მამაჩემი მღვდელია. მე მამას ვგავარ. ზუსტად მისნაირი თვალები მაქვს
მამაჩემი მღვდელია. მე მამას ვგავარ. ზუსტად მისნაირი თვალები მაქვს
მე მამას ვგავარ. ზუსტად მისნაირი თვალები მაქვს.
ერთხელ ვსეირნობდით. ქუჩაში ნაცნობი შეხვდა, მომეფერა და თქვა, - წვერები რომ ჰქონდეს, შენ იქნებოდიო.
მახსოვს, გავბრაზდი. რატომ უნდა მქონოდა წვერები? :)))
ბევრი წელია, რაც მამასთან აღარ ვცხოვრობ. ახლა უბრალოდ ვსტუმრობთ ხოლმე ერთმანეთს.
მიყვარს მამასთან საუბარი. ის ძალიან საინტერესოდ საუბრობს. მას შეუძლია ყველანაირ თემაზე ისე სიღრმისეულად გელაპარაკოს, როგორც იმ ნებისმიერი თემის საუკეთესო მცოდნე დაგელაპარაკება.
ბევრი წელია ოჯახი შევქმენი და მე და მამას ერთ სახლში აღარ გვძინავს, მაგრამ მე მამა არ მომკლებია, რადგან ისედაც სულ მაკლდა.
მუდმივად მენატრებოდა მამასთან თამაში, მამასთან ერთად სირბილი, ჭიდაობა, ხატვა, გაფერადება, კუბიკებით კოშკების აწყობა, სეირნობა, მისი მოყოლილი ამბები მოსმენა და "მამიკოს" დაძახება, რადგან როდესაც ვიღვიძებდი ის უკვე წასული იყო და როდესაც ვიძინებდი ის ისევ წასული იყო...
-დედა, სად არის მამა?
- ის ქალი ძალიან ცუდადაა და მასთან წავიდა...
- დედა, მალე მოვა მამა?
- ის კაცი საავადმყოფოშია და მასთან წავიდა...
- დე, ჩვენთან ერთად წამოვა მამა?
- ის ბიჭი დაუჭრიათ და იქ გაიქცა მამა...
- დე, დღეს მამა არ მოგვიწვება?
- ის კაცი გარდაიცვალა და მამა იქაა.
- დე, მამა მოვა?
- ის ბავშვი რომ დაიბადა, შეუძლოდ ყოფილა და საავადმყოფოში გაიქცა...
- დე, მამასთან ერთად მივდივართ?
- ის ოჯახი ახალ სახლში გადავიდა და სახლის კურთხევა სთხოვეს.
- დე, მამას ხომ სიცხე ჰქონდა წუხელ და მაინც წავიდა?
- იმ ბიჭმა დაურეკა, ძალიან მძიმედ ვარ, თქვენთან ლაპარაკი მინდაო და იქ გაიქცა მამა...
- დე, მამა ისევ არ დაბრუნებულა?
- იქ ტაძარი ინგრევა და წასვლა მოუხდა, სამ დღეში დაბრუნდება...
- დე, მამა სადაა?
- მათ შიოდათ და საჭმელი წაუღო...
...
- მამა, მოხვედი!!!!?????
- აი, ნიკოც მოვიდა ჩვენთან , აღსარების თქმა უნდა .
- გამარჯობა, ნიკო...
...
მამაჩემი მღვდელია.
6 წლის ვიყავი ,როდესაც სასულიერო პირი გახდა.
მახსენდება, წიგნებით სავსე მაგიდა, მამაჩემის თარგმანები ,დედაჩემს რომ უკითხავდა ხოლმე და გრამატიკულად ასწორებდნენ წინადადებებს.
მერე დღეს წირვაზე მიდიოდა დილაადრიან. იქ ისე უნდა ექადაგა, რმ ხალხს სიტყვის ძალა ეგრძნო.
ბავშვი ვიყავი. ნახევრად არც ვუსმენდი, იქ მეგობრებთან თამაში უფრო მართობდა, ვიდრე ლიტურგია, ვიდრე მამაჩემის ქადაგება, რომლის მერეც ხალხი განათებული სახით გამოდიოდა ეზოში. დაუვიწყარი სახეებით და თვალებით...
მამაჩემი მღვდელია.
შავი შესამოსელი აცვია და წვერი აქვს. ახლა უკვე ჭაღარა წვერი, ძალიან თეთრი.
მახსოვს, პირველად როდის აღმოვაჩინე, რომ მამაჩემი ჭაღარა იყო...
ფოტოზე.
ფოტოს დავხედე და ელდა მეცა.
მამა თეთრი იყო.
დღემდე მგონია, რომ დროის რაღაც ერთ პატარა მონაკვეთში გათეთრდა მამა.
დაახლოებით, 2003-დან 2012 წლამდე იყო ეს პერიოდი.

...
მამაჩემი მღვდელია.
მას შენ უყვარხარ.
შენ კი დგახარ და იგინები.
მამაჩემი მღვდელია.
მას შენი ესმის.
შენ კი ყურებზე ხელებს იფარებ და იგინები.
მამაჩემი მღვდელია.
მას სამშობლო უყვარს.
შენ კი ზიხარ და იგინები.
მამაჩემი მღვდელია.
მას 12 შვილი ვყავართ.
შენ კი წევხარ და იგინები.
მამაჩემი მღვდელია.
მას ათასობით ეკლესიის პროექტი შეუქმნია.
შენ კი ფეისბუქს სქროლავ და იგინები.
მამაჩემი მღვდელია.
ის დღე და ღამე შენთვის ლოცულობს.
შენ კ მას აგინებ.
აგინებ, რადგან არ მოგწონს ვიღაც. ვიღაც სასულიერო პირი, რომელიც არასწორად მოიქცა.
აგინებ, რადგან არ მოგწონს საპატრიარქო, სინამდვილეში კი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან საპატრიარქო და ეკლესია.
აგინებ, რადგან მშიერი არ დაწანწალებს და ვირით არ დაჩინდრიკებს 21-ე საუკუნეში.
განსაკუთრებით მაშინ აგინებ, როდესაც სუფრასთან ზიხარ, სამ ჭიქას დალევ...
ყველაზე ხმამაღლა კი მაშინ აგინებ, ფეისბუქის კედელზე რომ წერ და თვალებში ვერავის უყურებ.
მე კი დანამდვილებით გეტყვი, რომ მამაჩემს ვერასდროს შეაგინებ პირისპირ.
მე კი დარწმუნებით გეტყვი, რომ რამდენიმე წუთიც კი ვერ გაუსწორებ მამაჩემს თვალებს.
იდექი და იგინე.
იჯექი და იგინე.
წამოწექი და ისეც იგინე.
ფეისბუქზე ყველაზე გემრიელად იგინე.
იგინე ტვიტერზეც.
ოდნოკლასნიკშიც კი იგინე.
იგინე.
ჭამის წინაც და ჭამის მერეც იგინე.
ძილის წინაც და ძილის მერეც.
....
მამაჩემი მღვდელია.
მე მამას ვგავარ. ზუსტად მისნაირი თვალები მაქვს.
შემაგინე.
ვენენო მენაბდე
ბეჭდვაელფოსტა
22.08. 2018
mariami
ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ მამა–შვილი. რაც შეეხება 2003-2012 წლების წინსვლას:სოდომ–გომორის ფასად არანაირი წინსვლა არ გვიღირს.
03.07. 2018
ეკა ბერი
რა მშვენიერი ჩანახატია!კარგი იქნება,თუ სხვა ენაზეც ითარგმნება.
27.06. 2018
კაკო
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ შენც და მამაშენიც.
12.06. 2018
ლია
მადლობა ღმერთს, რომ კიდევ არიან ესეთი ადამიანები
08.06. 2018
ნუნუ
ადამიანთა ბოროტებას საზღვარი არ აქვს
სხვა სიახლეები
18.05.2018
მოდიან, მოედინებიან უწყვეტ ნაკადად, მოაქვთ ჩემი ქვეყნის დიდება, პატივი, სიწმინდე და სიყვარული! მოდიან ამაყად უფლის ერთგული ჯარისკაცები, სამშობლოს დამცველი რაინდები!
27.04.2018
ამ წერილის ავტორი პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძეა:

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს საქართველოში
26.02.2018
დაუფარავად გაუხსენი გული მოძღვარს, ნურაფრის შეგრცხვება, ღმერთმა ისედაც იცის შენი ნებისმიერი გულისთქმა და საქციელი
28.12.2017
ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის მოანსტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულს ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) "კარიბჭის" მკხთხველს წლების განმავლობაში ანუგეშებდა თავისი წერილებით, მიძღნილი მშობლებისადმი თუ შვილებისადმი.
17.11.2017
გალაკტიონის დღიურიდან:
"ისევ ავად ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი. დავდივარ უფეხსაცმლოდ.
15.08.2017
იმისათვის, რომ წუთისოფელში ადამიანებმა უფრო მეტად იგრძნონ უფალთან თანამყოფობა, მონასტრულ ცხოვრებას ირჩევენ და უფლის წიაღში, ღვთის სახლში მკვიდრდებიან.
26.03.2017
არავისთვის არის სიახლე, რომ მსოფლიო გლობალიზაციის სენით არის შეპყრობილი: მიმდინარეობს აქტიური პროცესები ერთიანი, საყოველთაო საერო და საეკლესიო მმართველობის დასამკვიდრებლად და ეს ყველაფერი მსოფლიო ერთმმართველობის სამზადისია.
05.08.2016
ათონის მთაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) დედისადმი გაგზავნილ პირად წერილებში მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტი იერემიას შესახებ წერს.
12.05.2016
მის უწმიდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს, ყოვლადუსამღვდელოეს მეუფეებს
28.04.2016
ეს წერილი მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მრევლმა მოგვაწოდა:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
გარდაცვალება ყოველი ადამიანის ხვედრია, რომელსაც ვერავინ გაექცევა. "ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკვდილი" (ფს. 88,48), თუმცა დაფარულია, როდის დაგვიდგება ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი.