სადაც კი უფლის სახელი ჟღერს - შენს გულში თუ შენს გონებაში - იქ უწმინდური ვერ შემოაღწევს
სადაც კი უფლის სახელი ჟღერს - შენს გულში თუ შენს გონებაში - იქ უწმინდური ვერ შემოაღწევს
გამარჯობა, ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო ბექა!

მოგესლმებით დიდი სიყვარულით, შენთან ვარ მთელი ჩემი გულით , შენზე ვფიქრობ, შენზე ვლოცულობ, შეგეწიოს უფალი ღმერთი. ძალიან გამახარა მოძღვრისადმი შენმა დადებითმა დამოკიდებულებამ. ღმერთმა დალოცოს მამა დოსითეოსი, ღმერთმა აღავსოს სულიწმინდის მადლით. კარგია, რომ მასთან სულიერი კონტაქტი გაქვს. ნეტარია ადამიანი, რომელიც მოძღვრის მითითებებს ზედმიწევნით იცავს - ის უშუალოდ ღვთის ნებას ასრულებს, მაღალი სულიერებით დაჯილდოებული მოძღვარი ტონა ოქროზე უფრო ძვირფასია, ნამდვილი ღვთის საჩუქარია. გამუდმებით ილოცე მისთვის, განსაკუთრებით კი აღსარების წინ, ევედრე უფალს, რომ ის განაბრწყინოს და მისი მეშვეობით თავისი ნება გამცნოს. მიენდე მას, როგორც უფალს ენდობი, პატრიარქის საყვარელ ძველქართულ ლოცვას, გავბედავ და, ოდნავ გადაკეთებულად შემოგთავაზებ: "ებარებოდე მოძღვარს!!!" მხოლოდ მოძღვრისადმი სრული მორჩილებით იწყება ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება, ღმერთთან უშუალო ურთიერთობისათვის მომზადება. სხვა გზა არ არსებობს: მოძღვრისადმი მორჩილების საფასურად ღმერთი სიმდაბლის სათნოებას გაჩუქებს, ეს უკანასკნელი კი ყველა სხვა სათნოებათა წყაროა. უფალი ბრძანებს: "ვის შევხედავ, მხოლოდ მდაბალს და მორჩილს" (ისაია 66,2). დიახ, ღმერთი მდაბალთ და სულით გლახაკთ ჩუქნის თავის მაცოცხლებელ მადლს, რის შედეგად ადამიანში ისადგურებს სულიწმინდა, მისი გული იწმინდება და პიროვნება თანდათან ანგელოზებრივი უანგარობით იმკობა, ამის შემდგომ კი მას თავად უფალი ევლინება, ღმერთი მას ყველასგან დაფარულ, თავის ღვთიურ სამყაროს უჩვენებს და ადამიანი იწყებს ღვთიური ჭეშმარიტების შემეცნებას, იძენს ზეციურ სიბრძნეს. სიბრძნეს, რომლის დარს ვერ აღწევენ მთელი მსოფლიოს მეცნიერები ერთად. ადამიანი ხდება ჭეშმარიტების, ღმერთის თანაზიარი და ასე, ღვთის შეწევნით, მის გულს, გონებას და სულს მთლიანად ეუფლება ღვთიური სიყვარული - ყველა სათნოებათა მეფე. ასეთი ადამიანის განსჯა აბსოლუტურად სწორი - ღვთიურია. აი, ჩემო შვილო, მოკლედ ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს ყოველმა ქრისტიანმა, ის იწყება მორჩილებით და მთავრდება ადამიანის სულიერი სრულყოფილებით, ღვთის სახების აღდგენით. ეს არის ერთადერთი გზა ჭეშმარიტების შესაცნობად, მაგრამ უაღრესად რთული, ხანგრძლივი და მომქანცველი, ამ გზას მხოლოდ ერთეულები გადიან, ის მხოლოდ ღვთის რჩეულთა ხვედრია, ადამიანთა უმრავლესობა კი ირჩევს მეორე, უფრო იოლ გზას - სიამაყის გზას, რომელიც საბოლოო ჯამში ჩიხში მიდის და საბოლოოდ სრული სულიერი კატასტროფით მთავრდება. აი, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მოძღვრისადმი სრული მორჩილება. მე ბედნიერი ვარ, რომ შენ მოძღვარი გყავს, ბედნიერი ვარ, რომ ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობ. გამუდმებით ვევედრები უფალს, რომ მოგცეს მოთმინების სათნოება, რომ ბოლომდე შეინარჩუნო ღვთისადმი ნდობა. იყავი დედაეკლესიის კალთის ქვეშ, იქ არის მადლი, იქ არის ცხონება.

***
ჩემო შვილო, მინდა ცოტაოდენი რჩევა მოგცე, თუ როგორ შეინარჩუნო სულიერი სტაბილურობა ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში, ეკლესიის გარეთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანთა მოდგმის მტერი ყველაფერს აკეთებს, რომ ეკლესიაში მიღებული მადლი სასწრაფოდ წაგვაცალოს ხელიდან. მაშ, როგორ შეუძლია თანამედროვე ადამიანს თავი დაიცვას ყოველდღიურ ყოფაში წამოჭრილი ცდუნებებისაგან, რით შეძლოს აღასრულოს უფლის მცნებანი, როგორ დაიცვას თავი რეკლამის, ტელევიზიის, მასმედიის მაცდუნებელი შემოტევისგან? მოდი, ამ საკითხზე ერთი მაგალითის ფონზე ვიმსჯელოთ: დავუშვათ, ადამიანმა ნახა ფილმი სიყვარულის თემაზე. ადამიანი ფილმისგან მიღებული შთაბეჭდილებების სიმძიმის ქვეშაა, მისი ფანტაზიები თითქოს აგრძელებენ ფილმის ისტორიას, ის იხიბლება, მოსწონს, ეთანხმება და თანდათან დაუოკებელი სურვილი უჩნდება, თვითონაც იყოს მსგავსი ისტორიის მონაწილე, მალე ჟინი ეკიდება და აი, უკვე სცოდავს - მრუშობს. ასე ადვილად, ყოვლად უკონტროლოდ განეწყობა ადამიანი სასიკვდილო ცოდვისათვის - მრუშობს. რაც უფრო "კარგად" არის ფილმი გადაღებული, მით დიდხანს გრძელდება ფსიქიკაზე მისი ზემოქმედების დრო და მისი გონება ეჩვევა ცოდვას. მთელი ეს დრო ადამიანი ღმერთზე აღარ ფიქრობს, ან საერთოდ ივიწყებს მას (რაც არის სატანის მთავარი მიზანი), ან შეგნებულად თავს არიდებს მასზე ფიქრს, რომ სინდისის ქენჯნას გაექცეს, რის შედეგად ცოდვათა მთელი კორიანტელი მოსდევს ერთმანეთს. ის უიმედოდ იძირება ახალაღძრულ ბინძურ ფანტაზიათა წუმპეში და საწყალობლად იწყებს თავის მართლებას, რაც საბოლოო დაცემის აშკარა ნიშანია. მაშ, სად არის გამოსავალი? გამოსავალი არის განუწყვეტელი წინააღმდეგობა - ომი სატანის ხრიკების წინააღმდეგ. ქრისტიანმა თავისი თავი უნდა ჩათვალოს ჯარისკაცად და ყველას და ყევლაფერს, რაც კი უფალს აცილებს, მას ავიწყებს, მის ბრწყინვალე სახელს ბილწავს, სასტიკი ომი გაუმართოს. მისი იარაღი ამ ბრძოლაში უფლის სახელია (წმინდა იყავნ სახელი მისი), სადაც კი უფლის სახელი ჟღერს - შენს გულში თუ შენს გონებაში - იქ უწმინდური ვერ შემოაღწევს. ნუ დაღონდები, თუ ამ ბრძოლაში დაგჭრეს, თუ უნებლიეთ დაეცი. რაც არ უნდა მძიმე ჭრილობა იყოს, ისევ წამოდექი და განაგრძე ბრძოლა. უნდა იცოდე, რომ ეს ბრძოლა შენი სიკვდილის დღემდე გრძელდება, ასი წელი იცოცხლებ, ასი წელი გეომება დემონი, სანამ არ დაივიწყებ ღმერთს, სანამ არ უარყოფ იესო ქრისტეს, ამიტომ არასდროს არ უნდა დაკარგო სიფხიზლე და დაკვირვებულობა, უნდა იყო "გველივით ჭკვიანი", რომ სატანამ ეშმაკურად არ შემოგაპაროს რაიმე. ყველაფერი იესოს სახელით შეამოწმე, ყველაფერს ეს უძლეველი მახვილი დაჰკარი და რაც ვერ გაუძლებს მის ძალას, ის უკუაგდე, მიიღე მხოლოდ ის, რაც მის ღვთიურ სიწმინდეს შეესაბამება. თუ იესოს ლოცვა არ ბრკოლდება, თუ შენი სინდისი არ გაწუხებს, მაშინ აზრი ღვთისგანაა და მისაღებია, ნებისმიერი სხვა ცდუნების დროს კი მიმართე მრისხანედ სატანას: "მიმიფურთხებია შენთვის, სატანავ, უარვყოფ შენს უბადრუკ აზრს, განვედ ჩემგან, კაცთამკვლელო. მე ვირჩევ მარადისობას, მე მინდა უფალთან ვიყო, მინდა მის სრულყოფილებას ვეზიარო, მისი ღირსეული შვილი ვიყო, სამყაროს უსასრულობის და მარადიულობის თანაზიარი ვიყო. წუთიერი და წარმავალი სიამოვნების გამო არ მინდა წავბილწო ჩემი მაცხოვრის, ჩემი მხსნელის, ჩემი უფლის იესო ქრისტეს, ჩემი გადარჩენისათვის დაღვრილი წმინდა სისხლი. არ მინდა შენი ტკბილი შხამი. მე ვირჩევ მარადისობას!" კიდევ ერთი მძლავრი იარაღი გვაჩუქა უფალმა სატანის ხრიკების წინააღმდეგ: "გულშემუსვრილი, კეთილსინდისიერი მონანიება". წმინდა მამა სიმეონ ახალი თეოლოგი წერს: "თუ ადამიანს მუდამ ახსოვს თავისი ცოდვები და მომავალ სამსჯავროზე ფიქრობს, გულწრფელად ინანიებს და ტირის თავის შეცდომებს, ის გადალახავს ყველა ცდუნებას, იმძლავრებს ყველა ვნებაზე, რადგან მონანიების ძალით ის ისე მაღლა ავა, რომ ვერცერთი ვნება ვერ დაეუფლება მას და ვერ დაიპყრობს ზეცაში მფრინავ მის სულს". ცდუნებებთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა ასევე ღვთის განუწყვეტელი მეხსიერება, ღმერთაზროვნება. წმინდა მამა იოანე ოქროპირი მოგვიწოდებს: "ამაღლდი მიწიდან ოდნავ და ყველა შენი მტერი უძლური გახდება. რა მახეც არ უნდა დაუგონ ფრინველს, სანამ ის მაღლა ფრინავს, უსაფრთხოდ არის. ასევე შენც, ადამიანო, თუკი შენი აზრებით და გულით მიწაზე დახოხავ, მაშინ მტრებით ხარ გარემოცული, ოდნავ ამაღლდი მწიდან და ყველა საფრთხე გაქრება". იმავეს გვასწავლის ღირსი მამა ისააკ ასური: "შევწყვიტოთ აზრით მიწაზე ბორიალი და ვაღიაროთ, რომ უმწეონი ვართ მაცდური აზრების და დემონთა ხრიკების წინაშე, მივმართოთ უფალს და ავიდეთ ოდნავ მაღლა, იქ, სადაც იწრიტებიან მიწიერი ფიქრები და ქრება ამაო მოძრაობა, სადაც ისპობიან ბინძური მოგონებანი და კვდებიან ხორციელი ვნებანი". ამას გვემუდარება ასევე ღირსი მამა სიმეონ ახალი თეოლოგი: "გევედრებით, ჩემო სულიერო ძმებო, ნუ დაივიწყებთ თქვენი ცხონების საქმეს, არამედ მთელი ძალისხმევით ეცადეთ ამაღლდეთ მიწიდან ოდნავ მაღლა, რადგან თუ ეს საოცრება თქვენზე აღსრულდა და მიწიდან ამაღლებულნი ჰაერში გაჩერდებით, მაშინ ამ საოცრებით აღტაცებულთ უკვე აღარ მოგინდებათ უკან, მიწაზე დაბრუნება და მასზე დგომა. მიწას მე ვუწოდებ ხორციელ განსჯას, ხოლო ჰაერს - სულიერ განსჯას".

ჩემო შვილო, სამივე მამის სიტყვებში მე ხაზი გავუსვი სიტყვებს "ოდნავ მაღლა". ეს სიტყვები გამოხატავენ ცდუნებებთან ბრძოლის ამ მეთოდის არსს და მათში იგულისხმება ღვთიურზე გამუდმებული ფიქრი, ყველაფრის ღვთიური კრიტერიუმებით შეფასება. უფალმა თითქოს ჩვენ სპეციალურად გვაკურთხა ამისთვის, რადგან დაგვიბედა გვარი "ჭეჟია", რაც სიტყვების - "ოდნავ მაღლა" - ზუსტი მეგრული შესაბამისობაა (ჭე - ოდნავ, ჟი - მაღლა). რა არის ეს "ოდნავ მაღლა" (ჭე ჟი) - ეს არის განუწყვეტლად ღმერთთან ყოფნა, მისი მხსნელი მოწოდების - "იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არ შეხვიდეთ განსაცდელსა" - პიროვნული რეალიზაცია. რატომ ოდნავ მაღლა და არა სულ მაღლა ან ძალიან მაღლა? რადგან ზუსტად სიტყვა "ოდნავ" არის სულიერ ცხოვრებაში ადამიანის პირადი ღვაწლის საზომი, ლომის წილი კი ჩვენი ცხოვრების საქმეში ღმერთს ეკუთვნის, ამიტომ სიმდაბლით და მოკრძალებით შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა ჩვენი უფლის წინაშე - აღვიდეთ ოდნავ მაღლა (ჭე ჟი), რათა უფალმა, ყოვლადმოწყალემ, ამ მცირე ძალისხმევის საფასურად, საბოლოოდ აგვიტაცოს უზენაეს სიმაღლემდე - ცათა სასუფეველში.

შენ ალბათ მკითხავ, რატომ უშვებს უფალი განსაცდელს, რატომ არ უშლის ხელს სატანას ბინძურ საქმიანობაში, რატომ სჩადიან ადამიანები ამდენ ცოდვასო.

უფალი იმისთვის უშვებს განსაცდელს, რომ აინტერესებს, როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რწმენა, ჩვენი პოზიცია, რა გადაწყვეტილებას იღებს ჩვენი ნებისყოფა. შესაბამისად, გვიგზავნის თავის მადლს, სულიწმინდის ძალით გვეხმარება სულიერ დახვეწაში, განწმენდაში, სრულყოფაში. ამისთვის აქვს ადამიანს მოცემული მიწიერი სიცოცხლე. ის, ვინც ბოლომდე მოითმენს, არ გადაუხვევს ღვთის გზას, გადასახლდება სამარადისო სიცოცხლეში დაუსრულებელი ნეტარებისთვის. მაშინ დაიწყება ჭეშმარიტი, მდუღარე, საინტერესო ცხოვრება. ადამიანი იქნება სრულყოფილი ღმერთკაცი, ყოველგვარ ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ ნაკლს მოკლებული, და ექნება განუწყვეტელი ურთიერთობა უფალთან. დიდება შენს განგებას, ღმერთო! ადამიანთა უმრავლესობას არ სჯერა ამ ბრწყინვალე პერსპექტივისა და უგუნურად ეშვება ცოდვის მორევში. ღირსი მამა სვიმეონ ახალი თეოლოგი ამას ასე ხსნის: "სცოდავენ, რადგან არა იციან რა სულიერი ნუგეშისა და სიხარულის შესახებ, რაც გულის სრული განწმენდით მოიპოვება, უფრო მეტიც, საერთოდ არ სჯერათ, რომ ადამიანს შეუძლია ვნებათაგან სრული განწმენდა და თავის გულში სულიწმინდის მიღება".

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat