"გამოვცდი ყველაზე საიმედო საშუალებას: მოვხიბლავ მას დიდების სურვილით"
"გამოვცდი ყველაზე საიმედო საშუალებას: მოვხიბლავ მას დიდების სურვილით"
ნათლისღების შემდეგ უფალი იესო ქრისტე გავიდა უდაბნოში, სადაც ორმოცი დღე და ღამე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. სწორედ აქ, უდაბნოში განმარტოებულ ქრისტესთან მივიდა ეშმაკი გამოსადელად და შეეცადა, ეცდუნებინა იგი ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანის ცდუნებას ცდილობდა და ცდილობს დღემდე. ბოროტმა სამგზის გამოსცადა უფალი სამი საცდურით. ეს საცდურებია: ნაყროვანება, ამპარტავნება და ლტოლვა სიმდიდრისა და ძალაუფლებისაკენ.

პირველი განსაცდელის ჟამს ეშმაკს სურდა ნაყროვანების საცდურით ემხილებინა იესო ღვთის განგებულების ურწმუნოებაში, მაგრამ მაცხოვარმა მთლიანად მიანდო იმედი თავის ზეციურ მამას და არ ისურვა თავისი სხეულის სასწაულით დაკმაყოფილება. სხეულიდან მომავალ განსაცდელს მან თავშეკავებით სძლია. მაგრამ ეშმაკმა კარგად იცის, რომ როცა ადამიანის დამარცხება ვერ ხერხდება ღორმუცელობით, ადვილად შეიძლება მისი მოხიბვლა სიამაყით, ფუჭი დიდებითა და პატივმოყვარეობით. ამიტომ ბოროტი შეეცადა გამოეცადა ქრისტე ღმერთზე უსაზღვროდ მინდობითა და სულიერი სიამაყით, აიყვანა იერუსალიმის ტაძრის სახურავზე და მიმართა სიტყვებით: თუ ძე ხარ ღვთისა, მაშინ არაფრის უნდა გეშინოდეს, რადგან საფრთხე არ გემუქრება. მაშ, გადაიგდე თავი ტაძრის სახურავიდან, რადგან წმინდა წერილში ნათქვამია: ანგელოზები აგიყვანენ ხელში, რათა არაფერმა დაგაბრკოლოსო. იესო ქრისტე არ აღუშფოთებია ამ ნათქვამს, არამედ უდიდესი სიმშვიდით უპასუხა - კვლავაც წმინდა წერილის სიტყვებით: "არა განსცადო უფალი ღმერთი შენი" (მთ. 4,7).

ეშმაკმა ვერ შეძლო დაეჭვებითაც უფლის დამარცხება. მაგრამ მას ჯერ კიდევ არ დაეკარგა რწმენა მისი დიდებისმოყვარეობითა და ანგარებით დამარცხებისა. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს, შესაძლოა, ეშმაკი ასეც სჯიდა: "ხომ არ შევცდი მე, როცა ეს კაცი მივიჩნიე სასწაულმოქმედად? მართლაცდა, მას ჯერ არც ერთი სასწაული არ მოუხდენია, მე კი სასწაულს ვითხოვდი მისგან; იგი იმიტომაც არ დამყვა, რომ არ შეუძლია სასწაულის მოხდენა. ახლა გამოვცდი ყველაზე საიმედო საშუალებას: მოვხიბლავ მას დიდების სურვილით..."

ბოროტმა კვლავ მაღალი მთის თავზე დაადგინა მაცხოვარი, აჩვენა ქვეყნიერების მთელი ბრწყინვალება და მშვენიერება, მისი მთელი დიდებულება და შესთავაზა, რადგანაც მისთვის - ეშმაკისთვის იყო ბოძებული ბატონობა მთელ მის სილამაზეზე და შეეძლო, ვისთვისაც სურდა, მისთვის ებოძებინა თავისი კუთვნილი, ყოველივე ამ სიმდიდრის ბატონად ჰყოფდა მას, თუკი დაემხობოდა და თაყვანს სცემდა ბოროტ სულს. იესომ კი ამაზე მიუგო: განმეშორე, სატანა, რადგანაც ნათქვამია წმინდა წერილში, რომ მხოლოდ უფალს შეჰფერის თაყვანისცემა და მსახურება. ამ სიტყვებით დაამარცხა მაცხოვარმა კიდევ ერთი საცდური ბოროტისა - სიმდიდრისა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა. მისი ცდუნება ეშმაკს მეტად აღარ გაუბედავს.

მას შემდეგ, რაც ადამი და ევა ცოდვით დაეცნენ და სამოთხიდან განიდევნენ, სამყარო გარკვეულწილად და გარკვეული აზრით მართლაც მოექცა ბოროტი სულის გავლენისა და ბატონობის ქვეშ. მაგრამ ის, რასაც ამბობს ეშმაკი, რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა. ქვეყანაზე ბატონობა მას ღვთისგან კი არ აქვს ბოძებული, არამედ საკუთარი ცბიერებითა და მზაკვრობით მოიპოვა გავლენა ადამიანებზე.

მესამე გამოცდის ჟამს ბოროტს სურდა, ქრისტე განდგომოდა თავის დიდებულ საქმეს - ადამიანთა მოდგმის გადარჩენას და პატივისა და ქვეყნიური ანგარების გამო გამხდარიყო მორჩილი მონა მისი - სატანისა! ამ უკანასკნელ გამოცდაში ეშმაკმა თავი მოუყარა მთელ თავის ჯოჯოხეთურ ცდუნებათა ძალას. პატივსა და სიმდიდრეს, რომელთაც იგი სთავაზობდა, მიჰყავს კაცი ფუფუნებასთან, სხეულის ტკბობასა და სიამაყესთან, თვითდაჯერებასა და ფუჭ დიდებასთან.

წმინდა იოანე ოქროპირი ამ ეპიზოდის განმარტებისას ამბობს: "ჭეშმარიტად, არაფერი იმგვარად არ მიგვცემს ეშმაკის ხელში, როგორც მეტის წყურვილი და მომხვეჭელობა. ამის დანახვა შეიძლება იმაშიც კი, რაც დღეს ხდება. დღესაც არიან იმგვარნი, ვინც ამბობს: - ყოველივე ამას გიბოძებ, თუკი თაყვანს გვცემო. თუმც კაცნი არიან ისინი ბუნებით, ეშმაკის იარაღნი გამხდარან". წმინდა მამის ამ სიტყვებს, ვფიქრობ, არც დღეს დაუკარგავს აქტუალობა...

"მდიდრები კი არა, სიმდიდრის მსახურნი განისჯებიან".
წმინდა იოანე ოქროპირი

"ვერცხლისმოყვარეობა მაშინ მჟღავნდება, როცა სიხარულით იღებ და მწუხარებით გასცემ".
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი

"ჩვენ ქრისტეს მიერ ვართ გამოსყიდულნი, მაგრამ ოქროს ვემსახურებით; ვქადაგებთ ერთის მეუფებას, მეორეს კი ვემორჩილებით".
წმინდა იოანე ოქროპირი

მაცხოვრის სწავლება უხვეჭელობის შესახებ (მათე 6,19) ეხება არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბიც ასევე შეიძლება მიეჯაჭვოს გულით ერთ გროშს, როგორც მდიდარი - ათასებს.
პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat