"საკუთრების ფილოსოფია"
"საკუთრების ფილოსოფია"
მეუფე იოანე სანფრანცისკოელი ეპისკოპოსი (შახოვსკოი):
1. ადამიანს მხოლოდ ის შეიძლება ეკუთვნოდეს, რაც ღმერთს ეკუთვნის. სამყარო ღვთაებრივი შემოქმედებაა, როგორც ადამიანი. საღვთო სამფლობელოდან ადამიანი ვერსად წავა, გინდ ჯოჯოხეთად შთაჰხდეს, გინდ ზეცად აღჰხდეს, ყველგან ღვთის სამფლობელოა (შდრ. ფს. 138,8), დაუსრულებელი, გაუაზრებელი, მიუწვდომელი... პილატე გამცემლობის უფსკრულში დაეშვა: შეიქმნა განმზადებულ უდანაშაულო ვნებულის ჯვარზე გასაკრავად და - რა ესმის საღვთო სიბრძნისაგან? - "არა გაქუს ხელმწიფება ჩემი, არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო" (ინ. 19,11). შეკრიბა რა თავის თავში და ყოველ თავის სიტყვაში სისრულე მიწისა და ზეცისა, მაცხოვარმა პილატეს მიუთითა პირველ რიგში იმ კეისრებზე, ვისგანაც მას ხელისუფლება მიეცა, და აგრეთვე - წყაროზე ყოველი ხელმწიფებისა, ყოველი საბრძანებელისა.

2. შეიძლება დაიბურვო ღვთისგან, მეუფის მზერისგან. მაგალითად, ადამი ბუჩქებში დაიმალა და ამით ღვთის თვალს მიეფარა - მიამიტი ფსიქოლოგია ყოველი ცოდვილისა. "ადამ, სადა ხარ?" - "მე დავიმალე". რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ და ადამის შვილები ძველებურად ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ღმერთს დაემალონ; და იმალებიან ვისაც, სადაც და როგორც შეუძლია: თავიანთი იდეოლოგიური ბუჩქების სიღრმეში, საწუთროს კულტურის განშტოებულ, დახლართულ ბუჩქებში: "კერძო საკუთრება", "საზოგადოებრივი საკუთრება", "სახელმწიფო საკუთრება", "კომუნიზმი", "კაპიტალიზმი", "სოციალიზმი", "თავისუფლება", "მონობა", "სიმდიდრე", "სიღატაკე", "მემკვიდრეობითი ქონება", "ეკონომიკური კანონები" და ა.შ.

3. ყოველგვარი შედგენილის საფუძველი სიმარტივე უნდა იყოს. თუ არ არის პირველადი სიმარტივე, მაშინ შედგენილი ქაოსად იქცევა. თუ ძირითადი სიმარტივე არის - შედგენილი ჰარმონიად ყალიბდება. ამა სოფლის რთულ შედგენილ კულტურას შეუძლია მხოლოდ პირველადი სიცოცხლის კანონების შემეცნების ნათელში - კანონებისა, რომელიც სამყაროში შემოქმედის მიერაა ჩადებული - წარმოიდგინოს იმ ორკესტრის ჰარმონია, სადაც ზედმეტი ინსტრუმენტი არ არის, ან თუნდაც მთელი მანქანისა, რომელსაც ზედმეტი ჭანჭიკი არ აქვს.

მხოლოდ მაშინ შევძლებთ ავწონ-დავწონოთ ყველა ადამიანური მცნება და განვსაზღვროთ მისი ჭეშმარიტი არსი, როცა ვისარგებლებთ ამ აბსოლუტური კანონების ცოდნით.

4. სამყარო ეკუთვნოდა, ეკუთვნის და მუდამ იქნება მხოლოდ ღვთის კუთვნილება, რა ძალებმაც არ უნდა იპარპაშონ დროებით სოფელში.

ნუთუ ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არაფერი აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს? პირიქით. ადამიანური საკუთრების გარდაუვალი საფუძველი იმაში ძევს, რომ საერთოდ არსებობს საკუთრება და არის პატრონი საერთოდ ყველაფრისა. ეს ნიშნავს, რომ საკუთრება შეიძლება იქნეს გაცემული, რადგან არსებობს მისი ჭეშმარიტი მფლობელი... როგორი სივრცეა, როგორი სიღრმისეული დასაბუთება გააჩნია ყოველგვარ ჭეშმარიტ სამფლობელოს! ამ მტკიცების შუქზე გასაგები ხდება, თუ რატომ არ შეიძლება არაფრის მოპარვა, მითვისება და შეუძლებელია რაიმეთი "გამდიდრება", რაიმეს მიღწევით საკუთარი თავის ამაღლება.

ყოველგვარი საკუთრება ღმერთს ეკუთვნის, ისევე, როგორც სიცოცხლე ეკუთვნის მას; და საკუთრებაც ისევე რიგდება ღვთისაგან, როგორც სიცოცხლე.

5. ადამიანს "ტალანტი" ეძლევა. ეს არის - ფიზიკური ცხოვრების, მშვინვიერი შესაძლებლობებისა და სულიერი ნიჭისაგან შეკრული წრე. და იგი ადამიანს ეძლევა არა მიწაში ჩასაფვლელად, არამედ მოსამუშაკებლად. ადამიანის მთელი წრე შეიძლება შევადაროთ "მიწის ნაკვეთს". მასზე კი არ უნდა იწვეს ადამიანი, არამედ დაამუშაოს იგი, ეს საღვთო მიწა, სიცოცხლე, - გადაცემული მის განკარგულებაში, როგორც საწინდარი უკეთესი ცხოვრებისა, უკეთესი მიწისა. "სარწმუნო იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს" (ლუკ. 16,10). და აი, კაცს ეძლევა მხოლოდ "მცირე", - რა აღმატებულადაც არ უნდა მიიჩნევდნენ მას ადამიანები, იგი მაინც მცირედ რჩება იმასთან შედარებით, რის სახესაც თვითონ გამოხატავს. მაგრამ ეს მცირეც უნდა იყოს დადებული სავაჭროსა (მთ. 25,27) მთელი სამყაროს სასარგებლოდ. აქედან, მდიდარი ადამიანები, ვინც შემოქმედებითად იყენებს თავის სიმდიდრეს და თავადაც თავმდაბლად ცხოვრობს, ჭეშმარიტი ქრისტიანია, - მიუხედავად თავიანთი "დიდი მონაგებისა".

"ჩემია მხოლოდ ის, რაც მივეცი", - ამბობს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი. მივეცი... ვის? ღმერთს, ადამიანებს... ყველა არ სარგებლობს თავისი სიმდიდრით. მათ შორის არიან ისინიც, ვინც ამ სიმდიდრეს "თავისთვის ინახავს" მისი მიწაში ჩაფვლით, და ისეთებიც, ვინც სიმდიდრეს ისევ ღმერთს უბრუნებს, დაიწყებს რა იმის გააზრებას, რომ მხოლოდ ამ სიმდიდრის ქვეყნად სამართლიანად განაწილებისათვის არის ჩინებული. სხვადასხვანაირად ხდება ეს ღვთივკურთხეული განკარგვა სიმდიდრისა. ზოგიერთები მას ერთიანად ან თანდათანობით არიგებენ. სხვები ინარჩუნებენ მფლობელობის მთელ მოჩვენებითობას, შინაგანად კი გულწრფელად უძღვნიან მას ღმერთს და მათი ამოცანა მხოლოდ მისი სამართლიანი განმგებლობაა. შეიძლება ეს იყოს ჩვეულებრივი ეკონომიკური მმართველობა კარგი საფაბრიკო ან სასოფლო-სამეურნეო წარმოებების მოწყობით. გარეგნულად ეს იქნება როგორც საქმენი "სოფლისაგანნი", მაგრამ თავისი შინაგანი არსით - მცირე აღსრულება საღვთო სასუფევლისა... ასე მაგალითად, ა. ხომიაკოვს ჰქონდა მიწა და ჰყავდა გლეხებიც, მაგრამ არსებითად იყო მიწებისა და ადამიანების არა მეპატრონე, არამედ მათი მზრუნველი მამა და მსახურიც კი. ასეთია მსოფლმხედველობა ქონების მქონე ყველა ქრისტიანისა, ასეთივე იყო ხელმწიფება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მეფეებისა.

ეუბნებოდა რა ერს: "უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ" (მთ. 23,11), უფალი იესო ქრისტე "უდიდესში" გულისხმობდა მდიდარს. სულერთია, რით იყო ის მდიდარი: ფულით, მდგომარეობით, ნიჭით... "უდიდესმა" უნდა იმსახუროს და არ მბრძანებლობდეს იმ ნაბოძვარით (მატერიალურით ან სულიერით), რაც მას მხოლოდ განსაზღვრული დროით აქვს მიცემული.

6. ყოველგვარი მიწიერი საკუთრება დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით (იობ. 14,1), რამეთუ მოდის და მიიჯაჭვავს რა ადამიანს, მალევე უტევებს მას და ადამიანში რჩება მხოლოდ გაუცნობიერებლობა, ტკივილი, მწუხარება, სიკვდილი; თავის ნაცვლად სიცარიელეს ტოვებს და ადამიანის მაგივრად - მტვერს. მაგრამ სანამ არ დარჩენილა სიცარიელე საკუთრების ნაცვლად, ქონებას შეუძლია "მრავალი ნაყოფი" გამოიღოს, ღარიბი ადამიანის მცირე ქონებასაც კი, რამეთუ ქვრივის ორი მწულილი უაღრესად დაფასებული აღმოჩნდა, უაღრეს ენერგიად სიკეთისა, ვიდრე ფარისევლების საუნჯე.

7. საკუთრება იმაზე ნაკლები გააჩნია ადამიანს, ვიდრე მას ჰგონია. მხოლოდ თავის აზრებში ფლობს მილიონერი თავის მილიონებს. სინამდვილეში კი მილიონები ფლობენ მილიონერს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ამ ფულით არის შეკრული და იძულებულია, ცხოვრების განსაზღვრულ წესს დაემორჩილოს; მიმაგრებულია ადამიანთა განსაზღვრულ წრეზე, უნებურად გარემოცულია ლაქუცით, სიცრუით, მლიქვნელობით, შურით, პირმოთნეობით, გულდახშულობით, სიკვდილის მოლოდინით - ფიზიკურის და სულიერის... ნუთუ ყველაფერი ეს მონობისა და კატორღის მდგომარეობა არ არის, რომელიც უარესდება ქონების მატების პროპორციულად? მნიშვნელოვანია თუ არა ის, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება? არის თუ არა საყიდლების რიცხვში სულიერი სიმშვიდე - უმაღლესი ბედნიერება?

8. თუ სხვა მხრიდან შევხედავთ, საკუთრება ადამიანს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე მას ჰგონია... ჰაერის ყოველი ყლუპი, რომელიც მის ფილტვებში ხვდება, არის მისი საკუთრება და თანაც გაცილებით მეტად, ვიდრე ის მონეტა, რომელიც მას ჯიბეში უდევს, რამეთუ უშუალოდ მისი სიცოცხლის შემანარჩუნებელია. ადამიანის გამათბობელი მზის ყოველი სხივი, მისი სითბოა და მთლიანად მასთან შერწყმული, და ასე ყველაფერში, სიცოცხლის ყველა წვრილმან გამოვლინებაში ადამიანი საკუთრებით არის გარემოცული, საღვთო ძღვნით, გარდამოსულით ადამიანზე, გარდაქცეულით თვით ადამიანურ სიცოცხლედ. დიდია და დიდებული ეს კანონი, რომელიც ყველა ადამიანისაგან მდიდარს ქმნის.

9. შესვლა რომ შევძლოთ, დარღვეულ, მაგრამ ამჟამად აწყობადაწყებულ სამყაროს ჰარმონიაში, ადამიანმა სინდისით (და არამარტო გონებით) უნდა ცნოს საკუთარ თავზე საღვთო ხელმწიფება და თვითონვე იქცეს ღვთის საკუთრებად, რამეთუ მთელი სამყარო ამ საკუთრებას წარმოადგენს. პლანეტათა მირიადები, ვარსკვლავები, მზე, აურაცხელი სეპტილიონი სიცოცხლე ტრიალებს შემოქმედის მიერ დადებულ საზღვრებში; ქვები, წყალი, ჰაერი, მიწა, ცეცხლი - გარდაუვალ კანონებს ექვემდებარებიან. კანონებში ადამიანს შეუძლია ჩაიხედოს და "აღმოჩენაც" ძალუძს... რისთვის? რათა ისწავლოს სწორი ცხოვრება მათ შესაბამისად. ფიზიკური კანონებისადმი დაქვემდებარება მხოლოდ ხატებაა ღვთის სულიერი კანონებისადმი დაქვემდებარებისა. როგორც ფიზიკური ბუნება წარმოჩნდება ფიზიკაში, ქიმიაში, მექანიკაში, კოსმოგრაფიასა და სხვა მეცნიერებაში, ასევე საჩინო ხდება სულიერი ბუნება სახარებაში. ღვთისადმი ფიზიკური ბუნების დამორჩილების შემხედვარე ადამიანმა თავადაც უნდა ისწავლოს შემოქმედისადმი საკუთარი სულის დამორჩილება.

10. ფხიზელი ადამიანისათვის, თუ მას წინასწარ სხვა რაიმე არ აქვს შთაგონებული, ბუნებრივია აზრი და ხედვა იმისა, რომ მისი მიწიერი "საკუთრება" მეტადრე "პირობითია"... როგორი წარმავალიცაა საუკუნეები, ასევე განქარვებადია ნებისმიერი ამქვეყნიური საკუთრება. ვით ოხშივარი ჰაერში, ქრება ყველა უფლება მიწაზე, ქონებაზე, თვით სიცოცხლეზე... უფლება ცალკეული ადამიანებისა, ქალაქებისა, ერებისა.

დაურღვეველია მთელ ქვეყნიერებაში მხოლოდ საღვთო ძალა, ქვეყანათა შემქმნელი. სხვა დანარჩენი მყიფეა და ხრწნადი, და ხრწნადია სწორედ იმიტომ, რომ ხრწნას დამორჩილებული ადამიანებმა უხრწნელად არ მიიჩნიონ. საუკუნესა მომავალსა, როცა მოხდება შეკრება იფქლისა (მთ. 13,29), ანუ ყველა საუკუნეთაგან სიმართლის მქმნელი და ღვთის მოსიყვარულე ადამიანებისა, მაშინ აღარ იქნება იმის საშიშროება, რომ ქმნილება შემოქმედზე მეტად შეიყვარონ და კვლავ, როგორც ადრე სამოთხეში, უხრწნელი იქნება ყველაფერი, რაც ამჟამად განადგურებას ექვემდებარება. მაგრამ ამავე დროს არავინ გააღმერთებს მარადიულ უხრწნელ ბუნებას. ყველანი მხოლოდ ღვთის დიდების ჭვრეტაში იქნებიან და მის გამოუთქმელ ნათელში იხილავენ სრულ სიცოცხლეს და შეიგრძნობენ უკვდავი სიცოცხლის მარადიული განახლების განცდას...

11. მიწაზე ჩვენთვის ამ მდგომარეობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ყველანი გამუდმებით ვიყვარებთ რაიმეს ან ვინმეს ღმერთზე მეტად. გული ჩვენი "მეძავია" სიღრმისეული (რელიგიური) გააზრებით. ამიტომაც იტყვის მაცხოვარი კაცთა მოდგმაზე (არასოდეს ტყუილ ბრალდებას რომ არ ამბობს): "ნათესავი ბოროტი და მემრუშე" (მთ. 12,39). დაცემული კაცობრიობა წარმავალ ფასეულობაზეა მიჯაჭვული, მიტმასნილია ამსოფლიურ სიამესა და მოჩვენებით სიმდიდრეს და ასეთივე მოჩვენებით დიდებას... რომ არ ყოფილიყო მატლი, ჟანგი, ჩრჩილი, კალია, სიმყრალე, სიხრწნადე, ტანჯვა, სიკვდილი - ქვეყანა ცოცხალი ჯოჯოხეთი იქნებოდა. ზოგიერთ ადამიანს კი პირიქით მიაჩნია: ავადმყოფობა და მწუხარება რომ არ იყოს - "სამოთხე" იქნებოდა. მაგრამ სინამდვილეში ჯოჯოხეთი იქნებოდა. მიწიერი ხორცის ცოდვიანობა მიწის მწუხარებებით იფარება, ღვთივკურთხეული მარილი განსაცდელებისა ადამიანის სულს გახრწნისაგან და მარადიული სიკვდილისაგან იცავს. იცავს იმ ადამიანებში, ვისაც ესმით და იწყნარებენ ქრისტეს იწრო ბჭეს და საჭირველ გზას (მთ. 7,14).

ამიტომაა ასე დალოცვილი, წყალობა და ჭეშმარიტება მართალთათვის ყოველნი გზანი უფლისანი (ფს. 24,10); ამიტომაც ტკბილ არს წარმავალ მიწაზე ყოველი ადამიანის ცხოვრების ჯვარი.

12. ადამიანის სიცოცხლის დანიშნულების უაღმატებულესი გამოხატვა მთელი სისრულით ღვთისადმი ერთგულებაა. ადამიანი, როცა იწყებს განთავისუფლებას ყოფიერების ამპარტავნებისაგან, გულისთქმისაგან ხორცთასა და გულისთქმისაგან თუალთასა (1 ინ. 2,16), ანუ ყოველივე მატერიალურისაგან, მაშინ იგი უფრო და უფრო გამჭვირვალე ხდება ღვთისათვის, მისაწვდომი მისი უწმინდესი სულის დასამკვიდრებლად და როცა ადამიანი სრულიად გამჭვირვალე გახდება, თავისუფალი ყოველგვარი ამპარტავნებისაგან, ყოველგვარი ბოროტისა და მიკერძოებისგან საკუთარი თავისა და ასევე სოფლისადმი - მაშინ არის იგი ღვთის საკუთრება, რაც ნიშნავს, რომ მთელი სამყარო მის საკუთრებად იქცევა და იგი, სრულიად უქონელი, საკუთარი თავიც კი რომ არ ეკუთვნოდა, მოციქულის სიტყვისამებრ ყველაფრის მქონე შეიქმნება (2 კორ. 6,10). ღმერთი ადამიანში დაივანებს და მის ცხოვრებას მშვიდსა და მდიდარს გახდის. ცხოვრების ეს გამჭვირვალე ჰარმონია არის სწორედ ღვთის სასუფეველი.

13. დროებითი ცხოვრების წესრიგი ადამიანისათვის მიცემულია როგორც კიბე, ან ტრამპლინი მარადიულ ცხოვრებაში გადასასვლელად. მხოლოდ "სარწმუნო მცირესა ზედა" (დროებითში) იქნება "სარწმუნო მრავალსა ზედაცა" (მარადისობაში). ამიტომ უკვე აქ, მიწაზე უნდა შეისწავლო მარადიული ცხოვრება.

არაფერს, ღვთისაგან მოშორებულს, თავის თავში მარადიული სიცოცხლე არ გააჩნია. ვინც არ მიემყნობა საღვთო ვენახს (ინ. 15,5), ის ვერ იცოცხლებს მიწიერი ცხოვრების კიბეზე, მიწიერი ფასეულობების ტრამპლინით (მათი მოშორებით) ჩვენ ღვთის სასუფეველში გადავდივართ. მაგრამ თუ არასწორი მიმართულებით დაიძრა ადამიანი - წუთისოფლის ფასეულობას თავდაღწეული (მაგ. სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, თვითმკვლელობა ჩაიდინა), იგი უფსკრულში იჩეხება.

14. მატერიალური სამყარო "კვერთხია" დასნებოვნებული სულისათვის, მისი საყრდენი წერტილი, სასარგებლოდ გამოსაყენებელი წერტილი სულის პირველადი ძალებისათვის, - კვერთხი, რომელიც ღვთისკენ სვლაში გვეხმარება, თუ ვიცით მისით სარგებლობა. მსოფლიოში ყველაფერი შექმნილია და ყველაფერი დაშვებულია ადამიანის სასარგებლოდ, და ყველაფრისაგან, ყველაზე მძიმე და ავადმყოფური გამოვლინებისაგან მიწიერ ცხოვრებაში (ზოგჯერ კი ყველაზე მეტად სწორედ მათში), ადამიანს შეუძლია თავისთვის შეიქმნას გზა სამოთხის მიწის მოსაპოვებლად.

15. მატერიალური სამყარო უსაზღვროდ მოხერხებული საშუალებაა ღმერთში სახსნელად, ღვთის მისაღწევად. მაგრამ ეს საშუალება ცნობილი ხდება მხოლოდ ადამიანური უანგარობისათვის. ანგარებისათვის კი სოფელი არის ერთი მთლიანი ბადე, მისატყუებელი და წარსაწყმედელი.

16. დალოცვილია საკუთრება, ღვთის სიყვარულსა და გულის თავისუფლებაზე დაფუძნებული. გაჩუქებულ საკუთრებას წყალობა მოაქვს, მიტაცებული - კრულვის მომწეველია. არის ანგარებითი საკუთრება და არის - უანგარო. ანგარებითი - ეგოისტურია, უანგარო - ევქარისტული საკუთრებაა. ჭეშმარიტი ადამიანური სამფლობელო დაფარულია ამ ევქარისტიულ საკუთრებაში, რომელიც ღვთისაგან ადამიანისკენ მოდის და ადამიანისაგან - ღვთისაკენ. მხოლოდ ეს - სულიერ-მსუბუქი, არა დამამძიმებელი სულისათვის, არა მიმსჭვალული დროებით ცხოვრებაზე, არა ცოდვისაკენ მიმაქცეველი საკუთრება - შეიძლება იწოდოს "ღვთივკურთხეულად"; ის ჭეშმარიტად ღვთივკურთხეულია, რითაც არ უნდა იყოს გამოხატული - ტალანტის ფლობით, შესაძლებლობით, ნივთით, მიწით, ადამიანით. ყველაფერი ეს დალოცვილია, როცა ღმერთშია და ყველაფერი ეს დაწყევლილია, როცა ღმერთს ჩამოეფარება და სოფელს გააღმერთებს.

17. ევქარისტიული საკუთრებაა ყველაფერი, რისთვისაც ადამიანებს შეუძლიათ ღმერთს ემადლიერონ და ადამიანს, ვისი მეშვეობითაც ღმერთი რაიმეს იძლევა. ამ მადლიერებაში არა მარტო ღვთის რწმენაა, არამედ მისი აღიარებაც ცხოვრების მპყრობელად. ამ მადლიერებით სიცოცხლისა და ყოველივესათვის, მადლიერებით, რომელიც აღწევს თავის აღსრულებას და ზღვარს ევქარისტიაში, ადამიანი ახალი ცხოვრებისაკენ მიედინება, საღვთო სასუფევლისაკენ. უსაზღვროდ მცირე მიწიერი ფასეულობა მარილდება ღვთისადმი მადლიერებით, იქცევა ადამიანის ევქარისტიულ საკუთრებად და საუკუნოდ მას რჩება, ესოდენ ახალი, დიდი, გადატანილი მარადისობის კარიბჭის მიღმა.

18. საკუთრება არის საღვთო და ადამიანური სიყვარულის გამტარი, მაგრამ მას ხშირად ადამიანები ღვთისა და მოყვასის მიმართ სიძულვილის გამტარად აქცევენ; საკუთრება კი არ არის ამაში დამნაშავე ან მფლობელობის ფაქტი, არამედ - ბოროტმფლობელობა ან ბოროტი სურვილი მფლობელობისა.

19. ადამიანი მიწის მფლობელად არის ხმობილი (დაბ. 1,28), ადამიანმა მიწა უნდა დაიმკვიდროს (მთ. 5,5).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat