იყავი უფლის იმედით, ილოცე და ის შენს გულში ჩასახლდება
იყავი უფლის იმედით, ილოცე და ის შენს გულში ჩასახლდება
"გამარჯობა, დაჩი, ჩემო სიცოცხლე ბიჭო! ძალიან გამახარე, შვილო, შენი წერილით. ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს. დიდი მადლობა მოლოცვისათვის, დიდი მადლობა, რომ შენ, ბექა და დედიკო მხარს მიჭერთ და გესმით ჩემი. ჩვენი გულები ერთმანეთისთვის ძგერენ, ჩვენ გვაერთიანებს არა მარტო საერთო სისხლი და ხორცი, არამედ უფრო დიდი და სანუკვარი - ღვთის მადლი. დიახ, ეს უფალმა, ყოვლადმოწყალემ ინება ჩვენი ერთობა, ერთსულოვნება და ამისთვის მადლიერება უნდა ვუჩვენოთ. ჩემო დაჩიკო, ვიცი ჩვენი განშორება დიდად სტკივა შენს კეთილ გულს, მაგრამ გამაგრდი, მამა, ჩვენთან თავად უფალია, მისი უსაზღვრო კაცთმოყვარეობა ჩვენს ოჯახზე წარმოჩნდება, ამიტომ გულები იმედით, რწმენით და სიყვარულით უნდა ავივსოთ, არ მივცეთ უფლება ბნელ ძალებს სევდა და ტკივილი შემოგვაპარონ. რამ უნდა შეგვაშინოს, რამ უნდა შეგვაწუხოს, როცა სამყაროს შემოქმედმა, თვით მაღალმა ღმერთმა ინება ჩვენზე თავისი კეთილი ნების ჩვენება. დიდება უფალს ჩვენს შემოქმედს, დიდება ყოვლადწმინდა სამებას!

დაჩი, წერილში მეკითხები, როგორ ცხოვრობ ათონის მთაზეო. მოკლედ შევეცდები აგიწერო ბერთა ყოველდღიური ცხოვრება: შენ იცი, რომ ბერთა მთავარი საკეთებელი ლოცვაა, დიახ, დღე-ღამის ოცდაოთხი საათიდან ეკლესიაში მსახურებისათვის გამოყოფილა რვა საათი, ლოცვა-მსახურება მიმდინარეობს ადრე დილით და გარიჟრაჟზე, თქვენი დროით დილის ოთხ საათზე იწყება და ხუთი საათი გრძელდება, მთავრდება წირვით (ლიტურგია), ღვთისმსახურებაში მაქსიმალურად ყველა ბერი მონაწილეობს, ზოგი მსახურობს (მღვდელი და დიაკვანი), ზოგი გალობს, ზოგი მედავითნეობს. მე დიდი მუსიკალური სმენით არ გამოვირჩევი, ამიტომ მედავითნე ვარ, ხან ფსალმუნებს ვკითხულობ, ხან ჟამნებს და სხვა. ჩემო დაჩი, მამა, როგორც შეამჩნიე, ჩვენ, ათონელები, ეკლესიაში ვლოცულობთ და ვგალობთ მაშინ, როცა შენ გძინავს, როცა დილით სკოლაში წასასვლელად ემზადები, როცა სკოლის ეზოში შედიხარ და როცა პირველი ზარი დარეკავს, განუწყვეტლად მთელი ოთხი, ხუთი საათი, ამ დროს მე ღმერთს ვავედრებ შენს თავს, მთელ ჩემს საძმოსთან ერთად ვლოცულობ, რომ მთელ მსოფლიოში იყოს მშვიდობა, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, რომ შეგვიწყალოს უფალმა და მოგვიტევოს ჩვენი აურაცხელი ცოდვები, რომ გაძლიერდეს მართლმადიდებლური რწმენა და ღვთის მადლი გადმოვიდეს ჩვენზე - მორწმუნე ქრისტიანებზე. ამ დროს ეკლესიაში ურწმუნო და სკეპტიკოსი თანადამსწრენიც კი იძულებული არიან, აღიარონ - იქ რაღაც ზებუნებრივი იყოო. დანარჩენი რვა საათი ეძღვნება მორჩილებათა შესრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სხვადასხვა ფიზიკურ თუ გონებრივ სამუშაოს ასრულებს. მორჩილებები სხვადასხვა სირთულისაა, ამიტომ სამართლიანობის დასაცავად ისინი ყოველდღიურად საძმოს წევრთა შორის გადანაწილდება. მორჩილების დამთავრების შემდეგ ბერებს ეძლევათ რვა საათი თავისუფალი დრო დასვენებისთვის, ძილისთვის, სწავლისთვის და კელიის კანონის წასაკითხად. ეს უკანასკნელი არის ლოცვა კელიაში და ყოველ ბერს თავისი სურვილით შეუძლია გაზარდოს კელიის კანონი - ლოცვა, მხოლოდ თავისი დასვენების დროის ხარჯზე და ისიც მხოლოდ დღეში ერთხელ.Bბერები არ ჭამენ ხორცს, ზოგიერთს კი აქვს კურთხევა, არ ჭამოს თევზეული და რძის ნაწარმიც, მათ მმარხველ ბერებს უწოდებენ. ბერის საქმიანობის ნებისმიერ ფორმას განსაზღვრავს მისი სულიერი მოძღვარი, მას აბარებს ბერი აღსარებას და მისგან იღებს საჭირო მითითებებს. ბერს არა აქვს უფლება, თავისი ნებით დატოვოს მონასტრის ტერიტორია, დარეკოს ტელეფონზე, მოუსმინოს რადიოს, წაიკითხოს ჟურნალ-გაზეთები ან სხვა რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს ერთან, უმრავლესობას წერილობითი ურთიერთობაც არა აქვს არავისთან, ხოლო ვისაც აქვს, მოძღვარი განუსაზღვრავს, ვის და რა უნდა მისწეროს.

რადგან მოძღვარი ვახსენე, შენს მეორე კითხვაზე გიპასუხებ, სადაც ჩემს მოძღვარზე მეკითხები. ჩემს მოძღვარს ჰქვია მამა მაკარი. ძალიან კეთილი და ჭკვიანი ადამიანია, რაც მთავარია, აღვსილია სულიწმინდის მადლით და ამიტომ ჩვენთვის ძალიან ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია. მართალია, სიტყვაძვირი კაცია, მაგრამ მის ერთ სიტყვას სასწაულმოქმედი ძალა აქვს, მადლობელი ვარ უფლისა, რომ გამხადა ღირსი ასეთი სულიერი მამის ყოლისა. ჩემო დაჩი, მოძღვართან ურთიერთობის საკითხი ძალიან აქტუალურია არა მარტო მონასტერში, არამედ ერშიც, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰყავდეს მოძღვარი, ის ღმერთმა განუწესა მორწმუნეს, რათა სწორად წარმართოს მისი სულიერი ცხოვრება. მოძღვართან ურთიერთობისას აუცილებელია მოწიწება და კდემამოსილება. წუთითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის კაცს ვესაუბრებით,Aადამიანს, რომლის მეშვეობით სულიწმინდა ჩვენთვის მოქმედებს. შეიძლება მოძღვრის განათლებამ ან ლაპარაკის მანერამ ან რაიმე გარეგნულმა ფაქტორებმა დაგვაეჭვოს ამაში, მაგრამ გარწმუნებ, ეს ეშმაკისეული აზრი იქნება.Mმიუხედავად ყველაფრისა, ღმერთი მოქმედებს მისი მეშვეობით და თუ თავს დავაძალებთ და მთელი არსებით მივენდობით მოძღვრის სიტყვებს, თანდათან ვიგრძნობთ, თუ როგორ ვასრულებთ ღვთის ნებას. ამიტომ, ჩემო დაჩიკო, დაუფარავად გაუხსენი გული მოძღვარს, ნურაფრის შეგრცხვება, ღმერთმა ისედაც იცის შენი ნებისმიერი გულისთქმა და საქციელი, ნდობისთვის, მორჩილებისთვის და თვინიერებისთვის კი ღმერთი, მოძღვრის მეშვეობით, ბევრი რთული სულიერი თუ ცხოვრებისეული საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო რჩევას და მითითებას მოგცემს.

***
ბერძნების და ქართველების ურთიერთობა სხვადასხვა მონასტერში განსხვავებულია. მაგალითად, ყოფილ ქართულ მონასტერში, "ივერონში", ქართველ ბერებს კატეგორიულად არ იღებენ საძმოს წევრად, ხოლო ვათოპედის და ქსეროპოტამის მონასტერში მიესალმებიან და ხელს უწყობენ. ოთხი ქართველი მორჩილი სწორედ ვათოპედის მონასტერშია. ურთიერთობის ხასიათი ძირითადად მონასტრის ხელმძღვანელობის პოლიტიკაზეა დამყარებული, უბრალო რიგით ბერებს კი ერთმანეთში წმინდა ქრისტიანული ურთიერთდამოკიდებულება აქვთ. ამაზე ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ნათქვამია, გაგონილს ნანახი სჯობიაო, ამიტომ როცა ცოტა წამოიზრდები, მაშინ ერთად ვნახავთ ყველაფერს და ერთად ვილოცებთ ივერონის პორტაიტისას სასწაულმოქმედი ხატის წინაშე, სიტყვებით იმის აღწერა, თუ რა გრძნობა ეუფლება ადამიანს ამ ხატთან ლოცვისას, შეუძლებელია, ეს ყოველმა თავად უნდა განიცადოს. დიდება ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს!

ამჯერად ამით დაგემშვიდობები, ჩემო სიცოცხლე, ჩემო საყვარელო შვილო. ისევ და ისევ გთხოვ, მამა, არ დაიდარდო, არ დაეცე სულით, იყავი უფლის იმედით, ილოცე და ის შენს გულში ჩასახლდება. მასთან იყავი, მას მიმართე და არ მიგატოვებს, ოღონდ არ დაეჭვდე და არ დაბრკოლდე. რაც არ უნდა მოხდეს, ეს მისი ნებითაა და სწორედ ეს არის ჩვენთვის სასარგებლო. გწამდეს, როგორც ყოველი სხვა ადამიანი, შენც უსაზღვროდ უყვარხარ, შენ მისთვის უფრო ძვირფასი ხარ, ვიდრე მთელი ხილული ქვეყნიერება, ოღონდ შენგანაც ელოდება ასეთსავე სიყვარულს.Gგწამდეს, მეც ასევე უსაზღვროდ მიყვარხარ, მართალია, ჩემი სიყვარული უფლის სიყვარულთან შედარებით გაცილებით მიწიერია, მაგრამ იცოდე, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!!!
მარად შენთვის მლოცველი შენი მამა, ბერი ერმოლაოსი.
წმინდა მთა, საბერძნეთი, 2005 წელი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat