ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები
დასაწყისი იხ. #12
3. რელიგია როგორც ზოგადსაკაცობრიო მოვლენა
რა არის რელიგია
რელიგიის ზუსტად განმარტების უამრავი მცდელობა არსებობს , თუმცა ჯერ-ჯერობით ვერავინ მოახერხა მოეძებნა ისეთი ვარიანტი, რომელიც ამ ცნებას სრულად და ამომწურავად ახსნის. რელიგიის არსს თავისებურად განმარტავენ ფსიქოლოგები, სო ციოლოგები, ფილოსოფოსები, ეთნოგრაფები, თეოლოგები... ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რელიგიის მრავალმხრივობაზე.

ცნობილი მკვლევარი ჰელმუტ გლაზენაპი რელიგიის უმთავრეს თავისებურებად რწმენას მიიჩნევს. რწმენა, "რისკენაც ადამიანი გონების, გრძნობის, სურვილებისა და პრაქტიკის საშუალებით მიდის", იმ ზებუნებრივი პიროვნული და უპიროვნო ძალების მიმართ წარმოიქმნება, რომელთა კეთილგანწყობის მოპოვებისკენაც ისწრაფვის ადამიანი.

სოციოლოგიის თვალსაზრისით, რელიგია - ეს არის აზრებისა და ქმედებების მწყობრი სისტემა, რომელიც შთაგონებულია უმაღლესი არსებისგან და საშუალებას აძლევს ადამიანს ახსნას ცხოვრების ძირითადი საკითხები, არ შეეგუოს სიკვდილს, არ ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში და არ მისცეს ბოროტებას საშუალება, ცხოვრება დაუნგრიოს. ღმერთის შემეცნების პროცესში ადამიანს ეხმარება სურვილი, პასუხი გასცეს იმ უამრავ კითხვას, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებაში იბადება; იპოვოს ცხოვრებისეული საკვანძო პრობლემების: სიკვდილის, ტკივილის, ბოროტების, შიშის, ავადმყოფობის ახსნა. როდესაც ჩნდება უფსკრული რეალურ ცხოვრებასა და იმედს შორის, ადამიანები ცდილობენ, ეს დაბრკოლება "რწმენაში ნახტომით" გადალახონ. ასეთი "ნახტომი" ერთგვარი გამოსავალია ყოველდღიური პრობლემებიდან. ის გვარწმუნებს, რომ ცხოვრება არც ისე რთულია, როგორადაც გვეჩვენება და ჭეშმარიტება არ არის ის რეალობა, რომელშიც ყოველდღიური ცხოვრებით ვცხოვრობთ. რწმენა გვეუბნება: ოდესმე ტკივილიცა და ბოროტებაც დამარცხდება.

რელიგია საყოველთაო და ზოგადსაკაცობრიო ფენომენია. დედამიწაზე არ არსებობს ხალხი, საზოგადოება, რომელსაც არ გააჩნია გარკვეული, თუნდაც პრიმიტიული სარწმუნოება ან რწმენა. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას დეკლარირებული აქვს უღმერთობა, მისი ცალკეული წევრები თავისდაუნებურად მაინც პოულობენ ღმერთის სანაცვლოს. ასეთ შემცვლელებად გვევლინებიან "უცოდველი" და "დიდად პატივცემული" ბელადები, უტოპიური მიზნები და იდეალები, ტრადიციები, რომლებიც იძენენ რიტუალის შინაარსს, სიმბოლოები და კონკრეტული ტერიტორიები, რომლებსაც სცემენ თაყვანს. რელიგიური თავდადება, რომელიც მათში ვლინდება, ნათლად მიუთითებს ადამიანების შინაგან სწრაფვაზე, გახდნენ რაიმე ისეთზე დამოკიდებულნი, რაც მათ ცხოვრებას აზრსა და მიზანს შესძენს.

ყოფითი მოვლენების კურთხევა
ხშირად რელიგიას აღიქვამენ როგორც საშუალებას მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდღეობის მისაღწევად. ადამიანებს სურთ, რომ ღმერთი დაეხმაროს მათ ყოველდღიურობაში (ავადმყოფობის, ტკივილის დაძლევაში, მტრებისგან თავდაცვაში, მატერიალური სიძნელეების გადალახვაში). მეორე მხრივ, ადამიანს აქვს მოთხოვნილება, მის ცხოვრებაში არსებულმა უმთავრესმა მოვლენებმა (დაბადება, ქორწინება, სიკვდილი და ა.შ.) შეიძინონ აღმატებული, მარადიულობასთან ზიარებული აზრი. თუმცა რელიგიის არსი და მისი როლი ამით სულაც არ ამოიწურება. რელიგიას სულ სხვა მიზნები აქვს.

რელიგიის მიზნები
რელიგია თავის მთავარ მიზნად ისახავს ადამიანის გადარჩენას. ტერმინი "გადარჩენა" უარყოფითი თვალსაზრისით იმ ცუდი მდგომარეობიდან თავის დახსნას ნიშნავს, რომელშიც ადამიანი იმყოფება. დადებითი თვალსაზრისით გადარჩენა იმ ნეტარი მდგომარეობის მიღწევაა, რომლისკენაც მორწმუნენი ისწრაფვიან. ზოგიერთი რელიგია "გადარჩენაში" გულისხმობს ამქვეყნიურ კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ამავე დროს ასეთი რელიგიის მიმდევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ მდგომარეობას, რომელიც მათ საიქიოში წარმოუდგენიათ.

რას ნიშნავს გადარჩენა ეკლესიის თვალსაზრისით
ეკლესიის თვალსაზრისით გადარჩენა არის პიროვნებაში დაკარგული სრულყოფილების აღდგენა, ცოდვებისგან გათავისუფლება, ქრისტესთან შერწყმა. გადარჩენა გულისხმობს ეგოიზმისა და ამპარტავნების გამო ღმერთთან, ადამიანებთან, ზოგადად სამყაროსთან და საკუთარ თავთან დაკარგული ურთიერთობის მოძიებასა და განახლებას. იგი მიიღწევა ქრისტეს რწმენითა და ეკლესიური ცხოვრებით ანუ ღმერთთან თანაზიარებით - ამ ურთიერთობაში ღმერთი ადამიანს თავისი ცხოვრების ნაწილს უწილადებს და ადამიანი იწყებს ღმერთში არსებობს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat