მონობა ღვთისა და მონობა ცოდვისა
მონობა ღვთისა და მონობა ცოდვისა
რამდენი ცოდვაც არსებობს ჩვენს შინაგანში, იმდენი მფლობელი გვყავს და რამდენი მფლობელიც გყვავს, იმდენად ვმონებთ მათ ჩვენი ცხოვრებით. თითოეული ცოდვა ბორკილია ადამიანის სულისათვის, ჩვენ ჩვენივე ნებით ვირჩევთ და აღვასრულებთ ცოდვას, მაგრამ როდესაც ის ჩვენში შემოიჭრება და ბინას დაიდებს, მძლავრობს და იმორჩილებს ჩვენს ნებელობას, დრეკს და თავისკენ იზიდავს მას. თითქოს ჩვენ უკვე აღარ ვეკუთვნით ჩვენს თავს და სულში ბატონდება იმგვარი რამ, რაც შეიძლება აღარ მოგვწონდეს და გავურბოდეთ კიდეც, მაგრამ თითქოს ძალა, შემართება და მტკიცე სურვილიც კი აღარ შეგვწევს ამისი. ძალზე სამწუხაროდ ნელ-ნელა ხდება ცოდვასთან შეგუება და ხშირ შემთხვევაში მასთან დამეგობრებაც. ყოველივე ეს კი აბნელებს გონებას და რაც ადრე ცოდვადD მიგვაჩნდა, დღეს შეიძლება ახალ ცხოვრების წესად გვექცეს და ერთგულად ვმსახურებდეთ კიდეც მას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოდვა ძალადობას ახდენს ჩვენს ნებელობაზე, იგი ყველანაირად ცდილობს ჩვენი თავისუფლების შეზღუდვას და მომაკვდინებელი გავლენის ქვეშ მოქცევას. თან ისე ოსტატურად ახერხებს ამას, რომ თავიდან ძალზე ტკბილიც კი არის ის ჩვენთვის, ხოლო როდესაც მის სიმწარეს შევიგრძნობთ და ნამდვილ სახეს დავინახავთ, უკვე მოქცეულნი ვართ მისი გავლენის ქვეშ და თითქმის ძალაც აღარ შეგვწევს მასი წინააღმდეგობისა. ცოდვის მთესველმა (ეშმაკმა) მიწათმოქმედის მსგავსად იცის, როდის, სად და როგორ დათესოს სასიკვდილო თესლი, როგორ შეუქმნას შესაფერი გარემო აღმოცენებისთვის და როდის შეუდგეს მკასა და მოსავლის აღებას. თავისუფლება ცოდვილი ცხოვრებისგან განთავისუფლებაში მდგომარეობს, რაც მხოლოდ ღმერთშია დავანებული და მხოლოდ მასზე დამეგობრებულ სულს შეუძლია შეიგრძნოს და განიცადოს მისი ტკბილი გემო. რაში მდგომარეობს უფლისადმი მონობა და შობს თუ არა იგი მისადმი მეგობრობას? წმინდა რჯული გვასწავლის, რომ "შიში ღვთისა დასაბამია სიბრძნისა" ანუ ეს არის წმინდა რწმენისგან გამომავალი მაცხოვნებელი აღიარება უფლის დიდებისა, ძლიერებისა და ყოვლისშემძლეობისა. რადგან ნათლად და მკაფიოდაა ნათქვამი: დასაბამი სიბრძნისა არის შიში ღვთისა. მას შეიძლება უფლის გზაზე შედგომა და რწმენის აკვანიც ვუწოდოთ, რომელშიც ჩვენი ახალნაშობი რწმენაა დავანებული. ეს არის შიში სიხარულისა, სიბრძნის დასაწყისისა და ძიებისა, ეს არ არის დამთრგუნველი და მომნუსხველი შიში, რასაც ჩვენ ზოგადად შიშს ვეძახით, რადგან ეს უკანასკნელი მხოლოდ ბოროტებას, მტრობასა და სიკვდილს შობს. საუფლო შიში სიბრძნის შიშადაა წოდებული და აუცილებლად უფლის მეგობრობამდე მიმყვანებელია, იგი ღვთის ერთგულ შვილებად გვაქცევს. ღვთის შიშით იწყება ღმერთის მამად აღიარება და კდემამოსილება მის წინაშე, ხოლო რაჟამს ჩვენ მას მამად აღვიარებთ, შესაბამისად, ჩვენც ვიწოდებით მის შვილებად. ჩვილს თავდაპირველად მშობლის შიში აქვს სიყვარულთან ერთად, მაგრამ ეს არის შიში მორიდების, პატივისცემის, მშობლის სიდიადის შეგრძნებისა და არა ზიზღისა და უსიყვარულობისა. ხოლო როდესაც ჩვილი მოწიფულ ასაკს აღწევს, თავისუფლდება იგი თავდაპირველი შიშისგან და რჩება უდიდესი სიყვარული თავისი მშობლების მიმართ.

ღმერთი ათავისუფლებს ადამიანს თითოეული ვნებისაგან, ცოდვა და ეშმაკი კი ამონებს სულს ყოველგვარ დაცემულობას, რადგან ღმერთი თავისუფალია თავისი ყოფიერებით და მასთან დამეგობრებული ერთგული სული სწავლობს და იძენს თავისუფლებას. ეშმაკი ტყვეა ცოდვისა და ყველანაირად ცდილობს ამ ტყვეობაში მრავალი მის თანამოძმედ, ზიარად აქციოს. მისი მიზანი მხოლოდ ერთია, დაღუპოს და მოაოხროს მრავალი თავის თავთან ერთად, რადგან თავად ტყვეს სიკვდილისას სხვა რა შეუძლია თვალთმაქცობისა და ბოროტების გარდა. იმას გასცემს, რაც თავად მასშია, რაც მისი ღირსება და ყოფიერების მიზანია.

რა არის თავისუფლება? რაში მდგომარეობს მისი არსი? როგორ შეიძლება მისი სწორად შემეცნება? თავისუფლება არ გულისხმობს ჩვენში არსებულ თავისუფალ ნებელობას, რადგან იგი დაუმსახურებლად გვებოძა ღვთისგან, იგი განუყოფელი ნაწილია ჩვენი ხატებისა. მართებული შემეცნებით თავისუფლება გულისხმობს ჩვენში არსებული თავისუფალი ნების სიწმინდით გამოყენებასა და ფლობას. მთავარია, როგორ გვნებავს მოვიხმაროთ იგი: თავისუფლებისთვის თუ მონობისთვის. ჩვენ თავისუფალნი ვართ მხოლოდ არჩევანში, მაგრამ სწორედ ამ არჩევანში ყალიბდება და იწრთობა როგორც ჩვენი თავისუფლება, ასევე ტყვეობაც და დაცემულობაც. აკეთო ყველაფერი, რაც გინდა, ეს მხოლოდ ნებელობის თავისუფლებაა და არა თავისუფლება მისი არსობრივი მნიშვნელობით, რაც საკუთარი თავის შეცნობასა და ფლობას გულისხმობს. რამდენი მანკიერებაც გვაქვს, იმდენად მოკლებულნი ვართ ზნეობრივ სიმაღლესა და სრულყოფილებას. ცხოველზე თავისუფალი ქმედებაში არავინაა ამ ქვეყანაზე, მაგრამ თუ ადამიანი ამგვარ ცხოვრების წესს დაისახავს მიზნად, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში პირუტყვზე ნაკლები ვერაფრით იქნება. ბოროტების ერთ-ერთი დიდი მანქანება და მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ აურიოს ყველაფერი ერთმანეთში, რომ ბოროტება არ იწოდებოდეს ბოროტებად, ცოდვა - ცოდვად, მონობა - მონობად. სამწუხაროდ ძალზე ხშირად ეშმაკი წარმატებით ახორციელებს თავის ჩანაფიქრს, რადგან მრავალი აღვირახსნილობას თავისუფლებად მოიხსენიებს, სიძვას - სიყვარულად, თავხედობასა და ბილწსიტყვაობას - სიწრფელედ. ძალზე გონიერია მტერი კაცობრიობისა და გონიერად თესავს თესლს ბოროტებისას. იგი დგენიადაგ ქსოვს ბადეს სიკვდილისას და თან ისე ოსტატურად, რომ ხშირად ყველაფერს ვთმობთ მასში მოსახვედრად.

ცხოველი ტყვეა საკუთარი ბუნებისა, რადგან იგი სრულად მართულია მისგან, რაჟამს რისკენაც უბიძგებს იგი, მყისიერად ემორჩილება მას. თუ ადამიანიც ცხოველის მსგავსად მიჯაჭვულია საკუთარ გულისთქმებს, ბუნებით თვისებებს და სრულად მართულია მისგან, მაშინ რა განსხვავებაა მასსა და ცხოველს შორის? ამგვარი ადამიანისთვის თავისუფლება საკუთარი ბუნებისადმი დამორჩილებას ნიშნავს, ჩვენ კი კარგად ვიცით, თუ საითკენ მიემართება მიშვებული, უმართავი ბუნება და მასზე დაფუძნებული ნებელობის თავისუფლება. ადამიანი თავისი პიროვნული ყოფიერებით უნდა ამაღლდეს მის ბუნებაზე და მართოს იგი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მტკიცედ იცოდეს, თუ რა სურს, რა არის მისთვის საჭირო და აუცილებელი. საკუთარ თავზე რომ ამაღლდე და დაიმორჩილო იგი, აუცილებელია მიილტვოდე და ბაძავდე მას, ვინც შენს ბუნებას აღემატება სისრულითა და სიწმინდით. ადამიანი ემსგავსება იმას, ვისაც და რასაც თავად უნდა, რომ ჰგავდეს, ანუ რა თვისებებიც მოსწონს სხვაში, იმას აღვივებს და აღორძინებს მის შინაგანში. სურვილი, მიმართულება, სწრაფვა გარდაქმნის ჩვენს შინაგან თვისებებს როგორც წმინდად, ასევე დაცემულობა-ხრწნილებად.

ღვთის მონობა, რაც ღმერთზე სრულ მინდობასა და მორჩილებას ნიშნავს, ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი უარყოფითისა და ვნებისაგან. ეს ნებაყოფლობითი ერთგულებაა, რაც ღვთისადმი უდიდესი სიყვარულის გამოვლინებაა და ერთადერთია ამქვეყნად თავისი არსითა და საიდუმლოებით. სხვა დანარჩენი, რასაც პირდაპირი მნიშვნელობით მონობას ვეძახით, ზიზღის, ორგულობის, შიშისა და პირფერობის ნაშობია, რაც მომავალში თავად მშობელია მრავალი ბოროტებისა და ხშირ შემთხვევაში არც ნებაყოფლობითი არაა იგი. ზოგი მტერს მონებს, ზოგი ადამიანს, ზოგიც ეშმაკსა და საკუთარ დაცემულობას, რამდენი სახეცაა მონობისა, იმდენივეა მათი არსებობის მიზეზიც, თუმცა კი შედეგი ყველა მათგანისთვის ერთია - უსიყვარულობა და ტყვეობა. მხოლოდ უფალს დამორჩილებულ, მის ერთგულ სულს შეუძლია იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი, უფლებდეს საკუთარ თავზე, რადგან საკუთარი თავის უფალი როგორ შეიძლება მონებდეს ვინმეს ან რამეს, გარდა უფლისა. ყოველი მცნების აღსრულება კიდევ ერთი ბორკილის მოხსნაა საკუთარი სულისთვის. რამდენადაც ვიწმინდებით, იმდენად ვთავისუფლდებით და მივეახლებით ქვეყნიერების შემოქმედ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს - მამას, ძეს და სულიწმინდას, რომლის დიდებას და სუფევას არ აქვს დასასრული აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat