9-11);

"სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ" (მიქ. 3:2);

"თქვენმა უკუღმართობამ გაამრუდა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა მოგაკლოთ სიკეთე. რადგან იპოვებიან ჩემს ერში ბოროტეულნი, რომელნიც ჩასაფრებულან ფრინველთმჭერებივით, დაუდგამთ ხაფანგები და ადამიანებს იჭერენ. როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ასევე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ასე გალაღდნენ ისინი და გამდიდრდნენ. გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ; სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ. როგორ არ მოვთხოვო პასუხი ამათ გამო? ამბობს უფალი, როგორ არ მიაგოს ასეთ ხალხს სამაგიერო ჩემმა სულმა? საშინელი და შემაძრწუნებელი ამბავი ხდება ქვეყანაში" (იერ. 5:25-30).

წინასწარმეტყველმა, როგორც ერის მასწავლებელმა, სწავლულზე მეტი იცის, რადგან სწავლული ღვთაებრივ ცოდნას მხოლოდ გონებით სწვდება. ღმერთს მინდობილი წინასწარმეტყველი ასევე გამოცდილებითა და ინტუიციით გამორჩეულ ქვეყნის მმართველებსა და მათ მრჩევლებზე სრულყოფილი პოლიტიკოსია.

ყველა ჩამოთვლილისგან განსხვავებით წინასწარმეტყველის საქმე ღვთაებრივი ჭეშმარიტების ადამიანურ აზროვნებამდე დაყვანაა, რადგან ჭეშმარიტებას მხოლოდ ის ადამიანი შეიძლება ეზიაროს, ვისაც ზებუნებრივი გამოცხადების შეცნობის უნარი აქვს, სწორედ ასეთი ადამიანია წინასწარმეტყველი.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება არ წარმოადგენს ქაოსურ და გაუგებარ მონათხრობს. მას ადამიანი არც ეგოცენტრიზმისკენ და არც თვითგანადგურებისკენ არ მიჰყავს. როგორც ღვთის სიტყვის გამხმოვანებლები, წინასწარმეტყველები ყოველთვის აფრთხილებდნენ, ეხმარებოდნენ ადამიანებს და ცოდვას, რომელიც მათ გულებში იყო დაბუდებული, ღვთის ცოცხალ სიტყვას უპირისპირებდნენ.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მოღვაწეობა საბოლოოდ იესო ქრისტეს მობრძანებით დასრულდა. ყველა წინასწარმეტყველი, რომელიც მაცხოვრის მობრძანებამდე ქადაგებდა, მის მოსვლას წინასწარმეტყველებდა. უფლის მობრძანების შემდეგ კი წინასწარმეტყველებამ თავის თავში მომავალზე ორიენტირების ძალა ამოწურა. სულთმოფენობის დღეს ღვთის ყოველი მორწმუნე ეზიარა სულიწმინდის მადლს და წინასწარმეტყველების ნიჭმა ადრეულ ეკლესიაში გადმოინაცვლა (საქმ. 21,10. 11; რომ. 12,6; 1 ტიმ. 4,14; გამოცხ. 1,3).

მართლმადიდებელი და წინასწარმეტყველება. რატომ უნდა ვიცოდეთ და მიგვაჩნდეს წინასწარმეტყველება ღვთივმიმადლებულ ნიჭად? - სვამს კითხვას და თავადვე პასუხობს პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი: საქმე ის არის, რომ წინასწარმეტყველები მცირე მოვლენებში თვითონ ხედავენ და ჩვენ გვიხსნიან ღვთის განხორციელებულ ნებას, და ეს არა მხოლოდ იმ ხალხებს, არამედ ყოველ ადამიანს, საერთოდ ცხოვრებასა და ქვეყნიერებას ეხება. წინასწარმეტყველთათვის ყველაფერი მინიშნება, მოწოდება და გაკვეთილია.

ამ გაკვეთილების შესახებ გვესაუბრებიან წინასწარმეტყველნი. მათი საუბარი არც მოვლენის უბრალო ახსნა და არც მკითხაობაა. ეს არის ჭეშმარიტი მოწოდება და სადაც მოწოდებაა, იქვე იხსნება სიმართლისა და უსამართლობის კვანძიც. წინასწარმეტყველი ღვთის ნებას გვამცნობს და მოგვიწოდებს აღვასრულოთ იგი. ეს არის ბოროტების მხილება და მის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდება. ეს არის ღვთის სიყვარულის გამოხატულება და ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენისაკენ სწრაფვა. ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყველა ჯურის მკითხავებსა და მჩხიბავებს. ასეთ გატაცებას ადამიანი უეჭველად მიჰყავს ფატალიზმამდე, ანუ საკუთარი თავისუფლების უარყოფამდე. ღვთის ქმნილება უღვთო ძალების ხელში გადადის. წინასწარმეტყველება კი, პირიქით, შებოჭილობისგან, ფატალიზმისგან, პასიურობისგან პიროვნების გამოხსნის საშუალებაა, თავისუფლებისკენ მოწოდებაა.

უფალი მიგვანიშნებს ცოდვის გამო დაღუპულებზე და მოგვიწოდებს: "გეუბნებით თქვენ... თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით" (ლუკ. 13:5). აი, ეს არის არსი წინასწარმეტყველებისა. მასში ყოველთვის არის ორი და მხოლოდ ორი გზა, რომელთა შორისაც არჩევანი თავად ადამიანმა, ინდივიდმა უნდა გააკეთოს. ერთი გზა - ღმერთისკენ, ხოლო მეორე ღმერთის საპირისპიროდ მიდის.

წინასწარმეტყველება ღმერთისგან - სულიწმინდისგან ეძლევა ადამიანს, რადგან ჩვენ მიწიერი უნარებით არ გვაქვს შესაძლებლობა ვხედავდეთ და ვჭვრეტდეთ სამყაროში მიმდინარე პროცესების ჭეშმარიტ არსს. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ რაც უფრო მრავლისმომცველია სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნა, მით უფრო ზედაპირულია იგი. სწორედ სიღრმეების შესაცნობად და ადამიანებისთვის ამ ცოდნის გადასაცემად უხმობდა სულიწმინდა წინასწარმეტყველებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეული თვალსაზრისით ღვთისგან მომადლებული წინასწარმეტყველების ნიჭი ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანს აქვს, რამეთუ ყოველ ჩვენგანზე ნათლობისას სულიწმინდის მადლია გადმოსული. ადამიანი მოწოდებულია გაიღრმაოს სულიერი ცოდნა და უფრო მეტად დაუახლოვდეს უფალს. თუმცა ხშირად ამ მადლს ვერ შევიგრძნობთ და ვერ მივყვებით ღვთის ნებას. ამიტომ ვლოცულობთ:

"მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყუენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.07.2024
შობა იოანე ნათლისმცემელისა. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს.
31.10.2022
წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
05.10.2022
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
17.09.2022
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.
11.09.2022
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.
07.09.2022
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო.
31.08.2022
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.
26.08.2022
წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat