ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
დასაწყისი იხ. #12
8. "ღვთის სასუფეველი" ადამინის ცხოვრებაში
წინა თავში, როდესაც ვსაუბრობდით ღვთის სასუფევლის შესახებ, გასაგები გახდა, რომ საქმე არ გვაქვს წარმტაც იდეასთან , ან რაიმე თეორიებსა თუ სოციალურ-პოლიტიკურ სისტემებთან, არამედ ცხოვრებისეულ რეალობასთან, იმ დაპირებებსა და იმედებთან, რომელიც იყო გაცხადებული იესო ქრისტეს ცხოვრებითა და საქმეებით, როგორც საჩუქარი და ღია შემოთავაზება, თავისუფალი ადამიანისათვის ღმერთისაგან ანუ სიყვარულისაგან. შევეცადოთ განვსაზღვროთ, როგორ შეიმეცნება ღვთის სასუფეველი, ასევე როგორ შეიძლება გადაიქცეს ის ცხოვრების წესად და ისტორიად.

"ღვთის სასუფევლის" ხალხი
მთაზე ქადაგებისას, იესო ქრისტეს მოძღვრების დასაწყისში, ვპოულობთ აღწერას, თუ როგორი ხალხი არის ღვთის სასუფევლის ღირსი და რა მისია აკისრიათ მათ ცხოვრებაში (მათ. 5:3-16). უფალი მათ "ნეტარ ხალხს" უწოდებს. ნეტარნი არიან:

* სულით გლახაკნი - ეს ის ხალხია, რომელიც თავს ღვთის წინაშე სულიერად დამდაბლებულად გრძნობს. ასეთი ხალხი არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი სულიერი მდგომარეობით და ღატაკთა მსგავსად, მარადჟამს ღვთისგან მოწყალებას ითხოვს, რათა არ გადასცდნენ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას. ისინი სასიცოცხლო ძალას, ცხოვრების საზრისს ღვთის წყალობაში პოულობენ და არა სიმდიდრესა თუ რაიმე სხვა მიწიერ წყაროში: ჯანმრთელობაში, გონიერებაში, კულტურაში, სოციალურ მდგომარეობასა და სხვა მისთანაში. ასეთი "სიღატაკე" უხსნის მათ ღმერთისაკენ მიმავალ გზას.

* მგლოვიარენი - მგრძნობიარენი და გულმტკივნეულნი, მგლოვიარენი ქვეყანაზეც და ხალხშიც ბოროტების ბატონობის გამო. ისინი ხალხის უბედურებასა და ტანჯვას ისე განიცდიან, როგორც საკუთარს. მგლოვიარენი არიან თავიანთი და სხვისი შეცდომების, არასრულყოფილების, დაკარგული შესაძლებლობების გამო.

* მშვიდნი - თავმდაბალნი და მომთმენნი, ძალადობის წანააღმდეგნი. ისინი არ იყენებენ მოძალეობას ცხოვრების გარკვეული მიზნების მისაღწევად. მათ შეუძლიათ ახლობელი ადამიანისათვის გულწრფელად თქვან უარი თავიანთ კანონიერ უფლებებზე ან უპირატესობაზე.

* სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი - ისინი, რომლებიც მოუთმენლად ელიან ღვთის ნების ასრულებას, რომლებსაც ისე სწყურიათ "ღვთის სასუფეველი", სამართლიანობა, სიყვარული, როგორც პური და წყალი.

* მოწყალენი - ისინი, რომლებიც სიყვარულით გასცემენ მოწყალებას, სიყვარულით ურთიერთობენ სხვებთან, ზრუნავენ, ფიქრობენ და ყველას პატრონობენ ყოველგვარი ანგარების გარეშე. ეხმარებიან ჩაგრულებსა და შელახულებს, შეურაცხყოფილებსა და შერცხვენილებს, ყველას, ვისაც სჭირდება დახმარება და გვერდით დგომა.

* წმინდანი გულით - ისინი შორს არიან ყოველგვარი ფარისევლობის, თვალთმაქცობისა და ეშმაკობისაგან. მათი სურვილები და საქციელები მათი რწმენიდან გამომდინარეობს. მათ გულწრფელი, პატიოსანი მოტივები ამოძრავებთ. ისინი ყოველთვის ასრულებენ თავიანთ სიტყვას და თავისუფალნი არიან არასწორი ჩვევებისაგან.

* მშვიდობისმყოფელნი - ისინი მშვიდობას ამკვიდრებენ საკუთარ თავში და ახლობელ ადამიანებში. მიუხედავად ხასიათისა და ტრადიციებისა, სხვადასხვა ტიპის ადამიანებს ჭეშმარიტებას აზიარებენ. ისინი გახსნილები და ალალები არიან ყველას მიმართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი პოზიცია საფრთხეს უქმნის მათ. რადგან ქრისტე, რომლის შესახებაც პავლე მოციქული წერს, არის "მშვიდობა ჩვენი" (ეფეს. 2:14), მშვიდობისმყოფელნი "ღვთის შვილებად იწოდებიან" (მათ. 2:9)

* დევნილნი სიმართლისთვის - ლაპარაკია სარწმუნოებისათვის მოღვაწე ადამიანებზე. ეს ის ხალხია, რომელიც შეიხორცებს "ღვთის სასუფეველს" თავის ცხოვრებასთან და ამიტომაც ცხოვრებაში ბოროტებისაგან დიდ წინააღმდეგობებს ხვდება. მაგრამ რადგან ცხოვრების წესით იესო ქრისტეს მიჰყვებიან, ტანჯვა და დევნილობა მათთვის ნეტარი ხდება. ემსგავსებიან ქრისტეს - ისიც იდევნებოდა კეთილი საქმეებისთვის და კაცობრიობის გადარჩენისთვის, შესაბამისად "სიმართლისთვის დევნილნი" არიან უმაღლეს საფეხურზე ქრისტესთან ურთიერთობაში. ქრისტე ამბობს: "ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო" (ლუკ. 6:22) (კაცის ძეს იესო ქრისტე ხშირად საკუთარ თავს უწოდებს).

ჩვენ ვხედავთ, რომ ნეტარებს ქრისტე ეძახის მათ, ვისი სიცოცხლეც სავსეა ღვთის სიყვარულით.

ღვთის მსახურება როგორც ღვთის სასუფევლის წარმოჩინება ცხოვრებაში
ყველაზე მთავარი მორწმუნეთათვის - ის არის, რომ მათ უკვე აქ, ამ ქვეყანაზე, ეკლესიაში შეუძლიათ მიუახლოვდნენ და შეიგრძნონ ღვთის სასუფეველი. განსაკუთრებით ლიტურგიის აღსრულების დროს. ამ დროს ხალხი იესო ქრისტესთან ურთიერთობს. ღვთიური ლიტურგია იწყება სიტყვებით: "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ". ეს ნიშნავს, რომ მორწმუნენი, მათი ნება-სურვილით, საკუთარ არსებაში სიყვარულის მთავარ მიზნად "ღვთის სასუფეველს" აღიარებენ. "დიდი გამოსვლის" მადლობის ნიშნად ღვთისმსახური ლოცულობს: "თქვენ და ყოველნი მართმადიდებელნი ქრისტიანენი მოგიხსენოთ უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე". სამადლობელის თქმის შემდეგ მგალობლები უგალობენ უფლს "მამაო ჩვენოს", რომელიც ჟღერს როგორც თხოვნა: "მოვედინ სუფევა შენი". ამ სიტყვებით ხალხი თხოულობს, რომ ღმერთმა ბოლომდე განახორციელოს ქვეყანაზე ღვთის სუფევა.

ღვთისმსახურების შემდეგ ადამიანი უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას და ასხვაფერებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობას.

ჩვენი რეალობის კავშირი "ღვთის სასუფეველთან"
უწყება "ღვთის სასუფევლის" შესახებ არ ვლინდება ადამიანის ოცნებების და სურვილების გამოხატულებად. მათთვის, ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს, "ღვთის სასუფეველი" მთელი ქრისტიანობის ისტორიის მანძილზე არის რეალობა და მათ იციან, რომ "მრავალი ჭირით გვმართებს ღვთის სასუფეველში შესვლა" (საქ. 14:22).

იმ ხალხმა, ვინც შეიგრძნო @"ღვთის სასუფეველი" გამოცდილებით იცის, რომ ეს არის ძალა, რომელიც აღწევს ადამიანში და შინაგანად იჭერს მას, ის ეხმარება ადამიანს ცხოვრების მოწესრიგებაში, ცუდისა და კარგის გარჩევაში. მეორე მხრივ, "ღვთის სასუფეველი" ასხივოსნებს გზას ჭეშმარიტებისაკენ. …
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat