ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
15. როგორ გაჩნდა დედამიწაზე ბოროტება
ბოროტება – ადამიანთა და ანგელოზთა თავისუფალი არჩევანის არსებობის შედეგი
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა "და აჰა ძალიან კარგი იყო" და პირველი ადამიანების ცხოვრება სამოთხეში იყო ნეტარი, მაგრამ იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძნელია, "ძალიან კარგი" დაარქვა. სტიქიური უბედურებები, დაავადებები, ომი, უსამართლობა, დანაშაული და უპირველეს ყოვლისა სიკვდილი არ აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, იყოს ბედნიერი. ჩნდება კითხვა: თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი "ძალიან კარგად", საიდან მოვიდა ბოროტება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში უბედურება მოიტანა?

რეალურად ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, რადგან ღმერთი სიყვარულისა და სიკეთის წყაროა. მისი გაჩენის მიზეზზე მხოლოდ ადამიანი აგებს პასუხს, რომელმაც თავისუფალ არჩევანში სიკეთე არ აირჩია. ბოროტება - ეს არის იმ თავისუფლების ცუდად გამოყენება, რომლითაც ადამიანი დასაბამიდანაა დაჯილდოებული.

მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი არ ყოფილა ბოროტების შემოქმედი. პირველად ერთ-ერთმა ანგელოზმა უარი თქვა ღვთის სიყვარულზე, ამით ის ჩამოშორდა ყოველგვარ სიკეთეს და თავად შეიქმნა ბოროტებისა და სიბნელის წყარო. ამ დაცემული ანგელოზის მიზანი გახდა ადამიანის შეცდომაში შეყვანა, ბოროტებისკენ გადმობირება და ღმერთისადმი დაპირისპირება. ამ მიზნით ის ცდილობს ადამიანს უბიძგოს ღვთის მცნებების დარღვევისაკენ.

ამ ამბის შესახებ ბიბლია მოგვითხრობს (დაბადება 3):

1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთ?

2. მიუგო დედაკაცმა გველს: რაც ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.

3. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, - გვითხრა ღმერთმა, - არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.

4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.

5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.

6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.

7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.

8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.

9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?

10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ და დავიმალე.

11. უთხრა: ვინ გითხრა, რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეგიჭამია, მე რომ აგიკრძალე?

12. უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.

13. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.

14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.

15. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!

16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.

17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.

18. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო.

19. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად იქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრად მიიქცევი.

20. უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.

21. გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.

22. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.

23. გაუშვა იგი უფალმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.

24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.

კომენტარები
ბოროტი სული ადამიანის შესაცდენ იარაღად ირჩევს ერთ-ერთ ცხოველს - გველს. გველი ატყუებს ქალს და არწმუნებს, რომ ღვთის სიტყვის დარღვევა არ არის მომაკვდინებელი, პირიქით, იგი ეუბნება, რომ ამ გზით ადამიანი გახდება ღვთის მსგავსი. რეალურად ღვთის მსგავსების შესაძლებობა ღმერთმა თავად ჩადო ადამიანში. ამის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ადამიანის საპასუხო სიყვარულით ღვთის მიმართ. ღვთის სიყვარულის ნაცვლად გველი ქალს ცნების დარღვევის გზით სთავაზობს "ღვთის მსგავსების" მიღწევას. დედაკაცი ვერ აცნობიერებს, რომ შეუძლებელია იყო ერთსა და იმავე დღეს ღვთის მსგავსიც და დამნაშავეც, ეთანხმება მაცდურ წინადადებას და ჭამს აკრძალული ხიდან. გველის წინადადებაზე თანხმობის გაფიქრებამ მასში დაბადა ახალი და მისთვის უცხო გრძნობები, მას გაუჩნდა ის, რაც ადრე არ ჰქონდა: მოციქული იოანეს სიტყვებით, ეს არის გულისთქმა ხორცისა ("დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად"), გულისთქმა თვალისა ("რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო") და სიამაყე არსებობისა ("კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი") (1 იოან.2:16).

მცნების დარღვევისთანავე ჩნდება ტყუილი ადამშიც და ევაშიც. პირველი, რასაც ისინი "თვალის ახელის" შემდეგ ხედავენ, მათი სიშიშვლე - დაუცველობა და სისუსტეა. ისინი ეფარებიან და იცავენ ერთმანეთს და მოგვიანებით განიცდიან ურთიერთის სიძულვილს: მამაკაცი თავის ცოდვაში ადანაშაულებს დედაკაცს.

ღმერთი ეხმარება ადამიანს, მაგრამ ადამიანი ისე ვეღარ შეიგრძნობს ღმერთს, როგორც ცოდვით დაცემამდე, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთში სიყვარულის გარდა არაფერია, ადამიანი მის მიმართ შიშს განიცდის და ცდილობს იმას დაემალოს, ვისთვისაც ყველაფერი ხილულია. ღმერთისთვის, რა თქმა უნდა, ნათელი იყო, სად იმალებოდა ადამი და რა ჩაიდინა მან, თუმცა უფალი კითხულობს: "ადამ, სად ხარ?" ამ კითხვით სურდა ადამში სინანულის გრძნობა გაეღვიძებინა, მაგრამ სინანულის ნაცვლად ადამმა თავის ცოდვაში ღმერთი დაადანაშაულა: "შენ რომ დედაკაცი მომიყვანე..." ადამის მსგავსად ევაც უარს ამბობს სიმართლის თქმაზე.

მას შემდეგ, რაც უარი თქვეს ღვთის დახმარებაზე, შეუძლებელი შეიქნა მათი სამოთხეში დარჩენა და ღმერთთან ახლო ურთიერთობის გაგრძელება.

როდესაც ადამიანი ღმერთს ანუ სიცოცხლის წყაროს დაშორდა, მოკვდავი გახდა. ადამი უკვდავი რომ დარჩენილიყო, უკვდავი იქნებოდა ბოროტებაც, რადგან იგი უკვე ადამიანის ნაწილად იყო ქცეული. ბოროტება არის სიკვდილის მიზეზი და თუ ადამიანი თავის მიწიერ ცხოვრებაში ისწრაფვის ღვთისკენ, მისთვის სამოთხე მისაწვდომი გახდა მხოლოდ ქრისტეს მოსვლის შემდეგ, რადგან ქრისტეს შობამდე ცოდვა და სიკვდილი დამარცხებული არ იყო და ადამიანისათვის სამოთხე ვერ იქნებოდა მისაწვდომი.

იმ ყველაფრის მიუხედავად, რომ ადამიანი ცოდვით დაეცა და შემდეგ ღმერთის წინადადებაც არ მიიღო, უფალი მაინც უნარჩუნებს მას გადარჩენის შანსს, თუმცა ეშმაკის ზიზღი ყველა შემთხვევაში გაჰყვება კაცობრიობას. ნათქვამია: "თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე". ადამისა და ევას შთამომავლობაში დაიბადება ის, ვინც გაუსრესს გველს თავს. ამრიგად, ედემიდან განდევნის წინ უფალი ადამიანს ბოროტების ტყვეობისაგან გამოხსნას ჰპირდება. ამ სიტყვებს ხშირად პირველ სახარებას უწოდებენ.

ადამიანი იყო ღმერთისა და ქვეყნის შემაკავშირებელი. ადამიანის დაცემასთან ერთად ეს კავშირიც გაწყდა, ამის შესახებაა ნათქვამი: "დაიწყევლოს მიწა შენს გამო". ღვთისგან განშორებას ყველაფერი მიჰყავს იქამდე, რომ ქვეყნიერებისა და ადამიანის ბუნება იწყებს დაცემას. ადამიანის ბუნების დაცემა განახორციელა კანონის ძალამ და ეს დაცემულობა გადავიდა ადამის შთამომავლობაზე: ყოველი სხეული ახალშობილისა იბადება მიდრეკილი ავადმყოფობისა და სიკვდილისაკენ, ხოლო სული ადვილად ვარდება ცოდვაში.

რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება დედამიწაზე? რატომ არ გაანადგურა ეშმაკი?

ღმერთმა მისცა თავისუფლება ბოროტებას, მაგრამ გარკვეულ საზღვრებში. წმინდა სერაფიმ საროველი ამბობს, ღმერთს რომ არ შეეზღუდა ბოროტების შესაძლებლობები, მხოლოდ ერთ ეშმაკსაც კი თავისუფლად შეეძლებოდა მთელი ქვეყნიერების განადგურებაო. ამავე დროს, თუ ადამიანს არ ექნებოდა არჩევანის ნება, ვერ იქნებოდა თავისუფალი.Eღმერთი არავის ავალდებულებს იცხოვროს მისი მცნებებით. მიუხედავად ამისა, ის არასდროს შეწყვეტს ჩვენს სიყვარულს, მაგრამ ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვპასუხობთ მის ასეთ შემოთავაზებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat