მცნებების შესრულებით კი არ უნდა მოვიწონოთ თავი, არამედ მცნებების შინაგანი შესრულების მცდელობით
მცნებების შესრულებით კი არ უნდა მოვიწონოთ თავი, არამედ მცნებების შინაგანი შესრულების მცდელობით
მართალია ღმერთმა ადამისეული ცოდვის შედეგები გამოისყიდა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამოთხისეული ადამის მსგავსნი გავხდით. ჩვენში, ისევე, როგორც ყველა თაობის ადამიანში, ცოდვისაკენ მიდრეკილებაა, ვინაიდან ღვთის ხატება დაკნინებულია. ჩვენი მიზანია ქრისტეს მსგავსად თითოეულმა ინდივიდუალურად და ამავე დროს ერთობაში ნათლობისას მოცემული ძალით გავიმარჯვოთ ამ დაკნინებულ ბუნებაზე და სამოთხისეული ადამისადმი მოწოდებას შევურთდეთ - განვიღმრთოთ მადლით. განღმრთობა კი ღვთის მცნებათა აღსრულების შედეგად მიიღწევა: "ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის (მცნებებს), მას დიდი ერქმევა ცათა სასუფეველში. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში" (მათ. 5:19-20).

ამიტომ, ქრისტეს მოძღვრებისადმი, მისი მცნებებისადმი გაუაზრებელი მიდგომა ვერ მოგვიტანს სახარბიელო შედეგს. თუკი ადამიანი ეკლესიაში მისვლამდე ვერ აცნობიერებს თავისი ბუნების ცოდვისკენ მიდრეკილებას და არც შემდეგში ფიქრობს ამ მიმართულებით, მაშინ გარეგნულად მცნებების შესრულება და სიკეთის აღსრულება მას კიდევ უფრო მეტად დააშორებს უფალს, რადგანაც გარეგნულ კეთილშობილებას კიდევ მეტად შესძენს, როგორც ფარისეველთა შემთხვევაში. ასევე ადამიანი, რომელიც რაიმე მძიმე ცოდვისაგან განსაკურნებლად უკავშირდება ეკლესიას, ამ ვნებისაგან განთავისუფლების შედეგად შეიძლება კვლავაც დაშორდეს უფალს, ვინაიდან მან განკურნება იქ მიიღო, სადაც ხედავდა სნეულებას და სადაც არ დაუნახავს, იქ, თავისთავად, ვეღარ ხედავს ღვთის შეწევნის საჭიროებას.

ამიტომ, მცნებების შესრულებით კი არ უნდა მოვიწონოთ თავი, არამედ მცნებების შინაგანი შესრულების მცდელობით, ცოდვების დანახვის უნარი უნდა შევიძინოთ და მათ გამო შევიმუსროთ გული, რათა ნებაყოფლობით სიცრუის ტყვეობაში არ დავრჩეთ, რითაც შემოქმედსაც ასე შეურაცხვყოფთ. რადგანაც "იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისაგან..." (1 იოან. 1,7).

თუკი თავადაც შეგვეძლო მცნებების აღსრულება, მაშინ ამაო ყოფილა ქრისტეს მოვლინება, მისი ჯვარცმა, აღდგომა და სულთმოფენობა. ქრისტეს მცნებები, პირველ რიგში, ჩვენში არსებულ ცოდვას ამხილებს და თუკი ამ მხილებას მუდმივი სახე ექნება, მაშინ მცნებების აღსრულების მცდელობით მის სიყვარულში განვტკიცდებით: "თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში" (იოან. 15,10).

მცნებების დაცვას ღმერთის სიყვარულამდე მივყავართ, მაგრამ თუ არ ვიცი ჩემი ცოდვილი ბუნება და მგონია, რომ მცნებებს ვიცავ, მაშინ იზრდება ჩემი თავისადმი ავადმყოფური სიყვარული ანუ თავმოყვარეობა, ყოველგვარი ცოდვისა და ბოროტების მიზეზი. როგორც ანგელოზთა კრებულმა, ასევე პირველმა ადამიანებმა ვერ დაიმდაბლეს რა თავი მათში არარსებული ცოდვის გამო და დაეცნენ, ასევე, მიუხედავად ჩვენში არსებული უამრავი ბოროტებისა, თუ ვერ დავინახავთ ჩვენს ცოდვილ ბუნებას, განწირულნი ვიქნებით დაცემისათვის. ახალი აღთქმის ადამიანი ბედნიერია. მასში უზანაესისაკენ ლტოლვას არა მარტო ღმერთის სიყვარული და მზრუნველობა აღძრავს, არამედ საკუთარი დაცემული ბუნების დანახვა და აღიარება. იგი დაცემული ანგელოზის, ადამისა და მთელი ძველ აღთქმისეული შთამომავლების მსგავსად მთელი სიცოცხლე აღარ ატარებს თავის ცოდვებს, ვინაიდან: "თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმენდს ყოველგვარი უკეთურებისაგან" (1 იოან. 1,9).

ადამიანური უძლურების, სნეულობის, ვნებებისაკენ მიდრეკილებისა და დაცემულობის გაცნობიერების შემდეგ განკურნებისათვის ღვთაებრივი ძალა და ენერგიაა საჭირო, რადგან სულიერი ცხოვრების წარმართვა მხოლოდ ღვთაებრივი სულით არის შესაძლებელი, სულიერება კი ღვთის მადლთან თანაცხოვრებას ნიშნავს.

ღვთის მადლის მოპოვების გზები და შესაძლებლობები ცალკე განხილვას მოითხოვს. უნდა შევისწავლოთ და დაკვირვებით გამოვიძიოთ წმინდა წერილი და წმინდა მამათა შემოქმედება, ვნახოთ, რას გვმოძღვრავენ ისინი, რა თანმიმდევრობას გვთავაზობენ სათნოებათა აღსრულების კუთხით და რომელია ის ძირითადი სათნოებები, რომლებზეც მეტად გვმართებს ყურადღების გამახვილება. როგორც მრავალ მომაკვდინებელ ვნებათა და ცოდვათაგან რამდენიმე ძირითადი და საწყისი ვნებებაა გამოკვეთილი, ანალოგიურად მრავალ სათნოებათა და სიკეთეთაგან რამდენიმე საწყის სათნოებაზე გავამახვილოთ ყურადღებას.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ გამაფრთხილებელ თავისებურებებზე ყურადღების გამახვილება, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც უნაყოფო იქნება ჩვენი მონდომება. ჩვენც სწორედ ამ უკანასკნელი საკითხით დავიწყოთ მადლისმიერი ცხოვრების მოპოვების თავისებურებებზე საუბარი, რათა მეტი ნათელი მოეფინოს უფლისაკენ სავალ გზას.

კეთილ საქმეთა - მცნებათა როლი მადლის მოპოვების საქმეში
ჩვენ ვიცით, რომ წმინდა მამათა შემოქმედება არსობრივად ერთსულოვანია სულიერ საკითხებზე საუბრისას. მათ შორის მცირედი განსხვავება არ ცვლის საგნის მთავარ არსს. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენთვის საინტერესო საფრთხილო თავისებურებებზეც, რომელთაგან უმთავრესი ადგილი სიკეთის აღსრულებას მიეკუთვნება. სიკეთის აღსრულებაში სათნოებების ქმნა და მცნებათა დაცვა იგულისხმება. ვინაიდან, როგორც ბოროტება და ცოდვის ჩადენა არ განიყოფა ერთმანეთისაგან, ასევე სიკეთე და მცნების შესრულებაა განუყოფელი. "სიკეთის აღსრულება უფლის მცნებების დაცვაა" - ამოწმებს წმინდა ისააკ ასური.

ქრისტიანთა მხრიდან ხშირია გარეგნული კეთილმსახურებითა და მცნებათა აღსრულებით თავმომწონეობა. ადამიანი სიკეთეს აკეთებს, რაც შეიძლება ცოდვად ექცეს. ამიტომ, უნდა განვიხილოთ ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას, მცნებასა და ცოდვას შორის.

წმინდა წერილს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თვით ქრისტეს ცხოვრება, მსახურება და ქადაგებაა სიკეთის ეტალონი. იგი ერთ-ერთ თავის ქადაგებაში გვიამბობს იგავს საშინელი სამსჯავროს შესახებ, სადაც ნათლად ჩანს, რომ სიკეთისა და მცნებების აღსრულებაზე გადის ადამიანთა საუკუნო მდგომარეობის განსაზღვრა. იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავს მარჯვნივ მდგომ ცხვრებს - მართლებს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ" (მათ. 25,40), შემდეგ მარცხნივ მდგომ თხებს მიმართავს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში" (მათ. 25,45-46). აქ ძალზე მკაფიოდ ჩანს სიკეთის აღსრულების მნიშვნელობა: ვინც სიკეთით არ ცხოვრობს, ვერ მოიპოვებს ღვთის მადლს, ხოლო სიკეთის აღმსრულებელი უხვად დაჯილდოვდება უფლისაგან.

პირველი თავისებურება, რითაც სიკეთე ღვთის მადლის მომნიჭებლად უნდა იქცეს, მისი ფარულად აღსრულებაა. აი, რას მოგვიწოდებს მაცხოვარი: "ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახავად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციური მამისაგან" (მათ. 6,1).

სხვა თავისებურებაზეც მიგვითითებს უფალი: "უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ" (იოან. 15,5). აქ ორი მინიშნება გვაქვს ქრისტესაგან. პირველი ის, რომ მისი შეწევნის გარეშე მართლაც ვერ გავაკეთებთ ვერანაირ სიკეთეს, რადგან "რა გაქვს, რაც არ მიგიღია?" (1 კორ. 4,7.), თუ არაფერი მოგვცა გასაცემი, არც მატერიალური და არც სულიერი, მაშინ რის გაცემას შევძლებთ? ხოლო მეორე ის, რომ თუკი გასაცემელი გვაქვს და გვგონია, რომ უფლის დახმარების გარეშე დავაუნჯეთ, მაშინ რა კავშირი ექნება უფალთან ჩვენი მოპოვებულის გაცემას?

ამიტომ, ქრისტე, ერთი მხრივ, სიკეთის აღსრულების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს, თანაც ისე, რომ დაფარული იყოს კაცთაგან, რადგან სხვაგვარად ვერ მივიღებთ საზღაურს - მადლს უფლისაგან. მეორე მხრივ კი იმას - რომ თავად სიკეთის არსი დაიკარგება, თუკი მისი მონაწილეობის გარეშე აღესრულება იგი. მაგრამ რას ნიშნავს უფლის მონაწილეობა სიკეთის აღსრულებაში?

მაცხოვარი განაგრძობს სიკეთის არსის განმარტებას: "როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა" (ლუკ. 17,10). აქ კარგად ჩანს ერთი მხრივ ის, რომ უფალი არ მონაწილეობს ჩვენს არჩევანში და მეორე მხრივ კი ის, რომ მცნებათა აღსრულებაში არაფერი სასიქადულო და დასაკვეხნი არ არის. ამიტომ, "რომელთაც თავიანთი თავი ქრისტეს ყველა მცნების მოვალედ არ შეურაცხავთ, ამგვარნი ღვთის რჯულს ხორციელად აღმოიკითხავენ, ვერ იმეცნებენ კი ვერც იმას, რას ამბობენ, ვერც იმას, თუ რის შესახებ ასაბუთებენ (I ტიმ. 1,7). ამიტომაც ჰგონიათ, რომ საქმეებით განასრულებენ მას" - ამბობს წმინდა მარკოზ განშორებული.

ასე რომ, უფლის მონაწილეობა სიკეთეთა აღსრულებისას იმაში მდგომარეობს, რომ თვით საქმე კი არ უნდა მივიჩნიოთ სიკეთედ, რადგან უფალი არ მონაწილეობს ამ საქმეში და შესაბამისად ვერ იქცევა მხოლოდ საქმე, უფლის გარეშე, სიკეთედ. სიკეთის, მცნების აღსრულება მხოლოდ ვალია ჩვენი. არამედ უნდა ვეცადოთ, რომ საქმის შედეგად მივიღოთ მადლი, რომელსაც უფლის გარდა ვერავინ მოგვანიჭებს. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ უფალი საქმის აღსრულების შემდეგ მონაწილეობს თავისი მადლით.

როდესაც უფალი ამბობს, ჩემს გარეშე არაფერი შეგიძლიათო, აქაც საქმეებს კი არ გულისხმობს, რომელიც უფლისაგან ჩვენთვის ბოძებული არჩევანის გამოხატულებაა მხოლოდ, არამედ იმ წყალობის ანუ მადლის ბოძებას, რომელსაც ჩვენს მიერ გონიერად აღსრულებული საქმეები უნდა გვანიჭებდეს. "ამიტომ, საქმეთა საზღაური როდია ცათა სასუფეველი, არამედ - მადლი უფლისა, სარწმუნო მონებისადმი გამზადებული", - ასკვნის წმინდა მარკოზ მონაზონი. ხოლო წმინდა ისააკ ასური შეგვაგონებს - "საქმეების გამო კი არ გვეძლევა საზღაური, არამედ თავმდაბლობით".

ამრიგად, მადლს ვერ მოვიპოვებთ მხოლოდ კეთილი საქმეებით, მცნებათა დაცვითა და სათნოებათა აღსრულებით. იგივე წმინდა მარკოზ მონაზონი აღნიშნავს: "მავანნი, არ ასრულებენ რა მცნებებს, ფიქრობენ, რომ მართლად სწამთ, მავანნი კი, ასრულებენ რა, სასუფეველს მოელიან, როგორც კუთვნილ საზღაურს, მაგრამ ორივენი ჭეშმარიტებისაგან გადაცდომილნი არიან. როდესაც გესმის წერილის სიტყვები, რომ უფალი საქმეთაებრ მიუზღავს ყველას (ფს. 61.13), იგულისხმე არა საქმენი - გეჰენიისა თუ სასუფევლის ღირსნი, არამედ საქმენი მისდამი ურწმუნოებისა თუ რწმენისა, რასაც ქრისტე შესაბამისად აუნაზღაურებს ყველას, თუმცა არა როგორც ნივთებით თანამოვაჭრე, არამედ როგორც ღმერთი - ჩვენი შემქმნელი და გამომსყიდველი".

როგორც ვხედავთ, მხოლოდ სიკეთის ქმნითა და მცნებათა აღსრულების იმედით მადლის მოპოვება შეუძლებელია. მადლის გარეშე კი ვერავინ შეუდგება განმღრთობისკენ სავალ გზას. "ყველა კეთილი საქმე, რასაც კი ჩვენი ბუნების კვალობაზე აღვასრულებთ, უკეთურისაგან განგვარიდებს, მაგრამ სიწმინდე რომ შეგვმატოს, მადლის გარეშე არ ძალუძს" - აღნიშნავს წმინდა მარკოზ მონაზონი.

ამიტომ, მადლისმიერი ცხოვრების მსურველთაგან საფრთხილო თავისებურებათა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შედეგიც ნათელია - უნაყოფობა. იმისათვის, რომ ჩვენმა შრომამ და მონდომებამ, სიკეთისა და მცნებათა დაცვით კეთილი ნაყოფი გამოიღოს, წმინდა მამათა შემოქმედებისთვის თვალის მიდევნება შემდეგშიც აუცილებლად უნდა განვაგრძოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat