ადამიანი მთელ თავის ცოდვილ მდგომარეობას დაფლავს წყალში და იქიდან პიროვნულად სრულიად განწმენდილი ამოდის
ადამიანი მთელ თავის ცოდვილ მდგომარეობას დაფლავს წყალში და იქიდან პიროვნულად სრულიად განწმენდილი ამოდის
ამ საიდუმლოს დაწესება შეეძლო მხოლოდ თვით ქრისტეს, მანამდე კი იყო მარტოოდენ ზოგიერთი წესი, რომელიც გარეგნულად ჰგავდა ნათლისღებას (მაგალითად, ნათლისცემა იოანესი, ურიათა წყლით განბანა). იოანესგან ნათლისღებით თვით მაცხოვარმა განწმინდა და აკურთხა წყალიც და ნათლისღებაც. ეს, ეკლესიური სწავლებით, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სამყაროს ისტორიაში, თვით ზეციური, ანგელოზური ძალებისთვისაც კი, რადგან ქმნილების წინაშე ყოვლადწმინდა სამება ყველაზე უფრო ცხადად წარმოჩნდა, განცხადდა, რისთვისაც ამ დღესასწაულს განცხადების დღესასწაულიც ეწოდება. ამიტომაა, რომ პირველი და უპირობო აუცილებლობა ნათლისღების წესისა არის ის, რომ იყოს სამნაწილედიანი. ხოლო თვით დაწესება ნათლისღებისა, როგორც საიდუმლოსი, მოხდა იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, როცა ორმოცი დღის განმავლობაში ეცხადებოდა მოციქულებს და ასწავლიდა: "მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათე 28,18-20). უფალმა სამი პირი ახსენა, რომელთაც ერთი სახელი ჰქონდა - ღმერთი, შემდეგ კი, რადგან საკმარისი არ არის მხოლოდ მონათვლა, არამედ მის შემდეგ საჭიროა კეთილი საქმის კეთება, ამბობს: "ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთო". აქ ჩანს, თუ როგორ აერთიანებს უფალი ქრისტიანობის ორ პრინციპს: ღვთისმეტყველებასა და მოქმედ სიქველეს. როცა თქვა, მონათვლა ხამს სახელითა წმიდისა სამებისათაო - ღვთისმეტყველება გვიქადაგა, ხოლო როცა თქვა, საჭიროა ვისწავლოთ და დავიცვათ მცნებებიო, - მოქმედი სიქველე.

"რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16,16). ქრისტე ამცნობდა მოციქულებს გადარჩენის პირობებს მათთვის, ვინც მოისმენდა ქადაგებებს... უკანასკნელ სამსჯავროზე გადარჩენის მსურველებმა რწმენით უნდა მიიღონ შემოთავაზებული სახარება და ნიშნად ქრისტესადმი რწმენისა, მოინათლონ, ხოლო ვინც არ ერწმუნება და არ მოინათლება, დაიღუპება. ასე რომ, მოციქულთა მთავარი ამოცანა იყო ხალხისთვის ქადაგება და მათში ქრისტეს რწმენის შთანერგვა. მათ რომ უნდა "ნათელ-სცენ", - ამის შესახებ პირდაპირ არ არის ნათქვამი, ეს იგულისხმება. ისინი ხომ ადრეც აღასრულებდნენ ნათლისღებას: "რამეთუ თვით იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი" (იოან. 4,2).

ამგვარად, ნათლისღება არის საიდუმლო ყველასთვის და სამუდამოდ დაწესებული აღსასრულამდე სოფლისა.

წყალი ძველთაგან იყო განწმენდის, ხოლო მასში შთაფლვა - სინანულის სიმბოლო. ამასთანავე, იგი სიცოცხლის სიმბოლოც იყო. აირჩია რა წყალი ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისთვის, უფალმა მასთან დაკავშირებულ სიმბოლოებსაც ქმედითი ძალა მიანიჭა.

წმინდა კირილე იერუსალიმელის სიტყვით, კურთხევის შემდეგ მოსანათლისთვის წყალი "კუბოდ და დედად" იქცევა. კუბოდ იმიტომ, რომ ემბაზში ჩასვლით ადამიანი მსგავსებით უერთდება ქრისტეს სიკვდილს; დედად იმიტომ, რომ სანათლავი სიკვდილის მიერ მისი ხელახალი დაბადება ხდება.

ნათლისღება, თავისი სულიერი შინაარსით, ყოველთვის გულისხმობს მაცხოვართან თანადასაფლავებას და აღდგომას. ეს სათნოებითი კუთხით იმას გულისხმობს, რომ ადამიანი მთელ თავის ცოდვილ მდგომარეობას დაფლავს წყალში და იქიდან პიროვნულად სრულიად განწმენდილი ამოდის. მაცხოვართან თანამოწამეობა ნიშნავს, რომ თითოეულზე აღსრულებული ნათლისღება ესაა ამ ადამიანის მაცხოვართან თანადადასტურება იმისა, რომ ის მასთან ერთად ჯვარს ეცმის, კვდება, საფლავდება და აღდგება. ამიტომ ეწოდებოდა ნათლობას ნათლისღების გარდა ჯვარი (სტავროს), ჯვარცმა (სტავროსის), საფლავი (ტაფოს). ეკლესიის მამები გვაუწყებენ, რომ ადამიანისთვის უაღრესად რთულია მაცხოვრის მიერ განვლილი გზის სრულად გავლა. დავუშვათ, ადამიანი ქრისტიანი ხდება, მაშინ მართლა ჯვარს უნდა ეცვას, მართლა საფლავში დაიდოს და მართლა მიწა დაეყაროს. ამას მორწმუნენი ვერ იტვირთავენ, რადგან ადამიანები არიან. ამიტომ მაცხოვარმა, მორწმუნეებს ქრისტიანად გახდომის გზაზე დიდი დაბრკოლება რომ არ შეხვდეთ, ნათლობა დაუშვა და აჩვენა (ეს ორი მომენტი აქ განუყოფლად იგულისხმება), რომ რამდენადაც ჩვენთვის ადვილია წყლის დასხმა და ამ გზით მონათვლა, ასევე ადვილი იყო მაცხოვრისთვის ჯვარცმა, სიკვდილი და აღდგომა, რა თქმა უნდა, თავისი საღვთო ბუნების ძალით.

ამრიგად, ნათლობაში ერთი მხრივ ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო გაცხადდება და მეორე მხრივ უნდა წარმოჩნდებოდეს მორწმუნის თანამოწამეობა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფნის ბოლო მდგომარეობასთან.

ნათლისღების უხილავ მოქმედებათაგან გამოირჩევა - ნათელღებულის ქრიტეთი შემოსვა და მონობიდან გათავისუფება.

"რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალ. 3,27). სახე, რომლითაც მოციქული სარგებლობს, არის სახე ტანსაცმლით შემოსვისა. მისთვის ამ ტანსაცმლად ქრისტე გვევლინება და ყველა მორწმუნე, როგორც ერთი, მთლიანი სხეული, შეიმოსება ამ ტანსაცმლით.

"რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰურიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა, და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გვისუამს" (I კორ. 12,13). აქ, უეჭველია, მოციქული ნათლობაზე მიგვითითებს, რომელიც, ამ ადგილიდან გამომდინარე, იყო უადრესი ქრისტიანული დადგენილება, თანაც ყველა მორწმუნემ ერთი და იგივე სულიწმინდა მიიღო - ეს არის მათი ერთიანობის, თანასწორობის სასუფეველი. ნათლობა ათანაბრებს ეკლესიაში სოციალურ და ტომობრივ სხვაობებს. "და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გვისუამს" - აქ იგულისხმება ალბათ მირონცხების საიდუმლო.

ნათლისღების ჟამს სრულდება ზოგიერთი წესი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მაგალითად, შეფუცება. სატანის შეფუცება უფლის სიტყვების მიხედვით: "სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ" (მარკ. 16,17) - მოსანათლს აწ უკვე მისგან განშორებულ მტერთან ბრძოლაში ჩაბმის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო შემდგომი უარის თქმა სატანაზე მის გამოწვევას ნიშნავს. ამ მომენტიდან მოსანათლი უკვე ქრისტეს მხედარი ხდება და ბოროტ სულს სიკვდილამდე ებრძვის, რომელიც, თავის მხრივ, ამ გამოწვევას არ ივიწყებს და სასტიკად ებრძვის ქრისტიანს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ყოველი ჩვენგანის ნაცვლად ეს ბრძოლა უკვე გასწია ღმერთკაცმა იესო ქრისტემ და იგი მისი სრული გამარჯვებით დაგვირგვინდა. ამიტომ, თუმცა უფალმა თქვა: "გეშინოდეს მისა, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა" (მათე 10,28), ქრისტიანს, რომელსაც შემწედ თავად მძლე უფალი ჰყავს, არასოდეს არ უნდა წარეკვეთოს სასო სულიერ ბრძოლაში.

ნაკურთხი ზეთი, რომელიც საიდუმლოს დროს ჯერ წყალს, ხოლო შემდეგ მოსანათლს ეცხება, განკურნებისა და სიჯანსაღის, შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლოა. სანთლები მართალი სარწმუნოების ნათელს გამოხატავს, საკმეველი - სულიწმინდის კეთილსურნელებას. ახალმონათლულის თეთრი სამოსელი - ცოდვისა და სატანის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ახალ ცხოვრებას ანუ ქრისტიანის სულს, რომელიც მან უმწიკვლოდ უნდა დაიცვას, სატარებელი ჯვარი ქრისტეს მიმდევრობისა და მისი გამარჯვების რწმენის გამომხატველია: "რომელი ჰნებავ შემოდგომად ჩემდა, უარ ჰყვან თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მათ. 16,24). დასასრულ, მოჰკვეცენ ჯვრის სახედ თმას, ნიშნად ქრისტეს მორჩილებისა.

უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, ნათლისღების შესრულება წყალში უბრალო შთაფვლით (ან სხურებით) და სანათლავი სიტყვების წარმოთქმით ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია (მათ შორის - ქალსაც), რადგან იგი "სამეუფო მღვდლობას" ანუ ეკლესიას ეკუთვნის.

წმინდა ეკლესიამ იცის აგრეთვე სისხლით ნათლისღებაც, როცა ადამიანი, რომელმაც ვერ მოასწრო მონათვლა, ქრისტესადმი თავის ერთგულებას მოწამებრივი სიკვდილით აღბეჭდავს.

ნათლისღება სრულდება ერთხელ და მისი გამეორება აღარ შეიძლება. ნათლისღება არის სულიერი შობა, ხოლო რადგანაც კაცი ხორციელად ერთხელ იშვება, სულიერი შობაც ერთი უნდა იყოს. არ მეორდება კიდევ იმის გამო, რომ ნათლისღებისას ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოს განცხადება და მაცხოვრის დასაფლავება და აღდგომა წარმოჩნდა. თუ ნათლობის საიდუმლოში კანონიკურად ცხადდება საიდუმლო მაცხოვრის დასაფლავების და აღდგომისა, რადგან ეს ერთგზის მოხდა, შესაბამისად, ასეთი ნათლობა აღარ შეიძლება განმეორდეს. მან ერთგზის უკვე აღასრულა ამა თუ იმ მორწმუნეზე ის, რაც მაცხოვარმა ყოფითად განვლო: ჯვარცმა, დასაფლავება, მიწის დაყრა და აღდგომა; ამიტომ როგორც ეს არ განმეორებულა - მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომა - არც ნათლობის განმეორება შეიძლება. როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, - ვინც მეორედ მოინათლება, ის მეორედ აცვამს ჯვარს მაცხოვარს და ამიტომაც ნათლობის განმეორება უკიდურეს (უმძიმეს) ცოდვად ითვლება.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat