ღვთისადმი თქვენი მადლიერება ყველა სიტყვას აღემატა
ღვთისადმი თქვენი მადლიერება ყველა სიტყვას აღემატა
ერთ მღვდელს გარეგნულ "წვრილმანებზე": თქვენ, პატიოსანო მამაო, თვლით, რომ სამღვდელო სამოსი, წვერი და თმა "წვრილმანებია" და გიკვირთ, რომ მღვდელმთავრები მათზე წუხან. მერე თქვენ საუბრობთ რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელიც ეხება მღვდლის გარეგნობასა და საქციელს. როგორ უთანხმებთ "წვრილმანებს" რეფორმის მნიშვნელობას? ეკლესიის ყოველმა მეგობარმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: რატომ არ აპროტესტებენ თავიანთ უნიფორმას მიწიერი მეფის ოფიცრები, მებაჟეები, პოლიციელები, რკინიგზელები? მათ ის აცვიათ, რაც ხელმძღვანელობამ დააწესა, უდრტვინველად იქცევიან ისე, როგორც წესი მოითხოვს. აბა, როგორ შეიძლება, რომ მხოლოდ "ზეციური მეუფის" ოფიცრები აღუდგნენ წინ თავიანთ "უნიფორმას" და ქცევის წესს? თუ ხალხს უნდა, რომ მოძღვარს ანაფორა ეცვას, გრძელი თმა-წვერი ჰქონდეს, სხვა მიზეზები აღარ განიხილება. თუ ხალხს არ მოსწონს მოვაჭრის სამოსით მოსილი, შეკრეჭილი და უწვერო მღვდელი, ასეთი "რეფორმა" ყველაფრის ფასად უნდა შეწყდეს, როგორც ხალხის ღვთისმოშიშების შეურაცხმყოფელი. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად, კრიტერიუმად ითვლება ხალხის რელიგიური გრძნობა, მისი მსჯავრი და არა ცალკეული მღვდლის გემოვნება. ამასთან, თუ წვერი და გრძელი თმა ხელს არ უშლის პოეტებს, მხატვრებს, თვით პარტიულ ბელადებსაც კი, რატომ უნდა შეუშალოს ქრისტეს მღვდლებს, მოძღვრებსა და ხალხის მწყემსებს?

ნეტარი იერონიმე ირონიულად წერდა თავის თანამედროვე მღვდლებზე, რომელთაც გარეგნული გამშვენება უყვარდათ: "მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მღვდლის ან დიაკვნის ხარისხს იღებენ იმ მიზნით, რომ თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდეთ ქალებთან. ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ კოსტიუმსა და გრძელ წვერზე ფიქრობენ, ატარებენ უძვირფასეს ბრილიანტისთვლიან ბეჭედს, დადიან ისე, რომ ოდნავ ეხებიან მიწას, რომ არ დაისვარონ. შეიძლება იფიქრო, რომ ესენი ახალდაქორწინებულნი არიან და არა მღვდლები!"

ანტიკურ დროში ფილოსოფოსებს წვერი გამოარჩევდათ. ერთხელ, შარლატან-ფილოსოფოსთა გამრავლების გამო, იმპერატორმა ბრძანება გამოსცა ყველა ფილოსოფოსისთვის. იმ დროის უდიდესმა ფილოსოფოსმა ეპიქტეტემ ამაზე თქვა: "კეისარს შეუძლია თავი მომაცილოს და არა წვერიო!" აი, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა იგი თავისი წოდების გარეგნულ განსხვავებას.

ყველაფერი ეს წვრილმანიაო, იტყვით. დიახ, უდავოდ წვრილმანია. ქრისტიანის სულთან შედარებით წვერი და სამოსი უმნიშვნელო საგნებია, მაგრამ მთელი ცხოვრება უმნიშვნელო და მნიშვნელოვან საგანთაგან შედგება. ჩვენი რწმენა იმდენად მყიფეა და გაწვრილებული, რომ წვრილმანებს შეუძლიათ ავნონ ან დაეხმარონ მას. თუ სიტყვიერ ცხოვარს სურს, რომ მათი მღვდლები გარეგნულადაც გამოირჩეოდნენ მათგან, ჰქონდეთ განსაზღვრული და განსხვავებულობის ჩვეული ნიშნები, რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას? კათოლიკე მისიონერები ჩინეთში ითვალისწინებენ იმ ხალხის ფსიქოლოგიას, სადაც ქადაგებენ, არ რცხვენიათ, ატარონ შეკრული თმა, გრძელი ჟილეტი და შარვალი. ქრისტესმოყვარე მღვდლები რატომ უნდა შეეწინააღმდეგონ ხალხს "უმნიშვნელო" რამის გამო და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ მნიშვნელოვანი რამ სულიერი ცხოვრებისა?

მშვიდობა თქვენ უფლისა მიერ.

წერილი ღარიბ დედაკაცს ძლიერ ლოცვაზე. თქვენ ქმართან და უმცროს ვაჟთან ერთად დიდ სიღატაკეში ცხოვრობთ. თქვენმა უფროსმა ვაჟმა, მოხელემ, დიდი ხანია მიგატოვათ. წლები გავიდა, რაც წერილი არ მოუწერია და საჩუქრები არ გამოუგზავნია თავისი მზრუნველი და ღარიბი მშობლებისთვის. მამას მისი სახელის გაგონებაც არ უნდა. თქვენ სცადეთ შვილის დაცვა და თქვენდამი უყურადღებობის გამო მობოდიშება მოინდომეთ. ამაოდ ტიროდით და ევედრებოდით ღმერთს ძე შეცდომილისთვის. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი. თქვენი დედობრივი სული შიშითა და სირცხვილით აივსო: შიშით, რომ მამა დაწყევლიდა ვაჟს და სირცხვილით, რომ იგი საჯაროდ უარყოფდა მას. ამიტომაც უფრო ხშირად და გულმოდგინედ აღუვლენდით ლოცვას იმ ერთადერთს, ვისაც დახმარება შეუძლია. ლოცულობდით, მარხულობდით, ანთებდით სანთლებს, გასცემდით მოწყალებას და აკეთებდით ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოს მორწმუნე დედამ, ასე იქცეოდით მთელი შვიდი წელი, დაუეჭვებლად.

შვიდი წლის მერე მიიღეთ ის, რასაც ღმერთს სთხოვდით. თქვენი ვაჟის გული მშობლებისკენ მოიქცა. გასულ აღდგომას მონანიების წერილი და გარკვეული თანხა გამოგიგზავნათ. შენდობას გთხოვდათ. არ იცის, ასე დიდხანს და ასეთი სასტიკი რატომ უნდა ყოფილიყო მშობლების მიმართ, თითქოს მკვრივი ნიჟარა ფარავდა მის გულს. დაგპირდით, წერილსა და ფულს ხშირად გამოგიგზავნითო. ყოველ კვირას მისგან წერილი მოგდით, ყოველ თვეში კი ფული. დედის სიხარულს ბოლო არ უჩანს. ღვთისადმი თქვენი მადლიერება ყველა სიტყვას აღემატა და ცრემლებად გადმოიღვარა.

პატივცემულო ქალბატონო, მახარებს თქვენი სიხარული და ვმადლობ ღმერთს. თქვენი მეუფება დაფუძნებული არ არის დიდკაცურ სისხლსა და სულზე. თქვენ სულით აღიწიეთ მეფეთა მეუფემდე და უფალთა უფლამდე. გონებით მასთან ურთიერთობთ და ლოცვით მას ესაუბრებით. ის ჰაერი და სინათლეა თქვენი სულისა და ყოველთვის თქვენი სულიერი თვალთახედვის წინაშე იმყოფება. ვისაც არ უნდა ესაუბროთ, თითქოს მესამეს ესაუბრებით, რადგან უფალი მეორეა თქვენსა და თითოეულ თქვენს მოსაუბრეს შორის, თქვენ ვიდრე იტყვით, ღმერთში ფიქრობთ, თქვენ მონა ხართ ღვთისა და ამიტომაც შვილი ხართ ღვთისა. აქედან მოდის თქვენი მეუფება და კეთილშობილება, ეს ერთადერთი მეუფებაა, რომელიც არასოდეს განქარდება და ერთადერთი საუკუნო კეთილშობილება. იგი რწმენით შეიძინება და ცრემლითა და ლოცვით შეინახება.

უფალმა იდუმალ უპასუხა თქვენი გულის ლოცვებს, ისე როგორც ქანანელს: დედაკაცო, დიდ არს სარწმუნოება შენი, იყავნ ნებისაებრ შენისა. და მოხდა ის, რაც ყველას სურდა. უფალმა ძე შეცთომილი სწორ გზას დაუბრუნა, დაიხსნა იგი მამის წყევლისაგან, რომელსაც საუკუნო წარწყმედისკენ მიჰყავს კაცი, ხოლო მამა - სასოწარკვეთილებისგან. თქვენ კი ზენაარი თქვენი რწმენის გამო იმით დაგაჯილდოებთ, რომ უფრო განგამტკიცებთ სულიერ კეთილშობილებასა და მეუფებაში, ვიდრე არ გადახვალთ მის საუკუნო სასუფეველში, სადაც მეუფებს უფალი იესო ქრისტე. მშვიდობა და კურთხევა ქრისტესი თქვენზედა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat