"სიბრძნე არის ღვთისმოშიშება, ხოლო ღვთის მცნებათა დაცვა - გონიერება"
"სიბრძნე არის ღვთისმოშიშება, ხოლო ღვთის მცნებათა დაცვა - გონიერება"
"მოგესალმებით დიდი სიყვარულით თქვენი მამა. აი, უკვე მესამე წერილს გწერთ, თუმცა ჯერ არ ვიცი თქვენი რეაქცია პირველ ორზე, გაგიხარდათ, მოგექონათ, თუ საერთოდ გადააგდეთ, მაგრამ მე მაინც გწერთ, რომც გავიგო ჩემი წერილებისადმი თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან სხვაგვარად არ შემიძლია. თქვენდამი უსაზღვრო სიყვარული თქვენდამი ჩუმად ყოფნის უფლებას არ მაძლევს, თუმცა, გარწმუნებთ, ჩემს საქმეს დუმილი ბევრად აჯობებდა. ზოია ბებიამ მომწერა, რომ ჯანმრთელად ხართ, მაგრამ ასევე მაცნობა, ბექა სუსტად არისო. ჩემო ბიჭუნა, შენ, მართალია, არასოდეს არ იყავი დიდი მჭამელი, მაგრამ მაინც უნდა შეეცადო, ცოტა ჭამას მოუმატო, შენი სხეული ახლა ყალიბდება და კვებაზე ბევრია დამოკიდებული: თუ კარგად ჭამ, იქნები მაღალი, ლამაზი, კუნთმაგარი და ძლიერი ვაჟკაცი, თუ სუსტად ჭამ, იქნები ჩია, გალეული, სუსტი და ავადმყოფი. ამიტომ, რომც არ გსიამოვნებდეს, თავს ძალა დაატანე და ბევრი ჭამე, ჩემო ლამაზო ბიჭო, ეს ჩემი პირადი თხოვნაა და როცა ჭამა დაგეზაროს, გამიხსენე მე და გაიხსენე ჩემი თხოვნა. ჭამის წინ აუცილებლად ილოცე. თქვი "მამაო ჩვენო" და მადლობა შესწირე უფალს და ნახავ, საჭმლისადმი შენი დამოკიდებულებაც შეიცვლება და მადაც მოგივა.

ორივეს დაბეჯითებით გთხოვთ, ჩემო ბექა, ჩემო დაჩი, მომწერეთ საკუთარი ხელით, თუ როგორ ხართ, რას საქმიანობთ და როგორ მიდის სწავლის საქმეები. თქვენი წერილები ზოია ბებიას მიეცით და გამომიგზავნის. გარწმუნებთ, მათ ჩემს მეტი არავინ წაიკითხავს, ამიტომ შეგიძლიათ, ყველა საიდუმლო გამანდოთ, თუ რაიმე პრობლემა გაქვთ სწავლაში ან პირად ცხოვრებაში, თუ რაიმე რჩევა გჭირდებათ: შეძლებისდაგვარად შევეცდები, გიპასუხოთ.

ახლა გადავალ ამ წერილის თემაზე. მინდა გესაუბროთ სწავლა-განათლების რაობაზე, მიზანზე, საშუალებებზე. ვფიქრობ, ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან თქვენი მომავალი ცხოვრება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ახლა სწავლისადმი, სწორი და გარკვეული პოზიცია თქვენი მომავალი წარმატებების ერთგვარი საფუძველი არის.

პირველ რიგში დასვით კითხვა: რა არის სწავლის მიზანი და რა საჭიროა განათლება? სწავლა-განათლების მიზანი არის წარმატება, წარმატებული ცხოვრება. ისმება კითხვა: კი მაგრამ, რა არის წარმატება? ეს არის საზოგადოებრივ იერარქიაში რაც შეიძლება მაღალი საფეხურის მიღწევა, რაც შეიძლება მეტი ქონების დაგროვება, პირადი ბედნიერების უზრუნველყოფა, ავტორიტეტის და სახელის მოხვეჭა და ხანგრძლივი, ჯანმრთელი სიცოცხლის უზრუნველყოფა. ვინც ყველაფერ ამას აღწევს, საზოგადოებაში ნიჭიერ და ჭკვიან ადამიანად აღიქმება და საკმაო ავტორიტეტითაც სარგებლობს, თუნდაც ამ წარმატების მისაღწევად, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი ცოდვაც ჩაიდინოს, ამ ადამიანთა აზრით, "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ". ადამიანთა მეორე, მცირე ნაწილი და მათ შორის მეც, ვთვლით, რომ ჭეშმარიტი წარმატება არის საკუთარი სულის გადარჩენა და ღვთის სადიდებლად ცხოვრება, ჩვენ გვწამს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება დროებითია და მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია მარადიულ ცხოვრებაში გადასასვლელად, ამიტომ, როგორც წმინდა მამა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს: "ამსოფლიური საქმენი კაცმა ისე უნდა დაიწყოს, რომ ყოველივე ერთ უმაღლეს საქმეს - სულის ცხონებას ემსახურებოდეს". ღვთის სიტყვა - ბიბლია გვეუბნება: "სიბრძნე არის ღვთისმოშიშება, ხოლო ღვთის მცნებათა დაცვა - გონიერება". ჩემო შვილებო, ეს არ არის უბრალო ლიტონი სიტყვა, არც ლამაზი ფრაზაა მხოლოდ, აქ არის მოცემული ჭეშმარიტი წარმატების ფორმულა - ადამიანები დასაბამიდან ოცნებობდნენ ჩამოეყალიბებინათ ამქვეყნიური წარმატების ფორმულა, მაგრამ უშედეგოდ; იმიტომ, რომ ისინი ერთ გადამწყვეტ შეცდომას უშვებდნენ - უგულებელყოფდნენ წარმატების ერთადერთ გარანტს - ღმერთს და ყველაფერს ადამიანთა შესაძლებლობებზე აგებდნენ. ღმერთი კი გვეუბნება: "მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, რომელიც გასწავლი, რაც შენ გჭირდება და რომელიც წარგიძღვები შენს სავალ გზაზე. ნეტავ, მოგესმინა ჩემი მცნებები! შენი ბედნიერება იქნებოდა როგორც მდინარე, შენი კეთილდღეობა - როგორც ზღვის ტალღა" (ესაია 48,17-18). დიახ, ჩემო შილებო, ვინც ღმერთს ენდობა, ვისაც მისი სიყვარული ბავშვობიდან გულში აქვს, ის ღვთის ნებიერი და მადლცხებულია, მისთვის არ არის დაფარული არავითარი სიბრძნე - არც ამქვეყნიური და არც ღვთიური, ღმერთი ხარობს და ამაყობს მისით და მზად არის ნებისმიერი თანადგომისათვის. ასეთი თანადგომის მაგალითია ბიბლიური მეფე დავითის ისტორია: ღმერთმა დავითი, ღვთისადმი მისი უანგარო რწმენის და თავდადებული სიყვარულის გამო, ყმაწვილკაცობიდან თავისი განსაკუთრებული მადლის ქვეშ მოაქცია, მისცა სიბრძნე და გონიერება, მწყემსი ბიჭი მეფედ აღამაღლა, ხალხთა მსაჯულად და წინასწარმეტყველად აქცია. აი, რას წერს მადლიერი დავითი ამის შესახებ: "როგორ შევიყვარე სჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა ვფიქრობ მასზე. შენი მცნებები ჩემს მტრებზე უფრო ბრძნად მაქცევენ, რადგან მარად ჩემთან არიან. მე გავხდი უფრო ჭკვიანი, ვიდრე ყველა ჩემი მასწავლებელი, რადგან შენს მცნებებს მივყევი, უფრო გონიერი გავხდი, ვიდრე მოხუცნი". აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ღვთის მოძიებას და ღვთის მცნებების დაცვას. ისინი ადამიანს კეთილგონიერებას ანიჭებენ, გონების თვალს სიბრმავეს აშორებენ და ნებისმიერი ასაკის ადამიანს ბრძენად აქცევენ, ისე რომ, ის მზად არის ყოველგვარი სიძნელის დასაძლევად. სულ სხვაა ადამიანი ურწმუნო, ის უგულებელყოფს ღმერთს და ნებისმიერი გზით, უმრავლეს შემთხვევაში სხვა ადამიანების ხარჯზე, ცდილობს ამქვეყნიური წარმატების მიღწევას, მისთვის წარმატება მისი დაკმაყოფილებული სიხარბის შესაბამისია და რადგან ადამიანის სიხარბეს საზღვარი არა აქვს, წარმატება არასოდეს კმარა, სულ მეტი და მეტი უნდა და ამ რბოლაში ავიწყდება არა მარტო ღმერთი და მოყვასნი, არამედ საკუთარი სულიც და მიექანება პირდაპირ ჯოჯოხეთში, ავიწყდება, რომ სიკვდილის მერე თან ვერაფერს წაიღებს - შიშველი დაიბადა და შიშველი წავა ამ ქვეყნიდან. ჩემო საყვარელო შვილებო, მართალია, საზოგადოება, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ასეთი ხარბი ეგოისტების რეკლამას ეწევა, მაგრამ მე იმედი მაქვს, თქვენ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და ღვთის სიყვარულის გზას არჩევთ, შორს დაიჭერთ თავს ასეთი ადამიანებისგან, მიენდობით უფალს, თქვენი ცხოვრების წარმატებად ღვთის და ადამიანების სამსახურს ჩათვლით, მაშინ ღმერთი არ მოგაშორებთ თავის მადლს და მზრუნველობას და თუნდაც თქვენს მიწიერ ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებულ საზოგადოებრივ მდგომარეობას ან გადამეტებულ მატერიალურ კეთილდღეობას ვერ მიაღწიოთ, სამაგიეროდ, გარანტირებული იქნება თქვენი წარმატება მარადისობის კარიბჭესთან. თუმცა მე პირადად ღრმად მწამს, რომ ღვთის სიყვარულით ანთებული, ღვთისმოშიში და ღვთის მცნებების დამცველი კაცი, როგორც ბიბლიური მეფე დავითი, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც აუცილებლად წარემატება. ყველაფერი ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ჭეშმარიტი წარმატება მარადისობისათვის სწავლა-განათლებაა, მისი მიზანი კი ამ წარმატების რეალიზაციაა. აი, მე გაგაცანით სწავლა-განათლების ორი მიზანი, ორი გზა, ორი მისწრაფება, თქვენ რომელ გზას აირჩევთ, თქვენი ნებაა, უფალი თქვენს არჩევანში სრულ თავისუფლებას განიჭებთ, მე სანამ ცოცხალი ვარ, ღმერთს შევევედრები, რომ თქვენზე გადმოაფრქვიოს თავისი მადლი და ჭეშმარიტების გზაზე დაგაყენოთ. დიდება შენს ნებას, ღმერთო, იყავნ ნება შენი!

***
ის, რასაც ამის შემდეგ დავწერ, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ, ამიტომ გთხოვთ, გულისყურით წაიკითხოთ და გაითვალისწინოთ.

პირველ რიგში, გავარკვიოთ, თუ რა უნდა ვისწავლოთ. უკვე არ იქნება თქვენთვის მოულოდნელობა, თუ გეტყვით: უპირველესად უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვა, ღვთის მცნებანი, ღვთის კანონები. ბიბლია ადამიანს ამომწურავ ინფორმაციას აძლევს ღმერთზე როგორც უბრძნეს, უძლიერეს, უსამართლიანეს და ყოვლადმოყვარე ცოცხალ არსებაზე. საწყალობელი და უბედურია ის ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ წაუკითხავს ეს წიგნი, უფრო სწორად წიგნების კრებული, ისინი, როგორც მოციქული პავლე ამბობს: "ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღვრებლად არს და სამხილებლად და განსამართლებლად და სასწავლებლად სიმართლისა, რათა ღმრთის მორწმუნე კაცი გამზადებული იყოს ყოველი კეთილი საქმისათვის" (2 ტიმ. 3,16). ბიბლიური მეფე დავითი კი წერს: "სჯული უფლისა უბიწო არს და მოაქცევს სულთა, კანონები უფლისანი სარწმუნო არიან და უცოდინარს გონიერებას ანიჭებენ, სიმართლენი უფლისანი სრულყოფილნი არიან და ახარებენ გულთა, მცნება უფლისა ბრწყინვალე არის, განმანათლებელი თვალთა" (ფს. 18,7). უფალზე - იესო ქრისტეზე, მის მცნებებსა და კანონებზე შემდგომ წერილში ვისაუბრებთ ამომწურავად, აქ კი ერთი გადამწყვეტი რჩევით დავკმაყოფილდები - იკითხეთ ბიბლია, იკითხეთ სახარება, რომც ვერ გაიგოთ რაიმე, იკითხეთ, როგორც წყლის სმაა აუცილებელი ადამიანის სხეულისათვის, ასევე ღვთის სიტყვის შემეცნება აუცილებელია ადამიანის სულისათვის. იკითხეთ ნდობით და სიყვარულით. როდესაც მე პირველად გადავწყვიტე ბიბლიის წაკითხვა, თან ერთი რვეული დავიდევი გვერდით, რომ კითხვის დროს წამოჭრილი ყველა კითხვა ჩამეწერა, სანამ წიგნი ბოლომდე წავიკითხე, ეს რვეული სულ ავავსე შეკითხვებით და იცით, რატომ? მე მას არ ვენდობოდი, არ მწამდა და არ მჯეროდა მისი, მაგრამ ამ წიგნის ღვთიური ძალა ისეთია, რომ მეორე და მესამე წაკითხვაზე გაცილებით ნაკლები შეკითხვა, გამიჩნდა, პარალელურად ჩემი რწმენა და ნდობა მატულობდა და როცა მეექვსედ ვკითხულობდი, უკვე არავითარი კითხვა აღარ მქონდა, მხოლოდ უსაზღვრო ნდობა და რწმენა უფლისადმი. ერთი ჩემი გერმანელი მეგობარი თავის მეგობრებთან ერთად სტუმრად იყო ერთ-ერთ ამხანაგთან, რათა ამ უკანასკნელის ცუდი საქციელი გაერჩიათ. საუბარში ამ ამხანაგის ბევრი ნაკლოვანება და ცუდი თვისება დასახელდა თურმე, უცებ საიდანღაც გამოვარდა ამ ამხანაგის რვა წლის ბიჭუნა, რომელიც ყველაფერს ისმენდა და სტუმრებს დაუყვირა გაბრაზებულმა: "ეს თქვენ ხართ ცუდი ბიძიები, ჩემი მამიკო კი, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველაფერს სასიკეთოდ დაამთავრებსო". აი, ასეთი აბსოლუტური ნდობა თუ გვექნება ჩვენი ზეციური მამისადმი, მაშინ ეს გენიალური წიგნი - ბიბლია სრულიად გასაგები და ადვილად აღსაქმელი გახდება.

ასევე ისწავლეთ ამქვეყნიური მეცნიერებანი - ბუნებისმეტყველების, ჰუმანიტარული საგნები. ურჯულო ადამიანები თვლიან, რომ ჩვენ, მორწმუნე ადამიანები, სრულიად უარვყოფთ მეცნიერულ შეხედულებებს და მცნებებს, თითქოს ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ მეცნიერული კვლევისა და საერთოდ მეცნიერების არსებობისა, მხოლოდ ცრუწმენების და სასწაულების გვჯერა და ორი ათასი წლით ჩამოვრჩებით კაცობრიობის განვითარებას. პირდაპირ გეტყვით, ჩემო კარგებო, ეს მტკნარი სიცრუეა, ქრისტიანთა დისკრედიტაციისათვის არის სატანის მიერ შეთხზული და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ რწმენასთან. პირიქით, ჩვენ, ქრისტიანებს, გვწამს, რომ მეცნიერება - მოძღვრება ბუნების კანონთა შესახებ და რელიგია - მოძღვრება ღმერთის შესახებ არიან, როგორც იტყვიან, ერთი მედლის ორი მხარე - პირველი სწავლობს ღვთის შემოქმედების ნაყოფს, მატერიალურ სამყაროს, მეორე კი თავად ღვთის არსს, სულიერ სამყაროს. ჩვენ გვწამს, რომ ე.წ. ბუნების კანონები, რომლებსაც მეცნიერება შეისწავლის, უმაღლესი გონის - ღმერთის მიერ არიან შექმნილნი და სრულიადაც არ უარვყოფთ მათ არსებობას. აი, რას ამბობს ამის შესახებ მოციქული პავლე: "მეცნიერება იგი ღმერთისა ცხადი არს მათ (ადამიანთა) შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ, რამეთუ უხილავი იგი მისი (ბუნების კანონები) ქვეყნიერების შექმნიდან მის (ღმერთის) მიერ შექმნილის (სამყაროს) გონებრივი დაკვირვებით აღიქმების (ადამიანთა მიერ)" (რომ. 1. 19). "ბუნების" კანონები რომ ღმერთმა შექმნა, ამის შესახებ წმინდა წიგნი - ბიბლია ცალსახოვნად მიგვანიშნებს. "როცა ღმერთმა დასაწყისში ყველაფერი შექმნა და ყველაფერს არსებობისათვის კანონები მისცა, მაშინვე მან მათი ამოცანანი და ძლევამოსილების სფერონი მკაცრად განსაზღვრა ყველა დროისათვის". ხედავთ, ის ფაქტი, რომ ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო კანონებს ექვემდებარება, ჩვენთვის, ქრიატიანებისთვის იმთავითვე, "ორი ათასი წლის წინ", უკვე ცნობილი იყო. ჩვენი მოწინააღმდეგენი მაინც გვეკამათებიან და გვეუბნებიან: თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ წერია ბიბლიაში გარკვეულად თუნდაც ერთი ფიზიკის კანონი ან ქიმიური რეაქცია ან მათემატიკური განტოლება და რატომ გახდა საჭირო ყველაფრის აღმოჩენაო? სწორედ ესაა ღვთის ჩანაფიქრის მთელი სიდიადე, რომ ადამიანებს ყველაფერი თანდათან უნდა აღმოეჩინათ, დიახ, აღმოეჩინათ! და არა შეექმნათ! არც ერთი კანონი და საერთოდ არაფერი, რასაც მეცნიერება სწავლობს, არ შეუქმნია ადამიანს, ის იყო და როგორც ბიბლია გვამცნობს, ის იყო ღვთის მიერ შექმნილი, ხოლო ადამიანმა ის ნელ-ნელა აღმოაჩინა და კიდევ ბევრს აღმოაჩენს. მეტიც, ხშირად წმინდა წიგნი იყო ინსპირატორი ამა თუ იმ აღმოჩენის განხორციელებისა.

თუ ჩვენ, ქრისტიანები, ვაღიარებთ, რომ სამყარო იმართება ღვთის მიერ შექმნილი მკაცრად განსაზღვრული კანონებით, მაშინ რითი აიხსნება, რომ ჩვენ ქრისტიანებს სასწაულების გვჯერა? ამის ახსნა უბრალოდ შეიძლება: არასოდეს არც ერთ ქრისტიან მოძღვარს არ უქადაგია, რომ სასწაული კანონზომიერებაა, კანონია, პირიქით, სასწაული იმიტომ ჰქვია, რომ არსებული კანონებიდან გამორჩეული მოვლენაა, მისი აღიარება სულაც არ ნიშნავს "ბუნების" კანონთა უარყოფას, პირიქით, ჩვენ გვწამს, რომ არსებობენ მკაცრად განსაზღვრული კანონები, ხოლო სასწაული - ეს იშვიათი გამონაკლისია - ღვთის განსაკუთრებული ნებაა, ის უიშვიათეს შემთხვევაში ხდება და ასეთი გამონაკლისის მიზეზი თავად უფალმა, იესო ქრისტემ დაასახელა, როცა ბრმას სასწაულებრივად თვალი აუხილა. როგორც ხედავთ, შვილებო, სასწაული ღვთის უზენაესი ნებით ხდება და "ბუნების" კანონებისაგან უიშვიათესი გამონაკლისია და ამ წმინდა საიდუმლოს არაფერი აქვს საერთო ზღაპრებში აღწერილ საოცრებებთან. ალბათ, თქვენ, ბავშვებს, ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ უმჯობესია ამთავითვე სიმართლე იცოდეთ: არავითარი ზღაპრული საოცრებანი, ჯადოსნობანი, ჯადოქრობანი არ არსებობენ, არავითარი ჯადოქრები, კეთილი ფერიები და ჯინები არ არსებობენ, არავითარი უჩინმაჩინის ქუდები, ჯადოსნური ჯოხები და მფრინავი ხალიჩები არ არსებობენ. ეს ყველაფერი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია და არაფერი აქვს საერთო ღვთის მიერ შექმნილ რეალობასთან - სამყაროსთან - აქ მეფობენ მკაცრად განსაზღვრული კანონები, მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევაში, ღვთის განსაკუთრებული ნებით ხდება სასწაულები, მაგრამ ეს უზენაესი საიდუმლო მხოლოდ გამონაკლისი მოვლენაა და ნეტარია ადამიანი, ვისთვისაც ან ვისზეც ასეთი სასწაული განხორციელდება, ასეთი ადამიანები მილიონებიდან ერთნი იბადებიან. სხვა ყველა დანარჩენი ვემორჩილებით ე.წ. ბუნების კანონებს, რომელთა ავტორი თავად უფალია!"

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat