მცირედმორწმუნეობა იზიდავს საფრთხეს
მცირედმორწმუნეობა იზიდავს საფრთხეს
საღვთისმსახურო საკითხავებში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი აღვლენილ საგალობლებში ვკითხულობთ: "სოფლისა ზღვა აღძრულ არს. საშინელად დამნთქამს მე. შენდა მოვილტვი განსაქარვებლად..."

მათეს სახარების მე-8 თავი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ჩააცხრო უფალმა ზღვაზე ამოვადნილი ქარიშხალი...

"სადაც ვლინდებოდა მხოლოდ სასწაულები, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - იქ უფლის ნებით ხალხიც ესწრებოდა. მაგრამ სადაც მოსალოდნელი იყო განსაცდელები და საშინელებანი, მაშინ იგი თავისთან მხოლოდ მოციქულებს ამყოფებდა". როგორც შვილების ბრძენი აღმზრდელი, უფალი თავის მოციქულებს თანდათანობით აჩვევდა სიძნელეებსა და საშიშროებებს, რაც უნდა შეხვედროდათ მომავალი მოღვაწეობის მანძილზე; აჩვევდა მინდობას მისი სიყვარულისადმი, ყოვლისშემძლეობისა და სიმდაბლისადმი. უკვე გვიანი საღამო იყო, როცა უფალმა გაუშვა ის ხალხი, ვინც ისმენდა მის ღვთაებრივ მოძღვრებასა და იგავებს, როგორც ღვთის კურთხევას. და აღვიდა იგი ნავსა, რათა გადასულიყვნენ გალილეის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, და მიჰდევდეს მას მოწაფენი მისნი, - მარტო მოციქულები კი არა, არამედ საზოგადოდ მოწაფეები; ისინი, ვინც მასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ხალხი. მოციქულები მაცხოვართან ერთად შევიდნენ ერთ ნავში, სხვები კი სხვა ნავებში განთავსდნენ, როგორც ამას ამბობს წმიდა მარკოზი: "სხუაცა ნავები, რომელი იყო მისთანა". დადგა ბნელი, სამხრეთული ღამე. და აჰა ესერა, აღძრუა იყო დიდი ზღუასა შინა: უცებ ამოვარდა საშინელი ქარიშხალი, ჩვეულებრივ რომ იცის ხოლმე იმ ტბაზე, რომელიც მთის ხეობითაა გარემოცული. საშინელი საფრთხე იყო მოსალოდნელი, რადგან ღელვა იქით-აქეთ ისროდა ნავს და ავსებდა წყლით: ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. უფალს, რომელიც განვლილი დღის მომქანცველი შრომით იყო დაღლილი, ჩასძინებოდა: ხოლო თავადსა ეძინა.

თავისი მაგალითით უფალს ამ დროს უნდოდა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ განსაცდელის ჟამსაც შეიძლება იყოს კაცი სრულიად დამშვიდებული. ეს ის მდგომარეობაა, როცა სინდისი კაცისა არის სუფთა და დაწყნარებული. მართალია იონა წინასწარმეტყველსაც ჩაეძინა ასეთივე განსაცდელში, მაგრამ - შებღალული სინდისით, მოწყენილობითა და დარდით, რომლითაც იგი იყო მოცული. მაცხოვარს კი ჩაეძინა სუფთა სინდისით: იონა თავისი იქ ყოფნით იწვევდა განსაცდელს, - იესო ქრისტეს ყოფნა კი იყო საწინდარი და თავმდები განსაცდელისაგან გამოხსნისა. მაგრამ მოწაფეებს ეს არ ჰქონდათ შეგნებული. მათი უფლისა და მასწავლებლის ამ მშვიდი ძილით სწორედ მათი რწმენისათვის მზადდებოდა განსაცდელი - სახე იმ განსაცდელებისა, რაც მათ ელოდათ მომავალში: მართლაც, შემდგომში მაცხოვარი თვითონ უშვებდა თავის მოწაფეებზე დიდ სიძნელეებში ჩავარდნას, რითაც განამტკიცებდა მათსავე რწმენას. ქარიშხალი მაცხოვრის მღვიძარების ჟამს რომ ამოვარდნილიყო, მაშინ ისინი ასე ძლიერად არ შეშინდებოდნენ და არც ისეთი სასოებით დაუწყებდნენ ვედრებას. და შესაძლოა, არც კი ეფიქრათ, რომ მაცხოვარს ხელეწიფებოდა ქარიშხლის დაცხრობა. ამიტომაც დაიძინა უფალმა, რათა მიეცა მათთვის დრო, ჩავარდნილიყვნენ გასაჭირში, შეეცნოთ საკუთარი უძლურება და სასწაული სამუდამოდ აღბეჭდილიყო მათსავე გონებაში, ესწავლებინა მათთვის სიმამაცე განსაცდელების ჟამს და გაჭირვებიდან მათი გამოხსნით განეცდევინებინა მათთვის თავისივე კეთილი სამსახური და თანადგომა.

ასე რომ, ნავი, რომელიც უკვე შუაგულ ზღვაში იყო, ივსებოდა წყლით და დაიწყო ჩაძირვა. გამოცდილმა მეთევზეებმა ვერაფერი გააწყვეს თავიანთი ხელოვნებით; მოწაფეთა რწმენამ იკლო, და ბოლოს გადაწყვიტეს გაეღვიძებინათ თავიანთი ღვთაებრივი მასწავლებელი. და მოუხდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: "მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვჰსწყმდებით" (მარკ. 4,38) - ნუთუ შენ არ გინდა რამე მოიმოქმედო, რადგან ვიღუპებით? "მოძღუარ! მოძღუარ! წარვჰსწყმდებით" (ლკ. 8,24). უფალო! მიხსენ ჩუენ, რამეთუ წარვჰსწყმდებით! რაოდენი შიში იგრძნობა ამ საგანგაშო შეძახილებში! მაგრამ ასევე მოისმის შიშთან მებრძოლი იმედი უფლის ყოველისშემძლეობისა. "თუმცა, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მაცხოვარს შეეძლო დაეცხრო ქარიშხალი, თუკი ის იქნებოდა მღვიძარე. მაგრამ რას იზამდა იგი ძილში, - ამაში არ იყვნენ დარწმუნებულნი". და უფალს გამოეღვიძა ძილისაგან, სიყვარულის საყვედურით დაამშვიდა მღელვარება მათი სულებისა: და თავადმან ჰრქუა მათ: რასა შეშინდით, მცირედ მორწმუნენო? "სადა არს სარწმუნოება თქუენი?" (ლკ. 8,25). როგორ იფიქრეთ, რომ შეიძლება დაიღუპოს ის, ვინც თქვენს თვალწინ ახდენს სასწაულებს? თუ არ დაიღუპება ის, მაშინ აღარც თქვენ უნდა გქონდეთ რაიმეს შიში. ღვთის ძე თქვენთან არის, და მასთან ერთად თქვენ ყველგან უსაფრთხოდ იქნებით". იგი არ უწოდებს მათ ურწმუნოებს, არამედ მცირედ მორწმუნეებს, რადგან როცა უთხრეს: "უფალო, მიხსენ ჩუენ", ამით აჩვენეს თავიანთი რწმენა, მაგრამ სიტყვა "წარვჰსწყმდებით" - უკვე აღარ იყო რწმენით ნათქვამი".

ამგვარად, მცირედმორწმუნეობა იზიდავს საფრთხეს და შიში რჩეულთა რწმენასაც კი აბნელებს. რაღა უნდა ვთქვათ ჩვენს სუსტ რწმენაზე? ხომ არ გვეკუთვნის მაცხოვრის ეს საყვედური ჩვენ, ცოდვილებს? ჩვენც მივცურავთ აბობოქრებულ ცხოვრებისეულ ზღვაში, ჩვენც გვაწყდება განსაცდელთა ტალღები და სხვადასხვა შემოტევა: არ იცი, საიდან დაგატყდება თავს უბედურება... რის გამოა ეს? "იმის გამო, რომ იესო ქრისტეს რწმენა მისუსტებულია შენს გულში. როცა რწმენა გაიღვიძებს შენში, მაშინ, მძვინვარე ქარიშხალშიც კი, შენს ხომალდს არ გაავსებს წყალი. შენი დიდი რწმენა იქნება ქარებისა და ტალღების მბრძანებელი, და განსაცდელი გადაივლის" (ნეტარი ავგუსტინე). უფალმა აღუთქვა მორწმუნეებს, რომ მათთან იქნება ქვეყნის დასასრულამდე. იგი ჩვენთან და ჩვენ შორიახლოს არის: და თუ ეს ასეა, მაშინ რიღასი უნდა გვეშინოდეს? იგი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე გარდამეტებულ განსაცდელებს: რატომ ვივიწყებთ ამას ჩვენ? ნუთუ ვფიქრობთ, რომ მას სძინავს, დავავიწყდით და მიგვატოვა? როგორი მცირეა მისადმი ჩვენი რწმენა! არ გვესმის მისი ხმა: "რასა შეშინდით, მცირედ მორწმუნენო? მე თქუენთანა ვარ". შევღაღადოთ მას გულის სიღრმიდან და იგი შეისმენს ჩვენს ღაღადისს, როგორც შეისმინა მუდარა და ოხვრა მოციქულებისა, და გაგვაგონებს თავის მბრძანებლურ სიტყვას და ჩვენს შეძრწუნებულ სულში ჩამოდგება დიდი სიმშვიდე...

მაშინ აღჰსდგა, - გვიყვება მახარებელი მათე, - დადგა იგი შემაღლებულ ადგილას ნავის კიჩოსთან და თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით შეჰრისხნა ქართა მათ, ზღვას რომ აშფოთებდა და ზღუასა, რომელიც თავისით უცებ ვერ დამშვიდდებოდა, უბრძანა, ჩამცხრალიყო. და მოციქულთა განსაცვიფრებლად, ასევე ყველა იმათ გასაოცებლად, ვინც შეესწრო სასწაულს, იქმნა მეყუსეულად დაყუდება დიდი... "ერთ დროს მოსემაც მოახდინა მსგავსი სასწაული, - ამბობს წმინდა ოქროპირი, - მაგრამ მოსე მოქმედებდა როგორც მონა, იესო ქრისტე კი - როგორც უფალი. ქრისტეს არ განუპყრია კვერთხი, მოსეს მსგავსად, არ აღუპყრია ზეცისაკენ ხელები, რადგან არ სჭირდებოდა ლოცვა-ვედრება სასწაულისთვის: არამედ, როგორც უფალმა, მბრძანებელმა და შემოქმედმა, ერთი სიტყვითა და ბრძანებით დააცხრო და დაამშვიდა ზღვა და ქარიც სრულიად ჩადგა. ისე, რომ დიდი მღელვარებისგან არ დარჩა კვალიც კი. და რაც იყო ნათქვამი მისი მამის დიდებულებაზე, კიდევაც გამოაჩინა თავისი საქმეებით. მან "თქუა, და აღდგა ქარი ნიავ-ქარისაი, და ამაღლდეს ღელვანი მისნი" (ფს. 106,25); ასევე ითქმის აქაც: თქვა, "და იქმნა მეყუსეულად დაყუდება დიდი". ამიტომაც იყო ხალხი ამით გაკვირვებული, რასაც არ ექნებოდა ადგილი, მოსეს მსგავსად რომ მოქცეულიყო იგი". ხოლო კაცთა, - ალბათ იმათ, რომლებიც მიცურავდნენ სხვა ნავებით და მიაცილებდნენ ქრისტეს ნავს, უკვირდათ, - გაკვირვებულები და შეშინებულები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, ასეთი რა ყოვლისშემძლეა, რამეთუ ქარნიცა და ზღუა ერჩიან მას? - რომელიც მბრძანებლობს სტიქიასა და ბუნების ძალებზე? "ძილი და სახე ადამიანისა - აჩვენებდნენ მასში ადამიანს, ხოლო ზღვა და სიმშვიდე მასში აცხადებდნენ ღმერთს", - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი.

ქრისტიანული ეკლესია ემსგავსება ხომალდს, რომლის მესაჭე თვით ქრისტეა, ხოლო ანძა - მისი მხსნელი ჯვარია. ვინ მოთვლი,ს ერეტიკოსთა ცრუ მოძღვრებების ტალღებმა რამდენჯერ შემოუტიეს ამ სულიერ ხომალდს! ბევრჯერ იყო ისეთი დრო, როცა მართლმადიდებელ ეკლესიას ამ მძვინვარე ტალღებში თითქოსდა ელოდა დაღუპვა, და მაინც უვნებელი რჩებოდა თავისი ზეციური მესაჭის - ქრისტეს წინამძღოლობით. ნეტარია, ვინც არ მიატოვებს ღვთის ამ ხომალდს: იგი უეჭველად მიაღწევს ზეციური სასუფევლის მშვიდ ნავთსაყუდელს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat