მოდი, ბიჭებო, უფლის მიერ ვიცხოვროთ!
მოდი, ბიჭებო, უფლის მიერ ვიცხოვროთ!
დეკანოზი ვალენტინ ბირიუკოვი - მოგონებები
გვსურს მკითხველს ერთი მხცოვანი მოძღვრის, მამა ვალენტინ ბირიუკოვის, ჩანაწერები (შემოკლებით) შევთავაზოთ. მასში ალბათ მრავალ გულისხმისაყოფელ ამბავს ვიპოვით.

უფალო, შეუნდე მათ. ღმერთი ბავშვობიდან მწამდა, რადგანაც მახსოვს, ყოველთვის მაოცებდნენ ადამიანები: როგორი მშვენიერები, ლამაზები, ჭკვიანები, კეთილები არიან. მართლაც, ალთაის მხარის იმ სოფელში, სადაც მე 1922 წელს დავიბადე და ვცხოვრობდი, შესანიშნავი ხალხი მეხვია. მამაჩემი იაკობი - დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო, ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა... მიყვარდა ჩემი მშობლიური ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი... მაგრამ დადგა 1930 წელი და მამა ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ სოფსაბჭოს მდივნობაზე უარი განაცხადა - სხვათა ცხოვრების დანგრევა არ უნდოდა.

- მაშინ გადაგასახლებთო, - გააფრთხილეს.

- თქვენი საქმეა, - უპასუხა მან. ამის მერე ყველა გადაგვასახლეს.

მაშინ რვა წლის ვიყავი. ვხედავდი, როგორ გვართმევდნენ პირუტყვს, ქალები და ბავშვები ტიროდნენ. მაშინ სულში რაღაც ამომიტრიალდა, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, რა დაემართა ამ კეთილ ხალხს, ყველა ხომ არ გაგიჟდა?

ჩვენც, სხვა გადასახლებულებთან ერთად, სოფსაბჭოს ეზოში შეგვყარეს და ჩვენი თანასოფლელები დანიშნეს ყარაულებად. ნათლიაჩემმა ჩვენი ამბავი რომ შეიტყო, ღვეზლები გამოაცხო და მოგვიტანა, მაგრამ ყარაულმა თოფი გააჩხაკუნა: - არ მოხვიდე, ვისვრი!

- ჩემს ნათლულს ღვეზლები უნდა მივცე!

- არ მოხვიდე, ესენი საბჭოთა ხელისუფლების მტრები არიან!

- რას ამბობ, რა მტრები, ეს ხომ ჩემი ნათლულია.

მაშინ ყმაწვილმა იარაღი დაუმიზნა.

- რისთვის მკლავ, ვანია?

პატარა სოფლელ ბიჭს იარაღი მისცეს ხელში და უკვე მტრად ჩაგვთვალა. რატომ ხდებოდა ასე, მაშინ ვერ ვხვდებოდი; ვერ მივხვდი, რატომ მცემა მეზობელმა 14 წლის გურკამ. ის ფრონტზე მოკლეს. 1976 წელს, როცა უკვე მღვდელი გავხდი, ის ძილში ვნახე. მიწაში ჩაშვებულ უზარმაზარი მილის კიდეზე იყო ჩამოკიდებული, საცაა ჩავარდებოდა. დამინახა და იყვირა:

- შენ მე მიცნობ, გურკა ვარ, პუკინი. გადამარჩინე!

ხელი მოვკიდე და ამოვათრიე. სიხარულისგან ატირდა, მუხლი მომიყარა:

- ღმერთმა საუკუნო ჯანმრთელობა მოგცეს.

გამომეღვიძა და ვთქვი: "უფალო, შეუნდე მას". ეს მისი სული ითხოვდა ლოცვას. წავედი მსახურებაზე, მოვიხსენიე, მის სახელზე სეფისკვერიდან ნაწილი ამოვიღე. უფალო, შეგვინდე ჩვენ, სულელებს. ის ხომ ბავშვი იყო, 14 წლის. ვილოცე, როგორც შემეძლო. მეორე ღამეს კვლავ მესიზმრა. თითქოს მივდივარ და სახარებას ვკითხულობ, უკან კი გურკა მომყვება. კვლავ მუხლს იდრეკს და მეუბნება, - გმადლობ, ღმერთმა საუკუნო ჯანმრთელობა მოგცეს!

"ბედნიერები ხართ"... ბევრი რამ, რაც გაკულაკებისას მოხდა, თანასოფლელებს უწინასწარმეტყველა დაფარულმცოდნელმა ქალწულმა - მონაზონმა ნადეჟდამ.

გასაოცარი იყო მისი ამბავი. მან შვიდი წლისამ აიკვეთა ხორცი და რძის პროდუქტი, მარტო სამარხვო საჭმელს ჭამდა და მონაზვნობისთვის ემზადებოდა... მის ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როცა ის მოკვდა და მისი სული სამი დღე აღტაცებული იყო ზეცაში. შემდეგ ჰყვებოდა, რომ ზეციურმა დედოფალმა სამი დღე საზვერეები გამოატარა. როცა გონს მოვიდა, სამკაულები ღარიბებს დაურიგა, თვითონ კი სელის სამოსში გამოწყობილი დადიოდა.

ის ყოველდღიურად მთელ ფსალმუნს და ერთ სახარებას კითხულობდა და მერე მიდიოდა სამუშაოდ. ამ მონაზონმა ბევრს უწინასწარმეტყველა მომავალი, რომელიც დღემდე ცხადდება. მე თვითონ ვიყავი მოწმე იმისა, რომ "გარდაქმნამდე" დიდი ხნით ადრე ამბობდა, ხალხს "ბევრი" ფული გაუჩნდებაო, ჩემი ცხოვრებაც წინასწარ იცოდა.

მან ღვთსგან იცოდა, ვინც კომუნაში არ წავიდოდა, ბევრის დათმენა მოუწევდა. 1928 წელს, გაკულაკებამდე ცოტა ხნით ადრე, მივიდოდა საღამოს რომელიმე სახლის კარებთან და ჩუმად, ბავშვებს რომ არ გაეგონათ, იტყოდა: "ყოჩაღ თქვენ, რომ კომუნაში არ წახვედით. მაგრამ ჩამოგართმევენ სახლს, პირუტყვს, მიწას, მთელ ძვირფასეულობას და გადაგასახლებენ". რა იყო კომუნა, მაშინ არავინ იცოდა. ვისაც ეს უთხრა, გადაასახლეს. ხოლო ვის სახლთანაც არ მივიდა - ისინი კომუნაში შევიდნენ. როცა თანასოფლელების გასახლება დაიწყეს, მათ ანუგეშებდა: "ნუ ტირით, თქვენ ბედნიერები ხართ! როცა საშინელი სამსჯავრო იქნება, ეს ჩაგეთვლებათ და განმართლდებით. არა იმიტომ, რომ მდიდრები ხართ, არამედ იმისთვის, რომ ქრისტესთვის გადაგასახლეს, რწმენის გამო დაიტანჯეთ და მოთმინებით გაუძელით".

მისამართიც კი დაასახელა, სადაც გადაგვასახლებდნენ. ამბობდა, თევზი, კენკრა, სოკო ბევრი გექნებათო. მართალიც აღმოჩნდა... თავიდან ძალზე გაგვიჭირდა, ყველაფერი ჩამოგვართვეს, ასანთიც კი არ გვქონდა. მიგვიყვანეს უღრან ტყეში, მილიციელმა გვითხრა: "აი, თქვენი სოფელი!.." შემდეგ დაიწყო მშენებლობა. ხუთ ოჯახზე თითო ბარაკი აშენდა. ყველა მუშაობდა, დიდიან-პატარიანად.

ეს იყო ღვთის წყალობა, რომ გადავრჩით ყველაფრის მიუხედავად. ადამიანურ ძალებს რომ დავყრდნობოდით, უნდა დავღუპულიყავით.

შემდეგ დეკანოზი ვალენტინი ჰყვება საკუთარ მამაზე, რომელიც დახვრეტას გაექცა, 800 კილომეტრი გაიარა და საკუთარ ოჯახს შეუერთდა. გადასახლებულთა სოფელი მაკარევკო ნელ-ნელა გაიზარდა, ხალხმა პატარ-პატარა ბოსტნები გააკეთა. მამამისმა პატარა მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.

ღვთის სასჯელი. მაკარევკოში იმავე სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც საკუთარი ხელებით ააშენა მამაჩემმა. როცა მესამე კლასი დავამთავრე, ბავშვებთან ერთად ვსაუბრობდი აღდგომაზე, ღმერთზე. ეს მასწავლებელმა გაიგონა და შემდეგ გაკვეთილზე ჩვენი "დამუშავება" დაიწყო.

- ბავშვებო, არანაირი ღმერთი არ არსებობს, არანაირი აღდგომა არ არსებობს! - და თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მუშტი მთელი ძალით დაარტყა მაგიდას, ყველანი შევხტით.

დაირეკა შემდეგი გაკვეთილის ზარიც. შემოვიდა ჩვენი მასწავლებელიც. კარებიდან მასწავლებლის მაგიდამდე ვერ მიაღწია - კრუნჩხვები დაეწყო. არასოდეს მინახავს, ამგვარად იგრიხებოდეს ადამიანი, კუნთები უკანკალებდა, ყვიროდა. სამმა მასწავლებელმა ძლივს გაიყვანა, რომ საავადმყოფოში წაეყვანათ.

შინ დედიკოს მოვუყევი, რაც მოხდა. დედა დადუმდა, მერე კი ჩუმად თქვა: - ხედავ, უფალმა თქვენს თვალწინ დასაჯა ღვთის გმობისათვის.

მეგობრების აღთქმა. როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მამა ვალენტინი, მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცი, არტილერისტი გახლდათ და ლენინგრადის დამცველთა შორის იყო. გამოიარა ის საშინელება, რასაც ქალაქის ბლოკადა ჰქვია.

ბევრი საშინელების ხილვა მომიხდა, ომის დროს სახლები ჰაერში დაფრინავდნენ. ჩვენ კი ახალგაზრდებს ყველას სიცოცხლე გვინდოდა. და აი, ჩვენ, ექვსმა მეგობარმა, არტილერისტთა გუნდიდან (ექვსივე მონათლული ვიყავით და ჯვარს ვატარებდით), გადავწყვიტეთ: მოდი, ბიჭებო, უფლის მიერ ვიცხოვროთ! მოვითათბირეთ, რომ მთელი ომის მანძილზე ცუდი სიტყვა არავის გვეთქვა, არ გავბრაზებულიყავით, ერთმანეთისთვის არაფერი გვეწყენინებინა.

სადაც არ უნდა ვყოფილიყავით - ყველგან ვლოცულობდით. გავრბოდით ქვემეხისკენ, ჯვარს ვისახავდით: - უფალო, შეგვეწიე! უფალო, შეგვიწყალე! - ვყვიროდით, როგორც შეგვეძლო...

არ მეშინოდა ჯვრის ტარება, ვფიქრობდი: სამშობლოს ჯვრითაც დავიცავ, თუნდაც ამის გამო გამასამართლონ, როგორც ღვთისმოსავი. არც ერთი ჩვენგანი არ ვცრუობდით, გვიყვარდა ერთმანეთი...

უფალმა მითხრა. ხატი ჩვენ არ გვქონდა, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს პერანგის ქვეშ ჯვარი გვეკიდა. თითოეულს მხურვალე ლოცვა და ცრემლები გვქონდა. და უფალმაც გადაგვარჩინა ყველაზე საშინელ სიტუაციებში. ორჯერ მომეცა წინასწარმეტყველება, თითქოს გულში გავიგონე: ახლა აქ ჭურვი დაეცემა და სასწრაფოდ ჯარისკაცები გაიყვანე.

ეს იყო 1943 წელს. სესტრორეცკში გადაგვიყვანეს ბრწყინვალე შვიდეულში. ერთმანეთს ჩურჩულით მივულოცეთ "ქრისტე აღსდგა" და სანგრების გათხრას შევუდექით. უეცრად თითქოს ხმა გავიგონე: "წაიყვანე ჯარსკაცები და სახლისკენ გაიქეცით, აქ ჭურვი დაეცემა". ვყვირი მთელი ძალით, გიჟივით, ხელს ვკრავ ძია კოსტიას (ის ორმოცი წლის იყო, მე კი ოცის).

- ხელს რად მკრავ? - მიყვირის.

- გავიქცეთ აქედან! - ვეუბნები, - აქ ყუმბარა დაეცემა.

ყველანი სახლისკენ გავრბივართ, წუთიც არ გასულა და იმ ადგილას ჭურვი დაეცა. შემდეგ ჯარისკაცები მოდიოდნენ და მადლობას მიხდიდნენ. ჩემთვის კი არ უნდა ეთქვათ მადლობა, არამედ უფალი უნდა განედიდებინათ ასეთი კეთილი საქმისათვის. ეს "კარნახი" რომ არა, მე და ჩემი მეგობრები დიდი ხნის მკვდრები ვიქნებოდით. ჩვენ მაშინ მივხვდით, რომ უფალი შეგვეწეოდა.

რამდენჯერ გადაგვარჩინა უფალმა აშკარა სიკვდილისგან! წყალში ვიხრჩობოდით, ცეცხლში ვიწვოდით, ორჯერ მანქანა დაგვეცა ზემოდან. რა საშინელი ბრძოლა იყო აღმოსავლეთ პრუსიაში! ყველაფერი დაფრინავდა, ადამიანები, ყუთები. ვხედავ, თვითმფრინავმა ბომბი პირდაპირ ჩემკენ ჩამოაგდო, მე მხოლოდ პირჯვრის გამოსახვა მოვასწარი: - მამა, დედა! შემინდეთ! უფალო, შემინდე!

ვიცი, რომ ახლა ფარშივით გავხდები!.. ბომბი კი ქვემეხის წინ აფეთქდა. მე მხოლოდ ქვა დამეცა მარჯვენა ფეხზე. ვიფიქრე, ფეხი აღარ მაქვს-მეთქი, მაგრამ არა, ფეხი მთელია, გვერდით კი უზარმაზარი ქვა გდია.

ყველა ამ უბედურებაში ცოცხალი გადავრჩი, მხოლოდ ნაღმის ნამსხვრევს ვატარებ თირკმლით.

"რუსი მადონა". ამ გასაოცარ შემთხვევაზე დღემდე ჰყვებიან ჟიროვიცში (ბელორუსია), სადაც მიძინების მონასტერში მსახურობს ჩემი ვაჟი პეტრე.

როცა დიდ სამამულო ომში მონასტერში გერმანელები იდგნენ, ერთ-ერთ ტაძარში ინახავდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, იარაღს. ამ საწყობის უფროსს გამოეცხადა მონაზვნურად ჩაცმული ქალი და უთხრა, - "წადით აქედან, თორემ ცუდად გექნებათ საქმეო". მერე კი ტაძარში შევიდა და გაუჩინარდა. გაოცებულმა და შეშინებულმა კაცმა თავის მეთაურს მოახსენა. - ესენი პარტიზანები არიან. თუ კიდევ გამოჩნდება, დაიჭირეო! - და ორი ჯარისკაცი მისცა. უცადეს, უცადეს და ქალი მართლაც გამოვიდა და იგივე გაუმეორა. მერე კი ტაძარში შევიდა. გერმანელები გაქვავდნენ, ხოლო როცა ტაძრის კარები მიიხურა, კვლავ შეცვივდნენ ტაძარში და ვერავინ ნახეს. მაშინ მეთაურმა კიდევ ორი ჯარისკაცი დაუმატა და უთხრა: - თუ გამოჩნდება, ფეხებში ესროლეთ, ოღონდ ნუ მოკლავთ, დავკითხავთო.

ჯარისკაცები მესამედაც რომ შეხვდნენ უცნობს, ფეხებში დაუწყეს სროლა. ტყვიები ფეხებში, მანტიაში ხვდებოდა, ქალი მიდიოდა და სისხლი არ სდიოდა. მოახსენეს მეთაურს, - ის რუსი მადონააო. ჯარისკაცებს მონასტრის დატოვება უბრძანა.

ღვთისმშობელმა თავისი მონასტერი დაბომბვისგანაც დაიფარა. როცა ჩვენი თვითმფრინავები ბომბავდნენ მონასტერში მდგარ გერმანულ ნაწილებს, ბომბები ცვიოდა, მაგრამ არ ფეთქდებოდა. იგივე მოხდა, როცა მონასტერში მდგარ საბჭოთა ნაწილებს გერმანელები ბომბავდნენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat