ამოს წინასწარმეტყველი - საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა
ამოს წინასწარმეტყველი -  საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა
ღვთისგან მომავლის განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებული ძველი აღთქმის ადამიანები უფლის წინასწარმეტყველებად იწოდებიან.
ისინი უფალმა იხმო, რათა მათი მეშვეობით თავისი სიტყვა და წმინდა ნება ეუწყებინა და კაცობრიობა, მით უფრო რჩეული ერი, აღთქმული მესიის მისაღებად, უფალთან შესახვედრად მოემზადებინა. წინასწარმეტყველთა სახით თავად უფალი ეცხადებოდა ადამიანებს, მათი ბაგეებით მეტყველებდა და მოუწოდებდა მათ ჭეშმარიტებისკენ... მართალია, ახალ აღთქმაშიც არიან ღვთივგანბრძნობილი, წმინდა ადამიანები - მოციქულები, წმინდა მამები, რომლებიც წინასწარ ჭვრეტენ რაღაც მოვლენებს მეორედ მოსვლის შესახებაც, თუნდაც იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება" გავიხსენოთ, მაგრამ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა დარად, მათი პირდაპირი დანიშნულება და საქმე წინასწარმეტყველება არ არის. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა უმთავრესი დანიშნულება - მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იყო, ეს აღესრულა და ამიტომ ეს წინასწარმეტყველება საჭირო აღარ არის...

წინასწარმეტყველები არ იყვნენ დაკავშირებული ცალკეულ ადგილებთან, ისინი მთელ ისრაელში ქადაგებდნენ ღვთის ნებას. სრულიად თავისუფალნი და ნაკლებად დამოკიდებულნი ამა ქვეყნის მთავართა ძლიერებაზე, თვითონვე კისრულობდნენ ერის სულიერი განვითარებისა და ჭეშმარიტი რელიგიურ-ზნეობრივი განათლების მისიას.

უფლის მიერ შთაგონებულნი რჯულის დამრღვევთ უშიშრად ამხელდნენ. ისინი მტკიცედ ეწინააღმდგებოდნენ მრავალღმერთიანობას და ცრუმორწმუნეობას და ისრაელის მზერას ერთი ჭეშმარიტი ღმერთისკენ მიაქცევდნენ. როგორც კი ერის ზნეობრივ დაცემას შეამჩნევდნენ, სიწმინდის სადარაჯოზე მდგარნი ამხელდნენ ცოდვებსა და უსჯულოებაში და აფრთხილებდნენ მოსალოდნელი სასჯელის შესახებ, რადგან უსჯულოება სასჯელს მოიტანს.

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები არა მარტო ამხელდნენ მღვდლების, მეფეებისა და ერის უსჯულოებას, არამედ მისი გამოსწორების საშუალებებზეც მიუთითებდნენ: ეს იყო გზა ღმერთთან კავშირის აღდგენისა, რისთვისაც მოცემული მცნებების წმინდად შესრულებით უნდა მიეღწიათ, რადგან კარგად ჰქონდათ შეცნობილი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს რჯულის ყველა მცნების აღსრულებას, მით უფრო მის სულიერ გაგებას.

უმთავრესი ვალდებულება წინასწარმეტყევლისა, იყო მომავლის წინასწარმეტყველება. ისინი წინასწარმეტყველებდნენ მაცხოვრის ქალწული მარიამისგან შობის, მისი ქადაგების ადგილის, ჯვარცმის, აღდგომის... ასევე ქრისტიანული ეკლესიის დაარსებისა და იერუსალიმიდან გავრცელების შესახებ, წინასწარმეტყველებდნენ ნიშნებს, სად დაიბადებოდა მხსნელი, ვისი ტომიდან იქნებოდა, როდის მოვიდოდა.

ამოს წინასწარმეტყველი - თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა. ამ დროს ებრაელთა სახელმწიფო ორ სამეფოდ იყო დაყოფილი: იუდეად და ისრაელად. იერუსალიმში მეფობდა იუდეველთა მეფე ოზია, მათგან გამოყოფილ, ჭეშმარიტი ღვთისგან განმდგარ ისრაელთა ათ ტომს კი კერპთაყვანისმცემელი იერობოამ II განაგებდა. მან ბეთილში ოქროს ხბოს კერპი აღმართა და უსჯულოებაში ჩავარდნილ მთელ თავის სამეფოსთან ერთად მას ეთაყვანებოდა.

წინასწარმეტყველი ამოსი იუდეველი იყო, სოფელ თეკუიდან. ლიტონსა და უსწავლელ, მაგრამ მხურვალე რწმენითა და საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა და ისრაელში გაგზავნა სჯულის მაგინებელი იერობოამისა და მის გზაშეცდომილ მკვიდრთა სამხილებლად.

ამოსი წინასწარ უცხადებდა მათ იმ უბედურებებს, რომელიც ისრაელის სამეფოსა და მის გარშემო მცხოვრებ წარმართ ხალხს უნდა დასტყდომოდა თავს უღმერთობისთვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს, ისრაელელებს მოწევნილ რისხვას მოაგონებდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმიდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.
წმინდა ამოს წინასწარმეტყველის ხსენების დღედ ახალი სტილით 28 ივნისია დადგენილი.
ბეჭდვაელფოსტა
28.06. 2014
?
როგორ უნდა გავარჩიოთ ცრუ წინასწალმეტყველი ჭეშმარიტისგან?
სხვა სიახლეები
06.07.2024
შობა იოანე ნათლისმცემელისა. როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1,5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს.
31.10.2022
წმინდა იოელი, ძე ბეთუელისა, ერთ-ერთია 14 მცირე წინასწარმეტყველთა შორის.
05.10.2022
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი.
17.09.2022
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.
11.09.2022
ახალი სტილით 11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.
07.09.2022
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო.
31.08.2022
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა.
26.08.2022
წინასწარმეტყველი მიქეა, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი ქებრონის დასავლეთით, იუდეაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat