იუდეის მეფის, იოსიას (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 640-609 წლები) ხელმწიფებისას, რომელმაც რელიგიური რეფორმა განახორციელა და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა აღადგინა,
იერუსალიმის ტაძარში კანონთა წიგნი აღმოაჩინეს.
გულისხმაჰყო რა მასში ჩატეული სიტყვა, მღვდელნი წინასწარმეტყველ ოლდამასთან - იერუსალიმის მკვიდრ შალუმის მეუღლესთან წარგზავნა.
ოლდამამ, ღვთის ჩაგონებით, მეფეს ეს უთხრა: - აჰა, ესერა, მე მივავლინო ბოროტი ქალაქსა ამას ზედა და მკჳდრთა მას შინა ყოველნი სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ აღმოიკითხა მეფემან იუდასმან.
ამისთჳს, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა ჴელთა მათთათა და აღტყდეს გულისწყრომა ჩემი ადგილსა ამას და არა დაშრტეს.
ხოლო მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინა თქუენ გამოძიებად უფლისა, ესრეთ არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი ეგე, რომელნი გესმეს, ეგენი არიან ამისთჳს, რამეთუ მოლბა გული შენი და შეიკდიმე პირისაგან უფლისა, ვითარცა გესმეს სიტყუანი ესე, რაოდენსა ვიტყოდე ადგილისა ამისთჳს და მკჳდრთა მისთა, რათა იყოს განსარყუნელ და საწყევარ. და დაიპე სამოსელი შენი და სტიროდე წინაშე ჩემსა, და მეცა მესმა, - თქუა უფალმან, - ამისთჳს, არა ეგრე, აჰა, ესერა, მე შეგძინო შენ მამათა შენთა და შეხჳდე საფლავად შენდა მშჳდობით და არა იხილონ თუალთა შენთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მივავლინო ქალაქსა მას ზედა და მკჳდრთა მისთა" (4 მეფ. 22, 18-20).
მართლაც, უბედურებანი, რომელთაც იერუსალიმის დაქცევა და ბაბილონელთა მიერ იქაურობის დაპყრობა (609 - 587 წლები) მოჰყვა, ამ სამართლიანი და ღვთის ერთგული ხელმწიფის გარდაცვალების შემდგომ აღსრულდა.
თავად წინასწარმეტყველ ოლდამას შესახებ წმინდა წერილი სხვა ცნობებს არ გვაწვდის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი