სალოსთა მსახურება გრძელდება და თანამედროვეობაში არაერთმნიშვნელოვან რეაქციებს იწვევს
სალოსთა მსახურება გრძელდება და თანამედროვეობაში არაერთმნიშვნელოვან რეაქციებს იწვევს
ქრისტეს ეკლესიის წმინდანთა ცხოვრების ახლოს გაცნობა ძალზე სასარგებლოა ყოველი ქრისტიანისთვის. მათი ცხოვრებისეული მაგალითებით ხდება ახალი თაობის მორწმუნეთა აღზრდა და განსწავლა. თითოეული წმინდანი განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, რადგან თავისთავადობას ინარჩუნებს. ამიტომ ამ უამრავი წმინდანისგან შემდგარ დასში გარკვეული კატეგორიებიც არსებობს, მათი საერთო ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ცალკეულ კატეგორიებად შეიძლება დავანაწევროთ: წინასწარმეტყველები, მოციქულები, მოწამეები, უვერცხლო მკურნალები, ღირსი მამები და დედები და სხვანი. აქვე წმინდანთა დასში გვხვდება ერთი კატეგორია, რომელიც თითქოს ცალკე არ დგას, რადგან ღირსთა კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ წმინდა ეკლესია დამატებითი ეპითეტით ამკობს მას - ღვთისთვის სულელთა - სალოსთა კრებული.

სალოსები, სხვა წმინდანთაგან განსხვავებით, მორწმუნეთათვის ერთმნიშვნელოვან მაგალითად ვერ გამოდგებიან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი ცხოვრება არა მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი ნორმებისგან არის გამიჯნული, არამედ თვით ქრისტიანული ზნეობრივი კანონებისგანაც. მათი ცხოვრების გარეგნულ ნიშან-თვისებებზე საუბარი ადვილია, მაგრამ ძალიან ხშირად შინაგანი მოტივაციის გარკვევა რთულდება უბრალო, მოკვდავი ადამიანისთვის. სალოსთა მსახურება გრძელდება და თანამედროვეობაში არაერთმნიშვნელოვან რეაქციებს იწვევს, ამიტომ აუცილებელია ამ მსახურების არსის მეტად შესწავლა, რათა მეტად შეგვეძლოს ამგვარ ქარიზმის მქონე პიროვნებებზე მართებული დასკვნების გაკეთება.

სალოსობის არსის დადგენაში ისტორიული ანალიზი დაგვეხმარება. ქრისტეს შობის შემდეგ პირველ სამ საუკუნეში ვერ ვხვდებით ამ განსხვავებული მსახურების აშკარა მაგალითებს. ამის მიზეზი, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ირკვევა, ამგვარი მსახურების აუცილებლობის არარსებობა იყო. იმ დროს ეკლესია იდევნებოდა, ამიტომ ყოველი ადამიანი, ვინც, დევნულობის მიუხედავად, ქრისტიანული პრინციპების მიმართ სიმტკიცეს ინარჩუნებდა, უკვე მიუღებელი გახლდათ ამ წუთისოფლის ძლიერთა და ხელმწიფეთათვის, რაზეც წმინდა პავლე მოციქული პირდაპირ მიგვითითებს: "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რათა არცხვინოს ძლიერთა. და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოარჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი, რათა არსნი იგი განაქარნეს" (1 კორ. 1:27-28). ქრისტიანული ცხოვრება ძალადობასა და აგრესიას იწვევდა ამ უსამართლო ადამიანთა მხრიდან. ამიტომ იმ პერიოდში სალოსთა მსახურების საჭიროება ჯერ არ ჩანდა, ვინაიდან ყველა ღირსეული ქრისტიანი ამ წუთისოფლის სულელად მოიაზრება.

უკვე VI-VII საუკუნეებიდან სალოსობის თვალსაჩინო მაგალითები გვხვდება, რომელთაგანაც მკვეთრად გამორჩეულია ორი პიროვნება: სვიმეონ ემესელი (VIს.) და ანდრია კონსტანტინოპოლელი (IXს.). მათი ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, მდაბიო სურვილებისა და ყოველგვარი ვნებისგან განიწმინდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ, ღვთის მოწოდებით, ფართო საზოგადოებაში აქტიური ქარიზმატული მოქმედება დაიწყეს.

ამრიგად, სანამ ქრისტიანობა იდევნებოდა, მანამ ღვთისაგან სალოსობისკენ მოწოდება ნაკლებად შეინიშნებოდა, ხოლო დევნის შეწყვეტის შემდეგ ნელ-ნელა სამოღვაწეო ასპარეზზე ქრისტესთვის სულელნიც გამოჩდნენ. ამ მცირე ისტორიული ექსკურსიდან გამომდინარე, შეგვიძლია შემდეგი დასკვნის გაკეთება - სალოსობა თავისი არსით წუთისოფელთან დაპირისპირებაა. მას არსებობისთვის სიმშვიდე სჭირდება, რადგან დევნულობისას ყველა დევნილი უპირისპირდება წუთისოფელს, ხოლო სიმშვიდეში პირდაპირ მხოლოდ სალოსები უპირისპირდებიან მას.

სალოსთა წუთისოფელთან დაპირისპირებას მკვეთრი გარეგნული და არაორდინარული სახე აქვს, რაზეც სიტყვაც კარგად მიგვანიშნებს - ქრისტესთვის სულელი, გიჟი და გონებადაულაგებელი ადამიანი. ამგვარ მსახურებას საფუძვლად დიდწილად წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებიც უდევს: "უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რათა იყოს ბრძენ" (1 კორ. 3:18), ასევე პირდაპირი სიტყვიერი მითითება: "ჩვენ - სულელ ქრისტესთვის" (1 კორ. 4:10).

ისინი ადამიანთა მზერისა და ყურადღებისათვის გამომწვევად მოქმედებენ, რათა უფრო ნათლად და მკაფიოდ აისახოს თითოეული ქმედება. ეს მათი დღის რეჟიმია, ხოლო ღამე ფარული ღვაწლია - მყუდროება, მდუმარება და ღმერთთან განუწყვეტელი ლოცვითი კავშირი. დღის გარეგნული მსახურების ზოგადი სურათია: მარხვის დარღვევა, მაღალი საზოგადოებისა და ფარისევლების მხილება, ზოგჯერ სიშიშვლე ან გლახაკად ჩაცმულობა, უპოვარება, მათხოვრობა, დამცირებისა და შეურაცხყოფის ძიება და წინასწარმეტყველება.

როგორც არ უნდა განვიხილოთ და ჩამოვაყალიბოთ მათი გარეგნული ქცევები, უმთავრესი მაინც შინაგანი გამოძახილია, ის, რაც მათ გარეგნულ ქმედებას წარმართავს. ამ ქმედებათა განმაპირობებელი ერთი მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, წუთისოფელთან ჭიდილია. თუმცა პირველი და უმთავრესი მიზეზი მოყვასის სარგებელზე ფიქრია, რადგან პიროვნება, რომელიც სულიერად განწმენდილი, დამდაბლებული და უპოვარია, სხვა ადამიანთა შეწევნას აღარ საჭიროებს. ამიტომ მათი ხალხში ყოფნა ადამიანთა კეთილდღეობას გულისხმობს.

კიდევ ერთი მიზეზი ამგვარი მსახურებისა სხვათათვის სარგებლობასთან ერთად საკუთარი თავის დაცვის მცდელობაა, რათა გარეგნული და გიჟური საქციელით ხალხისგან პატივისცემა და სიყვარული არ გამოიწვიონ.

აღნიშნულ მიზეზთა მიხედვით კარგად ჩანს, რომ სალოსები ნორმებს, კანონებს და დამკვიდრებულ მორალს ებრძვიან. ამით მიგვანიშნებენ, რომ ღმერთი და სულიერი ცხოვრება კანონზე მაღლა დგას და რომ კანონი სულიერების მიღწევის საშუალებაა და არა მიზანი. ამიტომ კანონს კი არ უარყოფენ, არამედ მის არასრულფასოვნებაზე მიანიშნებენ. ამ კანონებში ის გარეგნული ტრადიციები და წესები იგულისხმება, რომელთა გარეშეც ქრისტიანებს ცხოვრება ვერც კი წარმოგვიდგენია.

ეს ყოველივე საკმაოდ რთულად აღსაქმელია. ამიტომ ბიზანტიურმა ეკლესიამ ამგვარი მსახურება ფაქტობრივად უარყო კიდეც, რათა სიცრუისა და ჭეშმარიტების აღრევა, ეკლესიის კანონთა, წეს-ჩვეულებათა და საეკლესიო სამართლის დაკნინება და საბოლოოდ ეკლესიის საფუძვლის მოშლა არ მომხდარიყო. რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის ეკლესიაზე, სადაც ქრისტესთვის სულელნი მრავლად გამოჩნდნენ.

მთავარი ჩვენთვის ის უნდა გახდეს, რომ სალოსებთან მიმართებით არ შეგვექმნას ცრუ წარმოდგენები. ცრუ მსახურება ჭეშმარიტებად არ მივიჩნიოთ და ამით თავად ჭეშმარიტება არ დაკნინდეს.

ქრისტე და სალოსობა
ახლა სალოსობის მსახურება ქრისტესთან მიმართებით განვიხილოთ, ვინაიდან იგია ჩვენი ამოსავალი - გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება (იოან. 14:6). ამიტომ მასთან ამგვარი შედარება სალოსობის ცნებას ამოხსნის.

ქრისტე, გარეგნულ მკვეთრ მოქმედებათა მიხედვით, არ იყო სალოსი. მაგრამ ამგვარი მსახურებისგან სრულად როდი იყო გამიჯნული; თავად მისი ახლობლები ვერ იგებდნენ მის ქმედებას: "და ესმა მის კერძოისათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: "განკრთომილ არს" (მარკ. 3:21). ქრისტე არასდროს არ მოქმედებდა სალოსივით, მაგრამ მისი ქმედებები ძალიან ხშირად იმ დროის საზოგადოებრივი მენტალიტეტისათვის მიუღებელი იყო: შაბათის წინააღმდეგ გალაშქრება (მათ. 12:1), მეზვერეებთან და ცოდვილებთან სიახლოვე (მარკ. 2:15-16), მეძავებთან საუბარი (იოან. 4:7-26; იოან. 8:11), ტაძრიდან მოვაჭრეების გამოდევნა (მათ. 21:12) და ბოლოს თავად ჯვარი. იმდროინდელ საზოგადოებაში ყველაზე სამარცხვინო დიდ დამსჯელ იარაღად მიიჩნეოდა. ანუ იესო ქრისტე, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი სალოსი იყო თავისი სულისკვეთებით. ამას პავლე მოციქული შემდეგნაირად გადმოგვცემს: "ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღვთისა" (1 კორ. 1:18).

ამრიგად, სალოსები ქრისტეს სულისკვეთების აღსრულებაში ყველაზე მეტად მოწადინებულნი არიან, რადგან არაფრად მიაჩნდათ ამქვეყნიური პატივი და სიმდიდრე: "წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე" (მათ. 19:21). მათი ერთადერთი საფიქრალია - ქრისტესთან უწყვეტი კავშირი, წუთისოფლის მხილება და მოყვასის სარგებლისთვის ცხოვრება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat