სიმშვიდე ისევე უძღვის წინ თავმდაბლობას, როგორც განთიადის სინათლე მზის ამოსვლას
სიმშვიდე ისევე უძღვის წინ თავმდაბლობას, როგორც განთიადის სინათლე მზის ამოსვლას
ნეტარ იყვნენ მშვიდნი
ღმერთმა გაგვაძლიეროს, გილოცავთ დღევანდელ დღეს!

განვაგრძოთ საუბარი ცხრა ნეტარების შესახებ. პირველი ნეტარება იყო სულის სიგლახაკის შესახებ, მეორე - გულის მგლოვარების ანუ სინანულის შესახებ.

მესამე ნეტარება სიმშვიდეს ეხება, რომლის გარეშეც საკუთარი თავის დამდაბლება ვერაფრით ვერ მოხდება. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "სიმშვიდე ისევე უძღვის წინ თავმდაბლობას, როგორც განთიადის სინათლე მზის ამოსვლასო". სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანი სათნოებაა, აუცილებლად უნდა ვეცადოთ მის მიღწევას. დღეს შევეცადოთ განვიხილოთ ის, თუ რას ნიშნავს, რას მოიცავს და როგორ უნდა მოვიპოვოთ იგი.

პირველი და უმთავრესი მაგალითი სიმშვიდისა თავად მაცხოვარია. იგი ამბობს: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათ. 11:29). თუ სახარებას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მაცხოვარი ყოველთვის პირდაპირ როდი მიგვითითებს, მას მივბაძოთ. ის თავისი საქმითა და ცხოვრებით გვაძლევს სიმშვიდის მაგალითს. მაცხოვრის სიმშვიდე გამოიხატებოდა მთელი მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში: როდესაც იგი ღვთის სიტყვას ქადაგებდა, მასზე ამბობდნენ, ღვთის მგმობელიაო; როდესაც სასწაულებს აღასრულებდა, ამბობდნენ, ბელზებულის საშუალებით აღასრულებს მათო; როდესაც უსამართლოდ იდევნებოდა, მაშინაც კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა; ჯვარზე გააკრეს და უამრავი ცილისწამება, ფიზიკური თუ სიტყვიერი დამცირება დაითმინა სიმშვიდით. მაცხოვარი თავის სიტყვას ქცევით ამოწმებს და გვანახებს, თუ რა არის ნამდვილი სიმშვიდე. იგი არათუ არ განურისხდა თავის მოწინააღმდეგებს, არამედ მტრებადაც არ მიიჩნია, პირიქით, მათთვის ლოცულობდა მამის წინაშე.

ერთადერთ შემთხვევაში გამოიხატა მისი სიმშვიდის დაკარგვა - ალბათ გახსოვთ, ბზობის დღესასწაულზე, როდესაც იერუსალიმში შევიდა ტაძრის მოსალოცად, აღმოაჩინა, რომ იქაურობა სავაჭრო ადგილად გაეხადათ. აღშფოთდა და არც ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას. ასეთი გარეგნული აგრესიულობით, ერთი შეხედვით, მრისხანებით, მან დაგმო ეს მოვლენა. მაცხოვრის ეს მაგალითი მიგვანიშნებს, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ადამიანიც იყო, ჰქონდა მრისხანების შინაგანი განცდა. ეს გვიმოწმებს იმას, რომ მრისხანება ყველა ადამიანში არსებობს, მაგრამ იგი მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ცოდვისა და სიწმიდის დაცვის მიზნით უნდა გამოვააშკარაოთ. წმიდა მამები გვასწავლიან: "როდესაც უსამართლოდ შეურაცხგვყოფენ, მშვიდად დავითმინოთ ყოველივე, ხოლო როდესაც დავინახავთ, რომ სხვას უსამართლოდ ექცევიან და ჩვენ არაფერს გავაკეთებთ მის დასახმარებლად, გულგრილად ვუყურებთ, - ეს უკვე დანაშაულია". ამიტომ, არ შეიძლება ამ დროს გულგრილობის, სიმშვიდისა და ინერტულობის გამოხატვა, პირიქით, ამ უსამართლობას წინ უნდა აღვუდგეთ, რათა დავიცვათ მოყვასი. ჩვენს ბუნებაში არსებობს მრისხანებითი გრძნობები, მაგრამ ისინი მხოლოდ უსამართლობის და ცოდვის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ. ჩვენ კი, უმეტესწილად, სიმშვიდეს "ქვეყანასა ზედა" ვითხოვთ. ესეც აუცილებელი პირობაა, რადგან მშვიდ გარემოში ადვილად შევძლებთ სულიერ თუ ამქვეყნიურ საქმიანობას. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად როდი ვითხოვთ, სიმშვიდე ჩვენს გულებშიც იყოს. ქრისტე ქადაგებისას არასოდეს მოგვიწოდებს, სიმშვიდე იყოს ქვეყანასა ზედა, პირიქით, ძალიან ხშირად იმეორებს, ქვეყნის აღსასრულამდე დიდი ბრძოლები იქნებაო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვითხოვოთ იგი; წმიდა ეკლესია აღასრულებს კიდევაც ამგვარ ვედრებას თავის მრავალფეროვან მსახურებაში, რათა ყველაფერთან ერთად სულიერი სიმშვიდის მოპოვების საშუალება გვქონდეს. ძალიან ბევრი გარემო ფაქტორი მოქმედებს ჩვენზე, ხელს გვიშლის სიმშვიდის მოპოვებაში.

ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის სიმშვიდე, როგორ აღწერენ მას წმიდა მამები. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "სიმშვიდე არის მშვიდი განწყობილების შენარჩუნება, როგორც პატივის მიგებისას, ასევე უპატიობისას". ჩვენს შინაგან განწყობილებაზე არ უნდა იმოქმედოს იმან, ადამიანების მხრიდან პატივში ვართ თუ უპატიოდ გვექცევიან. სიმშვიდე ის არის, როდესაც ადამიანი ყოველგვარ განსაცდელს უშფოთველად, უდრტვინველად და მადლიერებით ითმენს.

როგორ უნდა მივაღწიოთ სიმშვიდეს, რა საშუალებები არსებობს ამისთვის?! ამის მაგალითებს წმიდა მამები გვთავაზობენ. იოანე სინელი გვიამბობს ერთი ბერის ცხოვრებას, რომელიც ბუნებით დიდად ენადაუოკებელი იყო. იგი იმ მონასტერში ცხოვრობდა, სადაც იოანე სინელი მივიდა. მან ნახა, რომ ეს ბერი მონასტერში დაჩაგრული იყო, მას უსამართლოდ ექცეოდნენ. ზოგჯერ სატრაპეზოდანაც აძევებდნენ ტრაპეზის დროს და მშიერი რჩებოდა ხოლმე. სტუმრად მყოფ მამა იოანეს გაუკვირდა და შეეკითხა, მიუხედავად მრავალგვარი შევიწროებისა, როგორ ითმენდა ამ ყოველივეს, მან კი უპასუხა: როდესაც მონასტერში მოვედი, მაშინვე მითხრეს, რომ ადამიანი 30 წელი მაინც უნდა გამოიცადოსო. ესენი მე ბოროტად კი არ მექცევიან, ჩემს სულიერ აღზრდას ცდილობენ, მე კი ვცდილობ, ეს გაკვეთილები და სულიერი აღზრდა სიმშვიდით მივიღო. რადგან ჯერ მხოლოდ 15 წელია ასე ვარ, მზად ვარ, კიდევ 15 წელი ეს ყველაფერი სიმშვიდით მივიღო, რადგან წვრთნის გარეშე ვერც ოქრო გახდება სრულყოფილიო. ეს ადამიანი, რაც მის გარშემო ხდებოდა, ყველაფერს აღზრდისა და განწმედის საშუალებად იღებდა. ამგვარად, მთავარი ის ყოფილა, ადამიანი როგორ შეხედავს მასზე მოსულ განსაცდელსა თუ უსამართლობას. თუ ვეცდებით, ყოველგვარი უსამართლობა იქვე აღვკვეთოთ და მიზეზს ანუ ადამიანს იქვე გავცეთ პასუხი, მაშინ რა გამოდის? როგორ ადამიანებთანაც ვურთიერთობთ, ისეთები ვხდებით: სამართლიანებს სამართლიანად ვექცევით, უსამართლოებს - უსამართლოდ. ასეთი ქცევა არასწორია. მაცხოვარი ამბობს - ვინც მოითმენს, დიდ მადლს მიიღებსო. მოთმინება და სიმშვიდე ღმერთთან ურთიერთობის აუცილებელი პირობაა. თუ ჩვენს გულში სიმშვიდე არ არის, პირიქით, ყოველგვარი უსამართლობის მიმართ შესაბამისად განვეწყობით, რასაკვირველია, ღმერთისგან დანაპირებს ვერ მივიღებთ. წმიდა წერილი გვასწავლის: "მრისხანე კაცმა სიმართლე ღვთისა არა ქმნის" (იაკ. 1:20). თუ სიმშვიდეს დავკარგავთ, მრისხანებაში ჩავვარდებით და სიმართლეს ვეღარ აღვასრულებთ. მაშინ ნუ გვექნება იმის ამბიცია, თითქოს რაიმეს ვიმსახურებთ და ღმერთმა არ მოგვანიჭა; თუ არ გვექნება სიმშვიდე, ვერც ღვთის მადლს მოვიპოვებთ.

წმიდა მამები კიდევ გვაფრთხილებენ, საკუთარ ვნებებთან ბრძოლის დროსაც შევინარჩუნოთ სიმშვიდე. წმიდა ამბა დოროთე ამბობს: "რატომ ვარდებით შფოთში, როდესაც ვნებას ებრძვით და ვერ ამარცხებთ? განა ეს ვნება თავისით მოვიდა თქვენთან, განა იგი თქვენით არ შემოიყვანეთ სულშიო?" ამის მაგალითად მოჰყავს ერთი მორჩილის ცხოვრება. მას ჰქონდა სიძვის ძალიან დიდი ბრძოლა. როდესაც ეს მისმა მოძღვარმა გაიგო, ჰკითხა: "რა ვქნა, ვთხოვო ღმერთს, რომ შეგიმსუბუქოს ბრძოლაო?" მორჩილმა საოცარი პასუხი გასცა: "ბრძოლის შეწყვეტა არ მინდა, ღმერთს სთხოვე, ამ ბრძოლაში სიმშვიდე შევინარჩუნოო". ამბა დოროთე აგრძელებს: თუკი არ გვექნება ასეთი ბრძოლები, სულიერად ვერ გავიზრდებით. ეს საშუალებაა იმისა, რომ ბრძოლის ხელოვნებას დავეუფლოთ და სიმშვიდე, მოთმინება არ დავკარგოთ. თუ დავკარგავთ, ცოდვაში ჩავვარდებითო. გავითვალისწინოთ ეს მაგალითი და გავიხსენოთ წმინდა იაკობ მოციქულის სიტყვები: "როდესაც განსაცდელში ჩავარდებით, ნურვინ განცდილთაგანი იტყვით, გამოვიცადეო" (იაკ. 1:13) - თუკი ცოდვაში ჩავვარდით, ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენ ვართ და არა ღმერთი. წუხილი და მგლოვარება გვმართებს, მაგრამ სიმშვიდე არ უნდა დავკარგოთ; თუ საკუთარ თავზე განვრისხდებით, ამით ამპარტავნებას გამოვხატავთ, რადგან ვფიქრობთ, მე როგორ დავეციო. თუკი ღმერთი განსაცდელს გამოგვიგზავნის, სიხარულით უნდა მივიღოთ, რამეთუ განსაცდელი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება - სიმტკიცეს, სიმტკიცე - სულგრძელებასა და დიდ რწმენას.

ვევედროთ ღმერთს, რომ სიმშვიდე არ დავკარგოთ. ამას მაშინ მოვახერხებთ, თუკი ყველაფერს, რაც ჩვენს თავში მოხდება, სწორად განვსჯით. თუკი ჩვენ მიმართ მუდმივად სამართლიანობის აღდგენას შევეცდებით, მაშინ მრისხანებაში ჩავვარდებით. მივბაძოთ ქრისტეს. თუ მოვახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას, მიუხედავად გარემოებებისა თუ მოვლენებისა, როგორც უფალი გვპირდება, "დავიმკვიდრებთ ქვეყანას" (მათ. 5:5). აქ უპირველესად ზეციური სასუფეველი იგულისხმება, რადგან ქრისტე ყოველთვის და უპირატესად მარადიულ ცხოვრებაზე და ზეციურ წყალობასა და ჯილდოზე მიგვანიშნებს. მაგრამ არც ამქვეყნიურ ცხოვრებას ივიწყებს: "ქვეყნის დამკვიდრებაში" ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც იგულისხმება; უწმინდესი და უნეტარესი ხშირად აღნიშნავს: "ზოგი ადამიანი თავის გულში ერთ ადამიანსაც ვერ იტევს, ზოგი კი მთელ სამყაროს იტევსო". ვისაც სიმშვიდე და მთელი სამყარო გულში აქვს, ის ყველაფრის ბატონ-პატრონია, აქაც და მომავალ საუკუნო ცხოვრებაშიც.

ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat