მრისხანე ხარ? შენი ცოდვების მიმართ იყავი მრისხანე
მრისხანე ხარ? შენი ცოდვების მიმართ იყავი მრისხანე
მრისხანების ძალა ადამიანის ბუნებაში ყოვლადსახიერი ღმერთისგან თავიდანვეა ჩადებული. შესაბამისად, ადამიანური ბუნების ნაწილია და ყოველთვის ცოდვასთან როდი იგივდება. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ცოდვითი და ბუნებითი მრისხანება. ცოდვითია ცოდვის მიზეზით განპირობებული მრისხანება და ბუნებითია ცოდვასა და უსამართლობაზე მიმართული. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ გვეუბნება იაკობ მოციქული: ,,გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნისო?" (იაკ. 1:20). განა მაცხოვარმა დაარღვია ღვთის სიმართლე? უცოდველ ღმერთში ამის დაშვება დიდი უგუნურებაა. ამის პასუხად გავიხსენოთ ძველ აღთქმაში ღვთის მრისხანების უამრავი მაგალითიდან ერთ-ერთი: "და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ახეტიალა იგი უდაბნოში ორმოცი წელიწადი, ვიდრე არ გადაშენდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტს აკეთებდა უფლის წინაშე" (რიცხ. 32:13). მაღალი ღმერთი მრავალგზის რისხდება ებრაელ ხალხზე.

აღნიშნულ შემთხვევებში მრისხანება პირდაპირ ადამიანურად როდი უნდა გავიგოთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღმერთი მუდმივად მშვიდი და სამართლიანია. მისთვის სრულიად უცხოა ყოველგვარი ცოდვა და ვნება. მრისხანება კი ცოდვა, ვნება, ტკივილი და უკონტროლობაა. ამის შესახებ გვასწავლის წმიდა იოანე კასიანე რომაელი: ,,დიდი ღვთის მგმობელობის გარეშე არ შეიძლება ღმერთს მრისხანებით აღშფოთება მივაწეროთ, რომლის ბუნებაც უცვალებელია, - აგრძელებს წმიდა მამა, - ამიტომ ადამიანურად კი არ უნდა განვსაზღვროთ, მსგავსად ადამიანური აღშფოთებისა, არამედ ღვთის შესაფერისად, რადგან მისთვის უცხოა ყოველგვარი აღშფოთება". წმიდა წერილში ამგვარი ეპითეტები ორი მიზეზით გამოიყენება: ადამიანის რელიგიური უძლურებისა და თავად ზებუნებრივი არსის ადამიანური ენით გამოუთქმელობის გამო. წმიდა მამათა განმარტების მიხედვით, უხილავ ღმერთს ყველაზე მეტად სიმბოლური სახით გადმოცემული ჩვენი ფიზიკური ბუნებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები წარმოაჩენს.

ღვთის რისხვის სიმბოლური გამოხატულებებიც განმარტებას მოითხოვს, რადგან ღვთისთვის ამგვარი ეპითეტების მიკუთვნება სრულიად უსაფუძვლო როდია. მართლაც, არსებობს ღვთის რისხვის ობიექტი - ადამიანის ცოდვა, უსჯულოება და უსამართლობა. ამის შესახებ პირდაპირ მიგვითითებს წმიდა პავლე მოციქული: "რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაი ღმრთისაი ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაი სიცრუით აქუნდა" (რომ. 1:18). როგორც ვხედავთ, ღვთის რისხვის განმაპირობებელი ადამიანის მხრიდან გამოვლენილი ღვთის ნების უარმყოფელი მდგომარეობაა. ამის გამო ღმერთი თავისი მზრუნველობით რისხვას მოაწევს ადამიანზე, არა ამ პიროვნების ტანჯვის მიზნით, არამედ სიკეთესთან ზიარების სურვილით. თუმცა თავად ადამიანს აღნიშნული მზრუნველობა ტანჯვად ექცევა, რადგან ჭეშმარიტებას განუდგა და სიცრუით ჩაანაცვლა.

ღვთის მრისხანების აღმზრდელობითი ხასიათი კი თავისთავად მისი სიყვარულიდანვე მომდინარეობს. ამიტომ მისი მრისხანება ადამიანთა მიმართ სიყვარულით არის განპირობებული, რადგან იგი მტრად როდი ექცა ცოდვილ, მაგრამ მის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს. ამიტომაც ამბობს წმიდა წერილი: "გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა. აღარ ავინთები რისხვით" (ოსია 11:8-9). ამას მაცხოვარი თავადაც ამოწმებს: "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი" (მათ. 9:13). ხოლო შემდეგ წმიდა პეტრე მოციქული ასკვნის: "სულგრძელ არს თქუენთვის, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაი, არამედ ყოველთა სინანულად მოსვლაი" (2 პეტრ. 3:9). შესაბამისად, ღვთის რისხვა ყოველთვის ადამიანთა მიმართ სიყვარულით არის გამოწვეული და მას აუცილებლად გამოსწორებისკენ მოწოდების დანიშნულება აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ მრისხანების მაგალითებს ახალ აღთქმაშიც ვხვდებით. ამის ყველაზე გამორჩეული მაგალითი მაცხოვართან არის დაკავშირებული. მან ორჯერ გამოდევნა ტაძრიდან მოვაჭრეები (იოან. 2:13-16; მათ. 21:12). ასევე, იგი მრავალგზის რისხავს ადამიანთა დამატყვევებელ ეშმაკს. აი, ერთ-ერთი მაგალითი: "შეჰრისხა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა!" (მარკ. 9:25). ხოლო ერთ შემთხვევაში ვერც პეტრე მოციქული გადარჩება მისგან შერისხვას: "შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა" (მარკ. 8:33).

ამ უკანასკნელ მაგალითში თავად მაცხოვარი განგვიმარტავს მისი განრისხების მიზეზს: "რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა". როგორც ვხედავთ, განრისხების საფუძველი ორივე აღთქმის დროს ერთი და იგივეა - ღვთის საწინააღმდეგო განზრახვა და ქმედება. ამასთან ორივე შემთხვევაში მოქმედი პირი ღმერთია. პირველ შემთხვევაში იგი უხილავია, ხოლო მეორეში - უცოდველი ადამიანით შემოსილი.

ამიტომ, გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ ქრისტემ გვასწავლა და დაგვანახა, რომ მრისხანება ადამიანის ბუნების ნაწილია და იგი ყოველთვის ცოდვასთან არ იგივდება.

ასე რომ, წმიდა იაკობ მოციქულის სიტყვები თავისებურ და მართებულ განმარტებას მოითხოვს. თუ წარმოვიდგენთ ადამიანს მრისხანებითი ბუნების გარეშე, მაშინ იგი ვერ შეძლებს ბრძოლის წარმოებას ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ. ვერც ერთი მეომარი ვერ მოიგებს ბრძოლას მრისხანებისა და შემართების გარეშე. ასევე ქრისტიანიც უხილავ ბრძოლაში ადვილად დამარცხდება ეშმაკის ისრებისა და საკუთარი დაცემული ბუნებისგან, თუკი მათ წინააღმდეგ შემართებით არ იბრძოლებს.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, მრისხანება ისევე აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც გონიერება. თუმცა აღნიშნული სახით მრისხანების დახასიათება მაინც ვერანაირად ვერ ამართლებს ჩვენ მიერ გამოხატულ ცოდვით მრისხანებას.

ჩვენი მხრიდან, უმეტეს შემთხვევაში, მრისხანების გამოხატულებით სამართლიანობის აღდგენაც კი ვერ იქნება ბოლომდე ცოდვისგან თავისუფალი, რადგან არ გაგვაჩნია სრულყოფილი სიყვარული. ამიტომ ხშირად უზნეობის და უსამართლობის ნაცვლად პიროვნების წინააღმდეგ ვილაშქრებთ. ამგვარ შემთხვევაში მრისხანება კარგავს მისთვის ღვთისგან მიცემულ დანიშნულებას. მაშინ როგორ გავამართლოთ ხილულ მტრებთან ბრძოლა, ვის ებრძვის ამ დროს ადამიანი? უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს ვიცავთ მიწა-წყალს, სიწმიდეს, უმანკოებას და უმწეობას; მიწა-წყალია - სამშობლო, სიწმინდე - სარწმუნოება, უმანკოება - ქალწულება, უმწეობა - მოხუცები, ქალები და ბავშვები.

მაგრამ მაცხოვრის მცნება მტრის სიყვარულის შესახებ უპირობოა, თუმცა ამ შემთხვევაში ორი ბოროტებიდან უმცირესი გამოირჩა.

ჩვენ განვიხილეთ მრისხანების გამართლების შემთხვევები, მაგრამ სხვა შემთხვევაში მრისხანება და ცოდვა განუყოფელია. ვინაიდან, თუკი ადამიანის მიმართ მრისხანება გამოიხატება, ამ დროს მასში დაფარული სიძულვილი, შური, ბოღმა მჟღავნდება კონკრეტული ადამიანის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება მაცხოვრის მცნებას სიყვარულის შესახებ.

შესაბამისად, მრისხანების ვნება წმიდა მამათა მიერ რვა ძირითად მომაკვდინებელ ვნებათა ნუსხაშია შეყვანილი, რაც მის დამღუპველობაზე ნათლად მიანიშნებს. ამიტომაც მოგვიწოდებს მაცხოვარი, რომ მის მსგავსად ჩვენც შევიმოსოთ სიმშვიდე: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა" (მათ. 11:29).

ამრიგად, მრისხანების ძალა უფლისაგან ბოძებული ტალანტია, რომელსაც ისევე გონივრულად სჭირდება წარმართვა, როგორც რაიმე სხვა ტალანტს, თუნდაც სიმდიდრეს. უფალი ხომ გვეუბნება: "მდიდარნი ძნიად შევიდნენ სასუფეველსა ცათასა" (მათ. 19:23). ასევე, გვაფრთხილებს წმიდა იაკობ მოციქული: "გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ. 1:20); ეს იმ შემთხვევაში, თუ მრისხანებას ღმერთისა და პიროვნების წინააღმდეგ წარვმართავთ და არა - ცოდვისა და უსამართლობის.

დასასრულ, წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა გავიხსენოთ: ,,მრისხანე ხარ? შენი ცოდვების მიმართ იყავი მრისხანე, სცემე შენს სულს, გვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა - აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat