ბევრი სითბოს დამტევია სიტყვა - "შინ"
ბევრი სითბოს დამტევია სიტყვა - "შინ"
ბევრი სითბოს დამტევია სიტყვა - "შინ". ალბათ ასეა სხვა ენებშიც, რადგან სამშობლო ყველასთვის საყვარელია, გარდა გადაგვარებული, გაკოსმოპოლიტირებული კაცისა. როცა სამშობლოსადმი ქართველების განსაკუთრებულ სიყვარულს უსვამენ ხაზს, ცოტა არ იყოს, ეჭვი მიპყრობს. ამის საფუძველი მიტოვებული საქართველოს ბოლოდროინდელი მდგომარეობაა.

ნელი (62 წლის): - 15 წლის წინ წავედი ამერიკაში. საშველი არ გვქონდა. ქმარი და ბიჭები ხან მშენებლობაზე მუშაობდნენ, ხან დღიურ მუშებად, სოფელში მიწასაც ვამუშავებდით, მაგრამ შიმშილის ზღვარზე ვიყავით. ჩემთვის კვირა ეკლესიის გარეშე არ გათენებულა, ეს იყო ჩემი პური არსობისა და იმედი. უცხოეთში გადასვლაზე ფიქრი რომ დავიწყე, უპირველესად იმის გააზრება მიკლავდა გულს, რომ ეკლესიას მოვაკლდებოდი. ღამეებს ტირილით ვათენებდი, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა. წავედი და აგერ ამდენი ხანია, უკან ვერ დავბრუნდი, რადგან საქართველოში კვლავ ძნელია მოიპოვო ადამიანური ცხოვრების უფლება. ისიც არ ვიცი, მეღირსება თუ არა სამშობლოში სიკვდილი, შვილებისა და შვილიშვილების ნახვას რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის დაკარგულია შინისაკენ სვლის იმედი, აქ ფული კი არ არის შუაში, არამედ არსებობის, ადამიანური ცხოვრების უფლება რომ წაგვერთვა, ის.

ზურაბი (55 წლის): - გაჭირვება ბევრ რამეს განაპირობებს და აზრსაც შეუცვლის ადამიანს. მეც, რომ იტყვიან, გავვარდი საქართველოდან. ბელგიაში ვმუშაობდი, ჩასვლისთანავე ვიშოვე სამუშაო სამშენებლო ქარხანაში, ე.წ. შავად მიმიღეს. ხელფასი 500 დოლარამდე მქონდა, მართალია, ძალიან ცოტა იყო, მაგრამ თავი მილიონერი მეგონა, 300 დოლარს შინ ვგზავნიდი და 200 მრჩებოდა. მეც მყოფნიდა და ჩემს ოჯახსაც. 6 თვით ვიყავი წასული, აქსედან 3 თვე ისე გავატარე, არაფერი გამიგია, "ნირვანაში" ვიყავი - გაკვირვებული და გაოგნებული. ნელ-ნელა გამოვედი ბურუსიდან და ყველაფერი აქაური მომენატრა. ამას მონატრებაც არ ერქვა, ეს იყო მწველი სურვილი შინ დაბრუნებისა. არც ფული მინდოდა, არც საჭმელ-სასმელი და იმ მთებს გავყურებდი, თბილისს რომ მაგონებდა. აქ რომ ჩამოვედი, თავიდან ყველაფერს ვუძლებდი, მერე ისევ დავაპირე წასვლა და მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ დავბრუნდი. შიმშილი, უსამართლობა და სიღატაკე ძნელია და ზოგჯერ სამშობლოს სიყვარულსაც გულში იკლავ. ისე, ჩვენ გვჩვევია ლაპარაკი ქართველთა განსაკუთრებულ ნოსტალგიაზე, თუმცა ჩემთან ლიბანელები მუშაობდნენ და ისინიც ისევე ნატრობდნენ თავიანთ ქვეყანაში ყოფნას, როგორც მე. იდეალური მდგომარეობაა, როცა შენს ქვეყანაში ხარ, გაქვს სამუშაო, ოჯახის რჩენის საშუალება, მაგრამ ეტყობა, სულ ქართველები უნდა ვიყოთ ტანჯვაში. სამშობლო ღმერთთან სიახლოვის საშუალებაა, ხორციელის გარდა, სულიერიც გჭირდება ადამიანს და როცა ვერ შედიხარ ეკლესიაში, ვერ ისმენ წირვა-ლოცვას და ვერ ამბობ აღსარებას, სული გიმძიმდება. სამშობლოში რომ დავბრუნდი, გათენდა თუ არა, ეკლესიაში გავვარდი და თავი უძღებ შვილად ვიგრძენი. სუნიც კი მსიამოვნებდა ეკლესიის...

გიორგი (38 წლის): - ხანდახან ადამიანს სულიერი კრიზისი ეწყება. მეც ასე დამემართა. ჩემი ოჯახი ეკლესიურია, მაგრამ რატომღაც დავშორდი ეკლესიას, ვერც შინ ვლოცულობდი, ვერც მარხვებს ვინახავდი. ქეიფსა და დროსტარებას გადავყევი. ყველაფერი რომ მოვითავე, ვიგრძენი, რომ ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად, რაღაც მინდოდა, ადგილს ვერ ვპოულობდი... ეკლესიაში დავბრუნდი და აღსარება ჩავაბარე. ალბათ ესაა დაბრუნება პირველსაწყისთან.

ცოტნე (30 წლის): - მე არსად არასოდეს წავსულვარ და არ ვიცი, რა შეიძლება ასე მწვავედ მოენატროს ადამიანს. ჩემს სამშობლოში გადასარევად არ ვგრძნობ თავს მატერიალურად, მაგრამ სულიერად, აქ ღმერთთან სიახლოვე იგულისხმება, არაფერი მიჭირს. ადამიანების უსამართლობა საყოველთაოა და არა მგონია, სხვა ქვეყნებში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა იყოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat