წმინდა იოანეს (მაისურაძე) მოგონებები..
წმინდა იოანეს (მაისურაძე) მოგონებები..
1957 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა ბეთანიელი წმინდა მამა ღირსი იოანე მაისურაძე. მოციქულთა ხსენების დღეს დაასრულა მიწიერი სიცოცხლე და შეუერთდა სასურველ უფალს. გთავაზობთ ღირსი იოანეს მოგონებებს.
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. არს ქართლში სოფელი, რომელსაც ეწოდების ერედვი. სოფელსა ამას შინა სცხოვრობდა ანდრია მაისურაძე და ჰყავდა ძე, რომელსაც ერქვა ვასილი. იყო ესე ვასილი ათთორმეტი წლისა, ოდეს წარმოგზავნა თბილისში ოჯახში ვისიმესა მსახურად. ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყო ბერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება.

სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდა თოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვაახლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ცოლი ავად ვანო აფციაურსა (ღვეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა.

ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა. ამისა შემდგომად, ვისაც უნდოდა ბეთანიაში ბერობა, მოდიოდნენ ნელ-ნელა, სამუშაო ბევრი იყო, მუშაობდნენ მაგრად, მადლი ღვთისაო გვაიძულებდა, თუ არა სპირიდონ ბერი ხელფასს არავის გვაძლევდა. არაფერი ნოყიერი საჭმელი არა გვქონდა, კარტოფილი, ხანდიხან ლობიო და ჩაი, ხოლოდ ისიც უნდა კრიპუსკით. ზოგიერთები მარხულობით თავს იკლავდნენ და ისინი რა სუქან საჭმელს მოითხოვდნენ.

ეხლა ისინი მოვიხსენოთ, თუ ვინ იყვნენ ბეთანიის მონასტრის შემომწირველნი: კოწია მუხრანიშვილი-20 ფუთი ჟესტი, სოფელ ღვევიდან, ამირანიანთ ოჯახი წყლულეთიდან, თეზელაშვილები ნახშირგორიდან, ქალბატონი ბებუთოვის ცოლი-სახლისათვის მუხები, სოფელ პრიუტიდან ალექსანდროვის ოჯახი-რუსები, საერთოთ, თუ კი ვისთანმე მივიდოდით, ყველანი მოწყალენი იყვნენ, თბილისიდანაც-დეპოს მუშები, მათ შორის უფრო ივან ივანიჩი და ტოკმაჩოვ მიხაილი, ზოგიერთები ბენათიისა სახელზე მოგვინგროებდნენ ფულს და მოგვცემდნენ.

ეს ჩამოთვლილი ხალხი ზოგი ფულით, ზოგი პურით გვეხმარებოდნენ... ანდრია და ძმა მისი აკურისელები, ფანჯაკიძეები. ისე კიდევ, ეგზარქოსოს ნება-დართვით თბილისში, გორში, ცხინვალში, ხაშურში, სურამში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში და ამ ქალაქების სოფლებში, კიდევ ბეთანიდან მანგლისის გზაზე აგვქონდა ხატი, ჯვარი, ქოხი გვქონდა და დღე-ღამე იქ ვიყავით ზაფხულობით, მგზავრებს ვთხომდით ფულს. კვირაში ხუთი მანეთი, ექვსი შვიდი მანეთამდე გროვდებოდა.

ეხლა კიდევ ისმინეთ ჩემი ბეთანიაში მოსვლა; რომელიც სოფელ ერედვი ვახსენე თავში და ანდრია მაისურაძე და შვილი მისი ვასილი ვიყავით თბილისში. ვხედავდი ბერი სპირიდონი რო ჩამოდიოდა და ჩემ მეგობრებთან რო მიდიოდა, იმ დროებში იბეჭდებოდა წმიდანების ცხოვრება. ვყიდულობდი და ვკითხულობდი უფრო ბერულ წიგნებსა. ჩამებეჭდა მეც ბერობის სურვილი ღრმათ, დავიწერე პირიჯვარი და შევდექი ბეთანიის მონასტრის გზაზე. ცოტა იყო თუ ბევრი ვიარე და მოვედი ბეთანიაში, გამიჭირდა მშიერ-მწყურვალეს, მაგრამ მაინც მოვედი, პური მაჭამეს და აბა, ჩემო ვასო, ეხლა მობრძანდი ჩვენთან, უნდა იმუშავოო იმ დროს აშენებდნენ სახლსა. რასაკვირველია, მივედი. ვასო, აი, ის დიდი ქვა როა, მომაწოდე, აი, ის პატარა ქვა მომაწოდე, ეხლა ტალახი მომიტანე, მეც, ხმა ამოუღებლათ. მალე დამეჟეჟა ხელები, შებრალება არა სჩანს, რო ვეღარ აუვედი იმდენ მუშაობას. ახლა კი ვიტირე, აღარ შემიძლიან მეტი-თქვა, იმათ ჩემს სიტყვაზე გაიცინეს.

ბეთანიაში რო მივედი თოთხმეტი წლისა ვიყავი, მაშინ ბეთანიის მონასტერში იყვნენ თითონ მამა სპირიდონი, დოსითე ბერი არევაძე, მიხეილ მღვდელმონაზონი მოლარიშვილი გურული, ზოსიმე ქოჩორაშვილი კუმელი სომეხი კალატოზი, დავითი ცალთვალა მეგრელი ღვაბერია, ალექსი სიდამონიძე გრდანელი, ვასო თბილისელი-გვარი არ ვიცი, იოსებ ხიზანაშვილი და მოსე ხიზანაშვილი. ვითომ ბერობდნენ, მოვიდოდნენ, ისევ წამოვიდოდნენ, ვინ იმუშავა ბეთანიაში, მოვიდოდნენ, ზოგიერთნი ისევ წამოვიდნენ. გვყამდა ხელოსანი, რომელმაც იცოდა დურგლობა და კალატოზობა, ვაძლემდით თვეში ხუთი თუმანს, ეს ხელოსანი იყო ნიკოლოზ დაუშვილი, ჰყავდა მოწაფე ვანო რაჭველი, გვარი არ ვიცი.

ბეთანიის მონასტერი მიგდებულ-მივიწყებული იყო. მინამდინ სპირიდონ ბერი არ მოვიდა, ტაძარი ესრეთ მდგომარეობაში იყო. არავინ არ იყო მისი მსახური, ტყეში გახვეული ზედ სახურავზე ხეები იყო ამოსული. იყო დიდი, ქართული კრამიტითა. გუმბათი ჩახვრეტილი იყო, გუმბათის ორი სვეტი გამოვარდნილი იყო, ტაძარი შუაზე იყო გახეთქილი და ტაძრის კედლები ზევიდან ჩამოშლით იყო. ტაძრის ნაწილობრივ გვერდებიც ჩამოშლილი იყო, წვიმის წყალი ჩადიოდა შიგნით, მხატვრობა ჩამორეცხილი იყო, კიდევ იყო გვერდი-კედლებზე მხატვრობა დარჩენილი, როგორც თამარ დედოფლის სურათი და მამისა და ძისა და სხვანი, როგორც ვიცით, ხუნდებიან და სადაც მხატვრობა არ იყო, ის ადგილი შევლესეთ გაჯითა. ეს გაჯი დელისიდან მოგვქონდა. გამოივლიდა ბაგებსა, წყნეთსა, სამადლოსა, კვერეთსა და ჩამოვიდოდა ბეთანიაში. ეგრეთვე, მინამ დაიხურვებოდა, დიდი მწუხარება იყო. ბერი სპირიდონის გულში. რასაკვირველია, გაძნელდა, მაგრამ სუყველაფერი შევძელით. კარები არა ქონდა და ფანჯარა. თქვენ წარმოიდგინეთ, თითო ოროლა შაურით მოკრეფილმა, რამოდელა საქმე გააკეთა. შიგნით იატაკი იყო, დიდი ქართული აგურით დაგებული, სულ დამტვრეული. დავხურეთ ეკლესია, შიგნითაც გავლესეთ, კანკელი დავდგით, კარები შევაბით, ფანჯრები გაუკეთეთ. ეხლა როგორც უყურებთ, ესრეთ შევქმნენით. შიგნით იატაკი დავაგეთ. თითი-თითო, მოთხნილი ფიცრით უმადლო ნიკოლოზის სამღვდელოებამ არაფერი დაუმადლია, არც მენშევიკების სამღვდელოებამ, ერთი ჰეკტარი მიწა არი იქვე, კორებზ, ისიც კი ჩამოართვეს, ჰო, ისიც ბეთანიის მონასტერსა არა ჰქონდა სახნავი მიწა, ვიმუშავეთ ჩვენ, მორჩილებმა, სახლი გავაკეთეთ, სახნავი მიწა გავაკეთეთ. ეზო გავნწმიდეთ.

ამ ეზოში ბევრი მიწა იყო დაგროვილი, ბევრი მუშაობა დაჰშჭირდა. ჩნდებოდა საფლავები: ადამიანისა და ძვლებს ვაგროვებდით პადვალაში. ჰო, ეს დამავიწყდა თავის ადგილზე მეთქვა. ჯვარი რომელიც მონასტრის გუმბათს ადგია, თბილისის დეპოში გაკეთდა. დეპოს მუშებმავე მოიტანეს, დეპოს მუშებმავე დაადგეს. მეც ვეხმარებოდი, ვასო. ეს მუშები იყვნენ რუსები.

ეს ბეთანიის შეკეთება იმისთვის მოვიგონე და ავწერე, რომ ბეთანიას მოვიდა დიმიტრი გორდიევი, მკვლევარი; შევეკითხე: დიმიტრი პეტროვიჩ, ბეთანიის მონასტრის განახლების ისტორია როგორ იცით-მეთქი, ასე მითხრა: ვინმე იტალიელსა განუახლებიაო; მე შევეკითხე: ვინ გითხრა-მეთქი? დავითაშვილმაო; ჩამოვედი თბილისში და სიძველეთა დაცვის კომიტეტის დირექტორს შევეკითხე, დათიკო ლომაძეს, იმ ლომაძემაც აგრევე მითხრა, იტალიელმაო; ვინ გითხრათ ასეთი ტყვილი-მეთქი?-დავითაშვილმაო. მერე მე უთხარი: ბეთანიის მონასტერი არც ისე დიდი ხნის განახლებულია-მეთქი, თბილისიდან არც ისე შორს არის, თორო კარქა არ იცით განახლების ისტორია; მერე ლომაძემ მითხრა: აბა, ჩემო ივანეო, რამდენათ შენ იციო ბეთანის მონასტრის ამბავიო, დასწერეო, მეც გავიჭირვე და დავწერე. ჩვენი შრომა და წვალება, რათ უნდა მისჩემდეს იტალიელს. ჰო, ბეთანიის მონასტრის ისტორიაში დიდი დახმარება მიუძღვით კირიონ ეპისკოპოსს, ექვთიმე თაყაიშვილს, არისტო ქუთათელსა, სათავადაზნაურო შკოლის მასწავლებელსა.

ეხლა როდესაც გაკეთდა ყველაფერი, სხვადასხვა მიზეზების გამო დასტოეს მონასტერი და წავიდნენ სხვაგან. დავრჩით სპირიდონ ბერი და მე, ვასილი და მეც უკვე კენჭში გასავლელი ვარ, ვეთხოვები ახლა მეც ბეთანის მონასტერს, რჩება მარტი სპირიდონ ბერი და ერთიც ცალთვალა დავითი, მეგრელი მოხუცებული. ეხლა უკვე მეც უკვე ვეთხოვები ბეთანის მონასტერსა. მომცა სპირიდონ ბერმა ათი მანეთი და დამწერა ჯვარი და განმიტევა ლოცვა-კურთხევით. მეც დავიწერე პირიჯვარი, ვენთხვიე ხელზე და ვაკოცე მონასტრის კედლებს და წავედი. ბეთანის მონასტერში მოვედი მე, ვასო მაისურაძე, ათას რვაას ოთხმოცდა ექვსში, ეხლა უკვე მივდივარ ათას ცხრაას სამში. ეხლა მივდივარ ცხინვალში, კენჭის ამოსაღებლათა. შევედი როგორც სხანი. ეხლა მივიდა რიგი. უნდა ბერმა ამოიღოს კენჭი. ყველანი ინტერესით იყურებიან, აბა ბერს ერგება, თუ არა? მერგო ჯარში წასასვლელი კენჭი, ყველას გაუხარდა, ყველამ გაიცინა. ახლა გაშინჯვამ მოიწია, გამშინჯეს, დამიწუნეს, არ ვიყავი ჯანმთელი, მომცეს სრული თავისუფლობის ბილეთი, თეთრ ქაღალდზე დაწერილი. ახლა ვინაიდან სპირიდონ ბერმა შეხედა, რომ აღარავინაა მონასტერში, მაშინ გლეხი კაცი შემოუშვა საცხოვრებლათ წყლეთიდან, გიორგი თხელაშვილი... მე, ვასო მაისურაძე ცხრაას სამში წავედი მთაწიდას ე.ი. ათონში, მოვბრუნდი სამშობლოში ცხრაას ოცში. ცხრაას ოცდაორში მომიხდა ისევ ბეთანიაში მოსვლა.

ეს 4 გლეხი, რომელიც სპირიდონ ბერმა შემოასახლა, წავიდა თავის სოფელში.... მამა სპირიდონმაც შეხედა, ცხოვრება გაუჭირდა, წავიდა თავის სამშობლო ხონში და იქიდან ციხეში და ესრეთ დასრულდა სპირიდონ ღვდელმონაზონის სიცოცხლე. ცხრაას სამში მე უკვე მივდივარ ათონის მთაზე, ავიღე ჩვენი მთავრობის ნებართვა, ესე იგი ბილეთი, ჩავედი ბათუმში, თათრის კონსოლმა შემიმოწმა ბილეთი და ჩავჯექი იტალიის დიდ პარახოტში და მივდივარ ტრაპიზონის მხრივა. შემიღონდა გული, რომ დავტიე სამშობლო, მეტირება, ჩემი გულისთვის ვინ მოაბრუნებს უკან პარახოდს. როგორც უნდა ვსთქვათ, ახალგაზდა ვარ, ოცი წყლისა ვარ, მარტო ერთი ქართველი პარახოდში, მენანება სამშობლოს დატოვება. მეხუთე დღეა ბოსფორში რო შევდივართ. პირველი საელჩო სახლია, რუსეთის მარჯვნივ, ახლა ბევრი სხვა სახელმწიფო ელჩების სახლებიც არიან, თითონ სულთანის საზაფხულო სახლიც. მივცურავთ ჩვენი დიდი პარახოდითა, ყველანი პარახოდის ბანზე არიან ამოსულები, იყურებიან აქეთ-იქით, შევედით ნამდვილათ სტამბოლში. ახლა ჩვენი პარახოდიცა ჩადგა თავის დანიშნულ ადგილს.

დიდი გრძელი სანავთ სადგომი, მოსაწონი, ახლა ჩამოვდივართ პარახოდიდან, გვიშინჯამენ პასპორტებსა, გვკითხამენ, სად მიდიხარო, პანტელეიმონის პოდვორიაში, ეს პოდვორია ათონის მთაზე, რუსი მონასტერი არი და მისია. წამიყვანეს, ჩამაბარეს ამ რუსის პადვორიას. ამ პანტელეიმონის მონასტრის პოდვორიაში ჩამოსულიყო ათონიდან ვენედიქტე იღუმენი, გვარათ ბარკალაია, თანა ჰყამდა ბერი დანიელი. შეშჩიოდა ოსმალოს და რუსეთის საელჩოს რაიმე ყურათ ღება მიექციათ მისთვის, რომ ათონზე რო ივერის მონასტერია, იცნონ საქართველოს მონასტრათ. რასაკვირველია, ეს მე არ ვიცი, რა პასუხს აძლევდნენ; ეს ჩივილი პირველი არ იყო ვენედიქტე ბარკალაიასი. მთელი საქართველო შესძრა, რუსეთის მთავრობა, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია. ეხლა რო მე, ივანე ბეთანის მორჩილმა ვნახე სტამბოლში, ეს იმისი უკანასკნელი შეჩივლა იყო და არც ახლა რამეს მიახწია და ჩამოვიდა ათონში და ათონიდან უკანასკნელი სასოდაკარქულმა წამოვიდა საქართველოში. ესრეთ დასრულდა ვენედიქტეს ჩივილი ათონის ივერის მონასტერზე.

ეხლა კიდევ, როგორც ჩვენ, საქართველო რუსეთის ქვეშევრდომნი, პანტელეიმონის მონასტრის პოდვორია პატრონობას მიწევენ. მოვიდა რუსის პარახოდი და რომელიც მიდის პირდაპირ ათონში, მითხრეს რუსმა ბერებმა, აბა, ახლა ათონში მიდის პარახოდიო და წავედითო. წამიყვანეს, ამიღეს ბილეთი და ჩამსვეს საღამოთი და გათენდა და მივედით დარდანელში. იქ საღამო ჟამამდის დარდანელში იდგა. საღამო ჟამს უკვე წავიდა ათონისაკენ. გავედით დარდანელსაც, მივდივართ ათონისკენ, გამოჩდა ერთი დიდი თევზი და გაუძღვა პარახოტსა, თითქოს გზის მაჩვენებელი იყოსო, იმას მეორე მიემატა. დიდი ხანი იცურეს პარახოტის წინა, თითქოს გვართობდნენ. ესრეთ მივცურდით ათონის ნავთ სადგურში; ღამეა უკვე, შემოვიდნენ პარახოდში სამი ბერი: ერთი პანტელეიმონის მონასტრისა, მეორე ანდრიას სკიტისა, მესამე ილიას სკიტისა. იძახოდნენ: კტო პანტელეიმონა, კტო ანდრეივსკ, კტო ილინსკის.

ვინ სად უნდა წასულიყო, ის მას წაყვებოდა. მე ივანე პანტელეიმონის ბერს მოვკიდე ხელი. პანტელეიმონის მონასტერსა ჰქონდა პატარა საკუთარი პარახოდი და ჩამსვეს თავის პატარა პარახოდში, როგორც მე, ისე სხვები. პანტელეიმონის მონასტერი, შეიძლება ითქვას, სამი კილომეტრით იყოს ნავთსადგომიდან. მივედით, ღამეა, არ ვიცი რამდენი საათი იქნებოდა, მიგვრეკეს სასტუმრო სახლში, მიგვიღო მესტუმრე ბერმა, გაგვიმასპინძლდა, მოგვასვენა, დარეკეს ცისკრის ლოცვა. წაგვიყვანეს ეკლესიაში, გვალოცეს. გათენდა, წირვაზე დავესწარით. წირვა გათავდა, ტრაპეზში შევედით. ტრაპეზი დიდია, მთელი ტრაპეზი დახატულია. ტრაპეზი რო გათავდა, ისევ ეკლესიაში შებრუნდნენ, გმადლობი იქ, ეკლესიაში გადიხადეს. მერე მე გამოვედი მონასტრის გარეთ, შევეკითხე ერთ ბერს, ქართველების მონასტერი სად არი. ქართველებს მონასტერი არა აქვსთო. მაშ, რა აქვსთ-ქილიო. ეს ქილი სახელწოდებაა. ეს ქილიარი სამი, ოთხი ან ხუთი კაცის საცხოვრებელია. ვკითხე, სად არის მეთქი, შორს არისო, ოცდახუთი ვერსიაო, გზა ვკითხე, მიჩვენა. დავადექი ამ გზას და მოვედი, პატარა ბაზარია, დიდი აღმართი იყო ძველ რუსიკონშიც, გამოვიარე ამ პატარა ბაზარში, ვნახე ბერი ვინმე, ვკითხე ქართველების მონასტერი, გამომყვა, გზაზე დამაყენა, დამანახვა, ჯერ კიდევ შორს ჩანდა, მაგრამ შორიდანვე მომეწონა თითონ მონასტერი ივერია და სადაც ქართველების ახალი მონასტერია, ოცდაათი კაცის საცხოვრებელი. ბათუმიდან აქამომდის ქართველი კაცი აღარ მინახამს, ვჩქარობ, მინდა, ჩქარა ვნახო ქართველები. ვნახე, გავიხარე, ამ ქართველ ბერებსაც გაუხარდათ ჩემი ნახვა. ესენიც მონატურნი არიან ქართველი კაცის ნახვას. მართალია, ვნახე ქართველი ხალხი, მაგრამ გული მაინც იძახის-დედა მინდა. ვტირი, დედა მინდა, ესე იგი სამშობლო. დავწყნარდი, მაგრამ სამშობლოს მაინც რა დამავიწყებს. ახლა ჩემს თავს სასუფეველში ვგრძნობ, მაგრამ მაინც დედა მინდა. რა ვქნათ, რაც მოხდა მოხდა. მაინც ჩვიდმეტი წელიწადი გავატარე ამ ტყვეობაში.

ჰო, მართალია, ვენედიქტე ბარკალაიამ დასტოვა ბერძნებთან ბრძოლა, მაგრამ ახლა მამა იონამ წამოავლო ხელი.
ივერიის მონასტერსა მოსკოვში ქონდა შემოწირულობა და ივერიის მონასტერი შვიდ წელიწადში ერთხელა სცვლიდა მოსკოვში მოსამსახურეებსა. ეს შვიდი კაცი უნდა ყოფილიყო, ესე იგი ბერები. ამ დროს უპოვიდა მამა იონა დროსა და გადუდგებოდა გზაში ამ ივერიის მონასტრის გაგზავნილ ბერებს მოსკოვში. სტამბოლში რო რუსეთის საელჩო იყო, ამ საელჩოს უნდა სჩვენებოდნენ და ნებართვა აეღოთ მოსკოვში და ისე წასულიყვნენ. ამ დროს საელჩოში დახვდებოდა მამა იონა და საელჩოს შეჩიოდა, ივერიის მონასტერი ქართველებისა არიო, უბრძანე ან მონასტერში ძმათ მიგვიღონ, ან სადაც ვართ, სკიტობა მოგვცენო. ესრეთ საელჩოც აწვალებდა დიდხანსა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდოდა. მამა იონას ეტყოდნენ, არაფერს არ იძლევიანო და ერთხელაც იმდენი ხანი არ გაუშვა საელჩომა, რომ უკან მობრუნდნენ, ათონში. ივერიის მონასტრის ბერების პასუხი ის იყო, ქილიოტები არიან და მორჩა და მოისვენაო. მონასტერი ჩვენია, ვინცა ვართ მონასტერშიო, რასაკვირველია, აქ. ბერძნები ქრთამით კაცით და თავიანთ სურვილს მაინც ასრულებდნენ. ესეთი შენთხვევა სამჯერ მოხდა ჩემს იქით ყოფნას. ბერძნებიც თავიანთ დროს უცდიდნენ. როცა მამა იონა მოკვდებოდა, მერე თავიანთსასა იზამდნენ, ან ქილიოტი ან განდევნა. მაშინ უკვე ძალა აქთ, თუ არა ისე სამართალი არ მისცემს ნებას რო გამოვერეკეთ. ჩამოიარა ისპანკამა და მოკლა მამა იონა. ჩვენ მონასტერს არ შევატყობინეთ. როდემდინ იქნებოდა ფარულათ.

გაიგეს მონასტერმა, ამოვიდნენ, შეგვეკითხნენ, რატომ არ შეგვატყობინეთო. ჩვენ უთხარით, თქვენ მაინც არ გიყვარდათ მამა იონა. აბა, ოც დღეს გაძლემთ დროსაო, იფიქრეთ და დაგვემორჩილეთო. ჩვენ ამ ოც დღეშიც არაფერი პასუხი არ მივეცით. ამ დროსაც მენშევიკები გამოეყვნენ რუსეთსა. მენშევიკებმაც, რაც მამულები ქონდათ საქართველოში, სულ ჩამოართვეს ივერიის მონასტერსა და ახლა რაღას მოგვეხათრებიან, იფეთქესდა. აბა, დაგვესხნენ თავსა. ათონის მთაზე ოცი თვით უფლებიან მონასტერია. ამ მონასტრებსა საერთო კრება აქვსთ და სამართალი. ეს ჩვენ შესახებ წარუდგინეს კრებას, ქართველები არ გვემორჩილებიანო და ჩვენ საერთო კანონი გვაქს, რომ უნდა განიდევნენ. აბა, ვინ იტყოდა უარსა, მაგრამ იქაც ისხდნენ ანა და კაიაფა და იმათთან ისხდნენ იმათი მსგავსები. ათონში მითხრეს მე, როდესაც ივერიის მონასტერში ქართველი ბერები შეცოტავდნენ, ორ ბერზეღა დადგა, მაშინ მთელი მონასტრის საბუთები ჩააწყეს რკინის სკივრში და რომელიც ზემოთ ვახსენე, ათონის საერთო კრება და სამართალი, ამათ მოუტანეს და ჩააბარეს ეს მონასტრის საბუთები და გასაღებები.

როცა ქართველები მოვიდნენო, მიეცითო. უეჭველად ხელწერილსაც ჩამოართმევდნენ, მაგრამ ვინ იცის, სად არის ეს ხელწერილი. უმისოთაც კარქა იციან, რო ივერიის მონასტერი ქართველებისაა, მაგრამ მაინც საჯეს, ჯვარს აცვით, ჯვარს აცვით ქართველები, ეს უსამართლება ჩვენზე და მთელი ათონის მთაზედა. რასაკვირველია, მთელი მათი უსამართლო დადგენილება მოიტანეს ივერიის ბერებმა და გამოგვიცხადეს. ჩვენ არ მივიღეთ, მაგრამ ეხლა კი მიდგა იარაღის ძალაზე საქმე. მოუწოდეს მილიციას ვინტოვკიანებს. ხომ მილიციონრებს ჩვენ შევშინდით და გაუღეთ კარები. მერე როგორც მათ უნდოდათ, ჩამოგვართვეს ყველაფრის კლიტე-გასაღები და თუ ვინმე გარეთ გამოვიდოდით, სახლში აღარ გვიშვებდნენ. ისეთ გუნებაზე იყვნენ, ერთი ცოტა და დარტყმის გუნებაზე იყვნენ. რას ვიზამდით, უცხო ქვეყანაში მთავრობა იმათია-სასულიერო და სახორციელო. ესეთი ავაზაკობა მოახდინეს ათას ცხრაას თვრამეტში, ცხრა მარტსა. უთხარით, აღდგომა მაინც გავათენოთ ჩვენს სახლში, მაგრამ არც ის ინებეს. მერე მე უთხარი, მე რო ჩვენში ბერძენს დავინახამდი-მეთქი, ისე გამეხარდებოდა, მეგონა ანგელოსი ვნახე-მეთქი; თქვენ როგორი ხალხი ყოფილხართ. ბერძნები ჩვენში ნახევარ მილიონი ხალხი ცხოვრობს, ჩვენ ოცი კაცი, ისიც ბერები, ბერებმა რა უნდა დაგიშავოთ. მაინც მათი გული იყო მოშხამული, რომ ივერიის მონასტერი საქართველოსი არი, ისე იყვნენ შურით დამხვჩვალები, რო აღდგომა რო ჩვენ სახლში გაგვეთია, ისიც ვეღარ გაგვიშვეს. თორნიკე ერისთავმა მთელი სახელმწიფო გაუმთავისუფლა და ეს ივერიის მონასტერი ააშენა, ესეც ყიდვითა, რას ვიზამთ, მოგვერივნენ. თავიანთი ქვეყანაა. არაფერი არ წარმოიდგინეს, სულ გამხეცდნენ. ასე იყო ჩვენს თავსა. რაც უნდოდათ, თვითონ ითვისებდნენ, დარჩათ სრულობით ახალი ეკლესია, სრულობით მოწყობილი. ამ ეკლესიაში დარჩა, რომელიც მთელი ათონის ლატარიაში გვერგო.

ამ ხატის ისტორია ასეთია. ამ ათონის მთასა აქს პატარა ბაზარი, ესე რომა, ამ ბაზრის გარშემო მთელი ათონის ოც მონასტერსა აქთ სახლები თავიანთი, საერთო. სასამართლო მთავრობიდან დანიშნული კაციც აქ იმყოფება. ამ პატარა ქალაქში აქთ საკრებულო ეკლესია. ამ საკრებულო ეკლესიაში აქთ ძველი ღვთისმშობლის ხატი. ეს პატარა ქალაქის მაცხოვრებლები აღდგომის მეორე დღეს აასვენებდნენ და მიულოცამდნენ ახლო-მახლო მცხოვრებსა. ეს ხატი ძრიელ სიძველე ეტყობა. აღარ უნდათ რო ატარონ. მოილაპარაკეს და სხვა ახალი ხატი გააკეთეს, უფრო პატარა. ეს ახალი გაკეთებული ხატიც აღარ მოეწონათ. ახლა ლატარიაში უშვებენ, მთელი ათონი ხელს აწერს. ეს ხატი შევერცხლით, თორმეტ-ცამეტი ვერშოკი სიმაღლე, ათი ან მეტი, ან ნაკლები. ეს ხატი ჩვენ, ქართველებს გვერგო. არ შეგვატყობინეს კენჭის ამოღების დრო. ჩვენმა ერთმა ბერმა აიჩემა: დღეს კარიაში უნდა წავიდეო. ჩვენ ქართველებისაგან არ არი ისე შორსა. რო მივიდა ამ საკრებულო ეკლესიის ეზოში ჩოჩქოლია რაღაც. თურმე ამოუღიათ კენჭი, გვრგებია ჩვენ, ქართველებსა და აღარ იძლევიან. იძახიან ქილიოტიაო, პანტელეიმონის მონასტრის ბერმა წასტაცა ხელიდან და იძახის: "ქტი ზდეს გრუზინ". ეს ქართველი ბერი რო წავიდა თავის ნებითა კარიაში, ამან მიირბინა ბერთანა: "ია ზდეს. გრუზინ ნა ციბე იკონ ბოჟი". უნდოდათ ბერძნებსა წაერთმიათ, მაგრამ ვეღარ დაეწივნენ, მორბის ჩვენი ბერი, მოაპრიალებს, იძახის ჩვენია ღვთისმშობელიო და ეს ღვთისმშობლის ხატია ჩვენს სავანეში, რო დავტოვოთ სხვა კიდევ კარქი ნახატი ხატები საკურთხეველში ჭერში: ადიდებს სული ჩემი უფალსა, მიძინების, წმინდა გიორგისა და სხვანი ბევრი კიდენ გვერგო. ბარძიმი ღვთისმშობლის ხატის წინ ისიც იქ დაგვატოებინეს. იმის მერე აღარ მიგვიღეს ლატარიაში. ეკლესია კიდევ კანვლები, სახლები ზეით სართულში, ხუთი საცხოვრებელი ოთახი, ერთი სტუმრის მისაღები ოთახი და საძილო. ერთი კიდევ სტუმრის მისაღები ოთახი. საწინამძღვრო ოთახი ეკლესიის ქვეშ. ათი ოთახი ქვეით სართულში, ათი ოთახი ბალკონების ქვეშ, ხუთი ოთახი პატატირად წოდებული, ესე იგი საწნახელი, ზეთი იწურებოდა. ყურძენი გვედგა ამ პატატირში და ხორბალს ვინახამდით (რკინის ზეთის სახდელი დიდი ბოჩკა, ყურძნის საწურავი, არყის დიდი საქვაბე იქვე დარჩა).

კარქი გაჭიმული სახლია, ერთსართულიანი, მხოლოდ მაღალი. ორი ოთახიც იმაზეა მიდგმული. მეორე-ძველი ეკლესია, ისიც გამოწყობილი, ფურნე, ძველი სახლები და მას შინა სასეფისკვერე, იქვე ჩაი წყლის სადუღარი. ამ ძველ სახლებში საჯორე და სათივე, პადვალი და მისი მომართულობა, ბოჭკები, ჭურები, ტრაპეზი თავისი სტოლებით, საკუჭნავო თავისი ბოჭკებით და თავისი ზანდუკებით, სამზარეულო, ფეხის ადგილი მსგავსი ბაშნისა, საბოსტნეები, ზეთის ხილები ცხრა ასი. ვაზი, რომელიც ჩვენ გვყოფნიდა. წყალი გვქონდა შორიდან მოყვანილი, ერთი ვერსი მეტი იქნებოდა ხის გათლილ ღარებზე. ეს რო რკინის მილებით მოგვეყვანა, მონასტერი არ იძლეოდა. ვინაიდან ჩვენ, ქართველებს და ივერიის მონასტრის ბერძნებსა არა გვქონდა ერთი მეორეში თანხმობა. მაგისთვის ისინი აღარ გწყალობდნენ. ეკლესია გვქონდა საკურთხი, მღვდელი გვყამდა საკურთხი, არ გვიკურთხევდნენ. ეს საქმე უნდა მომხდარიყო მონასტრის ნებართვით. კიდევ ყოველ წლიურად უნდა შეშა მოეცათ ხოლმე და როგორც არ ვიყავით ტკბილათ, არც შეშას გვაძლემდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს შემოვიდა ერთი რუსი ოფიცერი სამოცი სალდათითა. ბერძნებს სულ დაუბნია მთავარი გონება. ჩვენ ქართველებმა შევთხოვეთ, რომ მონასტრისათვის ებრძანებინა, რომ მონასტერს ეკურთხებინა ეკლესია და მღვდელი და შეშა მოეცათ. მაშინათვე დაიბარა და უბრძანა, აბა, ქართველები ასე თხოულობენო: "ბეზ რაზგავორა." ეს ოფიცერი იყო ლიტველი დიჩი. გვიკურთხეს ეკლესია, მღვდელი, მოგვცეს შეშა, მაგრამ როცა ოფიცერი წავიდა, მეორე წელს აღარ მოგვცეს შეშა. პირველი მსოფლიო ომის დროს შემოგველია სახარჯო და ივერიის მონასტერსა ყამდა ორი-სამი ქართველი თავიანთ ხარჯზე მონასტრის გარეთ და რომელიც იყო ილია ფანცულაია.

ამ ილია ფანცულაიამ დაგვეხმარა და ივერიის ბერებისაგან გვასესხებინა სამასი ოქრო. ამ ივერიის ბერებსა ერქვათ: ერთსა გრიგოლიოს, მეორესა პართენი. გრიგოლისა იყო ორასი და პართენისა ასი. ამათ ორთავეს დაეკარქათ, გამოგვრეკეს და ვიღა მისცემდა. ეს სავანე როცა იყოდეს ქართველებმა, სამასი ოქრო მისცეს თურმე.

ამ ახალი სავანის ყიდვაც ასე მომხდარა. იმერეთიდან ვითომ წასულიყვნენ (მგონი უფრო მეგრელები) იერუსალიმში. იერუსალიმიდან გამოუვლიათ ათონში და ივერიის მონასტერში ყოფილა იმერეთის მეფის სოლომონ მეფის ნამოძღვრალი ვენედიქტე და ამ ვენედიქტეს რჩევით უყიდიათ ეს ახალი იოანე ღთისმეტყველის სავანე. ჩვენებს როცა ათონში შკოლა ქონიათ, ვითომ ეს იოანე ღთისმეტყველის სავანე ყოფილიყოს შკოლადა და ვითომც შოთა რუსთაველიც აქა ყოფილიყოს, ივერიის ბერძნის ბერმა ასე სთქვა. ივერიის მონასტერმა რო გამოგვრეკეს, პანტელეიმონის მონასტერსა ვთხოვეთ სადმე თავშესაფარი და მოგვცა წმიდა სტეფანეს ქილი, კარეის ახლო, მხოლოთ გადასახადის ქვეშ, მხოლოთ მარტო სახლები. ბერძნები ახლა იმის ცდას შეუდგნენ, რო ათონის მთაზედ არ ვიქნეთ. წარმოუდგენელია, თუ ვითარ მწუხარებაში და უნუგეშოთ, ვინც იქ დარჩნენ. მამა იონა რო არ მომკვდარიყო-აპირობდა დამორჩილებასა ბერძნებზე, ესე იგი ივერიის მონასტერზე. ჩვენ რო გამოგვრეკეს ბერძნებმა, ეს ამბავი გაიგო ჟორდანიამ და ორი კაცი გაგზავნა ათონში შესაკითხად და შეეკითხნენ: თურმე ქართველი ბერები რათ გამორეკეთო და პასუხი ასეთი იყო, კანონს არ ემორჩილებიანო. ეს იყო და გათავდა სუყველისფერი. რაში იყო ეს კანონის დაუმორჩილობლობა აღარც ის იკითხეს და აღარც სხვა, გამოიქცნენ და მოვიდნენ საქართველოში. არც აქედან გამოგვიარეს და არც იქიდან. ასრე გათავდა ჩვენი ამდენი მწუხარება. დაღაცათუ ძრიელ გულით მიყვარდა სამშობლო, მაგრამ მაინც არ წამოვიდოდი, რო არ გამოვერეკეთ. ბევრი რო არ ვილაპარაკო, უკვე ვქენით პირი საქართველოსაკენ. ილია ფანცულაია იყო უკვე ჩვენი ამ გზის წინამძღვარი. წამოვედით საქართველოში: ილია ფანცულაია, ივანე მაისურაძე, პეტრე აბაშიძე, იოაკიმ რამაზაშვილი, გიორგი მორჩილაძე, მელეტი თოფურია.

ჩამოვედით საქართველოში ატირებულნი, გამოდევნილნი, გვგონია ვინმე ცრემლს მოგხოცამენთქვა. ჟორდანია თურმე ისიც მდევნელია ეკლესიებისა და ის რა ცრემლებს მოგვხოცამსა და ავირჩიეთ ვითომ არმაზში ცხოვრება, მაგრამ ვისაც გონება მახვილი ქონდა იმან არ ინება არმაზში ცხოვრება და ვინც გონება მარტივი ვიყავით, დავრჩით. ეს დამავიწყდა თავის ადგილზე მომეგონა. სავანის წიგნები ჩავაბარეთ ანდრიას სკიტესა, მხოლოთ აღურიცხავათ. ერთი წიგნი გვქონდა, სახელად თვენი ანუ გულვანი, სამათ შეკრული, გელათიდან ნათხოვარი. ეს კი ჩვენთანა გვქონდა ხელით ნაწერი იყო, ვინ იცის სად არი. ილია ფანცულაია ივერიის მონასტრის ბერათ ითვლებოდა და იმან კიდევ დასტოვა თავისი ბინა, რომელიც იყო მონასტრის გარეთ. ილია წინასწარმეტყველის პარაკლისათ წოდებული. ესრეთ ერთსა და იმავე დროს განთავისუფლდნენ ივერიის ბერძნები ქართველების რყევისაგან, შევიდნენ ნავთ საყუდელში, იშვებენ და იხარებენ მრავლითა სიხარულითა. ვინღაა მათი შემწუხებელი. როგორცა ვთქვი, ილია ფანცულაიამაც თავისი საკუთარი წიგნებიც ანდრიას სკიტესა ჩააბარა.

ახლა უკვე არმაზში ვართ: მე, იოანე მაისურაძე ღვდელმონაზონი, ათონში ძალით ნაკურთხი დიჩისაგან რუსის ოფიცრის ბრძანებით, იოაკიმე მთავარდიაკონი, პეტრე აბაშიძე. ვნახოთ, გარბის ჟორდანია საქართველოდან. შემოდიან უკვე ბოლშევიკები საქართველოში. აიღეს საქართველო, დაბანაკდნენ, ცხეთის სტანციაშიაცა არის ჯარი ბოლშევიკისა. არმაზში ვართ, ვნახოთ კარებსა რეკავენ, გავაღე კარები, ოთხი ვინტოვკიანი სალდათები. რა გინდათ?-პური. მივეცი პური. გზა გვიჩვენეო, მივდივარ წინ, მოდიან უკან. გავარდა ვინტოვკა, მომხვდა მარცხენა ბეჭის ბოლოში, გაიარა გვამი, წამომხეთქა პირიდან სისხლმა, ვაიმე მომკლეს, მომკლეს-მეთქი. გავჩანჩალდი, იმ ღამეს ტყეში ვეგდე, სიკვდილს ველი, გათენდა, ცოცხალი ვარ, კიდევ ავდექი, წამოვედი ცხეთაში. ჩემზე წინ ჩემი ამხანაგი ჩამოვიდა ცხეთაში, ისიც თავშია დაჭრილი. ეუბნევა ცხეთელებსა, წადით, ივანე მოკლეს, დამარხეთო. მე ივანე ცოცხალი ჩამოვედი ცხეთაში. სამი თვე სახლში ვიწექი, არ მოვკვდი, წამიყვანეს საავათმყოფოში, ჩირქით ვიმსებოდი. მომარჩინეს, ორჯელ ოპერაცია მიყვეს. რო ვრჩებოდი, ახლა ტიფი დამემართა სავათმყოფოში. ესეც გადავიტანე, მოვრჩი, აღარ წავედი არმაზში, არამედ წავედი მამა ანტონში ცოტა ხანი და ამოვიდა მარტყოფის საბჭო და გამოგვიცხადა, არ გვინდიხართო, სადაც გინდათ წადითო. ვაი ჩემს უბედურებას. ეს ერთი კაცი ვეღარ დამიტია ქვეყანამა. ჩამოვედი თბილისში, შევეფარე ამბროსი კათალიკოს.

ეს ამბროსი კათალიკოსიც თავის სახლშია დაკრძალული, გარეთ გამოსვლის ნება არა აქს. ვიღაც ღამით შემოიპარა სასახლე ეკლესიაში, მოგვიკიდა ცეცხლი, ესე იგი როდესაც იყო ეგზარხოსისა. ახლა მივდივარ ბეთანიის მონასტერში ილია ფანცულაიას სანახავათ. თურმე სპირიდონ ბერს აღარ უნდა ბეთანიაში ყოფნა და ამბროსი კათალიკოსისათვის განცხადება მიუცია, მე აღარა ვდგები ბეთანიაში და ვინც გნებავს, გაგზავნეო. ამბროსი კათალიკოსმა ილია ფანცულაია გაგზავნა. ილიამ ჩაიბარა ბეთანია. მე რო ილია ვნახე. ილია გატყუებენ-მეთქი. მაინც ისე იქნა და მე რო ილიამ ბეთანიაში მნახა, მითხრა, დღეს აქ მომიცადეო და თბილისში საქმე მაქსო და ხვალვე ამოვალო. მართლა ამოვიდა, მაგრამ ჩემი დაგლეჯილი ლოგინი ბეთანიაში მომიტანა. მამა სპირიდონი ახლა წავიდა მონასტრიდან, მაგრამ ახლა გარედან იბრძვის რო ჩვენ არ დავრჩეთ მონასტერში, არამედ დავსტოვოთ მონასტერი და წავიდეთ. ეს სპირიდონ ბერსა ჯიშათ სჭირდა, ჯერ გადასცემდა სხვასა და მერე ჩივილით უნდა დაებრუნებინა მონასტერი. ილია ბერსაცა აგრე უყო. რომელი გლეხიცა რო სპირიდონსა ყამდა ჩასახლებული, წინათვე აჩივლა ის გლეხი და რაც გადასცა ილია ბერსა ისევ უკან ჩააბარა ამ გლეხსა, თვინიერ ეკლესიისა. ილია ბერმაც ბევრი არ იდარდა, როგორც იყო, სუყველთვის უკუღმართი და გაიძვერა, ადგა და წავიდა მრევლში მანგლისის ახალსოფელში. მე კი ჩავრჩი ბეთანიაში. ბევრი მებრძოლა მამა სპირიდონი, უნდოდა მეც წავსულიყავი, მაგრამ მე უკვე მთავრობამ ჩამაბარა, როგორც ძველი ნაშთი.

მე ვეუბნებოდი, მოდი როგორც მამა-შვილი ვიყვნეთ ერთათ, მამა-შვილურათ, ბერულათ. თუ მაშინ გინდოდი, როცა დიდი მუშაობა იყო, ახლა აღარ გინდივარ. არა მე აღარ უნდივარ, არამედ გლეხი და სწორეთ ამბროსი კათალიკოსთან შეასმინეს რომაო გლეხი ჩამოასახლაო და ამისთვის კათალიკოსმა აყვედრა და სამაგიერო უნდოდა გადაეხადა კათალიკოსისათვის, მაგრამ არ წაუვიდა მოხერხებულათ საქმე. წავიდა თავის სამშობლო ხონში და იქედან ციხეში და იქედანაც საიქიოს და მე იოანე ბერი და ეს გლეხი მაცხოვრებელი. ამ გლეხ მაცხოვრებელს არ უნდოდი, რომ ბეთანიაში დავრჩენილიყავი, მიჩივოდა, მაგრამ მთავრობამ თითონ გლეხი გაიყვანა მონასტრიდან. დავრჩი მე, ივანე ბერი. მომემატა გიორგი ბერი მხეიძე მეთოდის ძე, კახეთის ხირსის ბერი, წმიდა სტეფანეს მონასტრისა. მამა გიორგი მოვიდა ათას ცხრაას ოცდაოთხში, მე კი მეორეთ რო მოვედი-ათას ცხრაას ოცდაორში მოვედი და ამ რიცხვის მერე ბეთანიის მონასტერში ვართ. მრავალი გაჭირვება გავიარეთ, რამდენჯერ გაგვრცარცვეს, რამდენჯერ აგვაწიოკეს, თუ ფუტკარი, თუ სახლში, თუ ძროხები, თუ მწყემსები. ძრიელ სულ მოკლებაში შევარდი. თუ მამა გიორგი არ მყოლიყო განმამხნევებელათ, აღარ შემეძლო ბეთანიაში დარჩენა, მაგრამ ჩემთვის სუყველგან ძნელი გახდა. ღმერთო, ამიერითგან მაინც მშვიდობა მომადლე, იყავნ, იყავნ!
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი არქიმანდრიტი 1955 წლის 10 ნოემბერი
ბეჭდვაელფოსტა
20.04. 2022
მართლმადიდებელი
მადლობა წმ.მამა იოანეს, რამხელა გაჭირვება გადაუტანია.ყველა მართალი ასე იდევნება. დიდება უფალო შენს სახელს!
22.02. 2016
ნ. ბროლაძე
"ვაი ჩემს უბედურებას. ეს ერთი კაცი ვეღარ დამიტია ქვეყანამა".. შეგვეწიოს წმიდა იოანე
17.07. 2015
ქართლოსი
უფალო შეგვიწყალენ. ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავს კაცი.
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat