ადამიანმა უნდა გაუძლოს ამქვეყნიურ გამოცდას და ღვთის მცნებების მიხედვით, ღვთის სიყვარულით იცხოვროს
ადამიანმა უნდა გაუძლოს ამქვეყნიურ გამოცდას და ღვთის მცნებების მიხედვით, ღვთის სიყვარულით იცხოვროს
წერილები ხორციელ შვილებს
მოგესალმებით დიდი სიყვარულით თქვენი მამა. ვიცი, თქვენი გულები დაღონებული არიან , რომ მე თქვენს გვერდით არა ვარ, ვიცი, მონატრების დარდით შეწუხებულები ხართ, ვიცი, ბევრი რამ აუცილებელი გაკლიათ, მაგრამ მე მაინც არ შემიძლია ახლა თქვენთან მოსვლა და ნუგეშისცემა, არა იმიტომ, რომ დაგივიწყეთ და აღარ მიყვარხართ, არც იმიტომ, რომ გულქვა და უგრძნობი ადამიანი ვარ. არა! არის ჩემი შორს ყოფნის აუცილებლობის სერიოზული მიზეზი და მე ამ წერილში შევეცდები აგიხსნათ, თუ რაში მდგომარეობს ის. მაგრამ სანამ ამ საკითხს შევეხები, მინდა აგიხსნათ, რომ დღეის ამას იქით ჩვენი ურთიერთბის ძირითადი ფორმა იქნება მიმოწერა, მე შევეცდები ხშირად მოგწეროთ წერილები და იმედი მაქვს, თქვენც არ დამზარდებით ორიოდე სიტყვის მოწერას. შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ არის. მე ვიცი, რომ წერილების გაცვლა ვერ შეცვლის ახლო მამა-შვილურ ურთიერთობას, მაგრამ ერთი რამით მაინც შემიძლია განუგეშოთ: მე შევეცდები ჩემს წერილებში ყველა თქვენს კითხვაზე გიპასუხოთ, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მოგცეთ რჩევები. მე აქამდე მოვლენებით დატვირთული ცხოვრებით ვიცხოვრე, ამიტომ დიდი გამოცდილება შევიძინე, რაც დიდი სიხარულით შემიძლია გაგიზიაროთ. შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ ჩემი ასეთი წინადადება და იფიქროთ, რჩევა-დარიგების მომცემი აქაც ბევრი გვყავსო, მაგრამ სხვებთან შედარებით (ერთი გამონაკლისის გარდა) ყველაზე უპრიანი და გამოსადეგი მრჩეველი მე ვარ, რადგან, დანარჩენებთან შედარებით, მაქვს რამდენიმე უპირატესობა: ჯერ ერთი - ყველა ჩემი რჩევა-დარიგება ღვთის სიყვარულით იქნება განათებული და უფლის მცნებებზე დაფუძნებული, მეორეც - ჩემი სიყვარული თქვენდამი უსაზღვროა და აქედან გამომდინარე მე ვერ ვიქნები თქვენს მიმართ მიკერძოებული ან უპატიოსნო და მესამე - უკვე როგორც გითხარით, მაქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, ვიცნობ ადამიანთა ხასიათს, მათ ფსიქოლოგიასა თუ ნაციონალურ თავისებურებებს. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ უკვე დიდი თუ მცირე ვადით ვცხოვრობ ათ სხვადასხვა ქვეყანაში, კარგად შევისწავლე ორი უცხო ენა - გერმანული და რუსული, შემიძლია საუბარი ინგლისურად და ამჟამად ვეუფლები ბერძნულ ენას. ერთი სიტყვით, გავთამამდები და ვიტყვი, რომ თქვენ ერთგვარად გაგიმართლათ კიდეც, რომ ასეთი მამა გყავთ, მე თქვენს ადგილზე ყველაფერს გამოვწურავდი ასეთი მამისგან. ერთადერთი ადამიანი, რომლის რჩევა-დარიგება უფრო მეტად უნდა დააფასოთ, ეს თქვენი მშობელი დედაა, მას უფრო მეტი უპირატესობა აქვს და მისი სიტყვა თქვენი ხსნაა, თქვენი წამალია, მისი ყველაზე გაუგებარი და ერთი შეხედვით მიუღებელი რჩევაც კი უსიტყვოდ უნდა მიიღოთ და აღასრულოთ, რადგან არავინაა ისე ახლობელი შვილისთვის, როგორც მშობელი დედა. გიყვარდეთ ის, პატივი ეცით მას, მით უმეტეს, რომ თქვენი დედა - ინგა ბევრი ადამიანური ღირსებით შემკული ადამიანია და თქვენ შეგიძლიათ მისით იმაყოთ. მან თუნდაც გირჩიოთ - მამა დაივიწყეთო, უნდა დაუჯეროთ და გააკეთოთ ისე, როგორც მას სურს, რადგან ასეთი სურვილის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი კეთილდღეობა იქნება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამის აუცილებლობა დადგეს.

***
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ცხოვრებაში ბევრია შემთხვევა მამა-შვილთა ცალ-ცალკე ცხოვრებისა - ზოგის მამა ციხეშია, ზოგის - გადასახლებაში, ზოგი საერთოდ გარდაცვლილია, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა არ წყდება. ისტორიაშიც ბევრი ცნობილი შემთხვევაა მამა-შვილთა განშორებით ცხოვრებისა, მათზე ჩვენ მათი წერილებით გავიგეთ, ზოგის მიმოწერა ისე საინტერესო იყო, რომ სხვა ადამიანებმაც მოისურვეს მათი წაკითხვა და ეს წერილები წიგნებად გამოიცა. მაგალითად, თქვენს ბიბლიოთეკაში არის ერთი წიგნი: ჩესტერფილდის "წერილები ჩემს ვაჟს", სადაც ერთი დიდგვაროვანი ინგლისელის თავის შვილისადმი მიწერილი წერილებია მოთავსებული. თუ წაიკითხავთ, ბევრ საინტერესოს გაიგებთ, თუმცა აქვე უნდა გაცნობოთ, რომ ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჰქონდათ ასეთ მიმოწერებს დადებითი შედეგი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, შვილებს იშვიათად უსარგებლიათ მამათა თუნდაც გენიალური რჩევა-დარიგებით. გამოგიტყდებით და არც მე გამოვიყენე ჩემი მამის, თქვენი ბოჩო ბაბუას ბევრი ბრძნული რჩევა-დარიგება, მაშინ მეგონა, რომ მე უფრო მეტი ვიცოდი და უფრო თანამედროვედ ვერკვეოდი, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ ახალ თაობას მხოლოდ ახალი ფორმა მოაქვს, ხოლო ცხოვრების არსი და შინაარსი ძველი და უცვლელია. ეს ჰგავს ყლორტისა და ტოტის ურთიერთობას. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, გაზაფხულზე ძველი ტოტიდან ამოდიან ახალი, ნორჩი ყლორტები, ისინი უფრო ხალასი მწვანე ფერისა არიან. თქვენ წარმოიდგინეთ, ყლორტმა რომ უთხრას ტოტს, საიდანაც თავად წამოიზარდა: "აი, მე უფრო ახალი ვარ, უფრო წინა ვარ, უფრო ხალასი ვარ, უფრო კარგად ვხედავ გარემოს, ვიდრე შენ". რა სასაცილო იქნება მისი ასეთი ქცევა, რადგან აშკარაა, რომ ის იკვებება იმავე ფესვებით და ეკუთვნის იმავე ხეს. ტოტმა უფრო მეტი იცის ყველაფერ ამაზე, ვიდრე ყლორტმა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს შორის წერილობითი ურთიერთობა უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე გამოცდილება მიგვანიშნებს. მერწმუნეთ, არაფერი ისე არ ფასობს ამ ქვეყანაზე, როგორც დროული და სწორი რჩევა, მაშ, მიიღეთ ის, მე უანგაროდ გიწილადებთ ყველაფერს, რაც ვიცი და რასაც უფალი ჩამაგონებს. ამასთან, გამოგიტყდებით, რომ ძალიან მინდა მონაწილეობა მივიღო თქვენს ცხოვრებაში, გარწმუნებთ, თუ მასში შემომიშვებთ, არ ინანებთ, თუ ჩემს მეგობრობას არ უარყოფთ, ერთი ნაბიჯით წინ გაუსწრებთ სხვებს. მაპატიეთ, რომ დღეს არ გყიდულობთ ჭრელაჭრულა ტანსაცმელს და უაზრო, უსიცოცხლო სათამაშოებს და ნივთებს, ვიცი, ესეც აუცილებელია თქვენთვის, მაგრამ დანამდვილებით იცოდეთ, ის, რაც ჩემს მიერ გამოგზავნილ თეთრ ფურცლებზე ეწერება, თქვენ დაგეხმარებათ ყველა რთულ სიტუაციაში, უფრო გაგიადვილებთ ცხოვრების გზას და ვინ იცის, იქნებ ღვთისკენ მიმავალ გზაზეც დაგაყენოთ. იქნებ ამიტომაც ჩამაგონა ღმერთმა თქვენთან მიმოწერის სურვილი. დაილოცოს მისი განგება!

***
ახლა მთავარზე. მე ვიცი, თქვენ სულმოუთქმელად ელოდებით პასუხებს კითხვებზე: "სადა, ვარ? რას ვაკეთებ? და რატომ არ მოვდივარ თქვენთან?" ბევრ მიკიბვ-მოკიბვას არ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვით, მე ამჟამად ვიმყოფები საბერძნეთში, ეს ერთი ტერიტორიით პატარა ქვეყანაა ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მაგრამ უდიდესი ისტორიის მქონეა, გადაჭარბებად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურულ ფასეულობას ამ ხალხში აქვს თავისი ფესვები და რაც მთავარია, ევანგელიე ანუ ჩვენებურად სახარება ამ ხალხის ენაზე დაიწერა. აი, ამ ქვეყანაში არის ერთი ადგილი, დაახლოებით აფხაზეთის ტოლი, რომელიც სამი მხრიდან ზღვით არის შემოსაზღვრული და ოფიციალურად ქალკედიკის ნახევარკუნძული ჰქვია. აქ მდებარეობს მთა ათონი და ეს ადგილი წმინდა ადგილად არის შერაცხული. რატომ? - მკითხავთ თქვენ, - და რას ნიშნავს ეს? გეტყვით: "როცა იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, ამის მერე აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მის მოწაფეებზე გადმოვიდა სულიწმინდა და ისინი სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ, მათ დაევალათ სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა და სახარების ქადაგება. მოწაფეებმა და უფლის დედამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კენჭი ყარეს, თუ ვინ სად, რომელ ქვეყანაში წასულიყო და აი, დედა ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველოში წასვლა, ამიტომ უწოდებენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას. დედა ღვთისმშობელს რაღაცამ შეუშალა ხელი, პირდაპირ საქართველოში გამგზავრებულიყო და მისი გემი მოადგა უცნობ მიწას, სადაც არავინ ცხოვრობდა და სადაც მაღალი მთა იყო აღმართული. მან დალოცა ეს ადგილი და თავისი თანმხლებნი იქ დატოვა, ყველა მორწმუნე მართლმადიდებელს კი თავის ლოცვაში აღუთქვა პირადი მფარველობა, განსაკუთრებით კი ამ მიწაზე შეკრებილ ადამიანებს. მოგვიანებით აქ ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები და აქ დააარსეს მონასტრები, ასევე იყვნენ მათ შორის ქართველებიც. ყოფილი ქართული მონასტერი დღესაც არსებობს და მას ივერონი ჰქვია - საქართველოს ძველი სახელწოდების - ივერია - მიხედვით. დღეს ათონზე ოცი დიდი მონასტერი და უამრავი პატარ-პატარა კელიებია, სადაც ათასხუთასამდე მონაზონი ცხოვრობს. მეც ერთ-ერთ ასეთ მონასტერში ვარ, ის არის წმინდა პანტელეიმონის სახელობის.

***
თქვენ გაინტერესებთ ალბათ, თუ რა არის მონასტერი? და რას ნიშნავს მონაზვნობა? მონასტერი - ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომლებმაც საკუთარი ნებით უარი თქვეს საკუთარ ნებაზე და სურვილებზე, ყველაფერ ამქვეყნიურზე: სიამოვნებაზე, კარიერაზე, გემრიელ საჭმელებზე, გართობაზე, ტელევიზორზე, კინოზე, თეატრზე, სიცილზე, ქეიფზე, განცხრომაზე და ასე შემდეგ და ერთად შეიკრიბნენ, რომ დარჩენილი სიცოცხლე გაატარონ ღმერთის სამსახურში, ლოცვაში და მარხვაში. ისინი მუშაობენ ერთად, ჭამენ ერთად, ლოცულობენ ერთად. აქ არ არის ფული, არ არის ელექტროენერგია, არ არის მოასფალტებული გზები, ყველაფერი საერთოა და არავის არაფერი არ ეკუთვნის. ისინი ცხოვრობენ საკუთარი შრომის ხარჯზე: აქვთ ბოსტანი, ხეხილის და ზეთისხილის ბაღები, ვენახი და სხვა საჭირო მეურნეობები, ასევე ღებულობენ შემოწირულობებს ერიდან. აი, ამ ადამიანებს ჰქვიათ მონაზვნები, ბერები. მათ არ აქვთ არავითარი კონტაქტი დანარჩენ მსოფლიოსთან და ძირითადი საქმიანობა არის ლოცვა. თქვენ ალბათ მკითხავთ: რა საჭიროა ყველაფერი ეს? გიპასუხებთ: ყველა ამ ღონისძიების მთავარი მიზანი ღვთიური სრულყოფილების მიღებაა ანუ ღვთის შემეცნება, ღვთის გაცნობა, დაახლოება. აი, თქვენ, მაგალითად, ვიღაცის გაცნობა რომ გინდათ, მიდიხართ მასთან და პირდაპირ ეუბნებით: "მე ბექა ვარ, ან მე დაჩი ვარ, შეიძლება გაგეცნოთ?" და ისიც ხელს გამოგიწვდით და გაგეცნობათ. ღმერთთან ეს გაცილებით რთულადაა, რომ გავიცნოთ უფალი, საჭიროა ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რაც ათეულობით წელი გრძელდება და იმდენად რთული და სათუთი განსახორციელებელია, რომ ერთეულები თუ აღწევენ. და ეს შესაძლებელია მხოლოდ აქ, მონასტერში და ვინც ამას მიაღწევს, ის წმინდანად შეირაცხება. ასევე ისინი, ვინც ვერ მიაღწევს სრულყოფილებას, ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შეეცადნენ. თქვენ ალბათ მკითხავთ: თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ ცდილობს ყველა მონასტერში დაახლოებას ღმერთთან? გიპასუხებთ: ჯერ ერთი, ღმერთთან დაახლოების სურვილი ადამიანის საკუთარი სურვილი არ არის, მხოლოდ უფალი ღმერთი წყვეტს, თუ ვინ შეიძლება ამისთვის მოწვეულ იქნეს. მოციქული პავლე წერს: "ისინი, ვინც მან (ღმერთმა) წინასწარ განსაზღვრა, მათვე მოუწოდა, ისინი, ვისაც მოუწოდა, ისინივე გაამართლა, ისინი კი, ვინც გაამართლა, აღამაღლა კიდეც" (რომაელთა 8, 30). ხედავთ, ღმერთი წყვეტს იმას, გაიცნობს თუ არა მას ესა თუ ის ადამიანი და მეორეც - ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი არჩევანის უნარი: ადამიანი თავისუფალია აირჩიოს ღვთის გზა ან სატანის გზა, მესამე გზა არ არსებობს და რადგანაც ღვთის შემეცნების გზა ადამიანებს გაცილებით რთული ეჩვენებათ (რაც აბსოლუტურად მცდარია), უმრავლესობა ირჩევს სატანის გზას.

***
თქვენ ალბათ მკითხავთ, რატომ არის ასე რთული ღმერთთან დაახლოება? და რატომ არსებობს სატანის გზა? ღმერთმა თავიდანვე ჩადო ადამიანში თავისუფალი არჩევანის უნარი, ადამმა, როგორც იცით, აირჩია ურჩობის გზა - დაუჯერა სატანას და შეჭამა სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ვაშლი, რისთვისაც ღმერთმა სამართლიანად დასაჯა ის და სამოთხიდან გააძევა, რომელმაც სატანას მისცა, ებატონა ადამიანთა ქვეყანაზე. რისთვის დასჭირდა ეს? იმისათვის, რომ მიუხედავად ღალატისა, კაცთმოყვარე ღმერთს არ შეუცვლია თავისი განზრახვა ადამიანებთან თანაცხოვრების შესახებ, მაგრამ უკვე ადამიანმა გარკვეული პირობა უნდა შეასრულოს ამისათვის, უნდა გაუძლოს ამქვეყნიურ გამოცდას და ღვთის მცნებების მიხედვით და ღვთის სიყვარულით იცხოვროს. მხოლოდ ისინი, ვინც ცოდვებს უარყოფს და სატანის ხრიკებს ღირსეულად წინ აღუდგება, გარდაცვალების მერე ისევ ბრუნდება სამოთხეში, ღმერთთან. ეს ქვეყანა ჰგავს ლითონის სადნობ ღუმელს, სადაც ყოევლგვარი ჯართი ცეცხლით იწრთობა და კეთილშობილ ლითონად ჩამოისხმება. აი, მაგალითად, თქვენ რომ გიღალატოთ ყველაზე საყვარელმა მეგობარმა, მას მერე, რაც ბოდიშს მოგიხდით, თქვენ მას მაინც ისე აღარ ენდობით, როგორც ძველად, არამედ გარკვეული ხნით გამოცდით მას, არის თუ არა გულღია და პატიოსანი. ასევეა ღმერთი, ის უშვებს ათასგვარ სიძნელეებს და დაბრკოლებებს ცხოვრებაში, მაგრამ მერწმუნეთ, ამას მხოლოდ ჩვენდამი უდიდესი სიყვარულის გამო აკეთებს, რადგან უნდა გაჭირვების (დროებითი) ღუმელში გამოიწრთოს ისეთი ადამიანი, რომელიც ღირსი იქნება მასთან ერთად მარადიულად სამოთხეში იცხოვროს.

ყველაფერ ამის შემდეგ ალბათ დამისვამდით ერთ სერიოზულ კითხვას: ვინ არის ღმერთი? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გამცემი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა და არც დაიბადება, თუ, რა თქმა უნდა, ღმერთი ამას თავად არ მოისურვებს, მაგრამ მიუხედავად ჩემი სულიერი უმწეობისა, მაინც შევეცდები აგიხსნათ მისი არსი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat