საფეხური XVIII-XIX - XVIII. ულმობლობისთვის; XIX. ძმათა შორის ფსალმუნებისთვის
საფეხური XVIII-XIX - XVIII. ულმობლობისთვის; XIX. ძმათა შორის ფსალმუნებისთვის
ულმობლობა გულისა და გონების მოკვდინებაა ჯერ კიდევ ხორცის სიკვდილამდე
ღირსი იოანე სინელის "სწავლანის" ანუ "კიბის" მეთვრამეტე სიტყვა შეეხება ულმობლობას. ღირსი მამა ამ ცოდვას ასე განმარტავს: "ულმობლობა გულისა და გონების მოკვდინებაა - ჯერ კიდევ ხორცის სიკვდილამდე". ულმობელ ადამიანს გული მკვდარი აქვს, რადგან გრძნობებისგან დაცლილია. არ შეუძლია სიყვარული, სიბრალულიც კი არ ძალუძს გულს, რომელიც ყინულის გროვას დამსგავსებია და ისე გაქვავებულა, რომ სითბო აღარ ალღობს. მას გონებაც დაბინდული აქვს, დაუკარგავს ანალიზის უნარი, ვერ ხვდება, რომ მის გვერდით მყოფ ადამიანს დახმარება, თანაგრძნობა სჭირდება. გონება, რომელიც აღარ აზროვნებს, რა თქმა უნდა, მკვდარია.

ღირსი მამა იოანე სინელი გამოიძიებს, თუ რომელი ცოდვაა მშობელი ულმობლობისა და ბრძანებს, რომ "ულმობლობა, როგორც ხორციელი, ასევე სულიერი, ხანგრძლივი სნეულებისა და დაუდევრობისგან იშობა". აქ სნეულებაში იგულისხმება სულიერი სნეულება, რომელიც ჩვენივე დაუდევრობის გამო მცირე ჭრილობისგან განუკურნებელ დაავადებად იქცევა.

წმინდა მამა უგრძნობელ ადამიანს უგუნურ ბრძენს უწოდებს, რომელიც "ვნებათაგან განკურნებისთვის ლოცულობს და დაუყოვნებლივ საქმით აღასრულებს მათ. ამისათვის საკუთარ თავს კი ურისხდება, მაგრამ საკუთარი სიტყვისა არ რცხვენია უბადრუკს. ბოროტად ვიქცევიო, - მოთქვამს და გულმოდგინებით აგრძელებს ავ საქმეთა ქმნას. ბაგით ვნების წინააღმდეგ ლოცულობს, ხოლო საქმით მას ემორჩილება. სიკვდილის შესახებ ბრძნადმეტყველებს და ისე ცხოვრობს, თითქოს უკვდავებისთვის იყოს დაბადებული. სულისა და სხეულის გახსენებაზე ოხრავს და თავად ისე თვლემს, თითქოს მარადიული არსებობა ჰქონდეს მინიჭებული. თავშეკავებაზე ლაპარაკობს და ნაყროვანებას ესწრაფვის. უკანასკნელი სამსჯავროს შესახებ კითხულობს და თავად აღზევდება ამპარტავნებით. მღვიძარებაზე საუბრობს და მაშინვე ძილს მიეცემა. აქებს ლოცვას და ისე გაურბის მას, ვითარცა მახვილს. მორჩილებას ამკობს და თავად ურჩობს. უვნებელთ ადიდებს და თვით არ რცხვენია, რომ ძონძების გამო ავმეხსიერობს და დაობს. აღშფოთებული მრისხანებს და შემდეგ კვლავ საკუთარი მრისხანება აღაშფოთებს: და კვლავ და კვლავ ძლეული საკუთარ მდგომარეობას ვერ გრძნობს. გამძღარი შეინანებს და ცოტა ხნის შემდეგ გაძღომას გაძღომაზე დაურთავს. მდუმარებას შენატრის, მაგრამ მას მრავალსიტყვაობით ადიდებს. მოკრძალებას ასწავლის, მაგრამ ხშირად სწორედ მისი სწავლებისას შფოთავს. ცოდვილი ძილისგან გამოფხიზლებული მოთქვამს, მაგრამ თავს მოიდრეკს თუ არა, კვლავ ვნებას ეძლევა. განსჯის სიცილს და სიცილითვე ასწავლის გლოვას. სხვათა წინაშე განიკითხავს საკუთარ ამპარტავნებას და ამ განკითხვით დიდებას ეძიებს. ვნებით უცქერს მშვენიერ სახეებს და უმანკოებაზე მეტყველებს. ერში იმყოფება და განდეგილობას აქებს. იმას ვერ ხვდება, რომ ამით საკუთარ თავს ვნებს. მოწყალეთ ადიდებს, ხოლო ღატაკებს აძაგებს. ყოველთვის საკუთარ თავს ამხელს, მაგრამ გონს მოსვლა არ შეუძლია".

ღირსი მამა იოანე სინელი ულმობლობის ვნებაზე საუბარს ასრულებს საკუთარი აღსარებით და ბრძანებს, რომ ამ სენით თვითონაც იყო დაავადებული. მან ღვთის შიშითა და განუწყვეტელი ლოცვით მიაღწია, თავი განეთავისუფლებინა მისგან. წმინდა მამა ღრმად ჩასწვდა ამ ცოდვის ფესვებს და გამოააშკარავა, თუ რომელი ცოდვები იშვება მისგან. "მე სიცილის დედა ვარ, მე ვარ ძილის მშობელი და სიმაძღრის მეგობარი, მე ცრუ ღვთისმოსაობის მოყვარული ვარ, როდესაც მამხილებენ, არ ვწუხვარ და არც ვინმეს სწავლებას შევისმენ", - ასეთი პასუხი გასცა ულმობლობის სასტიკმა ცოდვამ მასთან მებრძოლ ღირს მამა იოანეს.

ხოლო რაც შეეხება ამ ვნების მშობელს, წმინდა იოანე სინელის სწავლების მიხედვით, მას ძალას სიმაძღრე აძლევს, დრო ააღორძინებს, ბოროტი ჩვეულება განამტკიცებს და ვისაც იგი აქვს, ულმობლობისგან ვერ გათავისუფლდება. ხსნა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ "მარადის მღვიძარებას საუკუნო სასჯელზე ფიქრს შეუერთებ, - გვმოძღვრავს ღირსი მამა, - საფლავებთან სიახლოვეს ილოცე ხშირ-ხშირად და მიცვალებულთა სახეები გულში წარუშლელად აღიბეჭდე. თუ ყოველივე ამას შენს გულში მარხვის კალმით არ გადაიწერ, უკუნითი უკუნისამდე ვერ დაამარცხებ ულმობლობის ვნებას".

***
ღირსი იოანე სინელის კიბის მეცხრამეტე სიტყვა შეეხება ძილსა და ძმათა ერთობით ლოცვას. ლოცვის ძალა და მადლი ეკლესიურად მცხოვრებ ყოველ მართლმადიდებელს გამოგვიცდია საკუთარ თავზე. ერთიანი ლოცვის მადლი კიდევ უფრო დიდია. ამიტომ იქმნება ეკლესიებში ფსალმუნთა მკითხველთა ჯგუფები, რომლებიც ოც კანონს ოცდაოთხი საათის განმავლობაში კითხულობენ და ლოცვაში, გარდა საკუთარი ოჯახის წევრებისა, ერთმანეთსაც მოიხსენიებენ.

ღამისთევით ლოცვა კი უპირატესია. ამ დროს ადამიანი უარს ამბობს თავისი ნებით ბუნებრივ მოთხოვნილებაზე, ებრძვის სხეულს და თავს სწირავს სულის ცხონებას.

ღისრი მამა იოანე სინელი შეისწავლის ძილის ფენომენს: "ძილი თავისთავად ერთია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. შეიძლება იყოს ბუნებისგან, ჭარბი ჭამისგან, ეშმაკისგან, ზოგჯერ კი განსაკუთრებული მარხვისგან გამომდინარე, რომლითაც ხორცს დააუძლურებენ და შემდეგ ძილის საშუალებით განიმტკიცებენ". წმინდა მამა გვაფრთხილებს, რომ გადაჭარბებული ძილი, შესაძლოა, ჩვევად იქცეს. ჩვევის აღმოფხვრა კი ადვილი არ არის, ის დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ღირსი მამა იოანე სინელი აღწერს მონასტრული ცხოვრების წეს-განგებას: "როდესაც სულიერი საყვირის ხმა გაისმის (ლოცვის ზარის რეკა), ძმები ხილულად იკრიბებიან, ხოლო მტერი უხილავი ბრძოლისთვის იწყებს შეკრებას. ამიტომ რეკვის შემდეგ ეშმაკები შემოგვერტყმიან გარს და გვეტყვიან: ერთი წუთით დაისვენე, ვიდრე პირველ ფსალმუნს იტყვიან და მერე შედი ეკლესიაში. სხვა ეშმაკები კი მაშინ ჩაგვძირავენ ძილში, როდესაც სალოცავად შევალთ. სხვები ხორციელი საჭიროებისთვის უდროო დროს გარეთ გასვლას გვაიძულებენ, სხვები ეკლესიაში საუბრის გაბმისკენ გვიბიძგებენ, სხვები კი ჩვენს გულში ბილწ გრძნობებს აღძრავენ, სხვები ავადმყოფებივით კედელზე მიყრდნობას გვაიძულებენ და წამდაუწუმ მთქნარებას მოგვგვრიან, მრავალი მათგანი ლოცვისას სიცილს აგვატეხინებს, რათა ამისთვის ღვთის რისხვა დაგვატყდეს თავს, სხვები დავითნის სწრაფად კითხვას გვაიძულებენ, სხვები კი ამავე დროს გემოთმოყვარეობას გვინერგავენ, ზოგიერთი მათგანი პირს დაგვიხშობს და ბაგის გახსნას და ლოცვის თქმას არ გვანებებს", - წმინდა მამის სწავლებით, ზემოთ ჩამოთვლილი ვნებები ვერ ერევა მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელიც მთელი გულითა და გონებით გრძნობს, ფიქრობს და ხედავს, რომ ლოცვისას ღვთის წინაშეა წარდგომილი. იგი შეურყეველი სვეტივით დგას უფლის წინაშე და ლოცულობს.

ღირსი მამა იოანე სინელი წერს, რომ მონასტერში ყველას არ შეუძლია მარტოდ ლოცვა, ხოლო კრებულთან ერთად ლოცვა ყველასთვის შესაძლებელია. "როდესაც კრებულთან ერთად ლოცულობ, - გვასწავლის წმინდა მამა, - უმაღლეს და სრულიად უნივთო ლოცვას ვერ ასრულებ, რადგან კითხვისა და გალობისას შენი გონება ცალკეული ლოცვის სიტყვებზე ფიქრით იქნება დაკავებული, ან თუ რაიმე კანონი გაქვს დაწესებული, ვიდრე მონაცვლეობით გალობისას ძმა საკითხავს დაასრულებს, შენს გულში იმას იტყვი".

ღირსი მამა იოანე სინელი გვაფრთხილებს, რომ ლოცვისას ხელსაქმობა და მით უმეტეს შრომა არავისთვის არ შეიძლება.

"ოქრო ცეცხლით გამოიცდება, - ბრძანებს წმინდა მამა, - მონაზვნის ლოცვაზე დგომით კი - სიყვარული და კრძალვა ღვთისადმი, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ".

"ვინც სანატრელი ლოცვა მოიპოვა, იგი ღმერთს უახლოვდება და განერიდება ეშმაკს", - ამ სიტყვებით ასრულებს ღირსი მამა იოანე სინელი თავის სწავლებას ძილისა და ძმათა ერთობით ლოცვის შესახებ. უფალმა შეგვაძლებინოს ერსაც და ბერსაც ღვთისთვის სათნოდ ვიცხოვროთ და ვილოცოთ უფლის სადიდებლად და საკუთარი სულების საცხოვნებლად. მახსენდება წმინდა მამათა სწავლება: "თავი იცხოვნე და შენს გარშემო მრავალნი ცხონდებიანო". ვიზრუნოთ სულიერ ცხოვრებაზე, რათა სამარადისოდ ღვთის წიაღში დავიმკვიდროთ ადგილი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat