ორმოცდღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ უფალმა უჩვენა განსაკუთრებული სახით თავისი დიდება და უბრძანა, ქვის ფილებზე წაეწერა ათი მცნება
ორმოცდღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ უფალმა უჩვენა განსაკუთრებული სახით თავისი დიდება და უბრძანა, ქვის ფილებზე წაეწერა ათი მცნება
წმინდა მოსე წინასწარმეტყველი
იოსების სიკვდილის შემდეგ ძლიერ გამრავლდა იაკობის მოდგმა მთელ ეგვიპტეში, იმდენად, რომ ომში 600000 კაცის გამოყვანა შეეძლო. ამან შეაშფოთა ეგვიპტის მეფე - ვაითუ ისრაიტელნი ჩემს მტერს შეუკავშირდნენო. ამიტომ ათასნაირი მძიმე სამუშაოთი დაიწყო მათი შევიწროება, მაგრამ ებრაელთა რიცხვი ვერ შეამცირა. მაშინ უბრძანა ბებიაქალებს, დაბადებისთანავე დაეხოცათ ებრაელთა ჩვილები. ეს ბრძანება არ შეასრულეს. მერე ფარაონმა ბრძანა, ებრაელთა ახალშობილი ვაჟები წყალში ჩაეყარათ. ამ მძიმე დროს ლევის ტომელებს ამრამს და მის ცოლს იოხაბედს აარონისა და მარიამის შემდეგ მესამე შვილი შეეძინათ. სამი თვე მოახერხეს მისი დამალვა, შემდეგ დედამ გაფისულ კალათაში ჩააწვინა ახალშობილი და მდინარე ნილოსს გაატანა. პატარა ბიჭის და, მარიამი, შორიდან გაჰყვა კალათას.

ამ დროს მდინარეში ფარაონის ასული ბანაობდა. კალათა მონებს ნაპირზე გამოატანინა. მიხვდა, როგორც იყო საქმე. შეეწყალა ებრაელი ბიჭი და გადაწყვიტა, ეშველა. იოსებ ფლავიოსი მოგვითხრობს, რომ ყრმა სხვა ქალების ძუძუს არ მიეკარა, მაშინ მარიამმა შეჰკადრა ფარაონის ასულს, თუ გნებავთ, ებრაელ ქალს მოგიყვანთ და ის მოაწოვებს ძუძუსო. მართლაც, იოხაბედმა, ფარაონის ასულის ნებართვით, წამოზარდა თავისი ბიჭი და შემდგომ მიჰგვარა დედობილს. ფარაონის ასულმა მას მოსე დაარქვა, რაც ეგვიპტურად "წყალს" ნიშნავს. მოსეს ბავშვობიდან ერთ ამბავს მოგვითხრობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრინი (XIს.): ერთხელ ფარაონის ასულმა მამას მიუყვანა შვილობილი. თამაშისას ბავშვმა ფარაონს გვირგვინი მოაძრო და ზედ ამოტვიფრული კერპის გამოსახულება ფეხით დათრგუნა. ერთმა მოგვმა მისი მოკვლა ურჩია ფარაონს, სხვები კი ეუბნებოდნენ, - ბავშვმა ეს დაუფიქრებლად გააკეთაო და მის უბრალოებაში დასარწმუნებლად ბიჭს ნაკვერჩხლები მისცეს. მან ერთი მათგანი ენაზე დაიდო, დაეწვა და იმის შემდეგ ენაბლუ შეიქმნაო.

გავიდა ხანი. გაიზარდა მოსე. იმდროინდელი სიბრძნეც იცოდა და კარგი მეომარიც გახლდათ. მისი მხედართმთავრობით ეგვიპტელებმა ეთიოპიელები დაამარცხეს, მაგრამ ფარაონი მასში ებრაელ ბელადს ხედავდა, რომელიც მოგვთა წინასწარმეტყველებით დიდ განსაცდელს მოაწევდა ეგვიპტეს. ამიტომაც მიზეზს ეძებდა მის დასაღუპად. ერთხელ მოსემ ერთი ეგვიპტელი მოკლა, რომელიც ებრაელს ჩაგრავდა. მეორე დღეს ნახა, რომ ვინმე ებრაელი ებრაელს ჩაგრავდა. რატომ სცემ შენს მოყვასსო, - ჰკითხა მოსემ. მან კი გაბრაზებულმა მიახალა, - ვინ დაგადგინა ჩვენს მთავრად და მსაჯულად, ან იქნებ ჩემი მოკვლა გინდა ისევე, როგორც ეგვიპტელი მოკალი გუშინ? შეშინდა მოსე. მიხვდა, რომ ეს ამბავი აღარ დაიფარებოდა. გაიქცა და თავი მადიამის ქვეყანას შეაფარა. მაშინ 40 წლის გახლდათ. იქ გაიცნო მადიამელი მღვდელი იოთორი, ცოლად შეირთო მისი ასული სეფორა, რომელმაც ორი ვაჟი გაუჩინა - გერსამი და ელეაზარი.

გამოხდა 40 წელი. ეგვიპტეში ებრაელთა ტანჯვამ, მათმა ღაღადისმა უფლამდე მიაღწია და მანაც, ყოვლადსახიერმა, მონობაში მყოფთა გათავისუფლება ინება. მოსე თავისი სიმამრის, იოთორის ცხვრებს მწყემსავდა. ერთხელ ფარა ქორების მთისკენ გარეკა. იქ თვალი მოჰკრა მაყვლის ბუჩქს, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა. გაუკვირდა, მიუახლოვდა ბუჩქს და იქიდან ხმა მოესმა: "მოსე, მოსე, ნუ მოხვალ აქ. წაიძრე ფეხსაცმელი, რამეთუ ეს ადგილი წმინდაა. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. მე ვხედავ ჩემი ხალხის ტანჯვას ეგვიპტეში, მინდა იქიდან გამოვიყვანო და ქანაანის ქვეყანაში შევიყვანო, სადაც რძე და თაფლი მოედინება. უნდა წარგავლინო ეგვიპტელთა მეფესთან. შენ უნდა გამოიყვანო ჩემი ერი ეგვიპტიდან". "ვინ ვარ მე, რომ ფარაონთან მივიდე, ანდა როგორ მოვიყვან ისრაიტელებს?" "მე ვიქნები შენთან", - უთხრა უფალმა. ისრაელელებმა რომ მკითხონ, რა ჰქვია იმ ღმერთს, ჩვენს სახსნელად რომ გამოგგზავნაო, რა ვუპასუხოო, - შეჰკადრა მოსემ. ღმერთმა ბრძანა: "მე ვარ, რომელი ვარ. ასე უთხარი ისრაელის ძეთ, მამათა თქვენთა ღმერთმა გამომგზავნა-თქო". ჰკითხა მოსემ: რომ არ მერწმუნონ, რა ვქნა? მაშინ უფალმა მოსეს სასწაულები აჩვენა, რომლითაც ისრაელის ერს უნდა ერწმუნა მისი. მაგრამ მოსე თავის ენაბრგვილობას ჩიოდა და კვლავ ევედრებოდა ღმერთს, მის მაგივრად სხვა გაეგზავნა. მაშინ ღმერთი განურისხდა და უთხრა: აჰა, აარონ, ძმა შენი, მას შეუძლია შენს მაგიერ ილაპარაკოს. გზად შეგხვდება და გადაეცი ჩემი ნათქვამი. მე ვიქნები თქვენთან: "აღვაღო პირი შენი და პირი მისი და გასწავო თქვენ, რა ჰყოთ". დაემორჩილა მოსე და უშიშრად წავიდა ეგვიპტეში. გზად გამოეგება თავისი ძმა აარონი, მოიკითხეს ერთმანეთი. გადასცა უფლის დანაბარები, შემდეგ შეკრიბეს ისრაელის უხუცესნი, მათ თვალწინაც ჰქმნა მოსემ სასწაულნი და დაარწმუნა ისინი, რომ ღვთისაგან იყო გამოგზავნილი.

ამის შემდეგ მოსე და აარონი ფარაონთან მივიდნენ და უფლის სახელით ისრაელელთა გაშვება მოითხოვეს. ფარაონმა ამაყად მიუგო: ვინ არის უფალი, რომ მისი ვისმინო. მე არ ვიცნობ ისრაელის ღმერთს და ვერც ხალხს გავუშვებ. ყოველმა კაცმა თავისი საქმე აკეთოსო. მოსე და აარონი მეორედაც მივიდნენ ფარაონთან და ხალხის გაშვება მოსთხოვეს. კვლავ არ დათანხმდა. მაშინ აარონმა მიწაზე დააგდო კვერთხი და ის გველად გადაიქცა. ფარაონის გრძნეულებმაც იგივე სასწაული მოახდინეს. მოსეს გველმა გრძნეულთა გველები გადაყლაპა, მაგრამ ვერც ამ სასწაულმა მოიყვანა გონს ფარაონი. მაშინ ღმერთმა ეგვიპტელებს ათი სასწაულებრივი სასჯელი მოუვლინა: მდინარეებში წყალი სისხლად იქცა, გამრავლდა გომბეშო და მთელი ეგვიპტე დაფარა. ჰაერი მუმლით აივსო, მოუვლინა ძაღლის მწერი, რომელიც კბენდა ეგვიპტელებს. ჭირმა გაწყვიტა პირუტყვი. სეტყვამ გაანადგურა იქაურობა, მერე კი ამოვარდა ქარი და უთვალავი კალია მორეკა, რომელმაც, რაც სეტყვას გადაურჩა, ყველაფერი გადაჭამა. სამი დღით ბნელმა მოიცვა ეგვიპტე. ღვთის სასჯელი მხოლოდ ეგვიპტელებზე მოიწეოდა. ყოველი სასჯელი იწყებოდა და თავდებოდა მოსეს სიტყვით. ყოველი სასჯელის დაწყებისას ფარაონი აღუთქვამდა მოსეს ხალხის გაშვებას და სთხოვდა სასჯელის მოსპობას. ილოცებდა მოსე. დაცხრებოდა ღვთის რისხვა, მაგრამ ფარაონი სიტყვას ტეხდა. მაშინ ღმერთმა მოსეს უბრძანა: ებრაელების თითოეულ სახლობას გაზაფხულის პირველი თვის, ნისანის (მარტის) მეათე დღეს ფარიდან ამოერჩია თითო ერთი წლის ვერძი. იმ თვის მე-14 დღის საღამოს დაეკლა, მისი სისხლი თავის კარზე მოეცხო, შეეწვა და ეჭამა უფუარ პურთან და მწარე ბალახთან ერთად ისე, რომ მისი ძვალი არ განტეხილიყო. მორჩენილი - დაეწვა. ეჭამა სწრაფად, "რამეთუ ზატიკი (გამოხსნა, განთავისუფლება) არს უფლისა, ესე არს პასექი (ახლოს ჩავლა) უფლისა". "მე ღამით დავივლი ეგვიპტეს და მოვწყვეტ ყოველ პირველ შვილს კაციდან პირუტყვამდე და როცა თქვენს კარზე წაცხებულ სისხლს ვიხილავ, ჩავივლი თქვენს ახლოს და არ იქნება თქვენ შორის სიკვდილის წყლულები. ეს დღე კი იდღესასწაულეთ ნათესავით ნათესავად". ისრაელმა შეასრულა ღვთის ბრძანება. დანიშნულ ღამეს ღმერთმა ამოწყვიტა ეგვიპტეში კაცი და პირუტყვი. ატყდა ტირილი და გოდება. ფარაონმა იმ ღამესვე მოიხმო მოსე და უბრძანა ეგვიპტიდან ხალხის გაყვანა. ეგვიპტელები აიძულებდნენ ისრაელელებს, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქვეყანა. ისრაელელებმა ეგვიპტელებს სთხოვეს მდიდრული ტანსაცმელი, ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი. გაუდგნენ გზას და მთელი ეგვიპტის სიმდიდრე თან წაიღეს. მოსემ აღთქმულ ქვეყანაში ანდერძისამებრ იოსების ძვლებიც წაასვენა. ამ დროს ისრაელელთა რიცხვი 600000 კაცი გახლდათ, ქალების და ბავშვების გარდა. მიმავლებს წინ უფალი მიუძღოდა, დღისით ღრუბლის სვეტით უჩვენებდა გზას და თანაც სიცხისგან დაჰფარავდა. ღამით კი ცეცხლის სვეტი იყო გზის მაჩვენებელი. სვეტმა ისინი მეწამულ ანუ წითელ ზღვასთან მიიყვანა და იქ დაბანაკდნენ.

KARIBCHEროცა ეგვიპტელებმა მიცვალებულები დამარხეს, თანაც შეიტყვეს, რომ ისრაელელნი ქვეყნიდან გაიქცნენ, შეინანეს მათი გაშვება. ფარაონმა მოამზადა 600 საომარი ეტლი და ისრაელელებს დაედევნა. ებრაელებმა გაიგეს ეს. ძლიერ შეშინდნენ და წინამძღოლს დაუწყეს ყვედრება. მოსემ ღვთის იმედით გაამხნევა თანამოძმენი, მერე კი ღვთის ბრძანებით დაჰკრა წყალს კვერთხი და ზღვა ორად გაიპო. გამოჩნდა გზა. წყალი კედელივით აღიმართა ორივე მხარეს. შევიდნენ ებრაელნი, განვლეს მეწამული ზღვა მშრალად. ამ დროს უკან დადევნებული ეგვიპტელნიც შესულიყვნენ ზღვაში. როცა უკანასკნელი ებრაელი გამოვიდა ზღვიდან, მოსემ დაჰკრა კვერთხი, წყალი გაიფანტა და ეგვიპტელნი მეწამულ ზღვაში ჩაიხრჩვნენ. გადარჩენილმა ებრაელებმა სამადლობელი გალობა აღუვლინეს უფალს.

მოსემ თავისი ხალხი სურის უდაბნოსკენ წაიყვანა. სამი დღის შემდეგ უწყლოობით შეწუხებულებმა დრტვინვა დაიწყეს, მიუახლოვდნენ მერას, სადაც მწარე წყარო იპოვეს. მოსემ წყაროში უფლის ნაჩვენები ხე ჩააგდო და წყალი ვარგისი შეიქნა. წყურვილმოკლულთ ახლა ეგვიპტური ხორცი მოუნდათ და ამაზე დაუწყეს მოსეს და აარონს ბუზღუნი. უფალმა უთხრა მოსეს: - უთხარი მათ, საღამოს სჭამდეთ ხორცს და დილით კი პურით გაძღებითო. მართლაც, საღამოს მოფრინდნენ მწყრები და იქაურობა დაფარეს. დილით კი მიწაზე დაიფინა თეთრი მარცვლები. მოსემ უთხრა ხალხს: ეს არის პური (მანანა), რომელიც ღმერთმა მოგცათო. მანანას თაფლში მოზელილი პურის გემო ჰქონდა. ამით ასაზრდოებდა ღმერთი ებრაელებს 40 წელიწადს.

ერთგან კიდევ შემოაკლდათ წყალი. კვლავ დაუწყეს მოსეს ყვედრება. მან კი კლდეს კვერთხი დაჰკრა და წყარო გამოედინა. ქორების მთის ახლოს ებრაელებს დაეცნენ თავს ამალეკნი. მოსემ მათ წინააღმდეგ გაგზავნა ჯარი ისუ ნავეს წინამძღოლობით. თვითონ მთაზე ავიდა და ლოცულობდა ხელებგაშლილი (ჯვარს გამოსახავდა ამით). აარონმა შეამჩნია - როცა მოსე ხელებს დაუშვებდა, ამალეკნი ერეოდნენ ებრაელებს. მოიტანეს დიდი ქვა, დასვეს მოსე, აარონი და კიდევ ორი შეუდგნენ მხრებში და წმინდანის ლოცვით ებრაელებმა სძლიეს მტერს. უფალმა უბრძანა მოსეს: დაწერე ესე წიგნში სახსოვრად და მე აღვხოცო სახსენებელი ამალეკისა ცასა ქვეშეო.

ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ მესამე თვეს ებრაელები სინას მთასთან მივიდნენ. ღმერთმა უბრძანა მოსეს: უთხარი ხალხს, თუ ჩემს მცნებებს დაიცავენ, მაშინ ჩემი რჩეული ერი გახდებიანო. ხალხმა თანხმობა განუცხადა. ორი დღის მარხვით, ლოცვით და თავშეკავებით მოემზადნენ რჯულის მისაღებად. მესამე დღეს კი (ორმოცდამეათე დღე იდგა ეგვიპტიდან გამოსვლისა) სინას მთა ღრუბლით დაიფარა. ატყდა ჭექა-ქუხილი. მოისმა საყვირის ხმა და მთა იძრა. მერე ყველაფერი დაწყნარდა და ღმერთმა წარმოთქვა ათი მცნება. ხალხმა მოისმინა ღვთის ხმა, მაგრამ შეეშინდა და სთხოვა მოსეს, ასულიყო მთაზე, ყოფილიყო ხალხსა და ღმერთს შორის შუამავალი. ღმერთმა შეიწყნარა ხალხის სურვილი. მოსე შეუდგა მთას და იქ ღვთისაგან სასულიერო, საერო კანონები და სჯული მიიღო. ჩაიწერა წიგნში და მთიდან ჩამოსულმა ხალხს გადასცა. მეორე დღეს 12 ქვისგან, რიცხვისაებრ ისრაელის 12 ტომისა, ააგო სამსხვერპლო, შესწირა მსხვერპლი უფალს. შემდეგ კი ღმერთმა უთხრა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და მოგცე შენ ქვის ფილები, რომელზეც დავწერე სჯული და მცნებანი ჩემნიო. აღდგა მოსე, გაიყოლა თან თავისი მსახური ისუ ნავეს ძე და ავიდა სინას მთაზე, რომელიც ხელახლა დაიფარა ღრუბლით და შუაში ცეცხლის ალი ავარდა. მთაზე წმინდა მოსემ 40 დღე დაჰყო. მას იქ ღმერთმა უჩვენა დაწვრილებითი გეგმა მოძრავი ტაძრისა, მღვდლობისა, მსხვერპლშეწირვისა. ბოლოს მისცა ორი ფილა ღვთივდაწერილი ათი მცნებით.

ამასობაში უწინამძღვროდ დარჩენილმა ებრაელებმა აიძულეს აარონი, ოქროს ხბოს კერპი ჩამოსხა და თაყვანი სცეს როგორც მათ გამომხსნელს ეგვიპტიდან. როცა მთიდან ჩამოსულმა მოსემ დაინახა კერპი, განრისხებულმა დაამსხვრია აღთქმის ფილები, დაწვა ხბოს კერპი, ნაცარი წყალში ჩაყარა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა სამი ათასი კაცი, კერპთაყვანისცემის მოთავენი. მეორე დღეს მოსემ ხალხს უთხრა: მე ახლა ავალ მთაზე და შევევედრები უფალს, მოგიტევოთ ცოდვებიო. 40 დღე და ღამე ევედრებოდა უფალს: ღმერთო, მიუტევე მათ ცოდვები, თუ არ შეუნდობ, მაშინ მეც მათთან ერთად აღმომხოცე შენი წიგნიდანო. უფალმა უთხრა მოსეს, - წაეყვანა ხალხი აღთქმის მიწაზე, ოღონდ თვითონ უფალი აღარ წაუძღვებოდა მათ. დიდ სინანულში ჩავარდა ხალხი, ღვთის სიტყვა რომ მოისმინა. ღმერთმა მიუტევა მათ ცოდვები სინანულისა და წმინდა მოსეს ლოცვის გამო. მაშინ შეჰკადრა ღმერთს წმინდა მოსემ, ეჩვენებინა მისთვის თავისი დიდება. უფალმა ბრძანა: არ ძალგიძს შენ ჩემი პირის ხილვა, რადგან კაცს არ შეუძლია მიხილოს და ცოცხალი დარჩეს. ხოლო შენ მიხილო მხოლოდ ზურგიდანო. ღვთის ბრძანებით მოსემ გამოთალა ორი ქვის ფიცარი, ავიდა სინას მთაზე და 40-დღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ უფალმა უჩვენა განსაკუთრებული სახით თავისი დიდება და უბრძანა, ქვის ფილებზე წაეწერა ათი მცნება. მთიდან ჩამოსულ ღვთის მხილველ მოსეს სახე უბრწყინავდა, ებრაელები თვალს ვერ უსწორებდნენ ღვთის დიდების ანარეკლს. იმ დღიდან მოსემ გაიკეთა პირის საფარველი და მხოლოდ მაშინ აიხდიდა, როცა ღვთის წინაშე წარსდგებოდა.

KARIBCHEსჯულის მიღების შემდეგ მოსემ გამოუცხადა ხალხს ღვთის ბრძანება მოძრავი ტაძრის (ანუ კარვის) აშენების შესახებ და სთხოვა ებრაელებს, სურვილისაებრ შეეწირათ მასალა. მათაც გულუხვად მოიტანეს ყოველივე. როცა ტაძარი ააგეს, მოსემ აკურთხა იგი, სცხო მირონი და ამ დროს ღვთის დიდებამ ღრუბლის სახით დაფარა ტაძარი, ისე, რომ მოსესაც არ შეეძლო შიგ შესვლა. ამის შემდეგ მოძრავ ტაძარს დღისით ღრუბლის სვეტი ფარავდა, ღამით კი ცეცხლისა. როცა ღრუბლის სვეტი წავიდოდა, ებრაელებიც გაჰყვებოდნენ, სადაც შეჩერდებოდა, იქ დაბინავდებოდნენ. ტაძარი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ეზო, წმიდა და წმიდა წმიდათა. წმიდა წმიდათაში, სადაც მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა, იდგა ულპობელი ხისაგან გაკეთებული აღთქმის კიდობანი, შიგნიდან და გარედან ოქროთი მოჭედილი. სახურავიც ოქროსი ჰქონდა და ზედ იჯდა ორი ოქროს ქერუბინი. კიდობანში ეწყო: აღთქმის ფილები, ტაკუკით მანანა და აარონის კვერთხი. ტაძრის ყველა ნივთი ოქროსი იყო. სამღვდელოებად ღმერთმა ლევის ტომელები დაადგინა, მღვდელმთავარი გახდა მოსეს ძმა, აარონი, მისი ოთხი ვაჟი - მღვდელნი, დანარჩენი ლევიტელნი კი ეხმარებოდნენ მათ ღვთისმსახურებისას. მოსემ აკურთხა თავისი ძმა მღვდელმთავრად, სცხო მირონი. შვიდი დღე ტაძართან დარჩნენ, მერვე დღეს კი აარონმა პირველი მსხვერპლი შესწირა ღმერთს. იმის ნიშნად, რომ ღმერთმა მიიღო აარონის შეწირული მსხვერპლი, ცეცხლი გარდამოვიდა ზეციდან და დაწვა იგი. ეს ცეცხლი გაუქრობლად უნდა შეენახათ სამსხვერპლოზე და ის ეხმარათ. ერთხელ აარონის შვილებმა - ნადაბმა და აბიუდმა საკმევლის კმევის დროს სხვა ცეცხლი იხმარეს. ამიტომ ღმერთმა ცეცხლით დაწვა ისინი. მოსემ აღუკრძალა მათი ტირილი აარონს და მის დარჩენილ ორ შვილს.

სინას მთასთან წელიწადი და ორი თვე იდგნენ ებრაელები და მერე გაემგზავრნენ ქანაანისკენ. მოშივდათ და დრტვინვა დაიწყეს. ღმერთმა მათ მწყერი მოუვლინა ისევ, მაგრამ ხალხის გაუმაძღრობა უსაზღვრო იყო. ღმერთმა ამის გამო სასჯელი მოუვლინა. ბევრი დაიხოცა. შემდეგ აარონმა და მისმა დამ, მარიამმა, დაიწყეს მოსეზე ძვირის თქმა: განა მარტო მოსეს ელაპარაკება ღმერთიო! მარიამს უფალმა კეთრი მოუვლინა და მხოლოდ მეშვიდე დღეს განიკურნა წმინდა მოსეს ლოცვით, მიუტევა მონანულ აარონსაც.

მიუახლოვდნენ აღთქმის ქვეყანას, მაგრამ მისმა სიმდიდრემ და ძლიერებამ შეაშფოთა ებრაელები; ეგვიპტეში დაბრუნება მოინდომეს - ქანაანის (აღთქმულ) ქვეყანაში ამოგვხოცავენო. განრისხდა უფალი და ებრაელი ხალხის მოწყვეტა ინება. მხოლოდ მოსეს ლოცვამ შეაკავა ნაწილობრივ ღვთის რისხვა. უფალმა ბრძანა, რომ ისინი ამ უმადურობისთვის უდაბნოში 40-წლიანი მოგზაურობით დაისჯებოდნენ. გზად, ვინც ახლა ოც წელზე მეტი ხნის იყო, ყველა დაიხოცებოდა და აღთქმის ქვეყანაში მხოლოდ მათი შვილები შევიდოდნენ. მრავალი სასწაული იხილა ამ მოგზაურობისას ისრაელის ერმა. ბევრი იღვაწა თავისი ერისთვის წმინდა მოსემ. ერთხელ, როცა იდრტვინეს მასზე, ღმერთმა დასასჯელად გველები მიუვლინა და მრავალი ისრაელიტელი დაიხოცა. დამდაბლდა ხალხი და ღვთის ბრძანებით, წმინდა მოსემ სპილენძის გველი გააკეთებინა და ხეზე დააკიდებინა. გველისგან ნაკბენი კაცი, ვინც სარწმუნოებით შეხედავდა სპილენძის გველს, მორჩებოდა. ეს იყო მე-40 წელს. მანამდე, ამავე წელს, როცა ებრაელებმა წყლის გამო იდრტვინეს, უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: ხალხის თანდასწრებით კვერთხი ერთხელ დაარტყით კლდეს და ჩემი სახელით წყლის გამოცემა უბრძანეთო. მათ კი სწორად არ შეასრულეს ღვთის ბრძანება - ორჯერ დაარტყეს კლდეს კვერთხი და თქვეს, - ისმინეთ ჩემი, ურჩნო, ნუთუ ამ კლდისაგან გამოგიდინოთ წყალიო? ამიტომ უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: რადგანაც არ გრწმენა ჩემი და ჩემი ყოვლისშემძლეობა ხალხს არ აჩვენეთ, არ შეიყვანთ ერს აღთქმის მიწაზეო. მართლაც, მალე გარდაიცვალა აარონი, სამღვდელმთავრო შესამოსლით კი მისი ძე ელეაზარი შეიმოსა. როცა ებრაელები აღთქმული ქვეყნის საზღვარზე მივიდნენ, ღმერთმა ამცნო წმინდა მოსეს სიკვდილის მოახლოება, უბრძანა, თავის მაგივრად ებრაელების წინამძღოლად ისუ ნავეს ძე დაედგინა. წმინდა მოსემ ხელნი დაასხა ისუ ნავეს ძეს, აკურთხა და გადასცა თავისი უფლებები. შემდეგ კიდევ ერთხელ შეკრიბა ებრაელნი და კიდევ ერთხელ დამოძღვრა, ღვთის ბრძანებით ავიდა ნაბავის მთაზე, იქიდან გადახედა აღთქმულ ქვეყანას და გარდაიცვალა. ისე დაკრძალეს, რომ ვერავის შეეტყო მისი საფლავის ადგილმდებარეობა, რათა ხალხს არ გაეღმერთებინა. მაშინ ის 120 წლისა იყო.

შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა ჩვენც, ახალ ისრაელს - მართლმადიდებელ ქრისტიანებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.07.2024
შობა იოანე ნათლისმცემელისა. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს.
31.10.2022
წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
05.10.2022
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
17.09.2022
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.
11.09.2022
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.
07.09.2022
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო.
31.08.2022
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.
26.08.2022
წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat