სულს საკუთარი არჩევანით ან ღმერთი ჰყავს წინამძღვრად, ან საკუთარი "მე"
სულს საკუთარი არჩევანით ან ღმერთი ჰყავს წინამძღვრად, ან საკუთარი "მე"
გონიერი ადამიანის ცხოვრება საკუთარი თავის შემეცნებისკენაა მიმართული. სული იმდენად გონიერია, რამდენადაც იცნობს საკუთარ თავს და აქედან გამომდინარე - უფალს. შეიმეცნებდე შენს შინაგანს ნიშნავს გაცნობიერებული გქონდეს შენი უძლურება, ხედავდე საკუთარ ადგილსა და დანიშნულებას წუთისოფელში. ჩვენი შინაგანი სამყარო მარადიულია, რომელიც დროებით მიწიერ სამყაროში ცხოვრობს. ურწმუნოება საკუთარი თავის შემეცნებაზე უარის თქმაა, რადგან სახარებაში უფალი ბრძანებს, სასუფეველი თავად თქვენშია, ნუ ეძებთ მას სხვაგან და სხვაშიო. ეშმაკისა და მიწიერი ცხოვრების საცთური იმაში მდგომარეობს, რომ მოსწყვიტოს ადამიანი საკუთარ თავს, გადაიტანოს მისი ყურადღება გარეშე სამყაროზე, მის თვალისმომჭრელ მრავალფეროვნებაზე და დაავიწყოს წარმომავლობა და ღირსება მისი. რა არის ჩვენი ნამდვილი ღირსება, თუარა ღმერთი და ის, რომ მისი შვილები ვართ? ქრისტეა ჩვენი ერთადერთი წარუშლელი, მარადიული სიხარული, რომელიც კვლავ ჩვენს შინაგანშია დაფარული. ურწმუნო ადამიანი გარე სამყაროში ცდილობს დაინახოს ღმერთი და როდესაც ვერ ხედავს და გრძნობს მას, ამბობს, რომ არ არის იგი. "თქუა უგუნურმან გულსა თვისსა, არა არს ღმერთი". ესაა დასაწყისი ადამიანის გადაგვარებისა, ცოცხლად სიკვდილისა, რადგან მისთვის აღარ არსებობს ცოცხალი, პიროვნული ღმერთი და მის ადგილს სულში იკავებს საკუთარი გარყვნილი, დაცემული "მე". როდესაც "მე" გამეფდება სულში, მაშინ იწყება ზნეობისა და სინდისის სიკვდილი, ხრწნა სულისა და ზეობა ცრუ თავისუფლებისა, აღვირახსნილობისა. "მე" შვილია უღმერთობისა, უღმერთობა კი დედაა ამპარტავნებისა. ადამიანს თუ არ სურს ღმერთი და არ ეძებს მას საკუთარ თავში, ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა და არ სჭირდება იგი, ურჩევნია თავად იყოს უფალი თავისი ცხოვრებისა. ერთ სამეფოს არ შეიძლება ორი მეფე განაგებდეს, ასევე სულს საკუთარი არჩევანით ან ღმერთი ჰყავს წინამძღვრად, ან საკუთარი "მე".

ცრუა მთავარი ამა სოფლისა და სიცრუითაა აღვსილი მისი თითოეული დღე. წუთისოფელი თუმცა კი ხანმოკლე და წარმავალია, მაგრამ მარადიულად აჩვენებს თავს მის ბინადართ, მზაკვრულად ფარავს ჩვენი ცხოვრების აღსასრულს - სიკვდილს და ახშობს მის ხსოვნას ადამიანებში. თუნდაც მხოლოდ სიხარულით იყოს ავსილი ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე, ეს სიხარულიც წარმავალია, რადგან კვლავ სიკვდილი დაეპატრონება მათ უკანასკნელ დღეს. ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჭირი და მწუხარება გაცილებით მეტია, ვიდრე სიხარული. რომელი წუთიერი სიხარული ჩაანაცვლებს ახლობლის დაკარგვასა და სიკვდილს, მათ ხომ ვერასდროს დავაბრუნებთ ჩვენთან. თავს ვევლებით შვილებს, გვახარებს მათი ხილვა, მაგრამ დრო და ჟამი ჩვენს უკითხავად გვაშორებს მათ. მარტოდ დარჩენილს, ვინც არ უნდა იყოს იგი: ხელისუფალი, მეფე, მთავარი, დიდებული თუ მონა, ჩაგრავს და ამარცხებს წუთისოფელი. ვინც საკუთარ თავს ღირსება წაართვა და სიმართლე დაუფარა, იგია ყველაზე საბრალო დაბადებულთა შორის. სად და რაშია ჩვენი ღირსება და რას შეიძლება ვუწოდოთ სიმართლე? ჩვენი ღირსება ქრისტეშია დაფარული და ჩვენი სიმართლე ჩვენივე უკვდავებაა.

ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოკეთე და ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია. როდის იწყება ადამიანის დაცემა? მაშინ, როდესაც იგი საკუთარი ნების ტყვედ იქცევა, როდესაც უფლისგან დამოუკიდებვლივ, მისგან სიშორით განმარტოვდება მხოლოდ "მე" და მისგან გამომდინარე ნებელობა; როდესაც ჩვენზე უფლობს ჩვენი ნება და არა პირიქით - ჩვენ ვუფლობთ მასზე. უგუნურ სულს ხშირად ჰგონია, რომ თავად არის ერთპიროვნული მმართველი და გამგებელი საკუთარი სულისა, ფიქრობს, რომ შეუძლია დაიმორჩილოს სხვადასხვაგვარი ზრახვებისა და სურვილების მრავალფეროვნება, სიჭრელე. მაგრამ რაჟამს ასე ფიქრობს, მყისიერად ტყვევდება ამპარტავნებისგან. ტყვე კი შეუძლებელია თავისი ნებით წარმართავდეს რამეს, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოსაც კი.

არავინ არ არის უფალზე საყვარელი ამქვეყნად, არც მიწაზე და არც ზეცაში. იგია ერთადერთი წყარო სიყვარულისა და თავისუფლებისა. უფლის გარეშე დარჩენილი ადამიანი საბრალო და უძლურია, რადგან თავისი ცხოვრების დარჩენილ დღეებს მონობასა და სულიერ საპყრობილეში ატარებს. თუ შენთვის უფალი არ არის ცხოვრების თავი და საწყისი, მიზანი შენი ყოფიერებისა, მაშინ მას აუცილებლად ანაცვლებს საკუთარი "მე", რაც სხვაგვარი სახელია ამპარტავნებისა.

არათუ პიროვნული მყოფადობაა ჩვენთვის მიუღებელი, მას ხომ თავად პიროვნული ღმერთი გვანიჭებს, რაც უდიდესი ღირსებისა და პატივის შვილია, არამედ დამთრგუნველი და დამანგრეველია ის, როდესაც ჩვენი პიროვნება, ის, რაშიც გამოვლენილია და რისგანაც მართული უნდა იყოს ჩვენი ბუნება, უარს ამბობს მასზეU(უფალზე), ვინც ესოდენ დიდი საიდუმლოს მფლობელად აქცია იგი. არაფრისაგან, არარსებულიდან არსებულში დაბადა და თავის ხატებად, უკვდავებად აქცია. ამგვარი წყალობისა და სიყვარულის მიუხედავად ჩვენ ძალზე ხშირად, უმეტესად უარს ვამბობთ უფალზე და თვითმყოფადობას მივესწრაფვით. გვავიწყდება, ვისით და ვისგან ვართ, ვინ არის ჩვენი სიცოცხლის უშრეტი წყარო, რომელ ნიადაგზე ვდგავართ, რომელი ჰაერით ვსულდგმულობთ და ვისით მოვდივართ დღემდე. სიცოცხლეს მიველტვით, მის მომცემს კი გავურბით, ჯანმრთელობა გვწყურია, თუმცა კი ცოდვის აღსასრულებლად ვიყენებთ მას. თავისუფლებას შევხარით, მაგრამ არასწორი ცხოვრებით ვართმევთ თავს ამის უფლებას. ბედნიერებას ვეძებთ მიწაზე და ვკარგავთ ჭეშმარიტ ადგილსამყოფელს მისას, რაც უპირველეს ყოვლისა ღვთისგან მომადლებული ჩვენი შინაგანი სამყაროა. ამ ამოუცნობი სამყაროს სიღრმე და ზღვარი მხოლოდ უფალმა უწყის, მხოლოდ მას შეუძლია გვაზიაროს ამ დიდებული საიდუმლოს იდუმალებას. ჩვენ არაფერი არ ვიცით მის შესახებ, მხოლოდ საშუალება და უფლება გვაქვს შევიმეცნოთ იგი ღვთის მიერ, მისი მადლითა და შემწეობით. მაგრამ ამპარტავანი "მე" არ გვაძლევს ამის საშუალებას, განგვაყენებს ამ უდიდესი საიდუმლოს შემეცნებისგან, რადგან ცრუ თვითმყოფადობასა და თვითმმართველობას გვინერგავს სულში.

"უსაფუძვლოა ეს სოფელი, რამეთუ სიკვდილია მისი ბოლო" (წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი). ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავიდან გამომდინარეობს ნებითა თუ უნებლობით, სულისა და ხორცის მოკვდინების მსახური ხდება. ემსახურება წარმავალ დიდებას, პატივსა და სახელს. იხვეჭს განქარვებადს და განაბნევს წარუვალსა და მარადიულს, რითაც კიდევ უფრო შორდება შემოქმედს მისას. ამგვარი ადამიანისთვის ფიქრის წყარო მხოლოდ საკუთარი "მე" და ეს სოფელია. ეწაფება და შეიმეცნებს მხოლოდ ამსოფლიურ სიბრძნეს, რაც ხშირ შემთხვევაში ამპარტავნებისა და სიცრუისკენ მიუძღვება მას. რაში მდგომარეობს ადამიანის სიბრძნე და გონიერება? მასში, როდესაც ის არ მოტყუვდება წუთისოფლის წარმავალი, ხანმოკლე ბედნიერების მიერ, როდესაც იგი მიხვდება, რომ უფლისგან ნაბოძები სული თუმცაღა მას ეკუთვნის, მაგრამ მისი ფლობა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის მიუძღვნის მას საკუთარი ნებით - უფალს თუ მის მიღმა დარჩენილ საკუთარ "მეს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
12.04.2019
დედა იოანა (სამანიშვილი) მეუფე ანტონის ყოფილი მეუღლეა. გთავაზობთ წერილს, რომელიც მან რუსთავი 2-ის ცილსმწამებლური სიუჟეტის საპასუხოდ დაწერა:
25.02.2019
ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია):

ათონზე ბერული ცხოვრების ორი ფორმაა, ბერთა ნაწილი მონასტრებში ცხოვრობს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ახალციხელი ძმები სულითაც ძლიერნი იყვნენ
ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri