მოსე წინასწარმეტყველი - ღმრთის მხილველი და სჯულის დამდებელი
მოსე წინასწარმეტყველი - ღმრთის მხილველი და სჯულის დამდებელი

ისრაელის ერი ეგვიპტელთა მონობაში ყოფნის პერიოდში გამრავლდა. ისრაელიანთა პირველი წინასწარმეტყველი იყო მოსე, რომელმაც რჩეული ერი ეგვიპტიდან გამოიყვანა.

აღთქმულ ქვეყანაში შესვლიდან 400 წლის მანძილზე ისრაელიანთათვის მსაჯულთა ხანა იდგა. უკანასკნელი მსაჯული იყო სამოელი, რომელიც მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, წინასწარმეტყველიც იყო. ე.ი. მოსედან სამოელამდე ერს წინასწარმეტყველი არ ჰყოლია. საერთოდ, უფალი თავის ერს დროდადრო უვლენდა წინასწარმეტყველებს.

 

ძველი აღთქმის ისტორია მოწმობს, რომ რჩეული ერი და მისი წინამძღვრები ხშირად ივიწყებდნენ ღმერთს და მის მცნებებს. თავიანთ გულებში ანელებდნენ იმ აღთქმას, რომლის მიხედვითაც მათი შთამომავლობიდან, მათი ერიდან უნდა შობილიყო ხორციელად კაცობრიობის მხსნელი.ჭეშმარიტი ღვთის გზიდან გადასვლა მათგან კერპთმსახურებისკენ მიდრეკითაც ვლინდებოდა. წარმართული ცრუმორწმუნეობა და უზნეობა მთელი ერისა, მღვდელმთავრებისა და მეფეების ჩათვლით, დროდადრო უკიდურესობამდე მიდიოდა. თვით სამღვდლოებაც კი ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს და ერთან ერთად მსხვერპლს სწირავდა კერპებს. ამის თაობაზე არაერთგზის მოწმობს "წმინდა წერილი" (ეზეკ. 44,10; 48,11) - ისრაელიანები ღვთის ტაძარშიც კი აღმართავდნენ ხოლმე წარმართულ საკურთხეველს და საკერპო მსხვერპლს სწირავდნენ, მაგალითად, მეფე აქაბმა მღვდელმთავარს უბრძანა, რომ ტაძრის სპილენძის საკურთხეველი ისეთით შეეცვალა, როგორიც დამასკოში ჰქონდა ნანახი კერპების სამსხვერპლოზე (მეფ. 16,10-16); მეფე მანასეს დროს ღვთის ტაძარში ბილწი ასტარტას კერპიც კი აღმართეს (4 მეფ. 4-7), სხვა მხრივაც ბევრი წესი დაირღვა და შეიცვალა.

ასეთ დროს ერის მხილება, შეგონება, განწმენდა და რჯულის ქადაგება მღვდელმთავრებისა და სამღვდელოების საქმე და პირდაპირი მოვალეობა იყო, მაგრამ სამღვდელოება, ერის სულიერი წინამძღვარი, ზოგჯერ თვითონ იყო მიდრეკილი კერპთმსახურებისკენ და თავს არ იწუხებდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ზოგჯერ სიცრუესაც ქადაგებდა და "უფლის ერს გზიდან აცდენდა". გავიხსენოთ თუნდაც ელი მღვდელმთავრის პერიოდი, რომლის დროსაც მოუვლინა უფალმა თავის რჩეულ ერს სამოელ წინასწარმეტყველი. ელი მღვდელმთავრის შვილები უფლის მღვდლები იყვნენ, მაგრამ უსჯულოდ იქცეოდნენ. მათ თავად ელი მღვდელმთავარი ამხელს ამის გამო (1 მეფ. 2,24).

რჩეული ერის ცხოვრების ასეთ კრიტიკულ მომენტებში, როდესაც თავად უმაღლესი სამღვდელოებაც უხვევდა ჭეშმარიტი ღვთის გზიდან და ერში ღვთის მცნებების მასწავლებელი აღარ რჩებოდა, აუცილებელი იყო ვინმეს ხალხისთვის უფალი და მისი სჯული გაეხსენებინა, თავის თავზე აეღო ეს წმინდა მისია და ხალხი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისკენ მოებრუნებინა. მართალია, როდესაც ისრაელი ღმერთს განეშორებოდა, მას სხვადასხვა სახის განსაცდელი ეძლეოდა ღვთისგან, მაგრამ ზოგჯერ ისრაელიანები იმასაც ვერ ხვდებოდნენ, რატომ ისჯებოდნენ. ასეთ მძიმე დროს ისრაელიანთა შორის გამოჩნდებოდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც ხალხს ღვთის ნებას აუწყებდნენ. ამის შესახებ უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით გვეუბნება: "სული უფლისა იტყოდა ჩემდა და სიტყვა მისი ენასა ზედა ჩემსა", პეტრე მოციქული კი უფლის წინასწარმეტყველთა მიმართ ბრძანებს: "არა ნებითა კაცთაითა მო-სადამე-იწია წინასწარმეტყველებაი, არამედ წუვითა სულისა წმიდისაითა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი" (2 პეტ. 1,21).

წინასწარმეტყველთა პირით სულიწმინდა მეტყველებდა, მათი სახით თავად უფალი ეცხადებოდა ისრაელს...

მოსეს შემდეგ მთელი ოთხასი წლის მანძილზე ისრაელის ერს წინასწარმე-ტყველი არ ჰყოლია, რადგან მსაჯულთა ხანაში ერს ჰყავდა მართალი და ღვთის მადიდებელი წინამძღოლნი და ერიც გაცილებით მეტად ცხოვრობდა ღვთის მადიდებლობითა და რჯულის მორჩილებით, ვიდრე მეფეთა ხანაში. სამოელ წინასწარმეტყველის შემდეგ, მთელი ექვსი საუკუნის განმავლობაში - მეფეთა ხანაში, მით უფრო ისრაელის სამეფოს ორად გაყოფისა და შემდგომ ბაბილონის ტყვეობისას, ფაქტობრივად არ ყოფილა პერიოდი, ისრაელს წინასწარმეტყველი რომ არ ჰყოლოდა. ბაბილონის ტყვეობიდან იოანე ნათლისმცემლამდე წინასწარმეტყველი აღარ ჰყოლიათ, რადგან ამ პერიოდში ისრაელის ერის უმეტესი ნაწილი კვლავ დაუბრუნდა ჭეშმარიტი ღვთის მადიდებლობით, უფლის მცნებებითა და სჯულის დაცვით ცხოვრებას.

მოსე წინასწარმეტყველი

იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელთაც ისრაელნი დაერქვათ. ებრაელთა უსაზღვრო გამრავლებამ საგონებელში ჩააგდო ეგვიპტელები - ვაითუ ისრაელნი, უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენს მტრებს შეუერთდნენ, გვძლიონ და ეგვიპტიდან წავიდნენო. ამიტომ დაუწყეს მათ შევიწროება მძიმე სამუშაოებით, ყველა ეგვიპტელს ნება მისცეს, ეცემა, დაერბია, მოეკლა კიდეც ებრაელი, ამ უკანასკნელთ კი უფლება არ ჰქონდათ სამაგიერო გადაეხადათ. როცა ვერაფერმა უშველა და ისრაელნი უფრო მრავლდებოდნენ, ფარაონმა ბრძანება გასცა, ებრაელთა შორის დაბადებული ყოველი ვაჟი დაეხრჩოთ ან მდინარეში გადაგდოთ.


ამ საშიშ დროს ერთი ებრაელის ოჯახში მშვენიერი ბიჭუნა დაიბადა. დედამ სამი თვე მალა იგი, გაფისულ კალათში ჩააწვინა და მდინარის პირას, იმ ადგილად დადგა, სადაც მეფის ასული და მისი მეგობრები მოდიოდნენ ხოლმე საბანაოდ. თავის ქალიშვილს, მარიამს, კი დაავალა, ფარულად ეთვალთვალა მისთვის. ცოტა ხნის შემდეგ მდინარეზე მეფის ასული ჩამობრძანდა. კალათი გახსნა, შიგ ბავშვი დაინახა და მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა. შეებრალა და ძიძა მოიკითხა. ამ დროს მარიამიც გამოვიდა საფარიდან და ძიძად თავისი დედა შესთავაზა. ბავშვი, ღვთის განგებით, ისევ დედის ხელში მოხვდა. როცა ჩვილი წამოიზარდა, მეფის ასულმა სასახლეში მოაყვანინა, იშვილა და სახელად მოსე უწოდა, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს. ამის შემდეგ მოსეს სასახლეში საუკეთესო მასწავლებლები წვრთნიდნენ და იმდოინდელი ეგვიპტის მეცნიერებები შეისწავლა.

ლტოლვა ეგვიპტიდან
მოსემ კარგად იცოდა თავისი წარმომავლობა და წუხდა ისრაელთა უნუგეშო მდგომარეობის გამო. უნდოდა, რამენაირად დახმარებოდა ტანჯულ ხალხს, მაგრამ რას გააწყობდა ეგვიპტის სასტიკი მეფეების ხელში? ამასთანავე, თვითონაც მალე უნდა გაქცეულიყო ეგვიპტიდან.
ერთხელ მოსემ დაინახა, - ეგვიპტელი სასტიკად სცემდა ებრაელს. გამოესარჩლა, მოკლა ეგვიპტელი და იქვე დამარხა. გაუგებელი რა დარჩენილა და მეფეს ამბავი მიუტანეს. მოსე იძულებული გახდა, დამალვოდა მის რისხვას - მადიამის ქვეყანაში თავი მღვდელ იოთორის ოჯახს შეაფარა; ცოტა ხნის შემდეგ მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო და მწყემსი გახდა.

მოსეს მოწოდება
ისრაელნი ეგვიპტეში ოთხას წელიწადს დარჩნენ. მათ ტანჯვას რომ უყურებდა, მოსეს ეგონა, ისინი სრულიად ამოწყდებოდნენ ეგვიპტეში, ისე, როგორც ხე იწვის და ისპობა ცეცხლში. მაგრამ ღმერთმა არ დაღუპა თავისი რჩეული ხალხი და იმავე მოსეს ხელით მალე გამოიხსნა ეგვიპტის მონობისაგან.
ერთხელ მოსე ცხვარს აძოვებდა ქორების მთაზე; უეცრად შენიშნა, რომ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. გაუკვირდა, მივიდა ახლოს და ბუჩქიდან გაიგონა: "მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ისაკისი და იაკობისი, მე ვხედავ ჩემი რჩეული ხალხის ტანჯვას ეგვიპტეში, აწ წადი შენ და გამოიხსენი იგი ფარაონის მონობისაგან". მოსე მიხვდა, რომ ღმერთი გზავნიდა მას ისრაელთა გამოსახსნელად; ჯერ უარზე იდგა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა, რადგან ღმერთმა სასწაულთმოქმედების ძალა მისცა და მისივე ძმა, აარონი, თანაშემწედ დაუდგინა.


პასექი და ისრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან
ქორების მთაზე ღმერთის მოწოდების შემდეგ მოსე დაუყოვნებლივ წავიდა ეგვიპტეში, წაიყვანა თავისი ძმა აარონი და განუცხადა ფარაონს ღვთის ბრძანება, რომ ებრაელები გაეთავისუფლებინა. ფარაონმა ჯერ უარი უთხრა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დათანხმებულიყო, რადგან ღმერთმა ურჩობისათვის დასაჯა იგი და მთელი ეგვიპტე. მეფის ჯიუტობამ ათი სხვადასხვა სასჯელი მოუვლინა ეგვიპტელებს. უკანასკნელი და უმძიმესი სასჯელი მათი უფროსი შვილების უეცარი სიკვდილი იყო. ეს ამბავი ასე მოხდა: მოსემ მოიხმო ისრაელთა თავკაცები და გამოუცხადა მათ ღვთის ბრძანება, რომ თითოეულ ოჯახს დაეკლა თითო წლის უმანკო ტარიგი (კრავი), სისხლი კარებზე ეცხო, ხორცი მთლად შეეწვა და შეეჭამა ხმიადი პურით და მწარე ბალახით, ძვლები კი არ დაემტვრია, თანაც მზად ყოფილიყვნენ სამგზავროდ.

 

ღამით, - უთხრა მოსემ, - ჩამოივლის ანგელოზი და პირმშოებს დახოცავს იმ ოჯახებში, რომელთა კარებზეც სისხლი არ ეცხება. ისრაელთ შეასრულეს მოსეს ბრძანება. დანიშნულ დროს, შუაღამისას, საზარელი ტირილის ხმა გაისმა მთელ ეგვიპტეში. აღმოჩნდა, რომ ყველა ეგვიპტელს, მეფიდან დაწყებული, პირმშო მოჰკვდომოდა. მაშინ ფარაონმა საჩქაროდ დაიბარა მოსე და აარონი და უბრძანა: - დაუყოვნებლივ გაეყვანათ ისრაელნი ეგვიპტიდან. ისრაელთ არ ეძინათ და მზად იყვნენ სამგზავროდ. ექვსასი ათასი კაცი გამოიყვანა მოსემ ეგვიპტიდან ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად, და ღვთის ბრძანებით წაიყვანა ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც იაკობი გადმოსახლდა ეგვიპტეში. ქანაანის ქვეყანა ერთ დროს ღმერთმა აბრაამს აღუთქვა და ამიტომ მას აღთქმის ქვეყანაც ეწოდება.

ეგვიპტიდან გამოსვლის დღე ებრაელებმა დღესასწაულად აქციეს და პასექი უწოდეს (ე.ი.ჩაიარა ან გაიარა, რადგან ანგელოზმა ვნებამიუყენებლად ჩაუარა იმ სახლებს, რომლებსაც სისხლი ეცხო).

ისრაელთა მოგზაურობა
როცა ეგვიპტელებმა პირმშოები გამოიტირეს, ფარაონს დაენანა ისრაელთა გაშვება, შეკრიბა დიდძალი ჯარი და დაედევნა უკან დასაბრუნებლად. ისრაელთ მეწამული ზღვის პირას დაეწივნენ ეგვიპტელები; მათ შეეშინდათ და მოსეს ყვედრება დაუწყეს ეგვიპტიდან გამოყვანისათვის. მაშინ მოსეს ლოცვით სასწაულებრივად ზღვა შუაზე გაიპო, წყლის ნადგომი გაშრა და ისრაელნი მშვიდობით გავიდნენ მეორე ნაპირზე. ფარაონს ეგონა, თვითონაც ასე გავიდოდა ზღვაში, მაგრამ შუამდე რომ მიაღწიეს, წყალი შეერთდა და ფარაონი თავისი ამალით ზღვის უფსკრულში ჩაინთქა.
მეწამული ზღვიდან ისრაელნი ქანაანის ქვეყნისაკენ გაემართნენ, ღმერთი ცხადად ეხმარებოდა მათ ამ მოგზაურობის დროს: გამოვიდნენ თუ არა ეგვიპტიდან, ჰაერში გამოჩნდა ღრუბლის სვეტი, რომელიც დღისით მზისგან იფარავდა მგზავრებს, ღამით კი გზას უნათებდა; როცა ხორცი და პური შემოაკლდათ, ღმერთმა მანანა (თეთრი თაფლნარევი პურის მსგავსი ნამცეცები, რომელიც ცვიოდა ზეციდან ყოველდღე, გარდა შაბათისა. ამით იკვებებოდნენ ისრაელნი, სანამ აღთქმის ქვეყანაში არ შევიდნენ) და მწყრები მოუვლინა; როცა წყალი შემოაკლდებოდათ ხოლმე, მოსე, სასწაულის ძალით, უხმარ წყალს სახმარად აქცევდა ან კლდიდან გადმოადენდა. გზაში ისრაელთ თავს ესხმოდნენ უცხო ტომები, მაგრამ ისინი ღვთის შეწევნით სძლევდნენ მათ.

KARIBCHE

სჯულის დადება სინას მთაზე
გავიდა 50 დღე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ და ისრაელნი მიადგნენ სინას მთას, სადაც დროებით დაბინავდნენ. აქ ღმერთმა მისცა მათ ათი მცნება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი და მოყვასი. ეს მცნებები დაწერილი იყო ორ ქვის ფიცარზე. მოსემ ეს ქვის ფიცრები ძვირფას ყუთში ჩაასვენა, რომელსაც შემდეგ აღთქმის კიდობანი დაერქვა. აღთქმის კიდობანში შენახული იყო აგრეთვე მანანით სავსე ჭურჭელი და აარონის კვერთხი.
შემდეგ მოსემ ღვთის ჩვენებით მოაწყო მოძრავი ტაძარი. რადგან ისრაელნი გზაში იყვნენ და კარავიც თან უნდა ეტარებინათ, ამიტომ მოსემ გააკეთა იგი ძვირფასი ქსოვილებისაგან, რომლებიც გაფენილი იყო ხის სვეტებზე. კარავი განიყოფებოდა სამ ნაწილად: ეზო, წმიდათა და წმიდა-წმიდათა. ეზოში ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ, წმიდაში შედიოდნენ მღვდლები ღვთისმსახურებისათვის, წმიდათა-წმიდაში კი მხოლოდ მღვდელმთავრებს შეეძლოთ შესვლა და ისიც წელიწადში ერთხელ.
საღვთო მსახურების შესასრულებლად, ღვთის ბრძანებით, მოსემ აირჩია მღვდელმთავრად აარონი, მღვდლებად - აარონის შვილები და უბრალო მსახურებად - ლევიტელები, იაკობის შვილის, ლევის შთამომავლები.

აღთქმულ ქვეყანაში შესვლა
დიდი ხნის მერე შევიდნენ ისრაელნი აღთქმულ ქვეყანაში. ღმერთმა დასაჯა ისინი და ორმოცი დღის ნაცვლად ორმოც წელიწადს იმოგზაურეს არაბეთის უდაბნოში.ასეთი სასჯელი დაიმსახურეს გამუდმებული ყვედრებითა და ურწმუნოებით. ყველა დაიხოცა ამ მოგზაურობისას, ვინც ეგვიპტიდან გამოსვლის დროს ოცი წლის ან მეტის იყო. მოსემაც აღთქმის ქვეყნის საზღვარზე განისვენა, აარონი უფრო ადრე გარდაიცვალა. ცოცხალი დარჩა მხოლოდ ორი კაცი - ქალები და ისუ ნავე. მოსეს ნაცვლად ისრაელთა წინამძღვარი აღთქმის ქვეყანაში ისუ ნავე გახდა.

ღმერთი ეხმარებოდა ისუ ნავეს ისე, როგორც მოსეს: მიუახლოვდნენ თუ არა აღთქმის ქვეყანას, ისრაელნი უნდა გასულიყვნენ მდინარე იორდანეში, რომელიც ამ დროს ადიდებული იყო. ისუ ნავეს ბრძანებით მღვდლებმა აიღეს აღთქმის კიდობანი და შევიდნენ მდინარეში, მაშინვე წყალი გაიყო და ისრაელნი მშრალად გავიდნენ მეორე ნაპირზე. შემდეგ იერიშით უნდა აეღოთ ქალაქი იერიქონი, რომელიც მაღალი კედლებით იყო გამაგრებული.ღვთის ბრძანებით, მღვდლებმა, აღთქმის კიდობნით, და მასთან ერთად ხალხმა რამდენჯერმე შემოუარეს ქალაქს და მათ ყვირილზე კედლები თავისთავად ჩამოინგრა.ებრაელებმა ადვილად აიღეს ქალაქი. მას შემდეგ, ღვთის შეწევნით, ექვსი წლის განმავლობაში მთელი ქანაანის ქვეყანა დაიპყრეს და გაიყვეს თორმეტ ნაწილად იაკობის თორმეტი შვილის სახელზე. ამგვარად აღესრულა ღვთის აღთქმა, რომელიც აბრაამს მიეცა ქანაანის ქვეყნის შესახებ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.07.2024
შობა იოანე ნათლისმცემელისა. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს.
31.10.2022
წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
05.10.2022
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
17.09.2022
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.
11.09.2022
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.
07.09.2022
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო.
31.08.2022
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.
26.08.2022
წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat