ბრმაი ბრმასაი თუ წინაუძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან
ბრმაი ბრმასაი თუ წინაუძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან
ადამიანი ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ხატება ყოველ ადამიანში შობიდანვეა ჩადებული და ამ პირვანდელი მოცემულობით მაცხოვარი ღვთის მსგავსების აღდგენისკენ მოგვიწოდებს: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (ლუკ. 5:48). ხატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულება არჩევანის უფლება, თავისუფლებაა. თავისუფლება ღმერთისგან არ იზღუდება, მაგრამ უზანაესის წინაშე უპასუხისმგებლობას როდი გულისხმობს: ვიცით, რომ ჩვენი მოვლინება მისი სიყვარულის გამოხატულებაა, ხოლო სიყვარული მზრუნველობის გარეშე არ მოიაზრება. შემოქმედის მზრუნველობა კი იმაში გამოიხატება, რომ მისი ბუნებისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი სიკეთით დაგვაჯილდოოს.

ამიტომ, ღმერთს ადამიანთან მიმართებით ნათლად გამოკვეთილი მიზანი აქვს, თუმცა მისი მიზნის მიღწევა ჩვენს თავისუფლებაზეა დამოკიდებული, რადგან იგი არაფერს არ გვაიძულებს. მაცხოვარი გვმოძღვრავს: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლაი, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მარკ.8:34). აღნიშნული სიტყვები ჩვენი სულიერი კეთილდღეობის მიღწევის აუცილებელ პირობას გვთავაზობს - თავისუფლებით ღვთის გზაზე შედგომას. ღვთის გზის შედგომა მისი ნების აღსრულებას გულისხმობს, ხოლო მისი ნება, წმიდა პავლე მოციქულის მიხედვით: "კეთილი, სათნო და სრულია" (რომ.12:2). მხოლოდ მისი ნების აღსრულებით მოვახერხებთ ჩვენში ღვთისგან ნამდვილი მოწოდების განხორციელებას. ამ უზენაესი ნების შემეცნება კი მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი.

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ცოცხალი, უცოდველი და სრულყოფილი სხეულია. მისი დაფუძნებიდან დღემდე მრავალი ადამიანია ჩართული ამ მისტიკური სხეულის ცხოვრებაში, რომელიც სულიწმინდის მოქმედებით ხელმძღვანელობს: "ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაი, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგახსენოს თქუენ ყოველივე, რაოდენი გარქუ თქუენ" (იოან.14:26), - გვმოძღვრავს მაცხოვარი. შესაბამისად, ეკლესიის ცხოვრების სხვადასხვა ეპოქაში მრავალ მორწმუნეს ღვთის ნების გამოძიებისა და ცოდნის უდიდესი გამოცდილება მიუღია, რაც სხვათათვის სიტყვიერად თუ წერილობით გადაუცია. ამიტომ, თანამედროვე მორწმუნეებს ღვთის ნების გამოძიებისა და აღსრულების მდიდარი გამოცდილებითი მემკვიდრეობა გაგვაჩნია. დღესაც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ამ მდიდარი მემკვიდრობის მითითებითა და პირადი სულიერი ღვაწლით ღვთის ნების აღსრულებას ცდილობენ. მათგან, უპირატესად, სასულიერო იერარქია და სამონაზვნო დასი უნდა გამოვარჩიოთ, რადგან ისინი, თავიანთი სტატუსით, ყველაზე მეტად ეხმიანებიან მაცხოვრის მოწოდებას: "შემომიდეგინ მე" (მარკ.8:34).

შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ისინი ჩვენი სულიერი ხელმძღვანელები ხდებიან. ხოლო, როგორც მასწავლებლები, თავის მხრივ, ნდობას უნდა იმსახურებდნენ, არა მხოლოდ ღვთის ნების უწყების საქმეში, არამედ ამ ნების უკეთესად აღსრულებაშიც. თუკი მასწავლებლებიც არიან და ნდობასაც იმსახურებენ, მაშინ უნდა დავუჯეროთ კიდეც მათ. ხოლო მოძღვრის დაჯერება, სულიერი თვალსაზრისით - მორჩილება, მისი რჩევებისამებრ და კურთხევისამებრ ცხოვრებას გულისხმობს. მორჩილება საკუთარი ნების უარყოფას ნიშნავს, საერო გაგებით - მონობას, რადგან მონას არ აქვს საკუთარი ნების გამოხატულების საშუალება, თუმც არა ნებელობით, როგორც სულიერ ცხოვრებაში, არამედ იძულებით.

მაშინ რა გზა გვრჩება?! დავემონოთ ადამიანს, როგორც ხსნის ერთადერთ გზას? მაგრამ წმინდა წერილი სხვა რამეს გვასწავლის: "ნუ თუალთა წინაშე თუალღებით მონებად ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ, ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად; გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა" (ეფ.6:6-7). აქ საუბარი მიწიერ კაცს შეეხება და არა ზეციურ, სულიერ კაცს, რადგან თუკი უშუალოდ, პიროვნულად, ღმერთთან ვერ ვერთიანდებით, მაშინ ისეთი ადამიანები გჭირდება, ვინც ღმერთს გვაპოვნინებს.

მაგრამ როგორ გავიგოთ, ეს სულიერი კაცი ყოველთვის ღვთის ნების გამომხატველია თუ არა? და როდის გვექცევა მორჩილება უფლის მაგივრად ადამიანის მონობად? ამ საკითხს უდიდეს ყურადღებას უთმობენ წმინდა მამები. მაგალითად, მე-19 საუკუნის გამორჩეული მოძღვარი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი გვაფრთხილებს: "თუკი წინამძღოლი საკუთარი თავის მორჩილების ძიებას დაიწყებს და არა ღმერთისა, მაშინ იგი არ არის ღირსეული! არ არის ღვთის მონა! - ეშმაკის მსახური და მისი იარაღია! "სასყიდლით სყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა" (1 კორ.7:23)". ამიტომ, "ყოველი სულიერი წინამძღოლი მხოლოდ ზეციური მეუფის მსახური უნდა იყოს და თავისთან კი არა, ღმერთთან მიმყვანებელი თავისი მორჩილებისა".

იმისათვის, რომ მორჩილება ადამიანისა და ეშმაკის მონობად არ გვექცეს, საჭიროა ერთი აუცილებელი და მრავალგზის გამოცდილი წესის დაცვა, რომელსაც წმინდა იოანე სინელი გვთავაზობს: "გამოვცადოთ წინამძღვარი, ვისაც უნდა გავყვეთ, რათა მესაჭის ნაცვლად მენავესთან არ მივიდეთ, მკურნალის ნაცვლად - სნეულთან, უვნებლის ნაცვლად - ვნებულთან და შუაგულ ზღვაში ისე არ შევიდეთ, როგორც ნავსაყუდელში, და არ დავიხრჩოთ". განა იმავეს არ გვმოძღვრავს მაცხოვარი: "ხოლო ბრმაი ბრმასაი თუ წინაუძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან" (მათ.15:14)?

ამრიგად, როგორც ვხედავთ, სულიერ წინამძღოლთა შერჩევისას უდიდესი სიფრთხილე და კეთილგონიერება უნდა გამოვიჩინოთ, რაზეც ჯერ კიდევ დიდი მამების ეპოქაში - VIIს-ში მიგვითითებს წმინდა იოანე სინელი. დღეს კი, როდესაც აღარ გვაყვს ამგვარი ნიჭითა და სულიერებით გამორჩეული მოძღვრები, უფრო მეტად რთულდება სულიერი წინამძღოლის გამორჩევა. მე-19 საუკუნეში წმინდა ეგნატე მოძღვართა ერთ ნაწილზე დიდი აღშფოთებით საუბრობს: "სულის დამღუპველი მსახიობობა და ტრაგიკული კომედიაა - ბერები საკუთარ თავს ძველი წმინდა მამების როლში წარმოიდგენენ. რადგან გააჩნიათ რა მათი მსგავსი სულიერი ნიჭები, ამიტომ მათდამი მორჩილება, მათი აზროვნება და ცოდნა ეშმაკის ხიბლი და სიცრუეა".

მისივე თქმით, დროა მივხვდეთ, რომ: "იმ სახისა და ხასიათის მონაზვნური მორჩილება, როგორიც ძველ მონაზვნობაში აღესრულებოდა, ძალიან დიდი სულიერი საიდუმლოა. ჩვენს რეალობაში ამის მიღწევა და სრული მიმსგავსება შეუძლებელია; მხოლოდ კეთილგონივრული განხილვა და მისი სულის გათავისებაა შესაძლებელი".

ამიტომ ჩნდება კითხვა: სჭირდება კი თანამედროვე ქრისტიანს მორჩილება იმ სახით, როგორიც ძველ მორჩილებს ჰქონდათ? სჭირდება კი თანამედროვე ქრისტიანს სულიერი წინამძღოლი? ის სჭირდებოდა ყველას და ყოველთვის.

შეკითხვა ასეთი უნდა იყოს: არის კი შესაძლებელი ასეთი წინამძღოლის მოძიება? წმინდა ეგნატე პასუხობს: "ეცადე იპოვო კარგი და კეთილსინდისიერი მოძღვარი. თუკი ამგვარს იპოვი, ამითაც დაკმაყოფილდი, რადგან ამჟამად კეთილსინდისიერი მოძღვრები იშვიათობაა".

საბოლოოდ, მორჩილების მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად აუცილებლად უნდა გავეცნოთ წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის დარიგებას: "შეისწავლე საღვთო წერილი და წმინდა მამათა ნაწერები, განსაკუთრებით სამოღვაწეო ხასიათისა, რათა მათ სწავლებას შეადარო შენი მოძღვრისა და ბერის სწავლება და ქცევა, შეძლო მათი დანახვა ისე, როგორც სარკეში და მიხვდე: რაც ეთანხმება წმინდა წერილს, შეითვისო და გონებაში ჩაიბეჭდო, ხოლო მცდარი და უკეთური ამოიცნო და უკუაგდო, რათა არ შეცდე. იცოდე, ჩვენს დროში მრავალი მატყუარა და ცრუმასწავლებელი გამოჩნდა" (XI საუკუნე).

ამრიგად, ხე ნაყოფით შეიცნობა, ადამიანი - ცხოვრებით. ღმერთმა მოგვცა თავისი მცნებები - სიკეთესა და ბოროტებას შორის გამყოფი, გამმიჯვნელი, რითაც სწორად განსჯის საშუალება გვეძლევა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოძღვრის მიერ სახარებისეული სულისკვეთება შებღალულია, მაშინ უფლის ნება უარყოფილია და კაცთა მონობა სრულდება: "რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნოვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალ.1:10).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat