ბეთანიელი მამები
ბეთანიელი მამები
ხმაც კი სხვანაირი ჰქონდათ - ღუღუნა, არაამქვეყნიური, ვნებებისგან დაცლილი
ჩვენს სამშობლოში მრავალი ღვთივკურთხეული ადგილია, სადაც ყოველი ქართველი ინატრებდა ცხოვრებასა და სიკვდილს. ასეთია დალოცვილი ბეთანია, რომლის მხოლოდ სახელის ხსენებაც კი ნეტარებით გვივსებს გულს. ეს სავანე ჩვენი მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობისაა, მის კედელზე გამოსახულია ქართველთა დედა, წმინდა თამარ მეფე, იქვე, ტაძრის საკურთხეველთან, დაკრძალულნი არიან წმინდა მამები, რომლებიც უხილავად იცავენ მონასტერს და აკურთხებენ მის მცხოვრებთ თუ მოსალოცად მისულთ... "გამყე ბეთანიისაკენო", - ეტყვი ვინმეს და გაუყვები ბილიკს. გზადაგზა თითქოს მადლის მობერვას იგრძნობ, განცვიფრდები, "ღმერთო ჩემო, ეს რა მემართებაო?!" - იკითხავ... მიადგები კლდის ქიმს, სადაც ხის უზარმაზარი ჯვარი აღუმართავთ და გადახედავ ხეობას, დაინახავ სანატრელ ბეთანიას და გულს მღელვარება მოიცავს.. ნელ-ნელა ჩაუყვები კლდეზე ჩამავალ საცალფეხო ბილიკს, უახლოვდები მონასტერს და ასე გგონია, შინ ბრუნდები...

მისი უწმინდესობის ილია II-ის პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ ბეთანია იყო ერთ-ერთი პირველ მონასტერთაგანი, რომელიც მისი რუდუნებით კვლავ ამოქმედდა. მას შემდეგ წმინდა სავანე იქცა ქართველ მოძღვართა სულიერ სამჭედლოდ, საიდანაც მთელ საქართველოს მოედნენ სულიერი მამები. მათ მოიპოვეს და სულიერ შვილებს უანდერძეს უძვირფასესი საუნჯე - სიყვარული ბეთანიისა, სიყვარული ღვთისმშობლისა და სიყვარული ბეთანიელი წმინდა მამებისა: იოანე მაისურაძისა და იოანე-გიორგი მხეიძისა. მეც მამათა ნაბოძები მცირედი მსურს მოგიძღვნათ, რადგან, როგორც ბრძანებს დიდი რუსთველი, "რასაცა გასცემ - შენია, რასც არა - დაკარგულია".

"კირი მოიტანე, ვასო, დიდი ქვა მომაწოდე, პატარა ქვა მომეცი, ყმაწვილო", - უყვირიან კირითხურონი ბეთანიის მონასტრის პატარა მორჩილს. მამამისმა ანდრიამ ორი წლის წინ სოფელ ერედვიდან ქალაქში ჩამოაყვანინა ახლობელს, იქნებ ვინმესთან შინამოსამსახურედ დავაყენოო, ვასომ კი ბერობა მოისურვა...

მალე ქალაქში ახალი ამბავი გავრცელდა: ვერეს ხეობაში მამა სპირიდონ კეთილაძე ბეთანიის უძველეს მონასტერს აღადგენსო და ვასიკოც მორჩილად მიებარა. იმ დროს თოთხმეტი წლის იყო. მის თვალწინ შეისხა ხორცი ნანგრევებმა. თვითონაც თავდაუზოგავად მუშაობდა, არც ხელოსნები ინდობდნენ... ხანდახან, ძალიან რომ დაიღლებოდა, სადმე ბუჩქის ძირას დასტიროდა თავის დახეთქილ, სისხლიან ხელებს. საღამოობით კი მორჩილი ბასილი ყოფილი ათონელი ბერების მამა დოსითეოსის და მამა მიხეილის მონათხრობს ისმენდა ათონის წმინდა მთაზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის ქართველ ბერებზე და გულში მთაწმინდაზე წასვლის სურვილი ესახებოდა. მაგრამ ჯერ ბეთანიაში ბევრი უნდა ეღვაწა...

1903 წელი იყო, ცხინვალში რომ დაიბარეს - იმდროინდელი წესით, კენჭი უნდა ეყარა, რათა გაერკვია, ერგებოდა თუ არა სამხედრო ვალდებულება. ჯარში წასვლა ხვდა წილად, მაგრამ, ღვთის განგებით, მოხდა ისე, რომ ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ბასილიმ უკვე მტკიცედ გადაწყვიტა ათონზე გამგზავრება. მაშინ ის ოცდაერთი წლის ყმაწვილი გახლდათ.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამღვარმა მამა იონამ (ხოშტარიამ) დიდი სიყვარულით მიიღო იგი. ბერად აღკვეცეს და სახელად იოანე დაარქვეს. მრავალი ქართველი ღირსი მამა მოღვაწეობდა მაშინ ათონზე. იოანეს წილად ხვდა ბედნიერება, ცოცხალი ეხილა დიდი მამა თეოდოსი ერისთავი, მცირე ხანს მაინც დამტკბარიყო მისი ღვთივსულიერი სწავლებებით.

ათონელი ქართველები მრავალ წიგნს გადაწერდნენ და სამშობლოში გზავნიდნენ. ამ საქმეში ბერი იოანეც მონაწილეობდა.

1917 წელს იოანეს მღვდლად დაასხეს ხელი.

ერთ წელიწადში მამა იონა გარდაიცვალა და ბერძნებმა ქართველთა სავანის დახურვა გადაწყვიტეს. "ურჯულო თათრები არ მოგვქცევიან ისე, როგორც ბერძნები მოგვექცნენო", - ჰყვებოდა შემდგომში მამა იოანე. ბერძნებმა ჯარის დახმარებით გამოყარეს ქართველები სავანიდან, წაართვეს ქონებაც, სურსათიც, წიგნების ნაწილიც და ცარიელ-ტარიელები გამოისტუმრეს. ზოგი წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის დახმარებით წმინდა სტეფანეს სახელობის სენაკში დასახლდა, ზოგი კი, სამშობლოში დაბრუნებული, ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლი შეიქმნა.

1921 წელს ბოლშევიკებმა მამა იოანე სხვა ბერთან ერთად გამოიყვანეს არმაზის მონასტრიდან, სადაც ათონიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა, და დახვრიტეს. ზურგში ნასროლმა ტყვიამ მარცხენა ბეჭის ნაწილი გამოუფლითა და იქვე დაცემულმა მთელი ღამე სიკვდილის მოლოდინში გაატარა. მეორე ძმას კი ტყვიამ თავის ქალა დაუზიანა. ის მალევე მოვიდა გონს, მცხეთამდე ჩააღწია და რაკი მამა იოანე მკვდარი ეგონა, ნაცნობებს სთხოვა, მის დამარხვაში მიხმარებოდნენ. მაგრამ, ყველას გასაკვირად, მამა იოანე ცოცხალი აღმოჩნდა. სამი თვე უვლიდნენ სამთავროელი დედები. ჭრილობა არ ხორცდებოდა, ჩირქით ივსებოდა, ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია... უკვე გამოჯანმრთელებულს ტიფი შეეყარა. გადარჩა.

ერთხანს მარტყოფში ცხოვრობდა, მაგრამ კომუნისტებმა აღარ დააყენეს. ცოტა ხანს პატრიარქ ამბროსის გვერდით ბინადრობდა, 1924 წელს კი ბეთანიას დაუბრუნდა და თან მიიყვანა (როგორც ამბობს მისი თანამედროვე ვანო წიკლაური) ხირსის მონასტრის ბერი გიორგი (მხეიძე).

აი, დადგა დრო, მამა გიორგიზეც მოგითხროთ. ის მამა იოანეზე ხუთი წლით უმცროსი გახლდათ. დაბადებულა ქვემო რაჭის სოფელ ქვემო კრიხში, მეთოდე მხეიძისა და დაფინე ჯაფარიძის ოჯახში. მშობლებს კიდევ ათი შვილი ჰყავდათ. პატარა გიორგის ჭელიაღელეში მიუღია დაწყებითი განათლება, მერე კი თბილისში, ბიძასთან, ივანე მხეიძესთან, შეძლებულ და ცნობილ პიროვნებასთან გამოუგზავნიათ. აქ გაუგრძელებია სწავლა და ერთხანს ილია ჭავჭავაძის მდივნადაც უმსახურია. შემდეგ სამხედრო სასწავლებელში შესასვლელად პეტერბურგში გაამგზავრეს...

ამასობაში გიორგის უფროსი ძმა პოლიაქტორი ბერად აღკვეცილა, განმარტოებულა და განუწყვეტლივ ლოცულობდა. მას რაღაც საიდუმლო ზეციური ხილვები ჰქონია. ძალიან მალე გარდაცვლილა. სიკვდილის წინ დედისთვის უთქვამს: "დედი, აი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი... მასთან მივდივარო". სანთლები დაუნთია, ყველა შინ მყოფი მოუხმია და ლოცვად დამდგარა. სანთლები რომ ჩამწვარა, პოლიაქტორს წარმოუთქვამს: "უფალო, ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო, მიიბარე ჩემი სულიო" - და სანთლების ჩაქრობისთანავე აღსრულებულა.

ძმის გარდაცვალების შემდეგ შინ დაბრუნებულ გიორგის ხელთ პოლიაქტორის ნაწერები ჩაუვარდა, რომელთა წაკითხვამ ძალზე შეცვალა, სულ სხვა ადამიანად აქცია. ვეღარაფერმა გაჭრა - გიორგიმ გადაწყვიტა, უფლისთვის შეეწირა თავი.

ძმები ბევრს შეაგონებდნენ, მაგრამ ვერაფერი შეასმინეს. ბოლოს გადაწყვიტეს, ეცდუნებინათ და ოთახში ჩაკეტეს მეძავთან ერთად. ცოტა ხნის შემდეგ ქალი გარეთ გამოვარდნილა: "ეს გიჟი ვინ ყოფილაო!" - უთქვამს. გიორგი თურმე პირით კედლისკენ, კუთხეში იდგა და ლოცულობდა.

ერთხელ, ჯერ კიდევ მონასტერში წასვლამდე, დას სტუმრებია. დისშვილებს ვენახში წაუყვანიათ და ნაკვეთის მიჯნაზე მდგარი ბლის ხიდან გამასპინძლებიან ხილით. როცა გაუგია, რომ ეს ბლის ხე მეზობლისა იყო, ძალზე შეწუხებულა. მთელი ღამე ლოცვაში გაუტარებია, შემდეგ ორი დღე და ღამე წმინდა გიორგის ტაძართან გაჩერებულა და ლოცვად დამდგარა - უფალს ქურდობის მიტევებას სთხოვდა...

თავდაპირველად სადღაც გამოქვაბულში განმარტოვდა. შინ იშვიათად თუღა გამოჩნდებოდა ხოლმე. ერთხელ დედასაც კი ვერ უცვნია გლახაკივით შემოსილი, ძვალ-ტყავად ქცეული ვაჟი.

გიორგი წმინდა ალექსი შუშანიას დაემოწაფა და ამ ღირსი მამის მართლაც ღირსეული შვილი გახდა. თუ გზად ვინმე გლახაკი შეეყრებოდა, ტანთ გაიხდიდა და მას ჩააცმევდა, თვითონ კი ჯვალოს ნაჭერს წამოიხურავდა... ბერად მიტროპოლიტ ნაზარს აღუკვეცია. ხირსის მონასტერში დასახლებულა, მაგრამ ეს მონასტერი 1924 წელს დაურბევიათ კომუნისტებს.

და აი, დადგა დრო, როცა ეს ორი სულიერი მდინარე: მამა გიორგი და მამა იოანე - შეერთდა ბეთანიის წმინდა მონასტერში და ერთ სულ იქცა.

უმძიმეს პირობებში მოუხდათ მოღვაწეობა ბეთანიელ ბერებს. 1924 წლის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ საქართველოში ტერორი გამეფდა. სიძულვილი, მტრობა, შური ქაფივით მოადგა და გადაეკრა საქართველოს. და ამ სულიერ უკუნეთში ბეთანიის წმინდა სავანეში განუწყვეტლივ აღევლინებოდა ლოცვა საქართველოსა და ცოდვით მოცულ თანამოძმეთათვის.

მამა სპირიდონის აშენებულ ორსართულიან სახლში დასახლდნენ ბერები. მამა სპირიდონს მოზრდილი ბაღიც დაეტოვებინა. ღირსმა მამებმა ბოსტანიც გააშენეს და ვენახიც ჩაყარეს. მამა გიორგი ფიზიკურად სუსტი იყო და ხშირად ავადმყოფობდა. სამუშაოს მთელი სიმძიმე მამა იოანეს დააწვა. თავიდან უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, სოფელში უხდებოდათ სიარული პურის სამკელად, რაშიც გასამრჯელოდ მცირეოდენ ხორბალს იღებდნენ, შემდეგ კი საკუთარი მეურნეობა გამართეს. იწყეს ხორბლისა და სიმინდის მოყვანა, გაიჩინეს ძროხები, ფუტკარი. ნაკადულთან წისქვილიც მოაწყვეს. იმ წისქვილის ქვას ახლაც გაჩვენებენ მონასტერში. მამა იოანე პირუტყვს საძოვარზე ერეკებოდა, თიბავდა, ბოსტანს უვლიდა, საფქვავი წისქვილში მიჰქონდა. მინდორს კი გლეხებს ახნევინებდნენ ხოლმე ქირით და ხორბალს თესავდნენ.

მონასტერი ოფიციალურად მოქმედად არ ითვლებოდა, მას, უბრალოდ, "არქიტექტურის მნიშვნელოვან ძეგლად" მიიჩნევდნენ, ხოლო ბერები მონასტრის საბინაო წიგნში დარაჯებად იყვნენ ჩაწერილნი. კულტურის სამინისტრო "დარაჯებს" ხელფასსაც კი უხდიდა.

სამაგიეროდ, ტაძარში ყველაფერი ისე იყო, როგორც ტაძარს შეეფერებოდა: ხატები, კანდელები, ღვთისმსახურება. მამებიც ბერულად იყვნენ შემოსილნი. დღესასწაულებზე აქ მორწმუნე ერი იყრიდა თავს. "ვითარცა ირემნი წყაროთა მიმართ წყალთასა", ისე მიისწრაფოდნენ ბეთანიისკენ და დარწყულებულნი, სულიერად განძლიერებულნი ბრუნდებოდნენ. ტაძარში წირვა-ლოცვაც აღესრულებოდა და ნათლობა-ჯვრისწერაც. ომის დროს, როცა ყველა შიმშილობდა, მამებს თავიანთი მოყვანილი პურიცა ჰქონდათ, ყველიც და თაფლიც. ვინც არ უნდა სწვეოდათ, ყველას აპურებდნენ და სახლშიც ატანდნენ პროდუქტს, ხშირად ფულითაც უმართავდნენ ხელს და, რაც მთავარია, სულიერად აყენებდნენ ფეხზე რწმენაშერყეულ ქართველებს. "ყველა, ვინც კი მონასტრის ცხოვრებას მცირე ხნით მიეახლებოდა, - წერს მათი ცხოვრების აღმწერი არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე), - ამოუხსნელი სიმპათიით იმსჭვალებოდა შრომითა და მარხვით გათანგული, გლახებივით შემოსილი ამ ორი ბერისადმი". ვისაც ერთხელ მოუკრავს მათთვის თვალი, მოუსმენია მათი საუბრისთვის - ეს დაუვიწყარ მოგონებად ქცევია. ხმაც კი სხვანაირი ჰქონდათო - ღუღუნა, არაამქვეყნიური, ვნებებისგან დაცლილი.

მამა იოანე განსაკუთრებული უბრალოებით, სირბილით გამოირჩეოდა. ნამდვილი ანგელოზი იყოო, ამბობდნენ მასზე.

მამებს სამონაზვნო კაბა ემოსათ; თვალში საცემი რომ არ ყოფილიყო, მუხლებამდე შეემოკლებინათ, მაგრამ როდესაც ქალაქში ჩასვლა მოუხდებოდათ, ყოველთვის ანაფორით იმოსებოდნენ.

ეკლესიისთვის უმძიმეს წლებში, როცა მორწმუნეებს არ ახარებდნენ, ბეთანიაში წირვა-ლოცვა არ შეწყვეტილა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაიფარა თავისი სავანე. ღვთისმშობელმა და ღირსი მამების კაცთმოყვარეობამ...

მონასტერს თავისი ისტორიული მნიშვნელობის გამო უამრავი მნახველი ჰყავდა. ყველა კმაყოფილი რჩებოდა "მცველების" მასპინძლობით. არქიმანდრიტ ლაზარეს "შთაბეჭდილებათა წიგნიდან" ერთი ჩანაწერი მოჰყავს: "1937 წელი. აგვისტო. ბეთანიის მონასტერი მოინახულა წითელარმიელთა და კომკავშირელთა ჯგუფმა, რომელიც გაეცნო მონასტრის ისტორიას და ტყეში დაისვენა. ძალზე კმაყოფილი დავრჩით მომსახურე პერსონალის მიღებით". არავითარი მრისხანება, არავითარი განკითხვა - მათთვის ის კომუნისტები და კომკავშირლები ისევე საყვარელნი და სასურველნი იყვნენ, როგორც მორწმუნენი. როცა რომელიმე სტუმარი ახალგაზრდების განკითხვას დაიწყებდა, მამა გიორგი შეაჩერებდა და ეტყოდა: "ნუ განიკითხავთ ახალგაზრდებს, ისინი არც ისე ცუდები არიან, როგორც თქვენ ამბობთ, მათში ჯერ კიდევ ბევრი სიკეთეა. უნდა გაითვალისწინოთ ის არასულიერი ატმოსფერო, რომელშიც ისინი გაჩნდნენ".

როგორ უხაროდათ, თუ მორწმუნე ახალგაზრდას ნახავდნენ! ერთხელ ბეთანია სემინარიელმა ირაკლი ღუდუშაურმა (მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა) მოილოცა. როცა მამა იოანემ შეიტყო, რომ ახალგაზრდა მორწმუნე იყო და სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო.

ერთმანეთიც საოცრად ჰყვარებიათ.

მამა გიორგის, ავადმყოფობის მიუხედავად, მოღვაწეობა არ შეუწყვეტია: ეძინა ფიცარზე, თავის სენაკში ღუმელს ზამთარშიც არ ანთებდა. ღამით ბევრს ლოცულობდა, მცირე საზრდელს იღებდა, ხორცს კი საერთოდ არ ეკარებოდა. ბევრს კითხულობდა. აინტერესებდა ისტორია და იმდროინდელი მსოფლიოს ამბები. მიაჩნდა, რომ მღვდელს ყველაფერი უნდა სცოდნოდა. მის განათლებას თვით ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი დიდ პატივს სცემდნენ.

ღირსი მამები ყოველთვის მკაცრად მარხულობდნენ. მაგრამ სტუმარს გამასპინძლების გარეშე არ გაუშვებდნენ. ტაძრის წინ გამოჰქონდათ მაგიდები და კაკლით, თაფლით და ახალგამომცხვარი პურით უმასპინძლდებოდნენ ბეთანიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა თუ ჩვეულებრივ ერისკაცებს. მთიდან გადმოსძახებდნენ ხოლმე მორწმუნენი: "მამაო იოანე, მამა გიორგი, გვაკურთხეთ!" - და მაკურთხეველი ზარების რეკაში დაეშვებოდნენ დაღმართზე. სანამ ისინი მოვიდოდნენ, ბერები ძაღლს დააბამდნენ, კერძს გააცხელებდნენ, სუფრას გააწყობდნენ. თუ ვინმე ღამით დარჩენას მოისურვებდა, ზედა სართულზე სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელში მოასვენებდნენ. სახლის გვერდით გომური გაემართათ, სადაც ძროხები და ცხვრები ჰყავდათ. მამა იოანე ცხვრებს კრეჭდა, მატყლისგან წინდებს ქსოვდა და ღარიბ მომსვლელებს ურიგებდა.

ერთხელ მამა გიორგიმ სტუმარს თურმე სურსათის უკანასკნელი მარაგი გამოუტანა. ჩვენ ხომ ჭამა ხვალაც გვინდა და ზეგაცო, ჩუმად უთქვამს მამა იოანეს. "ხვალ ღმერთი მოგვცემს, მამაო, ღმერთი", - მიუგო მამა გიორგიმ სულიერ ძმას.

1954 წელს ბეთანიაში თეკლათის მონასტრის არქიმანდრიტის კონსტანტინე ქვარაიას კურთხევით საცხოვრებლად ერთი ახალგაზრდა კაცი, ვალიკო ფირცხალავა მივიდა. ის მალევე აღკვეცეს ბერად ბასილის სახელით და მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი. მამა ბასილი დიდად მოღვაწე აღმოჩნდა. ბევრს კითხულობდა და შესანიშნავად ქადაგებდა. თავის სენაკში გამოსაჩენ ადგილას ადამიანის თავის ქალა და ძვლები ეწყო, რათა მარადის ხსომებოდა წუთისოფლის ამაოება...

სასწაულებს სიცოცხლეშივე აღასრულებდნენ ღირსი მამები. სნეულს განკურნავდნენ, ანუგეშებდნენ... "შვილო, წაიღე თაფლი, დედას აჭამე და გამოკეთდება", - ეუბნება მამა იოანე პატარა თინიკოს და ჭიქით თაფლს აძლევს. "თაფლი ჩვენცა გვაქვსო", - პასუხობს ბავშვი, მაგრამ ხათრს ვერ უტეხს. და მართლაც, მამა იოანეს გატანებული ჭიქა თაფლი სამ დღეში ფეხზე აყენებს საწოლს მიჯაჭვულ დედამისს. რამდენ ასეთ ამბავს გაიხსენებენ თანამედროვენი!

მათთვის არაფერი იყო დაფარული, იცოდნენ მომსვლელთა წარსულიც და აწმყოც, მათი აზრებიც და სურვილებიც და ყველა დაწყლულებულ სულს შესაფერის სალბუნს ადებდნენ.

ეს იდილია 1957 წელს დაირღვა. თორმეტ ივლისს მამა იოანე გარდაიცვალა. "მამა იოანე წავიდა ჩემგან, მარტო დამტოვა, დავობლდი", - შესჩიოდა თურმე მამა გიორგი მორწმუნეებს.

სამი წლის შემდეგ მამა იოანეს მამა ბასილიც მიჰყვა - ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

კაცთაგან დიდ შევიწროებასაც განიცდიდნენ ღირსი მამები. ხან ძროხებს მოსტაცებდნენ, ხან -Pსაკვებს. რატომღაც ეგონათ, მონასტერში ბევრი ფული აქვთო, თავს ესხმოდნენ, ფეხებში ტყვიებს ახლიდნენ და ოქროს სთხოვდნენ... მგლებიც აწუხებდნენ მონასტერს - საქონელს სტაცებდნენ - და მამები იძულებულნი გახდნენ, თოფი შეეძინათ. ერთხელ შუაღამისას მონასტერში ქურდები შეპარულან. მამა ბასილის შეუნიშნავს და ჰაერში თოფი უსვრია. ქურდები გაქცეულან, თან მამა ბასილის დამუქრებიან, აღუსრულებიათ კიდეც მუქარა - ტყეში დახვედრიან და ისე უცემიათ, ბერი ძლივსღა სუნთქავდა და სისხლს აღებინებდა. მამა გიორგის ძმისწული, ექიმი, სთხოვდა, ქალაქში წამოდიო, მაგრამ ვერ დაითანხმა. მამა გიორგის თხოვნით ექიმი ბეთანიაში დადიოდა და ნემსებს უკეთებდა ავადმყოფს. არაფერმა უშველა - მალე გარდაიცვალა. "აქ დამმარხეთ, მამა იოანეს გვერდით. ჩემი სხეული არავის გაატანოთ", - უთხოვია სიკვდილის წინ, მაგრამ ნათესავებმა მუქარითა და ძალით გაიტაცეს ცხედარი, გახადეს ბერის სამოსი, კოსტიუმი ჩააცვეს, წვერი მოპარსეს... მამა გიორგის უთქვამს, მამა ბასილი ორგზის მოწამეა; პირველად ავაზაკთაგან ეწამა, მეორედ კი ნათესავებისგან გარდაცვალების შემდეგ, ამიტომ ღვთისგან ორმაგ ჯილდოს მიიღებსო.

დღეს მორწმუნეებს, განსაკუთრებით - მის ნათესავებსა და მოგვარეებს, სურთ, მამა ბასილის ნეშტი ბეთანიაში გადმოასვენონ. ვფიქრობთ, სამართლიანიც იქნება...

დარჩა მამა გიორგი მარტო, თუმცა უფლისგან ნუგეში არ მოჰკლებია. ერთხელ თვით ღვთისმშობელი გამოეცხადა და საშინელი ტკივილებისგან გაათავისუფლა. ბოლო დროს კი, როცა პროსტატის ოპერაცია გაიკეთა და ქალაქში, ძმასთან ცხოვრობდა, უფლის ანგელოზი უხილავს. "აქ რა გინდა, გიორგი, შენი ადგილი მონასტერშიაო", - უთქვამს. "უფალო, ხომ ხედავ, რაოდენ სნეული ვარ!" - შეჰღაღადა თურმე მამა გიორგიმ, მაგრამ ანგელოზმა გაუმეორა: არა, მონასტერში უნდა იყოო - და მიუხედავად ნათესავების დაჟინებული თხოვნისა, ღირსი მამა მონასტერში დაბრუნებულა.

მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიძინების დღეს, მამა გიორგის დიდი სქემა შეუმოსავს და მისთვის სახელად იოანე უწოდებიათ.

მწერალი ვალერია ალფეევა მოთხრობაში "ჯვარი" 80-იანი წლების დასაწყისში ბეთანიაში ვაჟთან ერთად გატარებულ დღეებს აღწერს და მოჰყავს ბეთანიის იმდროინდელი წინამძღვრის ნათქვამიც, რომლის თანახმად, მამა იოანე-გიორგი თავის დიდ სქემაში შემოსვის დღეს გარდაცვლილა.

1962 წელი იდგა. მამა იოანე-გიორგის სულიერმა შვილმა, ბერმა გაბრიელმა (ურგებაძემ), უეცრად იგრძნო, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო ბეთანიაში და მაშინვე მონასტერს მიაშურა. "დიდება უფალს, შეისმინა დედა ღვთისამ ჩემი ვედრება!" - წარმოთქვა მოძღვარმა მამა გაბრიელის დანახვაზე. მას რაღაც უჩვეულოდ ეჭირა თავი. ყველაფერი ახალი და სუფთა ჩაეცვა, თითქოს დღესასწაულისთვის ემზადებაო. მალე წავალო, - უთქვამს გაბრიელისთვის, - მაგრამ თუმცა სხეულით მივდივარ, სულით ყოველთვის აქ ვიქნები, თქვენთან, ბეთანიას არასოდეს მივატოვებო. ბოლოს სთხოვა, ლიტურგია აღესრულებინა და ეზიარებინა. მამა გაბრიელმა ყოველივე აღასრულა. "ღმერთი გიშველის! ახლა წადი და მოისვენეო", - უთხრა მოძღვარმა. მამა გაბრიელმა მასთან ყოფნა არჩია, წიგნი აიღო და მაგიდასთან მიმჯდარმა კითხვა დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად ჩასთვლიმა და როცა გამოფხიზლდა, მამა იოანე-გიორგის სული უკვე მარადისობაში გადასულიყო. ის მაშინ, მამა იოანე მაისურაძესავით, სამოცდათხუთმეტი წლის გახლდათ...

აი ის მცირე საუნჯე, რასაც დაგპირდით. მიიღეთ ჩვენგან, ვითარცა ქვრივი დედაკაცის ორი წვლილი, დაუშრეტელი საუნჯე და წყარო მადლისა კი იქ, ბეთანიაში გელით - საფლავნი წმინდა მამათა და მათი უკვდავი სულები, მეოხნი ბეთანიის მონასტრისა და სრულიად საქართველოსი.
...................................................
აქვე წაიკითხეთ:

ბეთანიელი ბერები

ბეთანიელი მამები

ბეთანიელ ღირს მამათა იოანეს (მაისურაძე, +1957 წელი) და გიორგი - იოანეს (მხეიძე, +1962 წელი) წმინდათა ნაწილთა აღმოყვანება – 07 (20) თებერვალი

"ჩქარა, წადი ბეთანიაში!"

წმინდა იოანეს (მაისურაძე) მოგონებები..

მე მონასტერს არ დავტოვებ

მეოცე საუკუნის საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მნათობთაგანი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat