წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ მოპოვება (+დაახლ. 850) 25 მაისი (7 ივნისი)
წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ მოპოვება (+დაახლ. 850) 25 მაისი (7 ივნისი)
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანეს პატიოსანი თავის პირველ და მეორე მოპოვებას 24 თებერვალს (ძვ. სტ.) დღესასწაულობს, ხოლო მესამედ მოპოვებას - 25 მაისს (ასევე ძვ.სტ.).

როცა წმინდა იოანე ნათლისმცემელს პატიოსანი თავი მოჰკვეთეს, ჰეროდიადას ასულმა, სალომეამ ის ლანგრით მიართვა დედას. ამ უკეთურმა ქალმა ნემსით დაჩხვლიტა წმინდანის ენა, რომელიც მას უსჯულოებაში ამხელდა და ნება არავის მისცა, იგი წმინდანის სხეულთან ერთად დაეკრძალათ. ეშინოდა, სხეულთან ერთად რომ დავმარხო, იოანე მკვდრეთით აღდგება და კვლავ მამხელსო. წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა მისი სხეული ჩუმად დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში. თავი კი ჰეროდიადამ თავისი სასახლის უწმინდურ ადგილას ღრმად ჩამარხა. ეს ადგილი მხოლოდ ჰეროდეს ეზოს მოძღვრის, ქოზას ცოლმა იოანამ იცოდა (მას იხსენიებს ლუკა მახარებელი). იგი წუხდა ასეთი დიდი წინასწარმეტყველის მკვლელობის და შელანძღვის გამო. ღამით ჩუმად ამოიღო წმინდა იოანეს თავი, ჩადო თიხის ჭურჭელში და ელეონის მთაზე ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში დამარხა. ამასობაში, იესო ქრისტეზე ხმებმა ჰეროდემდეც მოაღწია. ცოლთან ერთად დაიწყო ფიქრი, იგი მკვდრეთით აღმდგარი იოანე ხომ არ არისო. დაიწყეს თავის ძებნა, მაგრამ ვერ იპოვეს. ჰეროდემ შინაურებს უთხრა კიდეც: "ის იოანეა, რომლის თავის მოკვეთაც ვუბრძანე. ახლა მკვდრეთით აღმდგარა და სასწაულებს იქმსო" (მათე 14, 10).

დიდი ხნის შემდეგ ცნობილმა დიდებულმა, ინოკენტიმ ქრისტე ირწმუნა, დაუტევა სოფელი, მივიდა იერუსალიმში, იყიდა ელეონის მთაზე ის ადგილი, რომელიც ოდესღაც ჰეროდეს ეკუთვნოდა, აიშენა კელია, გახდა მონაზონი და აღასრულებდა ქრისტეს მცნებებს. პატარა ქვის საყდრის ასაშენებლად დაიწყო მიწის გათხრა. ღვთის განგებულებით, თიხის ჭურჭელი აღმოაჩინა. სხვადასხვა ნიშ-სასწაულით და საღმრთო გამოცხადებით შეიტყო, რომ მასში ჩადებული თავი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა იყო და დიდი სასოებით ინახავდა თავისთან. მის სიკვდილამდე მეფეებმა იერუსალიმში კერპი დადგეს და მას ეთაყვანებოდნენ. ბერმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, შეეშინდა, მერე ამ სიწმინდეს უპატიოდ არ მოეპყრონო და იქ შთაფლა, სადაც მისი კელია და ეკლესია იდგა. გავიდა კარგა ხანი. ეკლესია ჩამოინგრა, ლამის მიწასთან გასწორდა. დიდხანს არავინ იცოდა, სად ესვენა წმინდა იოანეს თავი.

როცა ტახტზე წმინდა კონსტანტინე ავიდა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, დედამისმა, ელენე დედოფალმა მოიძია, გაწმინდა და აღადგინა იერუსალიმის თითქმის ყველა სიწმინდე. ამ პერიოდში აღმოსავლეთით მცხოვრები ორი ბერი სიწმინდეების თაყვანსაცემად იერუსალიმში გამოემგზავრა. ერთ-ერთ მათგანს ძილში წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და გაუმხილა ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო მისი პატიოსნი თავი და უბრძანა, ამოეღოთ. როცა მეგობარს თავის სიზმარზე მოუთხრო, მან არ დაიჯერა ეს, ვიდრე მასაც ასე შთააგონა. წმინდა იოანე ბერს მეორედ გამოეცხადა და უბრძანა, დაუტევეთ თქვენი სიზარმაცე და ურწმუნოება და გააკეთეთ ის, რაც გითხარითო. ბერები ახლა კი მივიდნენ დასახელებულ ადგილას, ამოთხარეს მიწა და იქ ფასდაუდებელი საგანძური - წმინდა იოანეს თავი იპოვეს, ჩადეს იგი აქლემის მატყლის ტომარაში და შინ წავიდნენ.

იმ დროსვე ერთი ემესელი ღარიბი მექოთნე იძულებული გახდა, სამშობლო, ოჯახი მიეტოვებინა და სამუშაოდ სხვა მხარეში წასულიყო. გზაზე იგი ამ ორ ბერს შეხვდა და დაემგზავრა. ბერებმა მას აჰკიდეს ჯვალოს ტომარა, რომელშიც წმინდა ნათლისმცემლის თავი იდო, მექოთნეც მშვიდად მიუყვებოდა გზას, რადგან იცოდა, რას მიაბრძანებდა. უეცრად წმინდა იოანე გამოეცხადა და უთხრა: "მიატოვე შენი თანამგზავრები და ეგ ტომარაც წაიღეო". წმინდა იოანემ ეს იმიტომ უბრძანა, რომ ამ ბერებს სიზარმაცის და ურწმუნოების გარდა უკრძალველობაც შეამჩნია, რადგან ასეთი სიწმინდე ჩააბარეს უცნობსა და უბრალო კაცს. თანაც სურდა, გლახაკი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის განეწყო. კაცი დაემორჩილა წმინდანს, გაეპარა ბერებს, შინ დაბრუნდა და თან როგორც უდიდესი საუნჯე, წმინდა იოანეს თავი შეაბრძანა. უფალმა წმინდა იოანეს გამო აკურთხა მისი სახლი. კაცი გამდიდრდა, მაგრამ არ გაამპარტავნებულა. უხვად გასცემდა მოწყალებას... სიწმინდეს არ "შესჩვევია", ყოველდღე მის წინაშე კანდელებს ანთებდა და საკმეველს აკმევდა, ლოცულობდა და ცდილობდა, უფლის მცნებებით ეცხოვრა. როცა სიკვდილის ჟამი დაუდგა, წმინდა იოანესვე ბრძანებით, ნათლისმცემლის პატიოსანი თავი წყლის ჭურჭელში ჩადო, ჭურჭელი - კიდობანში ჩაკეტა, დაბეჭდა და სიწმინდე თავის დას გადასცა. თან დაწვრილებით მოუთხრო, თუ როგორ დააღწია თავი სიღარიბეს წმინდა იოანეს წყალობით. ანდერძად დაუბარა დას, რომ ყოველთვის კეთილკრძალულად მოპყრობოდა სიწმინდეს და კიდობანი მანამდე არ გაეხსნა, ვიდრე წმინდა იოანე არ ინებებდა თავის გამოცხადებას. სიკვდილის წინ ქალს ეს სიწმინდე ღვთისმოშიში კაცისთვის უნდა გადაებარებინა.

წმინდა იოანეს პატიოსანი თავი დიდხანს ამგვარად გადადიოდა ხელიდან ხელში, ბევრი ღვთისმოშიში ქრისტიანი ინახავდა სიწმინდეს, ბოლოს, არიოზელ მღვდელ-მონაზონ ევსტიტეს ერგო, რომელიც ემესოს ახლოს მღვიმეში ცხოვრობდა. უძლურები მიდიოდნენ მასთან და წმინდა იოანეს ლოცვით პოვებდნენ კურნებას, ის კი, ქურდივით, საკუთარ ერესს მიაწერდა მადლის მოქმედებას და სასწაულებრივ კურნებათა მიზეზს მალავდა. ემესელები მიუხვდნენ მზაკვრობას და მისი მღვიმიდან გაძევება გადაწყვიტეს. ითხოვა, ერთი დღე მაცალეთ და წავალო. დათანხმდნენ. ევსტიტემ კიდობანი მიწაში ჩაფლა - დავბრუნდები და წავიღებო, მაგრამ მღვიმეში ღვთისმოშიში ბერები დახვდნენ და შიგ აღარ შეუშვეს.

მღვიმეში საძმო გამრავლდა, დაარსდა მონასტერი. არავინ იცოდა, რომ მათთან ასეთი დიდი საგანძური იყო დაკრძალული. მრავალი წლის შემდეგ ემესის ოლქის არქიმანდრიტმა მარკელაოსმა გამოაცხადა: "კურთხეულ არს ღმერთი რომელმაც ღირსმყო გამოცხადებისა, რომელიც ვიხილე 18 თებერვალს. თითქოს ჩვენი სავანის ყველა კარი გაღებული იყო. გადავწყვიტე დამეკეტა კარები, მაგრამ დავინახე, რომ სავანის კარიდან წყალი მდინარესავით მოედინებოდა. გამიკვირდა. ნანახზე ვფიქრობდი, როცა მომესმა ხმა მრავალი დასის ხალხთა, რომლებიც აღმოსავლეთიდან ჩვენკენ, წყალზე მოაბიჯებდნენ. თითოეული მათგანი თავის ენაზე იტყოდა: "აქ გამოცხადდება წმინდა იოანე, ნათლისმცემელი ქრისტესიო". შევიდნენ მონასტერში. მე კი, შიშით მოცულმა უკვე დავივიწყე მომდინარე წყალი და კიბის თავზე ავედი. ვდგავარ, ვუცქერ სავანეს, რომელსაც ორი კარი აქვს დასავლეთით და სამხრეთით. შუაში კი ვეებერთელა ტაძარი დგას, თითოეული დასი შედიოდა დასავლეთის კა¬რიდან, გაემართებოდა ეკლესიისკენ, მუხლს მოიდრეკდნენ და სავანიდან სამხრეთის კარით გამოდიოდნენ. როცა მსვლელობა შეწყდა, ჩამესმა - ეს არის დიდი იოანე ნათლისმცემელი.

ეკლესიაში წმინდა იოანე დავინახე, გვერდით ორი მამაკაცი ედგა. ხალხი კურთხევის ასაღებად მივიდა წმინდა იოანესთან. შიშით და კანკალით ბოლო მივედი ნათლისმცემელთან. მოვუდრიკე მუხლნი და ვეთაყვანე. წამოდექიო, - მიბრძანა. სიყვარულით მომეხვია, შემდეგ თაფლით სავსე ჭურჭელი მომაწოდა: "მიიღე კურთხევად", - მითხრა და წავიდა. წინ ნათლის სვეტი უძღოდა. გამომეღვიძა. მეორე საღამოს ძმებს ფსალმუნთა გალობა ვუბრძანეთ. გალობისას ერთ-ერთმა ძმამ, ისააკმა, სარკმლიდან თვალი მოჰკრა, ზემოთ, მღვიმევის ეკლესიას, სადაც იყო დამალული წმინდა იოანეს პატიოსანი თავი, ცეცხლი ეკიდა: მამაო, შეხედე, წმინდა მღვიმეს ცეცხლი უკიდია", - წამოიძახა ისააკმა. "ნუ გეშინია, ძმაო, - დავამშვიდე, - ჯვარი გამოისახე და დუმილი დაიმარხე".

ხუთი დღე გავიდა. მეექვსე ღამეს ძილში ვიღაცამ მხარზე ხელის კვრით გამომაღვიძა და ხმა გაისმა: "აი, მე მოგეძღვენით თქვენ. ადექი, გაჰყევი წინმავალ ვარსკვლავს, გათხარე ადგილი, სადაც ის მიგიყვანს და მომიპოვებ მე".

შიშით და კანკალით წამოვდექი. დავჯექი საწოლზე და რას ვხედავ: ჩემი კელიის კართან ვარსკვლავი ბრწყინავს. შეძრწუნებულმა ჯვარი გამოვისახე. მივყევი ვარსკვლავს, მან მღვიმეში შემიყვანა. მივედი იმ ადგილას, სადაც წმინდა იოანეს თავი იყო დაკრძალული და ვარსკვლავი გაქრა. დავემხე მიწაზე და ლოცვა დავიწყე. დიდი ხნის ლოცვის შემდეგ ავანთე სანთელი, ვაკმიე საკმეველი და იესოს ლოცვით მიწის თხრას შევუდექ. ქვის დაფით დაფარული წმინდა ჭურჭელი ვიპოვე, სადაც წმინდა იოანეს პატიოსანი თავი იყო ჩასვენებული. გავკადნიერდი და ხელით შევეხე, ვეთაყვანე. მერე ისევ დავახურე, დავფარე სიწმინდე და გარეთ გამოვედი. კარებთან არქიმანდრიტი გენადი შემხვდა - ჩვენს მონასტერში მოსული. მღვიმეში შემიყვანა, ლოცვა წარმოთქვა და მერე თავისი ხილვა მომიყვა: "ვნახე, თითქოს ამ ადგილას, სადაც ახლა ვდგავართ, უამრავი ქერის პური იყო, წმინდა და მზეზე ბრწყინვალე. მღვიმეში უამრავი ხალხი შემოდიოდა, რომლებიც ჩვენს ხელთაგან იღებდნენ ამ პურს, რომლის რაოდენობაც უფრო და უფრო მრავლდებოდა".

მივხვდი, რომ მისი ხილვა ღვთისგან იყო და წმინდა იოანეს მოუკლებელ მადლსა ნიშნავდა: მოვუყევი ჩემი ხილვა და ვაჩვენე უძვირფასესი საგანძური, ჩვენგან მოპოვებული. ვუთხარი, ყველაფერი საიდუმლოდ შეგვენახა, ვიდრე მამა სტეფანეს არ მოვუყვებოდი, არავისთვის გვეთქვა, თვით ემესის მღვდელმთავრისთვისაც კი.

მამა სტეფანეს მონასტერში ვერ მივუსწარით, სადღაც წასულიყო. გადავწყვიტეთ, საკათედრო ტაძრის პირველი დიაკონი კირიაკი გვენახა. კირიაკმა უმალ თავისი ხილვა გაგვიმხილა - გენადის ხილვისნაირი იყო. ორივე მირჩევდა, ეპისკოპოსისთვის გვეთქვა ეს ამბავი - მე კი ხუთი დღე მამა სტეფანეს დაბრუნებას ველოდი. უეცრად უცნაური სნეულება ვიგრძენ. დამბლა დამეცა, განძრევა აღარ შემეძლო. "განა არ გითხარით, ეპისკოპოსისთვის მოგვეთხრო საიდუმლო?" - მითხრეს მამებმა და უფალს ჩემი განკურნება სთხოვეს. მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი. საღამოს კირიაკი და გენადი მოვიდნენ და მითხრეს: "სიტყვა ვთქვით, ყველაფერი ეპისკოპოსს მოვუყვეთო". "ასე ჰქენით", - ვუთხარი და მაშინვე კურნება ვიგრძენი. დილით წავედით ქალაქში ეპისკოპოსთან. ცისკრის ლოცვიდან გამოდიოდა. მოვუყევით ყველაფერი. უზომოდ გაიხარა. გვირჩია, საიდუმლოდ დაგვემარხა ეს ამბავი და უკან დავბრუნებულიყავით. დილით კი ხუცესებთან და დიაკონებთან ერთად მოვიდა. ლოცვითა და გალობით ამოასვენა მიწიდან წმინდა იოანეს თავი. ერთმა ხუცესმა, მალხმა, ურწმუნოდ იკითხა, საიდან უნდა მოხვედრილიყო აქ წმინდა იოანეს თავიო. კადნიერად შეეხო ჭურჭელს და იმ წუთშივე ხელი გაუხმა. ამ ამბავმა ყველა შეაძრწუნა. ეპისკოპოსმა სიწმინდე ეკლესიაში, სადიაკვნეში მოათავსა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დიდი ტაძრის აგებამდე. წმინდა იაონეს პატიოსანი თავის ეკლესიაში გადასვენებამდე დიდი ხნით ადრე ნათლისმცემელი გამოეცხადა ურწმუნო მალხს და უთხრა, გადასვენებისას ჭურჭელს ხელით შეეხე და განიკურნებიო. ხუცესი ასე მოიქცა და განიკურნა", - ამთავრებს თხრობას ნეტარი მარკელიოზი.

წმინდა სვიმეონ მეტაფრასი "წმინდა მატრონას ცხოვრებაში" ასე აღწერს ამ ამბავს: ერთმა კაცმა ხვნისას შეამჩნია, რომ ერთ ადგილას, სადაც ოდესღაც მღვიმე და მონასტერი იყო, ცეცხლი ამოდიოდა მიწიდან, ეს კი მრავალგზის უნახავს. სწორედ იმ კვირა დღეს, როცა მარკელიოზი გენადთან და კირიაკთან ერთად ეპისკოპოსთან მივიდა, მღვდელმთა¬ვარ ურანიუსს ეს გლეხიც ეწვია და სასწულებრივ ცეცხლზე მოუთხრო. ეპისკოპოსი სამღვდელოებასთან ერთად მივიდა იმ მღვიმეში, სადაც ერთ დროს ერეტიკოსი ევსტიტე ცხოვრობდა. გათხარეს მიწა და იქ წმინდა იოანეს პატიოსანი თავი აღმოაჩინეს. უამრავი ხალხი შეიკრიბა. მოვიდა თაყვანსაცემად წმინდა მატრონაც. წმინდა იოანეს პატიოსანმა თავმა მირონი წარმოადინა, რომელსაც მღვდლები ჯვრის სახით სცხებდნენ ხალხს. წმინდა მატრონამ პატარა სანაწილეთი წამოიღო ეს წმინდა მირონი. ხალხმა შეამჩნია და სთხოვეს დედა მატრონას, მათთვისაც ეცხო, რადგან მღვდლებამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. მათ შორის იყო ერთი შობიდან ბრმაც, წმინდა მატრონამ როგორც კი თვალებზე სცხო მირონი, მაშინვე აეხილა.

ცოტა ხნის შემდეგ წმინდა თავი ნათლისმცემლისა ემესადან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

ხატმებრძოლობის დროს ქრისტიანებმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი აფხაზეთში, დაბა კომანში გადამალეს, სადაც ოდესღაც მიიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი (დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ვარაუდით, შესაძლოა, წმინდა იოანემ გადასახლებისას ჩუმად ჩამოასვენა თავისი მფარველის წმინდა იოანეს პატიოსანი თავი). ვერცხლის ჭურჭელში ჩაბრძანებული სიწმინდე, დაფარული იყო 850 წლამდე. მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეგნატემ, ღამით ლოცვისას, უფლის გამოცხადებით იხილა ის ადგილი, სადაც წმინდა იოანეს პატიოსანი თავის ქალა იყო დაკრძალული. პატრიარმა ამის შესახებ იმპერატორ მიქაელს შეატყობინა. მან კი ელჩობა გაგზავნა და ეს სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადაასვენა.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ მოპოვების ისტორიით, როგორც წესი, მთავრდება ხოლმე თხრობა წინამორბედის თავზე. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ ისტორიის გაგრძელება კათოლიკურ დასავლეთს უკავშირდება.

850 წელს წმინდა იოანეს თავის ქალას ერთ-ერთი ნაწილი აღმოჩნდა ქალაქ პეტრაში, პროდრომოსის მონასტერში, კიდევ ერთი - წინამორბედის სახელობის სტუდიის მონასტერში. ამ სავანეში დაცული თავის ქალას სახის ნაწილი ჯერ კიდევ 1200 წელს მოსალოცად ჩამოსულმა ანტონიმ მოინახულა, მაგრამ უკვე 1204 წელს ჯვაროსნებმა სიწმინ¬დე საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ამიენში გაიტანეს.

წმინდა დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრების" მინაწერი კიდევ სამ ადგილს მიუთითებს, სადაც იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილები იყო დაბრძანებული: ათონის დიონისეს მონასტერი, კალუის უნგრეთ-ვლახეთის სავანე და პაპ სილვერის ეკლესია რომში, სადაც ამიენიდან გადმოიტანეს სიწმინდის მცირე ნაწილი.

საფრანგეთში წმინდა იოანეს თავის გამოჩენის ისტორია არაფრით განსხვავდება სხვა ქრისტიანული სიწმინდეების ისტორიებისგან, რომლებიც დასავლეთში აღმოჩნდა.

1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. რო¬გორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე. მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა.

ვალონ დე სარტონმა გადაწყვიტა, წინამორბედის თავი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, პიკარდიაში ჩაეტანა. 1206 წლის 17 დეკემბერს ქალაქ ამიენის კათოლიკე ეპისკოპოსი რიჩარდ გებეროელი ქალაქის კარიბჭესთან ზეიმით მიეგება იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილებს. ალბათ, ეპისკოპოსი დარწმუნებული იყო ნაწილების ნამდვილობაში, რაც იმ დროს ადვილი გადასამოწმებელი იქნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, ამიენში და მთლიანად პიკარდიაში იწყება იოანე წინამორბედის თავის ქალას წინა, სახის მხარის, ნაწილის თაყვანისცემა.

1220 წელს ამიენის ეპისკოპოსმა საფუძველი ჩაუყარა ახალ კათოლიკურ ტაძარს, რომელიც გოთიკური სტილის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნაგებობად იქცა. აქ გადმოაბრძანეს ქალაქის მთავარი სიწმინდე - იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას ნაწილი.

თანდათან ამიენი არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთა, არამედ საფრანგეთის მეფეების, პრინცებისა და დიდებულების მოსალოც ადგილად გადაიქცა. პირველად წმინდა იოანეს თავის თაყვანსაცემად მივიდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX (კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა), შემდეგ - შარლ VI, შარლ VII, რომელმაც დიდძალი შესაწირი გაიღო წმინდა ნაწილების შესამკობად.

1604 წელს რომის პაპმა კლიმენტი VII-მ, რომელსაც სურდა, რომში წინამორბედის სახელობის ეკლესია მისი წმინდა ნაწილით გაემდიდრებინა, ამიენის მღვდელმსახურებს სიწმინდის მცირე ნაწილი გამოსთხოვა, ძირითადი ნაწილი კი კვლავ ამიენის საკათედრო ტაძარში დარჩა.

წმინდა ნაწილების გადარჩენა რევოლუციის მძვინვარების დროს

1789 წლის რევოლუციის შემდეგ მთელ საფრანგეთში მიმდინარეობდა საეკლესიო ქონების აღწერა და ექსპროპრიაცია, რასაც წმინდა ნაწილების ამოღება-განადგურებაც ახლდა თან. წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი ამიენის ტაძარში დარჩა 1793 წლამდე, სანამ რევოლუციური კონვენტის წარმომადგენლებმა არ მოითხოვეს. მათ წმინდა ნაწილებს ძვირფასი სამკაული მოხსნეს და სიწმინდის სასაფლაოზე დამარხვა ბრძანეს, მაგრამ რევოლუციონერ ხელისუფალთა ნება არ აღსრულდა. მათი წასვლის შემდეგ ამიენის მერი ლუი-ალექსანდრე ლეკევი მალულად დაბრუნდა საცავში და სიკვდილით დასჯის საფრთხის მიუხედავად, წმინდა ნაწილები შინ წაიღო. ასე გადარჩა ეს წმინდა რელიკვია. რამდენიმე წლის შემდეგ ყოფილმა მერმა სიწმინდე შესანახად გადასცა აბატ ლიოჟენს, ხოლო რევოლუციური დევნის დასრულების შემდეგ წმინდანის თავი ამიენის საკათედრო ტაძარში დააბრუნეს. ეს მოხდა 1816 წელს. იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა დღემდე ამიენის საკათედრო ტაძარში ინახება.

XIX საუკუნის მიწურულს ისტორიულმა მეცნიერებამ, ეკლესიის მესვეურთა მონაწილეობით, აღიარა, რომ შუა საუკუნეებში ხშირი იყო წმინდა ნაწილთა გაყალბების შემთხვევები. ამიენის სიწმინდისადმი საერთო უნდობლობის გამო მისდამი ინტერესი ნელ-ნელა იკლებდა.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი დღეისთვის

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილების მიმართ ხელახალმა ინტერესმა XX საუკუნის შუა ხანებში, უფროტად, 1958 წელს, იფეთქა. ამიენის ტაძრის წინამძღვარმა საეკლესიო ხელისუფლებას შეატყობინა, რომ აღმოსავლეთ საფრანგეთში, ვერდენში, XVII საუკუნიდან ინახებოდა ქვედა ყბის ნაწილი, სავარაუდოდ, იოანე ნათლისმცემლისა. მას სურდა არსებული ორი ნაწილის შეკავშირება და შედარება. ამიენის ეპისკოპოსის ნებართვით ჩამოყალიბდა კვალიფიციურ მედიკოს-ექსპერტთა კომისია. რელიკვიების შესწავლა რამდენიმე თვე გაგრძელდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ კომისიის დასკვნები შეიკრიბა დოკუმენტში, რომელსაც კომისიის ყველა წევრმა მნა მათი ანატომიური შეუთავსებლობა, რაც, უეჭველად, მათ სხვადასხვა წარმომავლობას ადასტურებს.

2. ქრონოლოგიის მიხედვით, ამიენის ნაწილები უფრო ძველია, ვიდრე ვერდენისა. გარეგნული შეხედულებით ვერდენის ნაწილები შუა საუკუნეების ძვლებს გვაგონებს.

3. თავის სახის ნაწილი ამიენიდან ძალიან ძველი ობიექტია, უფრო ძველი, ვიდრე "შუა საუკუნეების ძვლები"; მეორე მხრივ, ის ნაკლებად ძველია მეზოლითის ადამიანების ძვლებთან შედარებით, რაც საშუალებას გვაძლევს დავათარიღოთ მისი ასაკი ქრისტეს შობამდე 500-ქრისტეს შობიდან 1000 წლებით.

4. ადამიანის ასაკის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, რადგან კბილები არა აქვს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ალვეოლები (კბილის ფოსოები) სავსებით განვითარებულია და ზოგიერთ ნაპირზე - გახეხილი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლაპარაკია ზრდასრულ (25-40 წლის) ადამიანზე.

5. სახის ტიპი - ევროპეოიდული (ე.ი. არც ნეგროიდული, არც მონღოლოიდური). სახის მონაცემებიდან გამომდინარე, ის შეიძლება მივაკუთვნოთ ხმელთაშუაზღვისპირულ ტიპს (ტიპს, რომელსაც თანამედროვე ბედუინები ეკუთვნიან).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამიენის ნაწილები ნამდვილია და ისინი წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეკუთვნის, რადგან ისტორიული წყაროების გარდა, ყველა მეცნიერული მონაცემი მის სასარგებლოდ მეტყველებს.

ამით მთავრდება წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის თანამედროვე ისტორია. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ამიენში მართლმადიდებელი მომლოცველები გამოჩნდნენ და საშუალება აქვთ, თაყვანი სცენ ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავს, თუმცა ამ სიხარულს რამდენადმე აფერმკრთალებს ის ფაქტი, რომ ეს წმინდა ნაწილი არამართლმადიდებლურ გარემოში იმყოფება.



წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნა ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო, ყოველნი უკუე პოვნასა მისსა შემოკრებულნი გალობით მაცხოვარსა ყოველთასა უგალობთ, რომელი აცხოვნებს სულთა ჩუენთა მეოხებითა შენითა.

კონდაკი

წინასწარმეტყველო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაო, თავი შენი, ვითარცა ნიჭი საღმრთო, ვპოვეთ ქუეყანით და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კვალადცა, ვითარცა პირველ, ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.

სხვა კონდაკი

იროდის მიერ უსჯულოთა ბილწთა დედათათვის თავი მოგეკვეთა, წინამორბედო, ხოლო ჩუენ პატიოსანსა ამას თავის პოვნასა შენსა ვიხარებთ და გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.

სხვა კონდაკი

ნათელ-საჩინო და საღმრთო სუეტი, სანთელი მზისა, თავი თვისი წინამორბედმან ნათელშემოსილი განცხადებულ-ჰყო კიდეთა შინა და განწმენდს სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა მისთა და ესრეთ მწოდებელთა: ნათლისმცემელო ქრის¬ტესო ყოვლადბრძენო, გვაცხოვნენ ჩუენ ყოველნი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.07.2024
შობა იოანე ნათლისმცემელისა. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს.
31.10.2022
წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
05.10.2022
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
17.09.2022
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.
11.09.2022
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.
07.09.2022
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო.
31.08.2022
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.
26.08.2022
წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალიასტომის ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat