ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში, არ მოკვდება უკუნისამდე
ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში, არ მოკვდება უკუნისამდე
სული, როგორც ღმერთის სუნთქვა, ზეცისაკენ ისწრაფვის
ადამიანი ორი საპირისპიროდ განსხვავებული ნაწილისაგან, მიწისაგან შექმნილი ნივთიერი სხეულისა და არამატერიალური სულისაგან შედგება , რომლებიც არსებობის კანონითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სხეული, რომელიც პირველად შეიქმნა, თუნდაც დროის უმცირეს მონაკვეთში, სულის გარეშე არსებობდა. როცა ადამიანმა ღვთისგან ბოძებული სიკეთე სათანადოდ ვერ დააფასა და ცოდვით დაცემის შემდეგ მისი სხეული ხრწნადობას დაექვემდებარა, მიწისგან შექმნილი არსება გარდაცვალების შემდეგ მიწადვე მიიქცევა, მარად უკვდავი სული კი, რომელიც მას ღმერთმა შთაბერა, კვლავ ღვთისაკენ მიილტვის, რადგან შეუძლებელია მისი სული მხოლოდ სხეულს ეკუთვნოდეს. "მე ორგვარი ბუნება მაქვს, - აღნიშნავდა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, - სხეული შექმნილია მიწისაგან და ამიტომ თვისობრივად მას ჰგავს; ხოლო სული, როგორც ღმერთის სუნთქვა, ზეცისაკენ ისწრაფვის, თუ სხეულს მისჯილი აქვს სიკვდილი, სულს არაფერი უშლის ხელს სხეულის გარეშე განაგრძოს თავისი არსებობა - მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდეს ღმერთს, რომელიც მან ადამიანს შთაბერა. მამათა განმარტებით, ხატება ღვთისა ჩვენს ბუნებასა და თვისებაშია, ხოლო მსგავსება - ადამიანის განვთარებასა და სრულყოფილებაში, ანუ ადამიანი ისეთივე სულიერი ნიშან-თვისებებით არის შექმნილი, როგორიც ღმერთს აქვს, ამიტომ მას მიეცა იმის უნარი და შესაძლებობა, სრულყოს და განავითაროს თავისი სულიერება, მიუახლოვდეს და მიემსგავსოს თავის შემოქმედს მუდმივი სრულყოფილების მისაღწევად. ამ შესაძლებლობაზე თავად მაცხოვარი მიგვითითებს: "მაშ, იყავით თქვენ სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი" (მათე 5,48). ასე რომ, თვით შემოქმედმა ჩადო ჩვენში მუდმივი სრულყოფილებისაკენ სწრაფვის უნარი და გვიჩვენა ამ სრულყოფილების უმაღლესი იდეალი.

თავის მხრივ ეს იდეალი ძალიან მაღალია ადამიანისათვის და მას ძალიან შორიდან აღიქვამს, მეორე მხრივ, ადამიანური შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია და ითრგუნება შინაგანი განცდებით და გარემოებათა ზემოქმედებით, მიწიერი ცხოვრება კი - ხანმოკლე. ნუთუ ღმერთმა ჩვენს ბუნებაში სრულყოფილებისაკენ სწრაფვის უნარი მხოლოდ იმიტომ ჩადო, რომ მთელი ცხოვრება მისკენ მივილტვოდეთ? - იმისათვის, რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეთ შემოქმედის უმაღლეს სიბრძნესთან, რომელმაც ასეთი ძალმოსილებითა და მოთხოვნილებებით შეგვქმნა? - ეს კითხვა ბევრ წმინდანს გასჩენია, თუმცა, მათივე განმარტებით, არ უნდა დავუშვათ, რომ მან წინასწარ არ გაგვამწესა კიდევ უფრო სხვა, უსასრულო ცხოვრებისათვის. ადამიანის სულზე მსჯელობისას მაკარი მეგვიპტელი ამბობს: ღმერთმა ჩვენს სულში ჩადო გონიერება, აზროვნება, ნებელობა. გონი - როგორც წინამძღოლი დანარჩენ ღირსებათა, რომელიც უდიდესი უნარით არის დაჯილდოებული. "მან მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა, შევიცანი ყოველივე, დაფარულიც და გაცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა. ე.ი. ფართოა და ღრმა გონებრივი შესაძლებლობანი, მაგრამ ამავე დროს, რამდენად შეზღუდული. ადამიანს შეცნობის ისეთი წყურვილი აქვს, რომ ის ჭეშმარიტების სფეროში უფრო და უფრო ისწრაფვის ახალი აღმოჩენებისაკენ, თვით ცნობილი ბრძენთა ბრძენნიც კი აღიარებენ, რომ ბევრი რამ არ იციან. ჰკითხეთ მას, ვისაც მთელი თავისი ცხოვრება მეცნიერებისათვის მიუძღვნია - გიპასუხებენ, რომ რაც უფრო მეტ ცოდნას იძენენ, მით უფრო ნათლად შეიგრძნობენ საკუთარ უსუსურობას ჯერ კიდევ შეუცნობელი საგნების განუსაზღვრელ სფეროში, ასე რომ, რაც უფრო იზრდება ცოდნა, მით უფრო ისწრაფვის ჩვენი გონება უმაღლესისა და სრულყოფილისაკენ. რა თქმა უნდა, ღმერთი უსასრულოდ ბრძენია: მას არ შეეძლო დაესაჩუქრებინა ადამიანი ცოდნის ასეთი წყურვილით და ამავდროულად არ ეძღვნა მისთვის სხვა სიცოცხლე, სადაც ის ამ წყურვილს დაიკმაყოფილებდა. ამას გარდა, ჩვენ ვხედავთ, რომ სიბერეში ადამიანს თანდათან ეკარგება ძალები და უნარ-შესაძლებლობები უსუსტდება. ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ წყვეტს კავშირს გარე სამყაროსთან და ხდება გულმავიწყი მის მიმართ, მაგრამ რაც უფრო სცილდება ის გარემოს, მით უფრო ღრმად შედის საკუთარ თავში, მით უფრო მეტად აკვირდება მას და გადააფასებს საკუთარ სიმდიდრეს - ნანახს, გაგონილს, წაკითხულს, ნაფიქრს. ასე რომ, გარეგნული ცხოვრების ჩაფერფვლის შემდგომ ადამიანი იწყებს შინაგანი, გონებრივი ცხოვრებით არსებობას, მწიფდება და მტკიცდება საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებში, რა თქმა უნდა, იმიტომ კი არა, რომ უფრო ამაღლებული იყოს მისი წასვლა ამ ქვეყნიდან, არამედ იმისათვის, რომ ის ემზადება ახალი ცხოვრებისთვის, სადაც თავისი შინაგანი წყობით გადავიდა და სადაც კიდევ უფრო მეტად დაიწყებს მომწიფებასა და განმტკიცებას.

"წმინდანები იყავით, რადგან წმინდა ვარ მე, უფალი თქვენი ღმერთი" (ლევ. 13,19), - ეუბნება ღმერთი ადამიანს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, "ვინაიდან მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცე" (იოანე 13,15), - თქვა ქრისტე მაცხოვარმა. აი, რამდენად განუზომელია ადამიანის მოღვაწეობისათვის ბოძებული უმაღლესი იდეალი. მიწიერზე ამაღლებით, სულს თავად შეუძლია განსაზღვროს წმინდა და კეთილი. თავისუფლად შეუძლია წარმატებით მიაღწიოს სათნოებას, ამაღლდეს სრულყოფილებიდან სრულყოფილებაში, მაგრამ ის ამავდროულად ძალზე შორსაა ღმერთის მიერ ჩვენს ბუნებაში ჩადებული და ჩვენი მოღვაწეობისათვის სახელმძღვანელოდ განკუთვნილი ზნეობრივი სრულყოფილებისაგან. კეთილგონიერი და ღვთისმოსავი ადამიანები ზნეობრივ ცხოვრებაში ყოველი წარმატების დროს ხვდებიან, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლიათ და ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. ისინი მუდმივად ისწრაფვიან თავისი ზნეობრივ-ეთიკური ღვაწლის სრულყოფილების მისაღწევად და არ წყვეტენ წინსვლას მაშინაც კი, როცა ყოველგვარი მიწიერი მზადაა მათ მისატოვებლად. ღმერთი სამართლიანია - მოგვცა სამართლიანობის, ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ სწრაფვის ნებელობა და რადგან ის ყოვლადსამართლიანია, ამ სწრაფვას ამაო სიკვდილით კი არ შეწყვეტდა, გააგრძელებდა მას სხვა ცხოვრებაში და ეს ასეცაა. მართალნი და წმინდანები, ვინც ღვთიურად ცხოვრობენ, საკუთარ თავში გრძნობენ ღმერთის სულის არსებობას და სუნთქვას, ტკბებიან კიდეც რაღაც სხვაგვარი, მიწიერისაგან სრულიად განსხვავებული სწორედ სულიერი და მარადიული ყოფით, პირიქით რომ ყოფილიყო და ჩვენი ცხორება მხოლოდ სიკვდილით დამთავრებულიყო, მაშინ რაღა საჭირო იქნებოდა ჩვენი სულიერი მოღვაწეობა, სინდისი, საკუთარი ქცევის განსჯა-შეფასება? როგორც მოციქული ბრძანებს, თვით წარმართებიც კი სიკეთის ქმნით სულს იმშვიდებენ, ისევე როგორც ბოროტის ქმნას განსჯიან (რომ. 2,15). წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენში ჩაბუდებული დაუღალავი მსაჯული არასოდეს არ ტყუვდება და არ ცდება, "დაე, - ამბობს იგი, - ცოდვილი სხვაგან დაიმალოს, მაგრამ ის ვერ დაემალება ამ მსაჯულს, პირიქით, ის მუდამ საკუთარ თავში ატარებს მას, რომელიც აწუხებს, ტანჯავს და არასოდეს ასვენებს... როგორც დაუღალავი ექიმი, ის არასოდეს წყვეტს თავის ექიმობას და რომც არ უსმენდნენ, მაინც არ მიატოვებს, აგრძელებს თავის ზრუნვას, მუდმივად ახსენებს იმ ცოდვას და არ ავიწყებს ცოდვილს თავის საქციელს". აბა, რად დაგვჭირდებოდა ასეთი მკაცრი მსაჯული, თუკი ჩვენი ცხოვრება დროებითი იქნებოდა და სამუდამოდ შეწყდებოდა, ცხოველურ მდგომარეობაში ეკეთებინა ბოროტება, მისცემოდა გრძნობიერ ტკბობას, არაფრისთვის გაეწია ანგარიში, არაფრისთვის ეცა პატივი, თუკი ყოველივე წარმავალი და უმომავლო იქნებოდა?! მაგრამ რაკი ადამიანისათვის ასე აუცილებელია ღვთისმოსაობა, რაკი ასე მკაცრია ჩვენი საქციელის შემფასებელი მსაჯული, ეტყობა ყველაფერი არ მთავრდება აქაური ცხოვრებით, ეტყობა, დგება როდესმე სხვა ცხოვრება, რომლისთვისაც ჩვენი აქაური ზნეობრივი განვითარება დაბალ, გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს მომავალი და სრულყოფილი სულიერი განვითარებისთვის.

დაბოლოს, ჩვენს გულს ნაბოძები აქვს უნარი - შეიგრძნოს განცხრომისაკენ ლტოლვითა და სხვადასხვა შთაბეჭდილებით მიღებული სიამოვნება-უსიამოვნებანი, მაგრამ რომელი მოკვდავი დამტკბარა უშფოთველი განცხრომით ამ ცხოვრებაში? ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი ცხოველი ტკბება მისთვის დამახასიათებელი განცხრომით და კმაყოფილია იმ მდგომარეობით, რაც მისთვის შემოქმედს დაუწესებია; თევზები კმაყოფილნი არიან თავიანთი მონაპოვრით წყალში, ჩიტები სილაღით ტკბებიან ჰაერში, ოთხფეხნი იმაზე მეტს არ ითხოვენ, რაც უფალს მიუცია მათთვის გამოსაკვებად, ერთადერთია ადამიანი, რომელიც არ კმაყოფილდება იმ დროებითი ძღვნით, რაც მისთვისაა განკუთვნილი. ჰკითხეთ მდიდარს, კმაყოფილია თუ არა ის თავისი მდგომარეობით და ნებისმიერი გიპასუხებთ - არა!.. სხვადახვა მოსალოდნელი საშიშროება უკარგავს მათ სიმშვიდეს და გარემოებანი აიძულებენ შფოთავდნენ და წუხდნენ, დედამიწაზე ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც არ სურდეს იცხოვროს უკეთესად და ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ ლტოლვა ადამიანს ბედნიერებას განაცდევინებს, რომელიც მას ცხოვრებისეულ უსიამოვნებათა და ყველაზე მეტად კეთილდღეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გადალახვაში ეხმარება, მაგრამ სათნოებანი იოლად, ძლიერი ვნებების გარეშე არ შეიძინება, მის მოპოვებას თან ახლავს დიდი მწუხარება და ცხოვრებისეული განსაცდელები; ავადმყოფობა, შიმშილი, ახლობლების დაკარგვა და ა.შ. ბოლოს კი თავად ჩვენი ყოფა, მისკენ დაუკმაყოფილებელი სწრაფვა და სხვა ცხოვრებისეული სიკეთეები, რომლებიც ადამიანს ნამდვილ სიამეს ჰგვრის და აღრმავებს განცხრომის სურვილს. მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ყოფითი სიტკბოების პირველი დაგემოვნება და როგორც კი ვიგრძნობთ მთელ მის სიტკბოებას, უფალი სიკვდილით გვიცვლის ამ საჩუქარს. ღმერთი უსამართლო იქნებოდა, რომ ადამიანისთვის სხვაგვარი ბედნიერება არ მიენიჭებინა და ადამიანიც, თავის მხრივ, მარტოოდენ მიწიერი ცხოვრებისათვის რომ იყოს შექმნილი, მართალი იქნებოდა საყვედური გამოეთქვა იმის გამო, რომ მასზე ნაკლებად იზრუნეს, ან ყველაფერი უნდა ებოძებინათ მისთვის, რაც მიწიერ ცხოვრებაში სრული კეთილდღეობისათვისაა საჭირო, ან არადა არ უნდა შთაენერგა მისთვის სწრაფვა ისეთი განცხრომისაკენ, რომელსაც ვერ დაიკმაყოფილებდა. ღმერთი უსასრულოდ კეთილია და მას არ შეეძლო ასეთი დაუკმაყოფილებელი წყურვილი მოეცა ჩვენთვის ისე, რომ არ შეექმნა სხვა ცხოვრება, სადაც მას დავიკმაყოფილებდით.

წმინდა მამები გამოწვლილვით განიხილავენ ადამიანის ყველა უნარსა და შესაძლებლობას, რათა ვირწმუნოთ მთავარი - რისთვის მოვიდა ის ამქვეყნად და გარდაცვალების შემდეგ განაგრძობს თუ არა მისი სული ახალ სიცოცხლეს მარადიულობაში?

აქაურ ცხოვრებაში მუდმივად ვაწყდებით ისეთ მოვლენებს, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ ადამიანი სრულიადაც არ არის შექმნილი განცხრომისათვის, სინამდვილეში ჩვენ ხომ მუდმივად ვგრძნობთ, როგორ იდევნება სათნოება და როგორ ზეიმობს მანკიერება. სადაა აქ ნეტარება? და განა სამართლიანია ღმერთი, რომ აჯილდოებს მათ, ვისაც უნდა სჯიდეს და სჯის მათ, ვისაც უნდა ასაჩუქრებდეს? სამართლიანობა მოითხოვს, რომ ადამიანის ზნეობრიობას და ნეტარებას შორის სრული შესატყვისობა იყოს, ანუ სათნო ადამიანები ნეტარებდნენ, ბოროტები კი ისჯებოდნენ, მაგრამ ამ ცხოვრებაში ჩვენ ვერ ვხედავთ ზნეობრიობისა და ნეტარების ასეთ შესაბამისობას. ცხოვრება რომ სიკვდილით მთავრდებოდეს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ღმერთს დამნაშავედ ჩავთვლიდით, მაგრამ უფალი უსასრულოდ სამართლიანია. თუ შემოქმედს გონებითა და საღი აზრით შევხედავთ, ჩვენ ვერაფრით ვერ ვიფიქრებთ, რომ სხვა ცხოვრება არ არსებობს, სადაც ზეციური მართლმსაჯული თითოეულს თავის კუთვნილს მიაგებს. აუცილებელია საიქიო ცხოვრება, აუცილებელია უკვდავება იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს განახორციელოს მასზე დაკისრებული ზნეობრივი კანონი და სამაგიეროდ, დამსახურებულად მიიღოს საზღაური თავისი ცხოვრებისათვის, ამქვეყნიურ ცხოვრებაში კი ღმერთი თავისი ბრძნული ჩანაფიქრით სათნო და ზნეობრივი ადამიანებისთვის იმიტომ უშვებს მრავალ უბედურებას, რომ მათ მწუხარებითა და ხელმოკლეობით მეტი და მეტი სიკეთე ჩაიდინონ, განიწმინდონ ცოდვითი მიდრეკილებებისა და ცუდი თვისებებისგან ისევე, როგორც ოქრო იწმინდება ცეცხლში, თავისი სათნოებისათვის სამაგიეროს კი ისინი სრულად მიიღებენ მომავალ, მარადიულ სამყოფელში: "ნეტარ არიან მგლოვარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშინისცემულ იქნებიან" (მათე 5,4), - აღგვითქვამს უფალი, ასევე ღმერთი უზნეო ადამიანებზე უშვებს ბედნიერებით ტკბობას და მოთმინებით ელის მათ გამოსწორებას და თუ ისინი არ გამოსწორდებიან, საიქიო ცხოვრებაში თავისი მართლმსაჯულებით განსჯის მათ.

ჩვენი ბუნება დაჯილდოებულია სრულყოფილებისკენ სწრაფვის უნარით, მაგრამ ვინც ამქვეყნად ვერ ასწრებს ამას, ქვეცნობიერად ითხოვს სხვა მომავალ საიქიო ცხოვრებას და გრძნობს, რომ ის როდესმე დადგება. აქაური ცხოვრება სხვა არა არის რა, თუ არა მოსამზადებელი საფეხური. ამქვეყნიურ და საიქიო ცხოვრებაზე მსჯელობისას ეკლესიის წმინდა მამებს მოჰყავთ შესაფერისი მაგალითი, სახელდობრ, ჯერ კიდევ დედის საშოში ყოფნისას ადამიანს უკვე მზად აქვს ყველა გრძნობა გარე სამყაროსგან შთაბეჭდილების მისაღებად, მაგრამ ყველა ეს გრძნობა ჯერ კიდევ ვერ მოსულა მოქმედებაში და თითქოს არც არსებობსო, ამიტომაც ძნელია ნაყოფის განვითარებას ცხოვრება დაერქვას, მაგრამ როგორც კი გაჩნდება ადამიანი, მაშინვე იღვიძებს შეგრძნებები, ის ყოველ საათს, ყოველდღიურად, ყოველწლიურად ვითარდება და სრულქმნილი ხდება, თუმცა ის აქ ვერ აღწევს განვითარების იმ დონეს, რისი უნარიც ბუნებით შესწევს; ვერც თავისი შესაძლებლობები აძლევს მას იმას, რასაც უნდა აძლევდეს და რასაც ის სიკვდილის შემდეგ მიიღებს. მამათა განმარტებით, ამქვეყნიური ცხოვრება, საიქიო ცხოვრებასთან შედარებით, წარმოადგენს იმას, რასაც დედის საშოში მყოფი ჩვილი წარმოადგენს დამოუკიდებელ ცხოვრებაში მყოფ ადამიანთან შედარებით, იქ კი - საიქიოში, ნამდვილად იწყება ადამიანის ჭეშმარიტი ცხოვრება, ისეთი ღვთიური, როგორისთვისაც არის იგი გაჩენილი. როდესაც ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ ხრწნადი სამოსელისაგან განთავისუფლდება, უმალ მიილტვის დაუსრულებელი სრულყოფილებისკენ. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს: "შემოქმედმა ჩვენ იმიტომ კი არ შეგვქმნა, რომ დედის საშოში ჩანასახად დავრჩეთ სამუდამოდ, ბუნების მიზანი ის კი არ არის, რომ დედის სხეულიდან გამოსულნი მარად ბავშვობაში დავრჩეთ, ან სხვა რომელიმე ასაკში. ყველა ცვლილება ჩვენი ყოფისა მხოლოდ ნაწილია იმ გზისა, რომლითაც მივდივართ; მთავარი მიზანი ჩვენი მოგზაურობისა ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ისაა, რომ მივაღწიოთ ჩვენს უძველეს პირველყოფილ მდგომარეობას, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა ჩვენი მსგავსება ღმერთთან", ასე რომ, ეჭვგარეშეა ჩვენი სულის უკვდავება და საიქიო ცხოვრება, ხოლო მარადისობის საფუძველი - თავად ღმერთშია, მარტოოდენ ის ერთადერთია უკვდავი და მიუწვდომელ სამყაროში მყოფი - დანარჩენი ქმნილებანი კი, ანგელოზები, მთავარანგელოზები, წმინდანები და ყველა ღვთიური ძალა - ბიწიერნი თუ უბიწონი - ამ უკვდავებას ჩვენი მხსნელის იესო ქრისტეს წყალობით იღებენ, რომელიც მოგვიწოდებს: "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვისაც სწამს ჩემი, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და ვისაც სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე (იოანე 11.25,26). თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი, არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან... და თქვენ... მიხილავთ, ვინაიდან ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ". ქრისტეს მოციქული დაინახავს რა ქრისტეში ჩვენი უკვდავების საწინდარს, აღტაცებით წარმოთქვამს: "თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს სასოებით, კაცთა შორის უსაწყალოესნი ვართ... ამაოა ჩვენი ქადაგება და ამაოა თქვენი რწმენაც" (კორ. 15,14,19).

წიგნიდან: "მომავალი საიქიო ცხოვრება წმინდა წერილისა და
წმინდა მამათა სწავლების მიხედვით"


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat