ზოგი კაცი მოძმეს შეურაცხყოფს, ძაღლს კი ეფერება
ზოგი კაცი მოძმეს შეურაცხყოფს, ძაღლს კი ეფერება
დავიწყოთ ისტორიით: როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ანტიკურ ეპოქაში "ოთხფეხა მეგობრების" მიმართ? ბერძნებს უყვარდათ ძაღლები და ზრუნავდნენ მათზე; ამის დასადასტურებლად ჰომეროსის წაკითხვაც კმარა. რომაელები საბრძოლო ძაღლებს ჯავშანსაც კი უკეთებდნენ. მაგრამ იმ ხალხებთან, რომელთაც ბიბლია წმინდა წერილად მიაჩნდათ, ძაღლებთან მიმართება მკვეთრად საპირისპიროა, ძველ აღთქმაში "ძაღლის" ხსენების ოცდაათი შემთხვევიდან მხოლოდ ორი არ არის ნეგატიური. ძველმა იუდეველებმა, ეტყობა, სიძულვილი მათი მოწინააღმდეგე ეგვიპტელებისა და რომაელების მიმართ, რომლებიც ამრავლებდნენ და პატივს მიაგებდნენ ძაღლებს და ბრძოლებშიც იყენებდნენ, ოთხფეხა ცხოველებზეც გადაიტანეს. მოსეს რჯულის მიხედვით, ძაღლი არაწმინდა ცხოველია. ებრაელისთვის ძაღლთან შედარება დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა. ძაღლის გაყიდვით მიღებული ფული გათანაბრებული იყო მეძავის საფასურთან და შესაბამისად, არ შეიძლებოდა ამ თანხის ღვთის სახლისთვის (ტაძრისთვის) შეწირვა (II რჯ. 23,18), მაგრამ რაკი ძაღლებს ყიდდნენ, ე.ი. ისინი მაინც ჰყავდათ.

ძაღლი აუცილებელია ფარის თუ ჯოგის დასაცავად. ძველი ებრაელებისთვის მესაქონლეობა ძირითადი შემოსავლის წყარო იყო, მიუხედავად ამისა, მათი დამოკიდებულება ოთხფეხა "მოდარაჯეებისადმი" არ იცვლებოდა: "დამცინიან ჩემზე უმრწემესნი, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებში არ გავრევდი" (იობ. 30,1). მაგრამ შინაური ცხოველების როლში, ბიბლიის თანახმად, ძაღლები გვიან ჩნდებიან, თანაც იმავე დამცველი ფუნქციით. როცა ტობია წავიდა რაგუილთან, მას თან ახლდა ანგელოზი და "უკან გაჰყვა მათ ყმაწვილის ძაღლი" (ტობ. 5,17). ნიშანდობლივია აბენირის შეძახილი: "იუდას ძაღლთა თავი ხომ არ ვარ?" (II მეფ. 3,8). მისი აზრი თითქმის იდენტურია სოლომონის აფორიზმისა: "ცოცხალ ძაღლს მკვდარი ლომი სჯობს" (ეკლეს. 9,14). აქ ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი.

იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს ოთხფეხა მოდარაჯეები ხშირად შინ ჰყავდათ, რაზეც მეტყველებს ქანაანელი დედაკაცის პასუხი: "უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა" (მათ. 15,27). ძაღლი ლომად არ იქცევა. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: "ერიდეთ ძაღლებს!" (ფილ. 3,2) და მხედველობაში ჰყავს ცრუმოძღვარნი, ხოლო პეტრე მოციქული უფრო მკვეთრად გამოთქვამს, როცა ცოდვილებს ამხელს ძველი ანდაზით - "ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება" (II პეტრ. 2,22).

V საუკუნის I ნახევრის ქრისტიანებს იმდენად სძულდათ ჰუნების ბელადი ატილა, რომ სჯეროდათ, ის "ქალის ძაღლთან დანაშაულებრივი კავშირის" ნაყოფიაო.

ყველა დროისათვის საყურადღებოა მაცხოვრის სიტყვები: "ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ ისინი და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ" (მთ. 7,6). აქ, რა თქმა უნდა, ლაპარაკია ადამიანებზე: სახარება შეუძლებელია უქადაგო ქედმაღალ, უნანელ, გამძვინვარებულ ადამიანებს.

მაცხოვრის სიტყვებში აგრეთვე იგულისხმება ადამიანისა და ცხოველების იერარქიული გაგება. ეს აზრი მას არაერთხელ გაუმეორებია, ხოლო ხელგამხმარის განკურნების დროს ფარისევლებს პირდაპირ ეუბნება: "რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე!" (მთ. 12, 11-12). მოსწავლეებსაც ეუბნება: "თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს" (ლუკ. 12,24). ამიტომ, როცა ლაპარაკია ძაღლების მიმართ დამამცირებელ დამოკიდებულებაზე, მისი ბოროტებად მიღება არასწორი იქნებოდა. უაზრობა იქნებოდა, ყოვლადსახიერ შემოქმედს თავისი უდანაშაულო ქმნილება (ძაღლი) შეეძულებინა. ბიბლია მიგვითითებს გამორჩეულად იერარქიულობაზე, რომლის დარღვევაც არის "საზიზღრობა უფლის წინაშე". ფსიქიკურად და სულიერად ჯანმრთელ ადამიანს, რა თქმა უნდა, უყვარს ღვთის მიერ შექმნილი, ამიტომაც შინაური ცხოველის სიკვდილი იწვევს სევდას, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, ეს სევდა ზღვარგადასულია. ასეთ შემთხვევებში უნდა ჩავფიქრდეთ, რამდენად სწორად წარვმართავთ საკუთარ სულიერ ცხოვრებას. უფალმა დაგვიტოვა მცნება - უპირველეს ყოვლისა, გვიყვარდეს ზეციური მშობელი: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" (მთ. 22,37). ამ მცნებასთან მჭიდრო კავშირშია "ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მთ. 22,39). თუკი ადამიანი ისწავლის ამის დაცვას, მაშინ ცხოველების სიყვარული მის სულში იერარქიულად შესაბამის ადგილს დაიკავებს და თუკი აუცილებელია ძაღლის ყოლა ქალაქურ ბინაში, მაშინ გონივრული იქნებოდა, მისთვის ჰოლში მიგვეჩინა ადგილი, მაგრამ, როგორც წესი, რატომღაც დივანზე ნებივრობს და ხშირად პატრონებს ლოგინშიც კი უხტება. რამდენჯერ გაგვიგია ახლობლებისგან, ძაღლი ოჯახის ახალ "წევრად" გვექცაო. არ შეიძლება ქრისტიანმა პირდაპირ გაიგოს ცნობილი ანდაზა - "ძაღლი ადამიანის მეგობარია", ამასთან, უნდა გვახსოვდეს ბიბლიური ფასეულობები. ცხოველები არ არიან ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილნი; მიწიერ ქმნილებათაგან მხოლოდ ადამიანია ამგვარი. ხატების ერთ-ერთი თვისებაა სულის უკვდავობა, მაგრამ ცხოველთა სული მოკვდავია. ბასილი დიდი გვაფრთხილებს: "განერიდე ფილოსოფოსთა ნაბოდვარს, რომელთაც არ რცხვენიათ, რომ თავიანთი და ძაღლის სულები ერთგვაროვნად (ერთნაირად) მიიღონ". ოთხფეხა "მეგობრის" გაადამიანურების სიმდაბლე ნათლად გვიჩვენა მიხეილ ბულგაკოვმა თავის ცნობილ ნაწარმოებში "ძაღლის გული". ცხოველებზე ზრუნვამ და ყურადღებამ არ უნდა მოსწყვიტოს ზნეობრივი ცნობიერება თვითონ ადამიანს.

ზოგი კაცი მოძმეს შეურაცხყოფს, ძაღლს კი ეფერება. ასეთი ქმედება მეტყველებს მისი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების არაჯანსაღ მდგომარეობაზე. კაცი უნდა ჩაუკვირდეს სულის გონიერ არსს: უკვდავი სული ერთგვარი ძვირფასი ჭურჭელია. ადამიანმა უნდა გაიაზროს თავისი ღირსება და კეთილშობილება, იმიტომ რომ ღმერთმა მის გამოსახსნელად ანგელოზები კი არ გამოგზავნა, არამედ თვითონ განკაცდა.

ერთხელ პაისი ათონელს ჰკითხეს:

- მამაო, ამქვეყნიური სიამენი და მათზე მიჯაჭვულობა შეუშლის თუ არა ხელს ადამიანს ქრისტიანული ცხოვრების აღმშენებლობაში?

- არა, თუკი შეძლებთ იერარქიულად სწორი დამოკიდებულება გქონდეთ გარემოსთან. მაგალითად, ბავშვები გეყვარება, როგორც ბავშვები, ცოლი - როგორც ცოლი, მშობლები - როგორც მშობლები, მეგობრები - როგორც მეგობრები, წმინდანები - როგორც წმინდანები, ანგელოზები - როგორც ანგელოზები, ღმერთი - როგორც ღმერთი. საჭიროა თითოეულს თავისი შესაბამისი პატივი მიეგოსო, - მიუგო მამა პაისიმ.

თუკი ადამიანი იერარქიულად სწორ ადგილს არ მიუჩენს ძაღლს, მაშინ უნდა შევეგუოთ ისეთ შემთხვევებს, როგორიც დიდ ბრიტანეთში მოხდა - პატარძალს მეჯვარედ ძაღლი ჰყავდა. ეს შემთხვევა კი თბილისში მოხდა: ერთმა ქალბატონმა მღვდელს პანაშვიდის გადახდა სთხოვა გაურკვეველი სახელის (უფრო სწორად, სქესის) მქონე ახლობლისთვის. მღვდელმა, ის იყო, დაიწყო პანაშვიდის გადახდა და ისე, ყოველი შემთხვევისთვის ჰკითხა ქალბატონს, თქვენი ვინ იყო გარდაცვლილიო. რაც ამას მოჰყვა, უკვე კურიოზის სფეროა (ტრაგედიისა თუ არა) - გაირკვა, რომ მიცვალებული "უსაყვარლესი" ძაღლი ყოფილა. მღვდელს გაოცებისგან (თუ შოკისგან) საცეცხლური გაუვარდა ხელიდან. უნდა შევეჩვიოთ აგრეთვე იმას, რომ ძაღლებს ადამიანის სახელებს არქმევენ, ხოლო ადამიანებს - ძაღლისას. ამგვარი საქციელი მკრეხელობაა. ადამიანებს ხომ წმინდანთა სახელებს არქმევენ. ეს შეურაცხყოფაა ღვთის ძის მეგობრების - წმინდანებისა. აქ შეიძლება გავიხსენოთ მ. სკოტის ცნობილი გამოთქმა: "ნუ შეხედავთ ძაღლებს ადამიანივით, რადგან ისინი თქვენ ძაღლად აღგიქვამენ". ადამიანებმა ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა გაითავისონ: სამყაროს სწორი იერარქიული გაგების გარეშე ხსნა არ არსებობს, ხოლო ძაღლებთან დამოკიდებულება ასეთი გაგების ერთ-ერთი რგოლია.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
02.09. 2019
სამწუხაროა
საინტერესოა ის რომ ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარია და ამავე დროს ცუდ ადამიანს ძაღლად მოვიხსენიებთ.ეგ ძაღლი ეგა; ძაღლური ცხოვრება .ძაღლი მიავდა.ჩაძაღლდა.საიდან მოდის ეს გამოთქმები მიკვივირს. ევროპაში კი ძაღლის სასაფლაოებია სურათებით რაც ძალიან მაღიზიანებს
22.05. 2014
^_^
გავიგეთ მამაო რომ ძაღლი ადამიანზე ღირებული და ფასეული ნამდვილად არაა, კი გეთანხმებით ეს თეორიულად. ძაღლს თავისი დანისნულება და ადგილი აქვს. მაგრამ პრაქტიკაში? ხშირად ძაღლი თავისი ერთგულებით დღევანდელ ყოფაში ბევრს რომ სჯობნის?! ამდენი ღვარძლით, ფეხის დადებით დაღლილ ადამიანს ხშირად ერთგული ძაღლი უფრო დიდი ნუგეშს გგვრის, ვიდრე ეს მართლაცდა ძაღლად ქცეული ადამიანები.
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat