ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
19. ქრისტიანის ცხოვრება. ასკეტიზმი და მისტიკა
წინა თავში გავარკვიეთ, რა არის წმინდა გადმოცემა. ამ თავში ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ ხდება წმინდა გადმოცემა ქრისტიანის ცხოვრების ნაწილი.

ცათა სასუფეველი ძალისხმევას მოითხოვს
იესო ქრისტე ბრძანებს: "ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას" (მათ. 11:12). რატომ უნდა მოიპოვებოდეს ცათა სასუფეველი ძალისხმევით? ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ასევე ვეზიარებით ქრისტეს ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებას. ზიარების მიუხედავად, ჩვენი ნება თავისუფალია. ის შეიძლება დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ღვთის ნებას. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ნება ღვთისას ემთხვევა, ვინარჩუნებთ ქრისტესთან ერთიანობას და ჩვენი ბუნება განუყოფელია ქრისტეს სხეულისგან, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ნება და მასთან ერთად ჩვენი ქცევაც არ ეთანხმება ქრისტეს ნებას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვცოდავთ - ვცილდებით ქრისტეს სხეულს, ანუ უარს ვამბობთ გადარჩენასა და მარადიულ ცხოვრებაზე.

რასაკვირველია, ხელახალი მონანიებით შეგვიძლია შევუერთდეთ ქრისტეს სხეულს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესაძლებელია ვისწავლოთ ისეთი ცხოვრება, რომ არ დავშორდეთ უფალს, მოვიხვეჭოთ ღვთის მადლი და განვიცადოთ მასთან ერთობის ნეტარება.

სიწმინდის მეცნიერება
იმისათვის, რომ ვისწავლოთ წმინდა ცხოვრება, საეკლესიო გადმოცემაში არსებობს სპეციალური მეცნიერება - ასკეტიკა. ასკეტიკა ეყრდნობა წმინდანთა ცხოვრების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას. თითოეული ჭეშმარიტი ქრისტიანი ნებსით თუ უნებლიეთ ვარჯიშობს და იწაფება ასკეტიზმში, რადგანაც ის:

* ებრძვის ცოდვას საკუთარ თავში, ეწინააღმდეგება მაცდურსა და ვნებებს.

* ცოდვის ჩადენის შემთხვევაში არ იშურებს ძალისხმევას, რომ მოინანიოს და გამოასწოროს თავისი შეცდომა.

* აიძულებს საკუთარ თავს, შეასრულოს ქრისტეს მცნებანი და განსაკუთრებით მცნება ღმერთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ.

* ავარჯიშებს საკუთარ თავს ქრისტიანულ ღვაწლში, როგორიცაა: სასოება, ლოცვა, მარხულება, სიმშვიდე, უმანკოება და თავდადება.

გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ძალისხმევით, მაგრამ ჩვენ კი არ ვიხსნით თავს, არამედ უფალი გადაგვარჩენს. ეს ჰგავს ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს, რომელსაც თოკს ჩაუგდებენ და იმისათვის, რომ გადარჩეს, მაგრად უნდა მოეჭიდოს და ამოჰყვეს მას.

გადარჩენის გზა - გზა ჯვრის აღებისა
გადარჩენის გზა, რომლიც სურვილისამებრ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაროს, თავად იესო ქრისტემ გვიჩვენა. "...ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე" (მათ. 16:24). საკუთარი ჯვრის ტარებისა და ქრისტეში ჯვარცმის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია, რადგან ღვთისა და მოყვასის სიყვარული და თავდადება ერთადერთი გზაა ცათა სასუფევლში დამკვიდრებისა.

იმ შემთხვევაში, თუ კარგად დავფიქრდებით, ამის მიზეზს აუცილებლად მივხვდებით. ყველანაირი ჭეშმარიტი სიყვარული თავგანწირვაა. გაწირავს თუ არა ადამიანი თავს უფლის გულისთვის - ამით გამოჩნდება მისი დამოკიდებულება ღმერთის მიმართ. ასეთია ცოდვით დაცემის შემდეგ ყველა იმ ადამიანის ცხოვრების კანონზომიერება, რომელიც ცდილობს დაამარცხოს საკუთარ თავში ბოროტება, გათავისუფლდეს ეგოიზმისგან და დაბრუნდეს სამოთხეში.

სამოთხე - თავად იესო ქრისტეა. ეს გასაგები ხდება მოციქულ პავლეს სიტყვებიდანაც: "ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში" (გალ. 2:20). იესო ქრისტეს ღვაწლის შედეგად ადამიანისათვის სამოთხეში მოხვედრა შესაძლებელი გახდა. გზა ჯვარზე გაკვრამდე, სიკვდილამდე და სამოთხემდე მან თავად გაიარა, თუმცა ეს არ იყო მისი გზის ბოლო ეტაპი, მესამე დღეს მან დაამარცხა სიკვდილი, გაანადგურა ჯოჯოხეთი და აღდგა. მისი აღდგომა ჩვენი გადარჩენის საწინდარია. თუკი ჩვენ ამ წუთისოფელში შევუერთდებით იესო ქრისტეს და მასთან ერთად გავივლით მის მიერ განვლილ გზას, მაშინ მასთან ერთად აღვდგებით და სამუდამოდ დავიმკვიდრებთ ცათა სასუფეველს. ცათა სასუფევლამდე მისასვლელი გზა არის მძიმე ჯვრის ტარების გზა. ჩვენთვის ეს ჯვარი ვნებებთან ბრძოლაა.

მთავარი დაბრკოლებები გადარჩენის გზაზე
ვნებას ეძახიან სულის ზნეობრივ დაავადებას, რომელიც ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანური ბუნების თანმდევი გახდა. ის ადამიანის სულიერების პირველი მტერია. ვნება ყოველთვის ცოდვებისაკენ გვიბიძგებს. იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ჩვენს თავში ცოდვას, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რა იწვევს მას.

წმინდა მამები გამოყოფენ შვიდ ძირითად ვნებას, რომლებიც ყველაზე მეტად უშლიან ადამიანებს ღმერთთან ურთიერთობას. ესენია:

ამპარტავნება - სრული ეგოიზმი და საკუთარი თავის ღმერთთან გატოლება

ანგარება - გამდიდრებისაკენ ლტოლვა

სიძვა - არაკანონიერი სქესობრივი სურვილების დაკმაყოფილება

მრისხანება - სიძულვილი იმ ადამიანებისა, რომლებიც პიროვნების ეგოისტური მიზნების განხორციელებას უშლიან ხელს

ნაყროვანება - საკვების მიღებით სიამოვნების ძიება

შური - სხვისი სიკეთის გამო მწუხარება

სასოწარკვეთილება - უიმედობა

ადამიანის სული, რომელიც ხდება ვნებებზე დამოკიდებული, შორდება ღმერთს და ყოველგვარ სიკეთეს. ცოდვით მიღებული სიამოვნება დამანგრეველია, რადგან ღვთისგან განშორებულია, მოქმედებს ბუნების საწინააღმდეგოდ, ანუ დროებითი და ილუზორულია და, რაც მთავარია, გვაშორებს ღვთის სიყვარულს.

ვნებების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება
ვნების დამარცხება ადვილია მაშინვე, როდესაც ის ჯერ კიდევ ადამიანის ფიქრში გაჩნდება. ეს არის მასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვაძლევთ ვნებას გასაქანს, რომ შემოვიდეს და დაგვეპატრონოს. ასევე არსებობს იესოს მოკლე ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ეს ლოცვა ჩანასახშივე ებრძვის ვნებას.

ბევრი ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია ვნებებისგან გათავისუფლება. იესო ქრისტე კი ამბობს: "ვინაიდან უღელი ჩემი ამაოა და ტვირთი ჩემი - მსუბუქი" (მათ. 11:30). მართლაც, ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ვნებების დაკმაყოფილების გზით, სინდისი ქენჯნის და წვალობს, რადგან ვნება გაუმაძღარია. ამასთან, იგი ვერ იქნება ბედნიერი, რადგან ამ გზაზე ის ღმერთს სცილდება და მისი მეგზური ეშმაკი ხდება, ხოლო სიწმინდისკენ მიმავალი გზით, ადამიანი წმინდანებთან ერთად ღვთისაკენ მიილტვის.

სასწაული, რომელიც ღმერთთან ურთიერთობაა
მას შემდეგ, რაც გავეცანით ქრისტიანობას, ხშირად ვახსენებთ ღმერთთან ურთიერთობას, ნეტარ ცხოვრებას იესო ქრისტეში და იმას, რომ ეს ცხოვრება მადლმოსილია. იბადება კითხვა: რა იგულისხმება ამ ყველაფერში? ამ კითხვასთან დაკავშირებით ქრისტიანები მთელი პასუხისმგებლობით ამტკიცებენ: ღმერთთან ურთიერთობა ხელმისაწვდომია ყველა ქრისტიანისთვის, ამაშია ქრისტიანის ბედნიერება, ამით ადამიანი ჯილდოვდება თავისი მოქმედებიდან გამომდინარე. ყველა ქრისტიანს შეუძლია მოიყვანოს თავისი ცხოვრებიდან არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ დაეხმარა რაიმე კონკრეტულ სიტუაციაში მას ღმერთი. ასეთ შემთხვევებს ხშირად ღვთის წყალობად მიიჩნევენ.

ღმერთამდე მისასვლელი უმოკლესი გზა
არსებობს ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს ეზიაროს ღვთის მადლს, დაამყაროს ღმერთთან სულიერი კავშირი. ისინი ლოცულობენ და თავდაუზოგავად ებრძვიან ვნებებს. ერთ-ერთი ასეთი გზა არის ბერმონაზვნობა. ზოგიერთი ბერმონაზონი უკვე ამ ცხოვრებაში ახერხებს მოიპოვოს ისეთი მადლი, რომელიც არა მხოლოდ მას ხდის ნეტარს და წმინდას, არამედ მის გარშემო მყოფებსაც უხელს თვალს და ეხმარება ჭეშმარიტ გზაზე სიარულში. ყოველთვის არსებობდნენ და დღესაც არსებობენ ეკლესიაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მოახდინონ სასწაულები, განკურნონ ავადმყოფები და მოაქციონ დაცემულები. გულწრფელი ლოცვითა და მართალი ცხოვრების წყალობით ისინი აღწევენ სულიერების მაღალ დონეს.

ვნებების დათრგუნვა და ღმერთთან დაახლოება არის თითოეული ქრისტიანის მთავარი მიზანი, განურჩევლად იმისა, ის ერში ცხოვრობს თუ მონასტერში.

ქრისტიანული ასკეტიკა და მისტიკა არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული, უმრავლესობისათვის დახურული და მხოლოდ რჩეულთათვის ხელმისაწვდომი სწავლების საგანი. ეს არის გზა განწმედისაკენ, რისკენაც იესო ქრისტე ყველა ადამიანს მოუწოდებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat