სიმდიდრე შენთან ერთად არ დაბადებულა, ის ცხოვრების გზაზე მოგეკრა და სიცოცხლის ბოლოს უნდა განთავისუფლებულიყავი მისგან
სიმდიდრე შენთან ერთად არ დაბადებულა, ის ცხოვრების გზაზე მოგეკრა და სიცოცხლის ბოლოს უნდა განთავისუფლებულიყავი მისგან
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
წერილი ვაჭარს, რომელიც ყველამ მიატოვა. მწერ, გავკოტრდი. მეგობრებმა მიმატოვეს. ზოგმა პირი მაქცია, სხვები კი დამცინიან. მხოლოდ ღვთის რწმენა მაძლებინებს, რომ არ გავგიჟდე ან თავს არაფერი ავუტეხოო.

დაიკარგა ქონება, მაგრამ შენ არ დაღუპულხარ. საქონელი თუ დაიკარგა, არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაიღუპა. სიმდიდრე შენთან ერთად არ დაბადებულა, ის ცხოვრების გზაზე მოგეკრა და სიცოცხლის ბოლოს უნდა განთავისუფლებულიყავი მისგან. მაგრამ ის მანამდე მოგშორდა, რამაც ძალზე გაგამწარა. თუმცა სწორედ ეს ამბავი იქცა მრავალთათვის ბედნიერებად, რამეთუ ხრწნად მიწიერ სიმდიდრეს მოკლებულთ, საკმარისი დრო ჰქონდათ, სული ღმერთში გაემდიდრებინათ. მათ კი, ვინც ხორცის ტვირთთან ერთად სიმდიდრის ტვირთსაც აიკიდებს, შეიძლება დააგვიანდეთ და ყველაფერი დაკარგონ.

მწერ, რომ პატიოსნად მუშაობდი. პატიოსნებისთვის საუკუნო ჯილდოს გვპირდებიან და არა დროებითს. პატიოსანი შრომით შეიძლება გამდიდრდე და შეიძლება დაგლახაკდე კიდეც. მაგრამ, როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს კაცს, ასევე არც სიღარიბეს შეუძლია მისი დამცირება. სხვანაირად მოფიქრალი ცხოვრობს არა ქრისტიანული, არამედ წარმართული რწმენით, რომლისთვისაც კაცის ფასი მის ქისაში მოჩხრიალე მონეტების ტოლია. ქრისტე იმიტომ ავიდა გოლგოთაზე და მისცა საკუთარი თავი ჯვარცმისთვის, რომ გაეუქმებინა ეს ბარბაროსული საზომი და დაედგინა ახალი - სულიერი და ზნეობრივი. ქრისტიანული საზომით, ადამიანის საუკუნო ფასეულობა არც სიმდიდრეშია და ვერც სიღარიბე ერევა. ამ საუკუნო ფასეულობათა შემოდინება-გადინებანი, სხეულს საფლავში რომ არ ჩაჰყვებიან, დამოკიდებულია ადამიანის ღვთის მცნებების სიყვარულზე.

რა თქმა უნდა, მტკივნეულია, როცა მეგობრები გაჭირვების ჟამს მიგატოვებენ, მაგრამ ეს კიდევ ერთი მოწმობაა იმისა, რომ ისინი წარმართობისა და მისი ჩვეულებების მიმდევარნი არიან. როცა უფალი ჯვარს აცვეს, სად იყვნენ ისინი, ვისაც მანამდე მისი მეფედ კურთხევა უნდოდა? სად იყვნენ ისინი, ვინც მას "ოსანას" დასძახოდა? არც ერთი იქ არ იყო, ჯვართან მხოლოდ გულგრილნი და მგმობელნი იდგნენ. რომაელი ჯარისკაცები მოწყინებისგან ამთქნარებდნენ, ებრაელთა ძაღლები კი ყეფდნენ ბოროტი სიხარულით. შენს ჯვართან მოწყინებისგან ამთქნარებენ და ბოროტად ხუმრობენ. გიხაროდენ, რამეთუ შენი სიმწარის ერთი წვეთი მსგავსია ჯვარცმული უფლის სიმწარის ზღვისა.

ნეტარებაა, რომ ქრისტეს რწმენა გაძლებინებს ამ მძიმე დღეებში. კაცთაგან ზოგს ჯოხი სილამაზისთვის დააქვს, ზოგსაც - ძნელი გზის დაძლევაში დასახმარებლად. ღვთის რწმენაც განამშვენებს კაცს და ეხმარება. ვიდრე მდიდარი იყავი, ის შენი სამკაული იყო, ახლა კი შენი დასაყრდენია. უფრო ბრწყინვალეა სახე მისი, ვინც სხვას ეხმარება და ემსახურება, ვიდრე იმისი, ვისაც მხოლოდ განამშვენებენ.

ამბობ, მეშინია, არ გავგიჟდეო. ნუ გეშინია: სიღარიბისგან ცოტა თუ გაგიჟებულა, უფრო მეტნი კი სიმდიდრისგან კარგავენ ჭკუას.

ვაითუ თავს ავუტეხო რამეო, მწერ. თავის მოკვლას ხომ არ აპირებ? ამით ხომ ღვთის ნებას კი არ გაჰყვები, არამედ სატანისას. ვერავინ და ვერაფერი დაგეხმარება, გარდა ცოცხალი ღმერთისა, რომელიც გვიბოძებს, ეძიებს და გამოცდის ჩვენს რწმენასა და სიყვარულს.

უღმერთოები იუდასთან ერთად ეცემიან და თავს იხრჩობენ, ძლიერი სულნი კი მტკიცე რწმენით გოლგოთაზე ადიან, რათა შესვან მწარე სასმისი და მკვდრეთით აღდგნენ.

დაე, უფალი შეგეწიოს!

წერილი თავმდაბალ მოხელეს, რომელიც ამაყ მეგობარზე ჩივის. მწერ, წელს აღდგომის დღესასწაული ჩამშხამდაო. რა მოხდა? შენმა საუკეთესო მეგობარმა დიდი თანამდებობა მიიღო. თავიდან გაგიხარდა, მაგრამ რამდენიმე კვირაში იგი გაგიუცხოვდა. ვეღარ ცნობ. რა დაემართა ოდესღაც ასეთ საყვარელ ადამიანს? როგორც ამ დროს არაბები იტყვიან, - ის სავარძელმა გადაყლაპა. თუ გსურს, წაუკითხე მას ის, რასაც ახლა მოგწერ.

არაბთა ქვეყანაში ორი მეგობარი ცხოვრობდა. ყოველ საღამოს ჩამოსხდებოდნენ ბუხრის პირას, სამფეხა სკამებზე, და საუბრობდნენ. მერე ერთ-ერთი შეიხი გახდა. ქვით ნაშენ სასახლეში გადასახლდა და ახლა უკვე სადაფის ტახტზე იჯდა. უამრავი მიდიოდა ახალი მმართველის თაყვანისსაცემად, მივიდა გახარებული ძველი მეგობარიც მისალოცად. მაგრამ შეიხმა არ ინება მისი მაშინვე შეშვება და აიძულა მრავალი დღით ლოდინი. ბოლოს, შეიხის ბრძანებით, მეგობარი შეუშვეს. იგი თავმდაბლად შევიდა, შეიხი კი უფრო გადაწვა თავის მდიდრულ სადაფის ტახტზე. ყველაფერს მიხვდა მეგობარი და განზრახ აქეთ-იქით დაიწყო ყურება, თითქოს თვალებით შეიხს ეძებსო. შეიხი შეუწყრა, - რას დაეძებო.

- შენ გეძებ, კაცო, სადა ხარ? - უპასუხა მეგობარმა და მწუხარედ დაუმატა: - სანამ პატარა სკამზე იჯექი, კაცს ქვემოთ სკამი არ ჩანდა, ახლა კი სკამზე კაცს ვერ ვპოულობო.

ასე დაემართა შენს მეგობარსაც. დაიკარგა კაცი მაღალ სავარძელში. მაგრამ ეს იმდენად ჩვეული მოვლენაა, რომ შენი მრისხანება სასაცილოდ გამოიყურება. ზემოთ ადამიანებს თავის შეკავება უფრო უჭირთ, ვიდრე ქვემოთ.

ჰოი, ადამიანო, ჰოი, მტვერო მიწისა! რით ამაყობ? ცხოვრებაში არარაობით თუ სიკვდილში არარაობით?

ერთ ბერძენ მმართველს ჩვევად ჰქონდა, ყოველ დილით ორ მხარეს იჩოქებდა. როცა ჰკითხეს, ვის ეთაყვანებიო, უპასუხა: - ღმერთსა და ხალხს - რაცა მაქვს, ან ღვთისგანაა, ან კაცთაგანო.

ჰოი, კაცო, დროში წამო და მილიმეტრო სივრცეში! რით ამაყობ? წმინდა წერილი ბრძანებს: - არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა (იგავთა 16,5). აი, კიდევ: "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი" (იაკობ. 4,6), ანდა: "უწინარეს დაცემისა სახე ბოროტება?" (იგავთა 16,18). შენი სიამაყით ომი გამოუცხადე ყოვლისშეძლესა და მარადიულს. ატომი წინ აღუდექ უსაზღვროებას! წამი აუჯანყდი უკვდავებას! ჭიანჭველებისთვისაც ცხადია შენი დამარცხება. უეცრად მოიწევა შენზე სირცხვილი და წარწყმედა. ამიტომაც მოიქეცი, შეინანე, გამოფხიზლდი, გონს მოდი, გახდი ადამიანი. იყავ ადამიანი. ეს უფრო საპატიოა, ვიდრე მეფობა. იყავ ადამიანი. ეს ყველა გვირგვინზე ძვირფასია და ყველა ტახტზე მნიშვნელოვანი.

აი სწავლება შენი მეგობრისათვის. შენ კი ჯანმრთელობა, უფლისმიერი მშვიდობა და აღდგომის სიხარული გქონდეს.

წერილი მორწმუნეს, რომელსაც შინაურები დასცინიან. ვიდრე ლოცვას დაიწყებდი, ყველას უყვარდი, ახლა კი შინ თავს მტრის ბანაკში გრძნობ. ადრე სვამდი, ეწეოდი, ბილწსიტყვაობდი, ცოტ-ცოტას იპარავდი, სამსახურს აცდენდი, ღვთისა და კაცთა საწინააღმდეგოს ბევრ რამეს აკეთებდი, მაგრამ მაშინ შინაურებს მაინც უყვარდი. ახლა კი, სიმართლის, ღვთისმოშიშებისა და ლოცვის გზას რომ დაადექი, კრაზანებივით დაგეძგერნენ.

გიხაროდენ, ძმაო, ასგზის გიხაროდენ. განა ვერ ხედავ, სახარებისეული ამბები შენს სახლში თამაშდება? იმ სახლში, სადაც ცოტა ხნის წინ ლაპარაკობდნენ გადასახადებზე, ქურდებზე, თანამზრახველებზე, აღსრულდა სახარებისეული წინასწარმეტყველება. თქვენი სახლი ზეცამდე აღიწია. ქრისტიანული ეკლესიის ისტორია თქვენი სახლის მცირე სივრცეში ვითარდება. ქრისტეს წინასწარმეტყველებამ, რომელიც დედამიწაზე მრავალგზის აცხადებულა, თქვენს სახლშიც იწყო აღსრულება: იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის (მათე 10,22); და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თვისნი (მათე 10,36). ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განიადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი, ძისათვის კაცისა (ლუკა 6,21-22). ამენ, ამენ, გეტყვი თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაი თქუენი სიხარულად გარდაიქცეს (იოანე 16,20). განა რაიმე შეიძლება იყოს ამ წინასწარმეტყველებაზე უფრო ცხადი? ეს ყველაფერი დღეს შენს კერიასთან, შენს თავს აღესრულება. ამიტომაც მიიღე დამცირება, ვითარცა ჯილდო. იცოდე, შეინანებენ შენი მდევნელნი, მაკიცხარნი შენნი დადუმდებიან და შენ გაიხარებ. დღეს შენ უკანასკნელი ხარ მამაშენის სახლში, მაგრამ ხვალ პირველი გახდები და ვინც გდევნის, ხვალ მოგემსახურება. ეს წინასწარმეტყველება ათასგზის აცხადდა და დღესაც აღესრულება.

მშვიდობა და კურთხევა უფლისა მიერ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat