"სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია სიკვდილს შეებრძოლოს და არ დამარცხდეს"
"სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია სიკვდილს შეებრძოლოს და არ დამარცხდეს"
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
აღდგომის შესახებ საუბარი მგონია, რომ ყოველთვის რთულია. ისაუბრო ვნებებზე, მხსნელის ცხოვრების ტრაგედიაზე, სწავლებაზე, შედარებით მარტივია იმ მხრივ, რომ შეგვიძლია ადამიანურ გამოცდილებას დავეყრდნოთ. ყველამ ვიცით, თუ რა არის ავადმყოფობა, ტკივილი, ტანჯვა, სისასტიკე, მსხვერპლი, სიყვარული, შურისძიება, ღალატი, სისუსტე. ამიტომაც, როდესაც ქრისტეს ცხოვრების მოვლენებს ვეხებით და განვიხილავთ მომენტებს, როცა რომელიმე ამ თვისებათაგან იჩენს თავს, მარტივი ხდება ამის გაგება. ჩვენ განვსჯით იუდას, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენც ნაწილობრივ მოღალატეები ვართ. ჩვენ არ გავცემთ იესოს, რადგან არ ვიმყოფებით საფრთხის წინაშე; ჩვენ არ გავცემთ იესოს სიტყვით, მაგრამ ვღალატობთ იმით, რომ ვუწოდებთ უფალსა და ღმერთს, ამ დროს კი მის სწავლებას უგულებელვყოფთ, არ მივსდევთ მის მაგალითს.

აღდგომის შესახებ საუბარი რთულია, რადგან ამ მოვლენის მოწმე ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი გახდა იმ დღეებში, როცა აღმდგარი ქრისტე ადამიანებს ეცხადებოდა. შემდგომში ადამიანთა უმრავლესობამ ქრისტეს აღდგომის შესახებ მხოლოდ გადმოცემითვე იცის. და აი, მინდა აღმდგარი ქრისტეს შეცნობის ზოგიერთ საკითხზე ვისაუბროთ, და იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის.

მხსნელის ჯვარცმის, სიკვდილისა და დასაფლავების შემდეგ მოწაფეები ნირწამხდარნი და სულიერად შერყეულნი დარჩნენ. ისინი დამარცხებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ, თავს აფარებდნენ იოანე-მარკოზის სახლს. გარეთ გამოსვლისა ეშინოდათ. და აი, შაბათის შემდგომ პირველ დღეს, იმ დღეს, როცა აღდგომა მოხდა, ქრისტე გაცოცხლდა, მაგრამ გახდა გარკვეულწილად სხვანაირი, ვიდრე მანამდე იყო. ის შევიდა დახშულ კარში და დადგა ცოცხალი (ინ. 20.19-26) არა ფიზიკური სხეულის ძალისხმევით, რომელიც მოწაფეებისთვის იყო ნაცნობი. ამასთან ერთად, ეს არ იყო არც სული და არც მოჩვენება. და მას უნდოდა ეს მათ აუცილებლად შეეცნოთ. რადგან როცა მათ ქრისტე დაინახეს, გაიხარეს, მაგრამ ალბათ იფიქრეს, ეს მისი სულიაო. ისინი რწმენაში რომ განემტკიცებინა, სხეულით აღსდგა, ქრისტემ მოსთხოვა საკვები და მათი თანდასწრებით მიიღო. ამით აჩვენა, რომ მისი სხეულებრიობა რეალურია, ნამდვილია.

როგორია ეს სხეულებრიობა? შეგვიძლია გავიხსენოთ გრიგოლ ნოსელის ერთ-ერთი მოსაზრება ადამისა და ევას შესახებ სამოთხეში და მათი დაცემის შემდეგ. მისი თქმით, სამოთხეში ადამისა და ევას სხეული იყო მსუბუქი, გამჭვირვალე, არა "არასხეულებრივი", მაგრამ არა ისეთი მძიმე, უხეში, როგორიც ჩვენია. ძველ აღთქმაში გადმოცემულ ამბავს, რომ ღმერთმა მათ ტყავის სამოსელი შეუკერა (დაბ. 3. 21), იმით ხსნის, რომ ღვთისაგან განდგომის შემდეგ, ისინი აღარ იყვნენ ბოლომდე გამჭვირვალენი და მსუბუქნი, არამედ დამძიმდნენ და გაუხეშდნენ. ქრისტემ ატარა ჩვენი სხეული მთელი მისი სიმძიმითა და შეზღუდულობით. განკაცებით მან ეს ყველაფერი იტვირთა, გარდა ცოდვისა. მაგრამ ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ მოგვევლინა, როგორც ადამიანი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მთელი მშვენიერებით, დიდებით, ანუ ცოცხალი, ადამიანური სხეულით, ღვთაებრიობით ისე გამსჭვალული, რომ უკვე აღარ ექვემდებარებოდა დაცემული სამყაროს სიმძიმეს.

და აი, მოწაფეები დარწმუნდნენ პირველ რიგში იმაში, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა და რომ ის არ არის სული, აღსდგა თავისი ადამიანური სულით და სხეულით. მათგან ერთი არ იყო, თომა, რომელსაც ყოველთვის საწყენი სიტყვით მოვიხსენიებთ - ურწმუნო, ანუ ის, რომელმაც ვერ შეძლო ერწმუნა. და აი, აქ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ ამის შესახებ. თომა მოვიდა, დაბრუნდა, და ისინი სიხარულით ფრთაშესხმულნი ეუბნებიან: ჩვენ ვნახეთ ქრისტე, ის აღსდგა! თომამ ალბათ (მე ასე წარმომიდგენია) მათ შეხედა იმის მოლოდინით, რომ ისინი, შეხვდნენ რა აღმდგარ ქრისტეს, სრულიად სხვანაირი ადამიანები გახდებოდნენ. მან ეს ვერ დაინახა. ისინი ისეთივენი იყვნენ, როგორებიც თომამ დატოვა. ამიტომ ცნობამ, ქრისტეს აღდგომის შესახებ, თომამდე ვერ მიაღწია. მაგრამ, ამასთანავე, ის არ იყო ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა, ის არ იყო "ურწმუნო თომა". ქრისტე იერუსალიმიდან წავიდა იმისათვის, რომ ნაადრევი სიკვდილისათვის აერიდებინა თავი, მაგრამ როცა ლაზარეს სიკვდილის ამბავი გაიგო, უთხრა მოწაფეებს: დავბრუნდეთო. მოწაფეებმა უპასუხეს: როგორ უნდა დავბრუნდეთ იერუსალიმში, იქ ხომ შენი მოკვლა უნდათ! მხოლოდ ერთმა მოწაფემ აიმაღლა ხმა: წავიდეთ და მასთან ერთად მოვკვდეთო (იონ. 11,6). ეს იყო თომა. ამიტომაც იმის თქმა, რომ ის მერყევი, ეჭვიანი მოწაფე, "ურწმუნო თომა" იყო, ცოდვაა, არასწორია. თუმცა, დაბრუნებულმა, სხვა მოწაფეების შემხედვარემ, ვერ დაინახა ცვლილება, გარდა ფრთაშესხმული სიხარულისა. ეს სიხარული კი არ შეიძლებოდა მისთვის ყოფილიყო მტიცებულება ქრისტეს აღდგომისა და თქვა: "მე არ ვირწმუნებ მის აღდგომას, თუკი ვერ შევეხები მის ჭრილობებს.

და ერთი კვირის შემდეგ, ქრისტე კვლავ დახშული კარის გავლით შევიდა ოთახში, სადაც მოწაფეები იყვნენ შეკრებილები, და თომაც მათ შორის. ქრისტემ მას გაუწოდა ხელი, უჩვენა გვერდი და უთხრა: "შემეხე!" თომამ საკუთარი თვალით დაინახა და შეიცნო მისი აღდგომა. ქრისტე ცოცხალი სხეულით დგას, და ეს ჭრილობები შეიძლება უფრო დიდი მტკიცებულება იყო აღდგომისა, ქრისტეს აღმდგარი სხეულის რეალობისა, ვიდრე განკურნებული სხეულის ხილვა იქნებოდა. და მან თაყვანი სცა ქრისტეს (ჩვენ არა გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ის იმ ჭრილობებს მართლაც შეეხო) და თქვა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (იოან. 20. 24-28).

სხვა მოწაფე, უფრო სწორად, არა მოწაფე, არამედ მდევნელი, რომელმაც ქრისტეს აღდგომა შეიცნო, იყო სავლე. ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მორწმუნე ებრაელი, გამალიელის მოწაფე (საქ. 22.3), რომ მან საკუთარი თავი ღვთისადმი სამსახურსა და თაყვანისცემას მიუძღვნა, ღვთისადმი, როგორც იგი მას იცნობდა. მან სინედრიონისაგან ნებართვა მიიღო წასულიყო დამასკოში ქრისტეს მოწაფეების დასარბევად, რომლებიც მას ცრუებად მიაჩნდა, რომლებიც აპირებდნენ გაევრცელებინათ ცნობა იმის შესახებ, რომ მათი მასწავლებელი მოკვდა, მაგრამ აღსდგა და რომ ის ღმერთია.

და დამასკოს გზაზე მას ხილვა ჰქონდა. უცებ იხილა ცოცხალი ქრისტე ღვთაებრივ ნათელში, დაემხო და ამ სინათლით დაბრმავდა. გაიხსენეთ, როგორ სთხოვდა მოსე ღმერთს, მისთვის შეხედვის ნებართვა მიეცა და ღმერთმა მას უპასუხა; ადამიანს არ შეუძლია ჩემი ხილვა და ცოცხლად დარჩენა (გამ. 33.20). ქრისტეს აღდგომით ღმერთი ადამიანებს დაუახლოვდა, მას ადამიანის გარეგნობა, ადამიანის სახელი ჰქონდა, შეიძლებოდა მისი ხილვა. აღმდგარი ქრისტე იმდენად გახდა მისაწვდომი, რამდენადაც ღმერთის საიდუმლო მიუწვდომელია ჩვენთვის. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ღმერთი წყვდიადია და განმარტავს: არა იმიტომ, რომ მასში რაიმე სიბნელეა, არამედ იმიტომ, რომ მისი ნათელი ჩვენ გვაბრმავებს და ვეღარაფერს ვხედავთ.

აი, ასე დაბრმავდა სავლეც, მომავალი მოციქული პავლე. ამრიგად, მან უშუალოდ, პირდაპირ განიცადა ქრისტეს აღდგომა. მან იგრძნო, რომ აღმდგარ ქრისტეს შეხვდა და შემდეგ იგი სწორედ აღდგომას ქადაგებდა. ალბათ გახსოვთ ადგილი მისი ეპისტოლედან, სადაც ამბობს: თუ ქრისტე არ აღსდგა, მაშინ ჩვენ ყველაზე უბედურნი ვართ (1 კორ. 15.14-19). და ეს გასაგებია, რადგან თუ ქრისტე არ აღსდგა, ჩვენ კი მთელ ჩვენს რწმენას მას ვუძღვნით, თუ ჩვენ ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ და არა აღმდგარს, მაშინ თავს ვიტყუებთ და სხვასაც ვატყუებთ და სრულ ილუზიაში ვცხოვრობთ. ამიტომაც, მართლაც, ჩვენ ყველაზე უბედური ადამიანები ვიქნებოდით, რაღაც ბურუსში მცხოვრებნი. აი, კიდევ ერთი მოწმე.

პავლეს შემდეგ, ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე, ათასობით ადამიანი ხვდებოდა აღმდგარ ქრისტეს. უძველესი დროიდანვე არის მონათხრობი ბევრი წმინდანის ცხოვრებაში იმის შესახებ, თუ როგორ ეცხადებოდა მათ ქრისტე, როგორ იხსნიდა და როგორ მოძღვრავდა მათ. ამიტომაც მთელი ისტორიის მანძილზე, საუკუნიდან საუკუნემდე არსებობენ ცოცხალი მოწმეები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ ქრისტე აღსდგა, ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ თქვან: მე მას პირისპირ შევხვდი, ნამდვილად ვიცი, რომ ქრისტე ნაზარეველი, ჯვარცმული გოლგოთაზე, რომელიც მოკვდა, დაეფლა, ნამდვილად, როგორც სახარება ამბობს და როგორც მისი ადრინდელი მოწმეები აცხადებენ, აღსდგა და ცოცხალია.

ჩვენ შეგვიძლია ვერწმუნოთ ამ მოწმეებს, მაგრამ რის საფუველზე? ან რატომ უჭირთ ადამიანებს, რომ ამ კითხვაზე პასუხს ნაწილობრივ ვიპოვით თომას შესახებ მონათხრობში, ნაწილობრივ კი წმინდანთა ცხოვრების მაგალითის ხილვით. თომას შესახებ საუბრისას, იმის შესახებ გიამბეთ, რომ თომამ მოციქულთა ნათქვამის დაჯერება ვერ შეძლო, რადგან მათში მხოლოდ სიხარული დაინახა და არა ცვლილებები. ჩვენი მდგომარეობაც ასეთია.

ჩვენ გვწამს ქრისტეს აღდგომისა, ზოგიერთმა ჩვენგანმა იცის კიდეც აღმდგარი ქრისტეს შესახებ, მაგრამ შეუძლიათ კი, ჩვენს შემხედვარე, ადამიანებმა თქვან, - ეს ის ხალხია, რომლებიც ცხოვრების რაღაც წუთებში ცოცხალ, აღდმგარ ქრისტესთან პირისპირ აღმოჩნდნენ და ისე შეიცვალნენ ამ შეხვედრის წყალობით, რომ სხვანაირ ადამიანებად იქცნენ. ისინი ისეთები არ არიან, როგორიც სხვები? ინგლისელი მწერლის, ლუისის სიტყვა რომ გამოვიყენოთ, თუ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ თითოეული ადამიანი, როგორც ქანდაკება, ეს ადამიანები გაცოცხლებული ქანდაკებები არიან. განსხვავება მორწმუნესა და ურწმუნოს შორის, - ამბობს ლიუისი, - სწორედ ეს არის: ურწმუნო ქანდაკებას ჰგავს, მორწმუნე კი - იმ ქანდაკებას, რომელიც გაცოცხლდა.

და აი, ჩვენ წინაშე დგას საკითხი: როგორები ვართ? ქრისტეს აღდგომის შესახებ მხოლოდ სხვების ნათქვამით ვსაუბრობთ? ნამდვილად გულით ვხარობთ ამის გამო? ეს გვწამს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებმა იციან და შეგვიძლია მათ ვერწმუნოთ, თუ ამ ცნობამ ჩვენში რაღაც მოახდინა. საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ქრისტე აღსდგა და ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიყოთ ისეთნი, როგორებიც ადრე ვიყავით?

ეს შეგვიძლია სხვადასხვაგვარად შევიცნოთ: ლოცვით, ქრისტეს სამოსლის კიდის შეხებით (მარ. 6.56), სხვადასხვა მომენტში, როცა უცაბედად ვგრძნობთ, რომ უხილავად, მაგრამ რეალურად ის ჩვენ წინაშე ცოცხალი დგას: თუმცა მე მას ვერ ვხედავ, არ მესმის მისი, მაგრამ ის აქ არის. ეს შეგვიძლია შევიგრძნოთ ასევე რაღაც მიუწვდომელი სახით, წმინდა საიდუმლოთა ზიარებით, შეგვიძლია დავინახოთ სხვების, ან თავადვე გამოვცადოთ, რომ წმინდა საიდუმლოთა ზიარება, აღსარება, მირონცხება, წმინდა ზეთის ცხება ადამიანს შინაგანად ცვლის და თუ იგი საკუთარ თავს ჩაუღრმავდება, შეუძლებელია, არ დაიჯეროს, რომ ეს ღვთაებრივი ძალით ხდება, რომელიც ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტესაგან გვეძლევა.

გარდა ზემოთქმულისა, რის შესახებ მოგვითხრობს ქრისტეს აღდგომა? ღმერთზე! ქრისტეს აღდგომა, ვნების შვიდეულთან ერთად, გვიჩვენებს იმას, თუ როგორ ვუყვარვართ ღმერთს. ალბათ, გახსოვთ სახარების ის ადგილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, გარდა იმისა, ვინც საკუთარ სიცოცხლეს გასწირავს მეგობრებისთვის (იოან. 15.13). მოციქული პავლე ამბობს: მეგობრისათვის ცოტას შეუძლია სიცოცხლის გაწირვა, მაგრამ ქრისტემ თავი დადო ჩვენთვის მაშინ, როცა ჩვენ ვიყავით მისი მტრები, მოწინააღმდეგეები, უცხონი (რომ. 5.6-8). ქრისტეს აღდგომა სიყვარულის გამარჯვებაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სიყვარული, რომელიც სიკვდილს მიიღებს, უკვდავი და სიკვდილზე ძლიერი ხდება. ძველი აღთქმა გვეუბნება: სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი (ქება 8.6). სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია სიკვდილს შეებრძოლოს და არ დამარცხდეს. მაშინ ეს იმის შესახებ ითქვა, რომ როდესაც ადამიანი კვდება, ცოცხლად დარჩენილები აგრძელებენ მის სიყვარულს, ვიდრე მარადიულობაში გადავიდოდნენ.

მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ღვთაებრივი სიყვარული სიკვდილს შეებრძოლა, მიიღო სიკვდილი, სიკვდილი თითქოს გაიხსნა იმისათვის, რომ შთაენთქა ღვთაებრივი სიყვარული და ამ სიყვარულით სახე იცვალა. ეს არის ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლის სახე. ის თავისი ადამიანური სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში, სადაც ადამიანთა სულები ხვდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ადამიანი ცოდვით დაეცა და ჯოჯოხეთის კარი ფართოდ გაიღო ადამიანის მისაღებად და პირისპირ აღმოჩნდა ღმერთთან, რომელსაც ჰქონდა ღვთაებრიობით გამსჭვალული, ღვთაებრიობით განათლებული ადამიანური სული, და წყვდიადი არ დარჩა მასში და გამარჯვება მოიპოვა. როგორც იოანე ოქროპირი აღდგომის შესახებ ამბობს, არც ერთი მკვდარი არ დარჩა საფლავში. ამ თვალსაზრისით, ეს სიყვარულის გამარჯვებაა, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ ეს სხვა რამეზეც მიგვანიშნებს: წმინდა წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე (კოლ. 2.12). და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა, რადგანაც მგონია, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სიცოცხლე გაწირა, მიიღო სიკვდილი ჩვენი ხსნისთვის, მაგრამ ეს გააკეთდა, მაპატიეთ გამოთქმისთვის, "სერიოზულად", ეს არ იყო რაღაც მოჩვენებითი. მან სიკვდილი მთელი მისი შედეგებით მიიღო. თავად არ ჰქონდა ძალაუფლება, თავი აღედგინა, დადო თავი ჩვენი ხსნისთვის და ღმერთმა მისი ამ ჯვარცმული სიყვარულის პასუხად უკან, სიცოცხლისკენ გამოიხმო, შეუერთა ქრისტეს სულს ქრისტეს სხეული და გამოუცხადა იგი სამყაროს აღმდგარი ქრისტეს სახით.

მაგრამ ეს ადამიანის შესახებაც რაღაცას გვეუბნება. ღვთისადმი რწმენაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ სახარება მთლიანად ადამიანისადმი რწმენითაა გამსჭვალული...

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ ადამიანისა არ გვწამს, მაშინ დედამიწაზე არაფრის შექმნა არ ძალგვიძს. თუ ადამიანი ჩვენთვის სიმახინჯეა, წარმავალი მოვლენაა, მხოლოდ დაცემული არსებაა, უიმედოდ დაცემული, მაშინ ადამიანური ქალაქისაგან ღვთის ქალაქის აშენება შეუძლებელია. ქრისტეს ცხოვრება და განკაცება იმას გვასწავლის, რომ ადამიანი დაცემულიც კი იმდენად ღრმაა, იმდენად პოტენციურად წმინდა, რომ შეუძლია თავის თავში დაიტიოს ღვთის არსებობა, შეუძლია, ღვთის სახლი იყოს. როგორც მოციქული ამბობს, ღვთაებრიობის მთელი სისავსე ქრისტეში სხეულებრივად არსებობდა (კოლ. 2.9). ეს ნიშნავს, რომ ყოველი ჩვენგანი მოწოდებულია, შემძლეა, თავის თავში ღმერთი დაიტიოს, ამასთანავე, არა როგორც ჭურჭელმა, რომელიც უცხო რჩება იმისადი, რაც მასშია, არა როგორც ჭურჭელმა, რომელიც არ ხდება ზიარი იმ სითხისა, რომელიც მასში ასხია, ჩვენ შეგვიძლია ისე გავიმსჭვალოთ, რომ შეურევნელად, შეურწყმელად, მაგრამ რეალურად შევუერთდეთ ღმერთს. ადამიანი ის რეალობაა, რომელიც ყველა კაცის სიცოცხლის თემას წარმოადგენს.

დიახ, ჩვენი წარმოდგენა ადამიანზე შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული: უღმერთო კაცი ადამიანში ყველაზე სრულყოფილ ცხოველს ხედავს; ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, ადამიანი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უახლოვდება იმას, რადაც ჩვენ ქრისტემ თავი წარმოგვიდგინა. იოანე ოქროპირი ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს: თუ გსურს გაიგო, ვინ არის ადამიანი, მზერა მეფის პალატებს კი არა, ღვთის ტახტს მიაპყარი და დაინახავ ადამიანს, მჯდომარეს ღვთისა და მამის მარჯვენით.

აღდგომის გარეშე ქრისტე სხეულით საფლავში იწვებოდა, ხოლო სულით - ჯოჯოხეთის ტყვე იქნებოდა. აღდგომით ის დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა, და მოგვიწოდებს, რომ სწორედ იქით ვიყუროთ, რათა დავინახოთ, თუ როგორია ადამიანი, როგორია ჩვენი დიდება და რისკენ ვართ მოწოდებული. საბოლოოდ, აი, რის შესახებ მოგვითხრობს ქრისტეს განკაცება, ცხოვრება, ვნების შვიდეული, ჯვარი, საფლავი, ჯოჯოხეთში ჩასვლა და აღდგომა: ადამიანის შესახებ, იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ღვთისთვის ადამიანი და რა დიდია ის პოტენციურად. ეს კი იმისკენ მოგვიწოდებს, რომ გავიზარდოთ შრომით, ღვაწლით ან უფრო სწორად, ღვთისთვის იმ ზომით გავიხსნათ, რომ ადამიანური ქალაქი თანდათან ღვთის ქალაქში გადაიზარდოს და ისეთი ღრმა, ფართო, ამაღლებული და წმინდა გახდეს, რომ ამ ქალაქის პირველ მოქალაქედ ყოფნა იესო ნაზარეველს, ღვთის ძეს შეეძლოს, რომელიც ადამიანის ძე გახდა. აი, ეს არის ჩვენი მოწოდება, მიზანი სამყაროს შექმნისა, და ეს არის ჩვენი იმედი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat