ბერი ერმოლაოსი-დაუფარავად გაუხსენი გული მოძღვარს, ნურაფრის შეგრცხვება, ღმერთმა ისედაც იცის შენი ნებისმიერი გულისთქმა და საქციელი
28.12.2017
ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის მოანსტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულს ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) "კარიბჭის" მკხთხველს წლების განმავლობაში ანუგეშებდა თავისი წერილებით, მიძღნილი მშობლებისადმი თუ შვილებისადმი.
შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ ბერი ერმოლაოსი განერიდა ხალხთან ურთიერთობას და განმარტოვებულად უფლის დიდებაში აგრძელებს ცხოვრებას. ჩვენ კი, მისი მანუგეშებელი შეგონებები საიმედოდ და რწმენაში განსამტკიცებლად შემოგვრჩა.
"ჩემო დაჩი, მოძღვართან ურთიერთობის საკითხი ძალიან აქტუალურია არა მარტო მონასტერში, არამედ ერშიც. ყოველ მართლადიდებელ ქრიატიანს უნდა ჰყავდეს მოძღვარი, ის ღმერთმა განუწესა მორწმუნეს, რათა სწორად წარმართოს მისი სულიერი ცხოვრება. მოძღვართან ურთიერთობისას აუცილებელია მოწიწება და კდემამოსილება. ერთი წუთით არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის კაცს ვესაუბრებით, ადამიანს, რომლის მეშვეობით სულიწმინდა ჩვენთის მოქმედებს. შეიძლება მოძღვრის განათლებამ ან ლაპარაკის მანერამ ან რაიმე გარეგნულმა ფაქტორებმა ეჭი შეგვაპაროს ამაში, მაგრამ გარწმუნებ ეს ეშმაკისეული აზრი იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთი მოქმედებს მისი მეშვეობით და თუ ჩვენ თავს ძალას დავატანთ და მთელი არსებით მივენდობით მოძღვრის სიტყვებს, ჩვენ თანდათან ვიგრძნობთ თუ როგორ ვასრულებთ ღვთის ნებას. ამიტომ, ჩემო დაჩიკო, დაუფარავად გაუხსენი გული მოძღვარს, ნურაფრის შეგრცხვება, ღმერთმა ისედაც იცის შენი ნებისმიერი გულისთქმა და საქციელი. ნდობისთვის, მორჩილებისთვის და თვინიერებისთვის კი ღმერთი, მოძღვრის მეშვეობით ბევრი რთული სულიერი თუ ცხოვრებისეული საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო რჩევას და მითითებას მოგცემს".