ნუ ენდობით ურწმუნო ადამიანებს, ნუ გაერევით მათში
ნუ ენდობით ურწმუნო ადამიანებს, ნუ გაერევით მათში
გიყვარდეთ ადამიანები, მაგრამ ნუ ენდობით!
ამ წერილში შევეხებით ადამიანს, უფრო სწორად, ადამიანებთან დამოკიდებულების რაობას. მე მინდა მოგცეთ, ერთი შეხედვით, ცოტა უცნაური რჩევა: გიყვარდეთ ადამიანები, მაგრამ ნუ ენდობით! ალბათ გაიკვირვებთ: როგორ არ უნდა ვენდოთ მათ, ვინც გვიყვარსო! ეს ლოგიკური კითხვაა და შევეცდები, გიპასუხოთ. მოდით, ჯერ განვიხილოთ საკითხი - თუ რატომ არ უნდა ვენდოთ ადამიანებს, შემდგომ შევეხოთ მეორე საკითხს - თუ რატომ უნდა გვიყვარდეს ისინი და გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ როცა ვამბობ "ადამიანებს არ უნდა ენდოთ", ეს არ არის კატეგორიული მოთხოვნა, არის ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფი, რომელიც ყოველი ადამიანის ირგვლივ არსებობს და რომლის ნდობა ამ ადამიანს შეუძლია, თუ ვინ არიან ისინი, აუცილებლად შევეხებით. ეს ჯგუფი ისე მცირეა, რომ საერთო ფონს ვერ ცვლის.

შვილებო, ადამიანები იყოფიან ორ ძირითად ჯგუფად: ერთ დიდ ნაწილს ღმერთი არ სწამს, მათ ურწმუნოებს ან ურჯულოებს, ან ათეისტებს უწოდებენ, მეორე, უფრო მცირე ნაწილს ღმერთი სწამს. მათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს უწოდებენ. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ მე როცა ვამბობ "სწამს", არ ვგულისხმობ მათ, რომლებიც სიტყვით აღიარებენ ღმერთს, ხოლო გულში და საქმით სხვა კერპებს ეთაყვანებიან. მაგალითად, სხვა ადამიანებს, კარიერას, რაიმე ნივთს, ან კიდევ სხვას და რომლებიც ეკლესიაში მხოლოდ დიდი ზეიმების დროს ან საერთოდ არ დადიან, რომელთათვისაც ღმერთის აღიარება ერთგვარი ფორმალური თვითდაზღვევაა, ფიქრობენ: "ვაითუ არის მართლა ღმერთი, ვაღიარებ რა, რას ვკარგავ". არა, ასეთი "მორწმუნე" ურწმუნოზე უარესია, მათ გულგრილნი ჰქვიათ. მორწმუნეში ვგულისხმობ იმ ადამიანს, რომელსაც ღმერთი უყვარს მთელი შეგნებით და ძალით, მთელი გულით და გონებით. არის ღვთისმოშიში და აღიარებს ღვთის სიდიადეს, პატივს მიაგებს მას და მის ეკლესიას, რეგულარულად ესწრება წირვა-ლოცვას, დადის მოძღვართან აღსარებაზე და ეზიარება, მისი საქმენი არიან კეთილნი და მას უყვარს სხვა ადამიანები, მოწიწებით ეპყრობა მათ, არის თავმდაბალი და ზრდილობიანი. აი, ასეთი ადამიანი არის ჭეშმარიტი მორწმუნე და ასეთები, დამიჯერეთ, ძალიან ცოტაა ჩვენს საზოგადოებაში. უმრავლესობა კი ურწმუნოა, რომლებიც თავის მხრივ შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ერთი - ზემოხსენებული გულგრილები და მეორე - აგრესიული ათეისტები, სექტანტები და სხვა ღმერთების თაყვანისმცემლები. ეს უკანასკნელნი, მართალია, აშკარად უარყოფენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მაგრამ მათი პოზიცია გამოთვლილია და ჭეშმარიტ მორწმუნეს შეუძლია მათი სულიერი წინ აღდგომა. უფრო საშიშნი არიან გულგრილები. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ასეთ გულგრილს ეუბნება: "ვიცი საქმენი შენნი, რამეთუ არც გრილი ხარ და არც თბილი, ნეტავ ან გრილი ყოფილიყავ, ან თბილი, რადგანაც ნელთბილი (გულგრილი) ხარ და არც გრილი და არც თბილი, ამიტომ აღმოგანთხევ ჩემი პირიდან" (გამოცხ. 3,15). დიახ, ღმერთს არ უყვარს ასეთი ადამიანები და არც თქვენ, ჩემო შვილებო, არ უნდა ენდოთ მათ.

მოდით, კიდევ უფრო დავაზუსტოთ ურწმუნო ადამიანის სახე: არ უნდა ენდოთ ადამიანებს, რომლებიც აღიარებენ სხვა ღმერთს, გარდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რადგანაც, რამდენიც არ უნდა გაგიღიმონ და ძმობაც რომ გამოგიცხადონ, გულის სიღრმეში მათ სძულხართ, გარდა ამისა, მათთან დაახლოებამ და მინდობამ შეიძლება ჭეშმარიტი რწმენის გზას აგაცდინოთ. არ უნდა ენდოთ ადამიანებს, რომლებიც არაეკლესიურნი არიან, ანუ არ დადიან ეკლესიაში, არ ესწრებიან რეგულარულად წირვა-ლოცვას, არ დადიან აღსარებაზე და არ ეზიარებიან, რადგან ასეთი ადამიანები ღვთის მადლს მოკლებულნი არიან და მათ მოქმედებას წარმართავს სატანა. რა კეთილნიც არ უნდა იყოს მათი განზრახვა, მათი საქმიანობა მაინც შეცდომით და უბედურებით მთავრდება, ისინი ცხოველურ ინსტინქტებს არიან დამორჩილებული და ამიტომ არ დაგინდობენ, როცა საქმე თქვენთან მეგობრობასა და რაიმე მატერიალურს (საჭმელი, ფული, ქონება, თანამდებობა და სხვა) შორის არჩევანს შეეხება. რა კეთილიც უნდა იყოს ურწმუნო, გაჭირვების მომენტში მშიერ მგელს ჰგავს და ყველას მოურიდებლად დაკბენს, ვინც ხახაში ჩაუვარდება. ურწმუნოთა აზრიც მცდარია, რადგან მათი მსოფლმხედველობა არ ეფუძნება ერთადერთ ჭეშმარიტ, მაცოცხლებელ მოძღვრებას - ქრისტიანობას, არამედ სატანის ჩაგონებული და თვით ცოდვილ ადამიანთა გამოგონილი და შეთხზულია, ამიტომ მათი გაზიარება მხოლოდ უბედურებას და გაორებას მოგიტანთ და რაგინდ დიდი ავტორიტეტითაც არ უნდა სარგებლობდნენ ასეთი იდეოლოგიების ავტორები და დამქაშები საზოგადოებაში, ნუ ენდობით მათ, ნუ გაგიტაცებთ ის ფაქტი, რომ ასეთი იდეოლოგები გაბატონებული არიან და მათ მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემელი ჰყავთ, ნუ მოიხიბლებით ამ უკანასკნელთა "წარმატებებით", მათი ქონებით ან საზოგადოებრივი მდგომარეობით, რა ბრჭყვიალაც არ უნდა იყოს მათი ცხოვრება და გარემოცვა, მათი ბოლო არის სიკვდილი. რა ხანგრძლივიც არ უნდა იყოს მათი ნებივრობა (ასი წელიც რომ გაგრძელდეს), მაინც დროებითია და სიკვდილი ყველაფერს დაუსვამს წერტილს. "ისინი არ წვალობენ, მათი სხეული მოვლილი და ჯანმრთელია, არ იციან მოკვდავთა ყოველდღური გაჭირვება და სხვა ადამიანებივით არ იტანჯებიან, ამიტომ მათი შემამკობელი არის ამპარტავნება, მათი სამოსი - უღმერთობა და სიცრუე, გაქონილი თვალებიდან ძლივს იხედებიან და ბოროტ გულისზრახვებს მისდევენ. განიზრახავენ და იტყვიან - უკეთურს და რასაც იტყვიან სიცრუით და ზემოდან გადმოხედვით, ცამდე აქვთ ხახა დაღებული და მიწამდე ენა გადმოგდებული. ჭეშმარიტად უმართლებთ ამ ცოდვილებს და სიმდიდრეს სიმდიდრეზე იხვეჭენ". ეს ბრჭყალებში ჩასმული ციტატა მე ამოვიწერე 72-ე ფსალმუნიდან, თქვენ კი ალბათ გეგონათ, ბევრ თქვენთვის დღეს ცნობილ პიროვნებას ვახასიათებდი? არა, ეს სიტყვები, ჩემო შვილებო, დაიწერა თითქმის სამი ათასი წლის წინათ და ხედავთ, დღესაც იმავე ტიპის ადამიანთა სიმრავლეა, მაგრამ ნუ დაღონდებით, ისინი თავისი არსებობით გარკვეულ ფუნქციას ასრულებენ უფლის გრანდიოზულ ჩანაფიქრში და ღმერთი ძალიან მშვიდად მიმართავს მათ: "ვინც უსამართლონი ხართ, იყავით ჯერჯერობით უსამართლონი, ვინც უწმინდურობას სჩადით, გააგრძელეთ თქვენი უწმინდურობა. ნახეთ, მე მალე მოვალ და თითოეულისთვის თავისი ქმედებების სასყიდელი თან მომაქვს და მივაგებ ყოველს ვითარცა საქმენი მისნი იყოს" (გამოცხ. 22,11) და მაშინ მათი "საამაყო" ცხოვრება გაქრება იმ სიზმარივით, რომელიც გაღვიძებისას კაცს ავიწყდება. (ფს. 72. 20). მათ გულს ცნობს ღმერთი და რაც ასეთი ადამიანებისთვის ამაღლებულია, ის "საძაგელ არს წინაშე ღმრთისა". (ლუკა 16, 15). ასეთი ადამიანები არიან ყველგან: გაზეთების რედაქციებში, ტელევიზიაში, კინოსერიალებში, კინოფილმებში, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პოლიტიკურ ასპარეზზე. ისინი უარყოფენ ან უგულებელყოფენ ღმერთს, ქმნიან თავიანთი ბინძური მიზნების შესაბამის, ახალ-ახალ მოდურ იდეოლოგიებს, თელავენ უფლის მცნებებს, მათი მთავარი მიზანი არის ფული და ძალაუფლება, ისინი თამაშობენ თავად ღმერთს.

ალბათ მკითხავთ, მაინც რატომ უშვებს ღმერთი ასეთი მასშტაბებით მათ თარეშსო. რა ფუნქციას ასრულებენ ისინი? ღმერთმა დედამიწა სატანას დაუთმო საბატონოდ, რომ მისი რჩეული ხალხი მასთან ყოველდღიურ დაპირისპირებაში ყოველმხრივ გამოიწრთოს. თქვენ ალბათ მკითხავთ, რატომ აგდებს ღმერთი ასეთ მკაცრ განსაცდელში თავის რჩეულ და საყვარელ ხალხს და ისიც - მთელი ცხოვრების მანძილზე? გიპასუხებთ: ალბათ გაგიგონიათ ან საკუთარ თავზე გამოგიცდიათ, თუ როგორ სჯის ხოლმე დედა ან მამა შვილს რაიმე ცელქობისთვის, ხშირად კუთხეში აყენებს და ამას მხოლოდ და მხოლოდ იმ იმედით აკეთებს, რომ მისი საყვარელი შვილის ათი წუთით მკაცრად დასჯა მომავალში, როცა ის გაიზრდება, მას გაკვეთილად გამოადგება ცხოვრებაში - სულ ეცოდინება, რისთვისაც დაისაჯა, იმ დანაშაულის განმეორება არ შეიძლება. იმავეს უშვება ღმერთი თავის საყვარელ შვილებს, მას სჭირდება ამ ცხოვრებაში გამოწრთობილი წმინდა ადამიანები მარადიული ცხოვრებისათვის. ხოლო დრო, რომელიც უსასრულოდ დიდი გვეჩვენება (სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 75 წელია), ღვთისთვის წამია, ჩვენი ცხოვრება, მარადისობასთან შედარებით, ერთი ამოსუნთქვაა. ამიტომ ბოლომდე ღვთის ერთგულები უნდა დავრჩეთ, არ უნდა ვენდოთ ურწმუნო ადამიანებს. მოდით, ვნახოთ, რას ამბობს ამის შესახებ ყველაზე დიდი ქრისტიანი, წმინდა მოციქული პავლე: "წმინდათათვის ყველაფერი წმინდაა; ურწმუნოთათვის და ურჯულოთათვის არაფერია წმინდა, თვით მათი აზროვნება და სინდისიც კი უწმინდურია. ისინი იჩემებენ, თითქოს ღმერთს ცნობენ, სინამდვილეში კი თავიანთი საქმეებით უარყოფენ მას, საძაგელნი და ურჩნი არიან და არავითარი კეთილი საქმისთვის არ გამოდგებიან". ამიტომ წმინდა მოციქული ნათლად მოგვიწოდებს: "ნუ იქნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა! რა აქვთ საერთო სიმართლესა და უსჯულოებას? რა აქვთ საზიარო ნათელსა და ბნელს?" ამიტომ გთხოვთ, შვილებო, გემუდარებით, ნუ ენდობით ურწმუნო ადამიანებს, ნუ გაერევით მათში, ნუ იქონიებთ მათთან საქმეს.

***
კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს თქვენთვის, თუ ვის არ უნდა ენდოთ, მოდით, ჩამოვთვალოთ ისინი, ვისაც უნდა ენდოთ: თვალდახუჭული უნდა ენდოთ მშობლებს - დედას და მამას, რადგან მშობლის სიყვარული შვილისადმი აბსოლუტურია და ასეთად ღმერთის მიერ არის ადამიანში ჩადებული. ასევე შეგიძლიათ ენდოთ ერთმანეთს. ძმობა და ძმური სიყვარული უსათუთესი, ძალიან ამაღლებული გრძნობაა, ძმას ძმაზე ახლობელი არავინ ჰყავს. ნათქვამია, "ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო" ან "ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო". ძმისადმი სიყვარული და თანადგომა ძალიან ამშვენებს ადამიანს და დადებითად ახასიათებს მას. ყველა მეგობარი (განსაკუთრებული შემთხვევის გარდა) დროებითია, ხოლო ძმა სიკვდილამდე ძმის ნაწილად დარჩება, მასში იგივე გენია და იგივე სისხლი ჩქეფს. ის სანდოა! ამიტომ, ჩემო შვილებო, ენდეთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, მხარში ამოუდექით ერთმანეთს, დაიცავით ერთმანეთი, იამაყეთ ერთმანეთით, გაიტანეთ ერთმანეთი, თქვენ ერთმანეთის სიმდიდრე ხართ, მერწმუნეთ, დღეს თუ არა, ხვალ გაიგებთ ძმობის ფასს და რაც უფრო გეყვარებათ ერთმანეთი, მით უფრო მდიდარი იქნებით ცხოვრებაში, ერთად ვერავინ მოგერევათ, ცალ-ცალკე კი ნებისმიერი გაგტეხთ. ასევე უნდა ენდოთ ბებიებს და ბაბუებს, ახლო ნათესავებს, შეგიძლიათ ენდოთ ჭეშმარიტი რწმენით გამსჭვალულ ადამიანებს, მათთან იმეგობროთ, ამით მხოლოდ მოიგებთ. სად შეიძლება მათ შეხვდეთ და გაიცნოთ ისინი? მხოლოდ ეკლესიაში! მხოლოდ ტაძარში! სთხოვეთ დედას ან თქვენი რელიგიის, ისტორიის მასწავლებელს ან სხვა ვინმეს, რომ შაბათ საღამოს და კვირა დილას რომელიმე ახლომდებარე ეკლესიაში წაგიყვანონ, თქვენ იქ დაეწრებით ღვთისმსახურებას და იქვე შეგიძლიათ გაიცნოთ იქ მყოფი ადამიანები, თუ ხშირად ივლით, შეამჩნევთ მუდმივ მრევლს, შეგიძლიათ გაიცნოთ მღვდელი ან წინამძღვარი, ისინი ყურადღებით მოგისმენენ, გაგარკვევენ ღვთისმსახურების საკითხებში. დააკვირდით იქ მყოფ ადამიანებს, შეიძლება მათი ჩაცმულობა არ იყოს თვალშისაცემი და ეფექტიანი, მაგრამ, მერწმუნეთ, მათი შინაგანი ბუნება სუფთაა და მომხიბლავი. მორწმუნე ადამიანთა უპირველესი დამახასიათებელი ნიშანი მათი ღრმა ღვთისმოშიშებაა.

ადამიანები ეკლესიაში იმიტომ დადიან, რომ უნდათ, ამით ღვთისადმი ღრმა პატივისცემა გამოხატონ, ასევე უნდათ საკუთარი გულისტკივილი ვინმეს გაუზიარონ, ილოცონ და ეზიარონ, ამისთვის მათ ღმერთმა ყველა ეკლესიაში მიუჩინა მოძღვარი, მას უზიარებს ყველა თავის სატკივარს და სთხოვს შენდობას ჩადენილი ცოდვებისათვის, ეს ღვთის მადლით შემოსილი ღვთისმსახური უფლის სახელით, წმინდა სახარებასა და წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით ეხმარება მათ რჩევებით და დარიგებებით. თქვენც შეგიძლიათ გაიცნოთ მოძღვარი, მერწმუნეთ, ის ძალიან ყურადღებით მოეკიდება ყველა თქვენს პრობლემას და სატკივარს და შეიძლება თქვენი უფროსი მეგობარიც გახდეს, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ის უფლის წარმომადგენელია და მისგან ხელდასხმულია, ამიტომ მოწიწებით და პატივისცემით ესაუბრეთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat