ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
პროტესტანტული რწმენის თავისებურებანი
პროტესტანტების რწმენა შემდეგი თავისებურებებით ხასიათდება:

* რწმენის ერთადერთი წყარო – წმინდა წერილი.

ნათელია, რომ პროტესტანტების რწმენის წყარო არის ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია ამოიკითხო მხოლოდ ბიბლიაში. მართმადიდებელთა რწმენის წყაროს წარმოადგენს ათასწლეულების მანძილზე ცოცხალი, უშუალო ურთიერთობა ღმერთთან. სწორედ ამ ურთიერთობის ნაყოფია: წმინდა გადმოცემა, ბიბლია. მხოლოდ იმას აქვს უნარი შეიგრძნოს ეს ნაყოფი, ვინც არის ამ ურთიერთობის თანამონაწილე. პროტესტანტიზმის ზოგიერთი მიმართულება იძულებულია წმინდა წერილი ალეგორიულად განმარტოს, რადგან სხვაგვარად ვერაფრით მოარგებს ბიბლიას თავის რწმენას.

* გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ რწმენით და არა საქმით. ჭეშმარიტი რწმენა არ არის უმოქმედობა, ის ვლინდება კეთილ საქმეებში.

თეზისი დაიბადა ლუთერანებისა და კათოლიკეების კამათის პროცესში, სადაც დავა მხოლოდ რწმენით გადარჩენის საკითხებზე მიმდინარეობდა და კათოლიკეები ამტკიცებდნენ, რომ გადარჩენა ადამიანმა შეიძლება დაიმსახუროს კეთილი საქმით: მოწყალებით ან მომლოცველობით და ა. შ. ამ დავაში პროტესტანტებს არც კი გახსენებიათ, რომ გადარჩენა ნიშნავს სინანულით, ერთგულებით, სიყვარულით უფალთან მიახლოებას. როგორც მაცხოვარი გვასწავლის, გადარჩენა დიდი ძალისხმევით მიიღწევა. "რამეთუ დღითგან იოვანე ნათლისმცემელისაით ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათ. 11:12).

* ყველას, ვისაც სწამს იესო ქრისტე, თავისთავად გადარჩენილია. მიღწეულ გადარჩენას ვეღარაფერს დაუმატებ, ამიტომაც უარყოფილია მღვდელმონაზვნობა.

ცხადია, გადარჩენა უწინარესად ადამიანის მიმართ უფლის გადაწყვეტილებას გულისხმობს. ასეთი ხედვა კათოლიკურ იურიდიულ წარმოდგენებს ეყრდნობა. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ კათოლიკეებისგან განსხვავებით პროტესტანტებისათვის უფლის გადაწყვეტილების დამსახურება საჭირო აღარ არის. მართლმადიდებული ეკლესიის გამოცდილებით ვიცით, რომ გადარჩენა არის ადამიანის ღვთაებრივ ცხოვრებაში შესვლა და არა მიღებული რომელიმე გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით ყველაზე ნათელ მაგალითს უპირველეს ყოვლისა ბერმონაზვნობა წარმოადგენს. მარტინ ლუთერის იმედგაცრუება მისი თანამედროვე ბერმონაზვნებით უპირველეს ყოვლისა მეტყველებს იმაზე, რომ კათოლიკურ მონაზვნობას ჭეშმარიტი ორიენტირები უკვე აღარ გააჩნდა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაც ლუთერმა მონასტერში სიმშვიდე ვერ დაიმკვიდრა. იქ არ იყო ის სულიერი სიყვარული და ლტოლვა უფლის მიმართ, რომელიც აღავსებს ჭეშმარიტ ბერულ ცხოვრებას.

* ვინაიდან ყველა მორწმუნე გადარჩენილია, გარდაცვლილთათვის ლოცვის საჭიროებას აღარ არის.

ასეთი მიდგომით გარდაცვლილთა და ცოცხალთა ეკლესია, სადაც ყველა ყველასთვის ლოცულობს, იყოფა. თუმცა მრავლად არის იმის მაგალითი, ამქვეყნიური ლოცვა და მოხსენიება როგორ ეხმარება მიცვალებულებს, მათ შორის ჯოჯოხეთიდან გამოხსნაშიც.

* პროტესტანტიზმს არ სჯერა ერთიანი ეკლესიის შეუვალობის, რომელიც მოციქულთა გადმოცემებს ინახავს.

მათი აზრით, ყველა ჭეშმრიტად მორწმუნე ქრისტიანი არის წმინდანი და თავისთავად მღვდელმსახური. ამიტომაც წმინდანების მიმართ დამოკიდებულება და წმინდანობის საიდუმლო მათთვის არ არსებობს. თითოეული პროტესტანტული ეკლესია თავისი წესის მიხედვით ირჩევს და ნიშნავს პრესვიტერს, ანუ იმას, ვინც იქადაგებს და ღვთისმსახურებას წარუძღვება.

თითქოს პროტესტანტების მიზანი მოციქულებრივი წმინდა რწმენის აღდგენა იყო, სინამდვილეში მიიღეს საპირისპირო - დაკარგეს მოციქულებრივი მემკვიდრეობა.

* საეკლესიო საიდუმლოებებიდან პროტესტანტები აღიარებენ: ზიარებას, ნათლობას და ზოგიერთ შემთხვევაში ცოდვისაგან გათავისუფლებას.

მხოლოდ ლუთერანებმა შემოინახეს იმის რწმენა, რომ ზიარების დროს გამოყენებული პური და ღვინო ჭეშმარიტად შეიცავს ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ყველა დანარჩენი პროტესტანტული მიმართულება მიიჩნევს, რომ ზიარების დროს ქრისტეს სისხლი და ხორცი მხოლოდ სიმბოლოს წარმოადგენს. წმინდა გადმოცემასთან პროტესტანტების საბოლოო განშორებას ისინი იმ შეგრძნებების და ემოციების გაუცხოებამდე მიჰყავს, რის გამოც განკაცდა ძე ღვთისა, რომ მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ქრისტე თავისი სხეულით ნამდვილად არის ტაძარში და არის ეკლესია.

* ყველა პროტესტანტს სჯერა, რომ ისინი ცხოვრობენ მოციქულთა დროინდელი ქრისტიანული ცხოვრების წესით.

მათი აზრით, ეს წმინდა გადმოცემის უგულებელყოფის შედეგად წარსულში გაკეთებული "ნახტომით" მიიღწევა. სინამდვილეში კი ასეთ "ნახტომს" ისინი რომელიმე პროტესტანტული მიმართულების ფუძემდებლის სწავლებაში გადაჰყავს. პროტესტანტები უარყოფენ ჭეშმარიტ ეკლესიას და ცდილობენ, იგი საკუთარ წარმოსახვაში არსებული უხილავი "ჭეშმარიტი ეკლესიით" ჩაანაცვლონ. ეს "ჭეშმარიტი ეკლესია", მათი აზრით, საუკუნეების მანძილზე საიდუმლოდ არსებობს.

პროტესტანტების შეკრებისას მთავარი ყურადღება გადატანილია ქადაგებაზე, ისინი არ ცნობენ ეკლესიაში არსებულ ხატებს, გალობას, სასულიერო პირთა სამოსს, ღვთისმსახურების საზეიმო განსაკუთრებულ ჩაცმულობას, ტაძრის აღკაზმულობას და ბევრ სხვას.

შეუთანხმლებლობის მთავარი მიზეზი წმინდა გადმოცემის უარყოფაა
პირველი რეფორმატორების აღშფოთება კათოლიკური ეკლესიის დამახინჯებული ქმედებების მიმართ სავსებით სამართლიანი იყო, მაგრამ გამოხატულმა პროტესტმა ისინი საეკლესიო წმინდა გადმოცემის ჭეშმარიტი შინაარსის გაგებამდე და მართლმადიდებლურ აღსარებამდე ვერ მიიყვანა. მათ არ იცოდნენ და ვერ დაინახეს ჭეშმარიტი ეკლესია, ამიტომ დაიწყეს მისი გამოგონება, მაგრამ ადამიანური შემოქმედების ნაყოფს არ შეეძლო ჩაენაცვლებინა მართლმადიდებლური აღმსარებლობა. თავიდანვე პროტესტანტიზმში გაჩნდნენ ერთმანეთთან მოპაექრე ლიდერები და მათში დღემდე არსებობს უამრავი ურთიერთშეუთავსებელი მიმართულება.

პროტესტანტებმა ბიბლია თავისებურად გაიგეს და გადაწყვიტეს გამოეგონათ ჭეშმარიტი ეკლესია, მაგრამ ერთი და იმავე ტექსტის კითხვისას სხვადასხვა ადამიანი ტექსტის სხვადასხვა ასპექტს აქცევს ყურადღებას და მახვილებს თავისებურად სვამს. მით უფრო, ამის გათვალისწინება ისეთი ღრმა, შინაარსობრივად მდიდარი და მრავალმხრივი წიგნის კითხვისას არის აუცილებელი, როგორიც ბიბლიაა. პროტესტანტებს შორის არსებული გაუგებრობები სწორედ ამ მიზეზების გაუთვალისწინებლობით და წმინდა გადმოცემის უარყოფით არის გამოწვეული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat