ქრისტეს უხარია, როცა ესმის ჩვენგან დედის საქებარი სიტყვები.
28.08.2021
წმინდა პაისის ერთხელ ჰკითხეს: - რამდენად სწორად ვიქცევით, როცა ღვთისმშობელს ვევედრებით ცხონებას, როცა ვიცით, რომ მხოლოდ ქრისტე აცხოვნებსო.
მიუგო: - ქრისტე ერთადერთი ჩვენი მაცხოვარია, მან ჩვენთვის თავი გასწირა. მაგრამ შენ რომ იყო ვინმე დიდი კაცი და დედასთან ერთად ეწვიო ქალაქს, სადაც გელოდებიან, მოგესალმონ შენც, დედაშენსაც და აქონ ის, თუმცა შესაძლოა, არც კი იცნობდნენ, განა არ გაგიხარდებოდა და არ იამაყებდი შენი მშობლით? ქრისტესაც ასე უხარია და ამაყობს თავისი დედით, როცა ესმის, რომ მასზე კეთილ სიტყვებს ვამბობთ. ვინმე გლახაკმა ქალმა დედაშენს რომ სთხოვოს, დაითანხმე შენი შვილი, კარგი ადგილი მომცესო, ხომ შეასრულებდი ამას დედაშენის გულისთვის, თუნდაც ეს ქალი თავის მხსნელად შენს მშობელს თვლიდეს? ასევე ჩვენც ვამბობთ, ღვთისმშობელმა გვიხსნაო, თუმცა ხელმწიფება ამისა მისი ძის ხელშია, რომელიც მდაბალია და უხარია, როცა ესმის ჩვენგან დედის საქებარი სიტყვები.