უცვალებელია ღმერთი და უცვალებელია მისი სამართალიც
უცვალებელია ღმერთი და უცვალებელია მისი სამართალიც
"ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა"
(ფს. 105; 4)


წმინდა დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "უგალობდით ღმერთსა ჩვენსა, უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩვენსა, უგალობდით, რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქვეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით" (ფს. 46;6-7). ბევრი ღვთისმეტყველი თვლის, რომ საეკლესიო სამართალი არის გალობა უფლისადმი მეცნიერებით, რადგან იგი ერთ-ერთი შემაკავშირებელი რგოლია სარწმუნოებისა და მეცნიერებისა.

საეკლესიო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომლებიც აწესრიგებენ ურთიერთობას ეკლესიის წევრთა შორის და, ასევე, მათ ურთიერთობას ეკლესიასთან. უფრო ვრცლად რომ განვიხილოთ საეკლესიო სამართლის შინაარსი, იგი არის სავალდებულო ნორმები, დოგმები, რომლებიც გადმოსცემენ ობიექტურ ჭეშმარიტებას და გვიჩვენებენ როგორც ამქვეყნიური ჯანსაღი ცხოვრების, ისე ცხონების გზას. ყოველი ქრისტიანი მოვალეა გარკვეულ დონეზე იცოდეს საეკლესიო სამართალი, რადგან სარწმუნოებრივი და ეკლესიური ცხოვრება ორგანულადაა დაკავშირებული მასთან.

საეკლესიო სამართალს, თავისი არსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქვს გარკვეული თავისებურებანი, რითაც ის განსხვავდება საერო სამართლისგან:

1) საეკლესიო ნორმები ითვლება ღვთისგან დადგენილად. იგი არის ობიექტური ჭეშმარიტების განცხადება ადამიანთა მიმართ. თუ საერო სამართალი გამოხატავს არსებული ხელისუფლების ნებას, საეკლესიო სამართალი ღვთის ნების გამომხატველად გვევლინება. ადვილი შესაძლებელია, და ეს ასეც ხდება, რომ შეიცვალოს საერო ხელისუფლების ნება და დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ამგვარად შეიცვლება სა-მართალიც. ისტორია იცნობს მონათმფლობელურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოთა სამართალს. საეკლესიო სამართალი კი არის უცვალებელი, მუდმივი და ჭეშმარიტი. თუ გადავავლებთ თვალს ისტორიას, ადვილად შევამჩნევთ, რომ საეკლესიო სამართალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იოლად "მოერგო" სახელმწიფოთა ფორმაციების ცვლას, მოერგო იმიტომ, რომ იგი გამოხატავს, როგორც აღვნიშნეთ, უცვალებელ ჭეშმარიტებას. მას არ ახასიათებს მოქმედება დროში და არ არის კონკრეტული პერიოდისთვის ან კონკრეტული ისტორიული მოვლენისთვის შექმნილი. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, უცვალებელია ღმერთი და უცვალებელია მისი სამართალიც.

2) კანონთა მკაცრი იერარქია. მართმადიდებელ ეკლესიაში დადგენილია საეკლესიო სამართლის იერარქია:

წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა;

წმინდათა და ყოვლად ქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კანონები;

მსოფლიო კრებათა კანონები;

ადგილობრივ კრებათა ზოგადქრისტიანული მნიშვნელობის კანონები;

ეპისტოლური კანონმდებლობა;

ადგილობრივი კრებების ლოკალური მნიშვნელობის კანონები;

ეკლესიის მეთაურთა განჩინებანი.

ეს იერარქია მკაცრადაა განსაზღვრული. ამასთან, 1-5 საეკლესიო-სამართლებრივი ტრადიციით ითვლება უცვალებლად. დაუშვებელია მისი გადაკეთება, რაიმეს გამოკლება ან მიმატება. მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი კრების კანონები შეიძლება შეიცვალოს, ცხადია, ეკლესიის მეთაურთა განჩინებებთან ერთად. ყოველი სახის კანონი უნდა შეესაბამებოდეს იერარქიულად ზემდგომ კანონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ძალა არ ექნება.

3) საეკლესიო სამართლის სუბიექტები არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებად ითვლებიან სათანადო წესით ნაკურთხი და უფლებამოსილი ღვთისმსახურის მიერ მონათლული ადამიანები, რომლებიც არ არიან განკვეთილი ეკლესიიდან. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ საეკლესიო სამართალი არაქრისტიანებსა და არამართლმადიდებლებზე არ გავრცელდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მრავალი შეცოდების სასჯელად ეკლესია უზიარებლობას ადგენს, უფრო ნათლად დავინახავთ, რატომ არ ვრცელდება საეკლესიო სამართალი არაქრისტიანებზე. ამ თავისებურებიდან გამომდინარე მუსლიმი ვერ დაისჯება, ვთქვათ, ქრისტიანული ხატის შეურაცხყოფისთვის, რადგან მასზე, იურიდიულად რომ ვთქვათ, კანონიკური სამართლის იურისდიქცია არ ვრცელდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ქმედება დაუსჯელი უნდა დარჩეს, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოს სათანადო ორგანოებმა უნდა იზრუნონ.

4) აღსრულების პრობლემიდან გამომდინარე თავისებურება. ძველად საეკლესიო სამართლის აღსრულებაზე ზედამხედველობას სახელმწიფოც ასრულებდა. ამის მაგალითია თუნდაც სექტანტური ლიტერატურა, რომლის შემოტანაც სასტიკად იკრძალებოდა მართმადიდებლურ სახელმწიფოში, თუმცა შემომტანთათვის, თუკი ისინი მართლმადიდებლურად იყვნენ მონათლულნი, მხოლოდ უზიარებლობას ადგენს ეკლესია. რაც შეეხება ლიტერატურის განადგურებას, ამას ე.წ. "ხელარგოსანნი", "მსტოვარნი" ან "მოხელენი", ანუ, დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენლები ასრულებდნენ და არა მღვდლები. საეკლესიო სამართალი ასეთ შემთხვევაში უფრო შემფასებლად გვევლინება, ვიდრე საეკლესიო ხელისუფლების ოფიციალურ კანონად, ვინაიდან, როგორც წესი, ასეთი საქმის ჩამდენნი საერთოდ არ ეზიარებიან ან მონათლულნიც კი არ არიან და თავისთავად აქვთ მისჯილი უზიარებლობა. მოციქულთა კანონებში ვკითხულობთ, რომ თუ ღვთისმსახური სამხედრო პირების მოვალეობას შეასრულებს, განიკვეთოს, რამეთუ "კეისრისანი კეისარსა და ღმრთისანი ღმერთსაო". საუკეთესო კი იქნებოდა, თუ სახელმწიფო და ეკლესია ერთდროულად იზრუნებდნენ ერის სულიერ სიჯანსაღეზე.

საეკლესიო სამართალმა დიდი ზეგავლენა მოახდინა საერო სამართალზე, მისმა ნორმებმა არაერთ შემთხვევაში ბიძგიც კი მისცა ქრისტიანული ქვეყნების სამართლის სხვადასხვა დარგს. საეკლესიო სამართალს თითქმის ყველა მართლმადიდებლურ სახელწმიფოში მოქმედი სამართლის ძალა ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საერო ხელისუფლება ისევე ზრუნავდა და ზედამხედველობდა საეკლესიო სამართლის ნორმათა შესრულებას, როგორც საერო კანონმდებლობისას. დღესდღეობით საეკლესიო სამართალი მოქმედებს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ასევე სხვა ერთმორწმუნე ეკლესიებშიც.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat