ზოგჯერ ახალბედა მრევლი ფრთხება და ტაძარსაც ტოვებს
ზოგჯერ ახალბედა მრევლი ფრთხება და ტაძარსაც ტოვებს
ხშირად ხიბლში მყოფი ადამიანი თავისდაუნებურად დაბრკოლება ხდება მისთვის, ვინც ეკლესიური ცხოვრების კარიბჭესთან ეს-ესაა მივიდა. ხიბლში მყოფი მორწმუნე ცდილობს, დაეხმაროს ახალბედას სულიერი ცოდნისა და გამოცდილების შეძენაში, ამ დროს კი, პირიქით, ხელს უშლის. ზოგჯერ ახალბედა მრევლი ფრთხება და ტაძარსაც ტოვებს, ან, უკეთეს შემთხვევაში, ხიბლში მყოფი და მასზე უფრო "გამოცდილი" მორწმუნის სულიერ გზას იმეორებს. რატომაა ხიბლის ცოდვა ასეთი სერიოზული საფრთხე? ამ ცოდვაში მყოფი საკუთარი სულის გარდა სხვისასაც რატომ აზიანებს? ხიბლში ყოფნა არის სულის ყალბი მოჩვენებითად ეკლესიური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავს სულიერ ნიჭთა სიმრავლეს მიაწერს და ჰგონია, რომ განსაკუთრებულია. ის უხვად იძლევა დარიგებას ყოფითსა თუ სულიერ საკითხებზე, თანაც თავისი ნააზრევი ერთადერთ ჭეშმარიტებად მიაჩნია. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ამპარტავნება. ზოგჯერ ხიბლში მყოფი ადამიანი გარეგნულად დიდ ღვაწლს იღებს საკუთარ თავზე, გაძლიერებულად მარხულობს, ლოცულობს. ესეც ცდუნებული ახალბედა მრევლისთვის იმის დამამტკიცებელია, რომ მან უკვე დიდ სიმაღლეს მიაღწია ღვთისკენ სავალ გზაზე, განა სხვაგვარად შეძლებდა ამას?! ხშირად ხიბლში მყოფი იწყებს წარმოსახვას იმისა, რომ ხედავს უფალს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს, თავში მოსდის ერთი შეხედვით შთამბეჭდავი იდეები და ჰგონია, რომ ღმერთი კარნახობს მას. მიიჩნევს, რომ თვით შემოქმედმა აირჩია ის, რათა ადამიანებს მისი პირით ამცნოს ჯერ უთქმელი.…სწორედ ამაზე ამბობს წმინდა ათანასე გრიგორიატელი: "ვინც თავის ხილვებზე მშვიდად საუბრობს და ასკვნის, რომ ისინი ღვთისგანაა, უეჭველად ცდება".

ხიბლი განსაკუთრებით იმ ადამიანთა შორის არის გავრცელებული, რომლებიც გარეგნულად ეკლესიურობითა და ღმერთის მიერ მოცემული კანონების შესრულებით გამოირჩევიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ გარეგნულად. ანუ ხიბლი იქ ჩნდება, სადაც სულიერი ცხოვრება მხოლოდ გარეგნულ ფორმებს ინარჩუნებს, შინაარს კი კარგავს. საერთოდ, ხიბლში ადამიანები ვარდებიან გამოუცდელობით ან სიამაყის გამო, თუმცა წმინდა მამები მიიჩნევენ, რომ უმთავრესი მიზეზი მაინც სიამაყე და ამპარტავნებაა. ახალბედა ქრისტიანს "გამოცდილი" მრევლი ხშირად მიუთითებს, როგორ მოიქცეს, ხაზს უსვამს მის უცოდინარობას ეკლესიურ ცხოვრებაში და თან ამას ისე ეკეთებს, რომ საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინოს. ვფიქრობ, ესეც ხიბლია, თუმცა შედარებით მსუბუქი ფორმა.…

ისიც ხიბლია, როცა თავი ყველაზე დიდი ცოდვილი გგონია ამქვეყნად და გამუდმებით იმეორებ: "მე ვინ ვარ, ერთი ცოდვილი, უძლური არსება, არ ვიმსახურებ შეწყალებას". ფსიქოლოგები თვლიან, რომ სინამდვილეში ეს სიტყვები სულაც არ ასახავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას და მის უკან რაღაც დოზით ისევ ამპარტავნება იმალება.

დაბოლოს, ეს პატარა წერილი მინდა მამა პაისის სიტყვებით დავასრულო: "გახსოვდეს ორი გულისთქმა და გეშინოდეს მათი: პირველი გეუბნება, რომ წმინდანი ხარ, მეორე კი ჩაგჩურჩულებს, რომ წარწყმდები. ორივე ფიქრი ბოროტისგანაა, მათში არ არის ჭეშმარიტება. შენ კი ასე იფიქრე: მე უდიდესი ცოდვილი ვარ, მაგრამ ღმერთი გულმოწყალეა, ძალზე უყვარს ადამიანები და მაპატიებს ჩემს ცოდვებს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat