განხვრეტილია ხელნი უფლისა, რათა ყოველნი ხელნი განიკურნოს ცოდვისაგან
განხვრეტილია ხელნი უფლისა, რათა ყოველნი ხელნი განიკურნოს ცოდვისაგან
გვილოცავენ სერბი მამები
წმინდა ნიკოლოზი (ველიამიროვიჩი)
წერილი განათლებულ გოგონას, ქრისტეს ხუთ წყლულზე. მწერ, რომ რაღაც "ზღაპარი" მოისმინე მოხუცებისგან ქრისტეს ხუთ წყლულზე და მეკითხები, - საიდან გაჩნდა ეს "ზღაპარიო"?

ჩემო გოგონავ, იკითხე წმინდა სახარება! ვაი ჩვენ, სერბნო, რამეთუ ცისა და მიწის წინაშე ვირცხვენთ თავს საკუთარი რწმენის უცოდინრობით. დავუტეოთ ყველა სხვა მოძღვრება, ვიდრე არ ვისწავლით უმთავრესს და მაცხოვნებელს. ყველა მეცნიერების წინ - სარწმუნოების მეცნიერება დგას, დანარჩენები მას მოყვებიან....

ქრისტეს ხუთი წყლული უბრალო სიტყვები კი არა, წმინდა რეალობაა. ამიტომ მეტი უნდა ვიცოდეთ, ვიდრე თვით სიტყვები გვეუბნებიან. ორი წყლული ხელებზე, ორი წყლული ფეხებზე და ერთიც - გვერდში. ეს ხუთი წყლული შავმა რკინამ გააჩინა, ადამიანის შავმა ცოდვამ, რომელიც რკინაზე უშავესია. განხვრიტნეს ხელნი, რომელნიც აკურთხებდნენ, განხვრიტნეს ფერხნი, რომელნიც ვიდოდნენ და მიჰყავდათ ერთადერთი ჭეშმარიტი გზით. განხვრიტნეს მკერდი, საიდანაც ადამიანთა გაციებულ გულებზე გადმოიღვარა ცეცხლი ზეციური სიყვარულისა.

ძე ღმრთისამ დაუშვა, რომ რკინით გაეხვრიტათ ხელნი თვისნი, მრავლთა ხელთა ნამოქმედარი ცოდვებისათვის, ხელების ტყეთათვის, რომლებიც კლავდნენ, იპარავდნენ, წვავდნენ, ძალადობდნენ. დაუშვა, განეხვრიტათ ფერხნი თვისნი, უამრავ ფერხთა ცოდვებისათვის, ფერხთა ტყეთათვის, რომლებიც უსამართლოდ ვიდოდნენ, უმანკოებას აცდუნებდნენ, სამართლიანობას თრგუნავდნენ, სიწმინდეებს ბილწავდნენ, სიკეთეს თელავდნენ. მას მკერდიც განუხვრიტეს, მრავალი გაქვავებული გულისთვის, ქვის გულთა მთებისთვის, სადაც იშვება ბოროტება, უღმრთოება, გმობის გულისთქმები და ცხოველური სურვილები, სადაც საუკუნეების მანძილზე მწიფდებოდა ჯოჯოხეთური გეგმები: ძმისა - ძმის წინააღმდეგ, მეზობლისა - მეზობლის წინააღმდეგ, კაცისა - ღვთის წინააღმდეგ.

განხვრეტილია ხელნი უფლისა, რათა ყოველნი ხელნი განიკურნოს ცოდვისაგან. განხვრეტილია ფერხნი უფლისა, რათა ყოველი ფერხნი განეშოროს ცოდვიან გზათ, განხვრეტილია მკერდი უფლისა, რათა ყოველი გული განიწმინდოს ცოდვიან სურვილთა და გულისთქმათაგან... ჩემო გოგონავ, დაე, უფლის ხუთმა წყლულმა გასწავლოს საკუთარი ხუთი გრძნობა ცოცხალ ღმერთს თუ როგორ მიაჯაჭვო.

უფალ იესო ქრისტეს ხუთი წყლული - ხუთი წყაროა უწმინდესი სისხლისა, რომელშიც განიბანა კაცთა მოდგმა, იკურთხა მიწა. ამ ხუთი წყაროდან გადმოიღვარა სისხლი მართლისა, უკანასკნელ წვეთამდე. სასწაულთმოქმედმა უფალმა განამრავლნა პური და ხუთი პურით ხუთი ათასი დამშეული განაძღო. ათასობით საკურთხეველში იგი დაუსრულებლად განამრავლებს თავის უწმინდეს სისხლს, რათა შეასვას და დაარწყულოს მილიონობით მორწმუნე. ეს არის მისი წმინდა ზიარება. დიდ პარასკევს ღვთისმშობელთან ერთად დაეცი ჯვრის წინაშე, რათა შენც, განბანილი და გაცოცხლებული სულით, მენელსაცხებლე დედებთან ერთად შეძლო სიხარულით შესძახო: ქრისტე აღსდგა!

ჯვრიდან წარმოთქმული შვიდი სიტყვა. გსურთ შეიტყოთ, იმ შვიდი სიტყვის მნიშვნელობა რომელიც უფალმა ჯვარზე წარმოთქვა. განა ეს ისედაც ნათელი არ არის?

პირველი სიტყვა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან (ლუკა 23,34).

თავდაპირველად, უფალმა ამ სიტყვებით მოწყალება გამოხატა თავისი მკვლელების მიმართ და იგი არ შეწყვეტილა მისი ჯვარზე ვნების დროსაც. მერე კი გოლგოთის მწვერვალიდან გამოაცხადა ცნობილი, მაგრამ ბევრისთვის მიუწვდომელი ჭეშმარიტება, სწორედ ის, რომ ბოროტისმყოფელთ არ იციან, რასა იქმან. ისინი, მართლის მოკვლით, საკუთარ თავს კლავენ, მოკლულს კი განადიდებენ. თელავენ ღვთის მცნებებს და ვერ ხედავენ, როგორ ეშვება ზემოდან დოლაბი, რომელიც მათ მტვრად აქცევს. მკრეხელობენ და ვერ ხედავენ, მათი პირი თუ როგორ გადაიქცევა მხეცის სახედ. სიძულვილით დამთვრალთ არასოდეს იციან, რასა იქმან.

მეორე სიტყვა: ამენ, გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა (ლუკა 23,43)

ამ სიტყვებით მიმართეს ჯვარცმულ მონანულ ავაზაკს და ის მანუგეშებელია ცოდვილთათვის, რომლებიც შეძლებენ ბოლო წამს შენანებას. ღვთის მოწყალება უსაზღვროა. უფალი ჯვარზეც კი თავის მისიას აღასრულებს. იგი უკანასკნელ ამოსუნთქვამდეც აცხოვნებს ყველას, ვინც კი ცხონებისთვის მცირეოდენ ნებას მაინც გამოამჟღავნებს.

მესამე სიტყვა: დედაკაცო, აჰა, ძე შენი (იოანე 19,26). ასე უთხრა უფალმა თავის წმინდა დედას, რომელიც გოლგოთის ჯვართან იდგა. იოანე მოციქულს კი მიმართა: აჰა, დედა შენი! (იოანე 19,27) ამ სიტყვებში ჩანს შვილის მზრუნველობა მშობლის მიმართ, რომელიც სავალდებულოა თითოეული ჩვენგანისთვის. ეს არის ის, ვინც კაცთა მოდგმას მისცა მცნება: "პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა", და თვითონ აღასრულებს მას ვიდრე უკანასკნელ წუთამდე.

მეოთხე სიტყვა: "ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტეობ მე?" (მკ 15,34). ამას ამბობს ადამიანური უძლურება და იმავ დროს დაფარულმცოდნელობაც. ადამიანურ ტკივილში დაფარულია ერთი საიდუმლო. მარტო ამ სიტყვებმა შეძლეს დაემარცხებინა ერესი, რამდენიმე საუკუნის მერე რომ არყევდა ეკლესიას: ეს ერესი ცრუდ ასწავლიდა, ვითომ ჯვარზე იესოს ღმრთაებრივი ბუნება ევნო. მაგრამ ღმერთის საუკუნო ძე იმიტომაც განკაცდა, რომ სულით და სხეულით ვნებულიყო ადამიანთათვის და მომკვდარიყო მათთვის, როგორც კაცი. რადგან თუკი ქრისტეში ღვთაება ევნებოდა, ესე იგი ღვთაებავე მოკვდებოდა ქრისტეში. ეს კი შეუძლებელია. რაც შეიძლება ღრმად ჩაუფიქრდი ამ დიდებულ და საშინელ სიტყვებს: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტეობ მე.

მეხუთე სიტყვა: მწყურის (იოანე 19,28).

იგი სისხლისგან დაიცალა. ამიტომაც სწყურია. ბუნებრივია, რომ სწყუროდა... მაგრამ უფალო, ჭეშმარიტად რა გწყუროდა: წყალი თუ სიყვარული? გწყუროდა შენ, როგორც კაცს, თუ როგორც ღმერთს, ანდა როგორც კაცსა და ღმერთს? აი, რომაელი ჯარისკაცი გაწვდის ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს. ეს არის ერთადერთი წვეთი "გულმოწყალებისა", რომელიც შენ კაცთაგან მიიღე ჯვარზე სამი საათი ვნებისას! დაე, თუნდაც ძმრით, რომაელი ჯარისკაცი ამსუბუქებს პილატეს ცოდვას - რომაელთა სამეფოს ცოდვას, შენთან ურთიერთობისას. ამიტომაც დაანგრევ შენ რომის იმპერიას და მის ადგილას შექმნი ახალს.

მეექვსე სიტყვა: მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა (ლუკა 23,46).

ძე თავის სულს მამის ხელთ აბარებს, რათა იცოდნენ, რომ მამისაგან გამოვიდა არა საკუთარი ნებით, როგორც აბრალებდნენ მას ებრაელები. მაგრამ ეს სიტყვები კიდევ იმიტომ წარმოითქვა, რომ ისმინონ და იცოდნენ ბუდისტებმა, პითაგორელებმა, ოკულტისტებმა და ყველა ფილოსოფოსმა, რომლებიც ზღაპრებს თხზავენ სულთა გადასახლებაზე სხვა ადამიანებში, ცხოველებში, მცენარეებში, ვარსკვლავებსა და მინერალებში. უკუაგდეთ ფანტაზიები და უცქირეთ, საით მიდის სული მართლისა: მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა.

მეშვიდე სიტყვა: აღსრულდა! (იოანე 19,30)

ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დასრულდა. არა, დასრულდა მისი მისია კაცთა მოდგმის გამოსყიდვისა და გამოხსნისა. აღსრულდა და დაიბეჭდა სისხლითა და სიკვდილით ღვთაებრივი საქმე, ერთადერთი ჭეშმარიტი მესიისა. დასრულდა ტანჯვა, მაგრამ სიცოცხლე ახლა დაიწყო. დასრულდა ტრაგედია, მაგრამ დრამად არ გადაიქცა. ამიერიდან და ვიდრე უკანასკნელ საუკუნემდე, იგი გახლავთ უდიდესი საქმე-ძლევაი სიკვდილისა, აღდგომა და დიდება.

ვინ დამიდასტურებს ქრისტეს აღდგომას?
უპირველესად ჩემი სინდისი, შემდეგ გონება და ნება. სინდისი მეუბნება: სიკეთისა და ცხონებისათვის უფლის ესოდენი დიდი ვნება არ შეიძლებოდა სხვანაირად დაჯილდოებულიყო, თუ არა ოდენ აღდგომითა და ზეციური დიდებით. გამოუთქმელი ვნება გამოუთქმელი დიდებით დაგვირგვინდა. ეს გვაძლევს ნუგეშსა და სიმშვიდეს.

გონება მეუბნება: აღდგომის ბრწყინვალე ძლევის გარეშე ღვთის ძის გმირობა კუბოში ჩარჩებოდა და მთელი მისი მისია ამაოდ ჩაივლიდა.

ნება კი მეუბნება: ქრისტეს აღდგომა დამიხსნის სიკეთესა და ბოროტებას შორის მერყეობისგან, მტკიცედ დამაყენებს სიკეთის გზაზე და მიკურთხებს ამ გზას, მომცემს ძალას და აღფრთოვანებას.

ამ სამი ხმის გარდა, რომლებიც ერთსა და იმავეს მიდასტურებენ, არსებობენ სხვა სარწმუნო მოწმეებიც. დიდებული მენელსაცხებლე დედები, თორმეტი დიდებული მოციქული, და ხუთასამდე სხვა მოწმე (შდრ. 2 კორ. 15,16) - ყველა, ვინც უფლის აღდგომა იხილა და მას მოუსმინა, არა ძილში, არამედ ცხადად, არა წამიერად, არამედ ორმოცი დღის მანძილზე. მხურვალე იუდეველი სავლე, მდევნელი ქრისტიანობისა, მიმოწმებს, რომ მან იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი, ისმინა მისი ხმა და აღასრულა მისი ბრძანება. და ოცდაათი წლის მერეც, ოდეს ნერონის მახვილი მის თავზე ეშვებოდა, არ სურდა უარი ეთქვა ამ მოწმობაზე. მიმოწმებს წმინდა პროკოფი, რომაელი სარდალი, რომელიც აღმოსავლელ ქრისტიანთა წინააღმდეგ საომრად გაემგზავრა, მაგრამ გზად გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და თავისკენ მოაქცია და მან, ქრისტიანობის მოწყვეტის ნაცვლად, ქრისტესთვის სიკვდილს თავი საკუთარი ნებით მისცა. მიმოწმებს ათასობით ქრისტეს მოწამე, საუკუნეების მანძილზე საპყრობილეებსა და საჯალათო კუნძებთან ქრისტეს აღმსარებლები, იერუსალიმელი, ბალკანელი და რუსი ახალმოწამეები.

მიმოწმებენ მართალნიც, რომელთაც ხშირად ვხვდები ცხოვრებაში, მოწმობენ სიხარულით, როცა ისმენენ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაზე. იგი თანაეხმიანება მათ სინდისს, შეძრავს მათ სულებს და უხარებს გულს.

ვიღებ მოწმობას ცოდვილთა და მის მოძულეთაგან, რამეთუ უარყოფა აღდგომისა, მე საპირისპიროს მიმოწმებს. როცა წმინდა მოწამენი ამტკიცებენ, რომ იციან ქრისტეს აღდგომის შესახებ, სიხარულით ვიღებ მათ მოწმობას, როგორც ჭეშმარიტებას. როცა უწმინდურნი, უსამართლონი და ცოდვილნი უარყოფენ აღდგომას, ისინი მხოლოდ ამტკიცებენ პირველთა მოწმობას, მიმტკიცებენ და მიძლიერებენ რწმენას ჩემი უფლის აღდგომის ჭეშმარიტებაში. რამეთუ უარყოფენ მას არა ცოდნით, არამედ სიძულვილით.

მიმოწმებს მრავალი ტომი და ერი, წარმართობის სიკვდილიდან სინათლეში აღმდგარი, მონობიდან თავისუფლებაში, უზნეობის ჭაობის და გონების დაბნელებიდან ღვთისშვილთა სინათლეში აღორძინებულნი. სერბი ერის მკვდრეთით აღდგომაც მიმოწმებს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას.

თვითონ სიტყვა, "მკვდრეთით აღდგომა", იმასვე მიმოწმებს, რამეთუ ქრისტეს აღდგომის გარეშე ეს სიტყვაც არ იარსებებდა კაცთა ენაზე. როცა მოციქულმა პავლემ პირველად წარმოთქვა ეს სიტყვა ათენში, ცოდნით დამძიმებული ათენელები გააოცა და ჩააფიქრა.

ასე რომ, შვილნო ღვთისაო, გილოცავთ და მოგესალმებით: ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!

KARIBCHEღირსი იუსტინე (პოპოვიჩი)
აღდგომა ქრისტესი - ძლევა სიკვდილისა
ჭეშმარიტად აღსდგა! მოწამე ხარ ამისა შენ, მოწამე ვარ მე, მოწამეა თითოეული ქრისტიანი, პირველიდან ვიდრე უკანასკნელამდე, რათა სძლიოს ყველაფერ მოკვდავს და თვით სიკვდილსაც, ყველაფერ ცოდვიანს და თვით ცოდვასაც, ყველაფერ ეშმაკეულს და თვით ეშმაკსაც. რამეთუ უფალმა მხოლოდ თავისი მკვდრეთით აღდგომით ყოვლად დამარწმუნებლად გამოაცხადა და დაამოწმა ის, რომ მისი სიცოცხლე - საუკუნო სიცოცხლეა, მისი ჭეშმარიტება - საუკუნო ჭეშმარიტებაა, მისი სიყვარული - ჭეშმარიტად საუკუნო სიყვარულია, მისი სიკეთე საუკუნო სიკეთეა, მისი სიხარული - საუკუნო სიხარულია, და რომ ყველაფერ ამას ის თავისი შეუდარებელი კაცთმოყვარეობით აძლევს თითოეულ ქრისტიანს, ყველა დროისას. ამასთან, არ არის არა მხოლოდ წმინდა სახარებაში, არამედ კაცთა მოდგმის ისტორიაშიც ამბავი, რომელიც ასე დამაჯერებლად, ძალმოსილად, უცილობლად გვიმოწმებდეს, როგორც ქრისტეს აღდგომა.

უეჭველია, რომ ისტორიული სინამდვილით, ძალითა და ყოვლისშემძლეობით, ქრისტიანობა დაფუძნებულია ქრისტეს აღდომის ფაქტზე. ამას მოწმობს მთელი მრავალსაუკუნოვანი და დაუსრულებელი სასწაულთმოქმედი ისტორია ქრისტიანობისა. თუ არის ჭეშმარიტება, რომელშიც შეიძლება შეიკრიბოს მთელი სახარებისეული ჭეშმარიტებები, მაშინ ეს ჭეშმარიტება - ქრისტეს აღდგომაა და კიდევ, თუ არის სინამდვილე, რომელშიც შეიძლება შეერთდეს მთელი ახალი აღთქმისეული სინამდვილენი, მაშინ ეს სინამდვილე - ქრისტეს აღდგომაა. დაბოლოს, თუ არის სახარებისეული სასწაული, რომელშიც შეიძლება შეიკრიბოს ახალი აღთქმისეული ყველა სასწაული, მაშინ ეს სასწაული - ქრისტეს აღდგომაა. მხოლოდ ქრისტეს აღდგომის ნათელში ხდება საოცრად ცხადი ღმერთკაცი ქრისტეს სახეც და მისი საქმეც, ადამიანთა ცხონებისა. მხოლოდ ქრისტეს აღდგომით ვუძებნით სრულ ახსნას ქრისტეს ყველა სასწაულს, ყველა მის ჭეშმარიტებას, ყველა მის სიტყვას, ყველა ახალაღთქმისეულ მოვლენას.

თავის აღდგომამდე უფალი იესო ქრისტე საუკუნო სიცოცხლეზე ასწავლიდა, აღდგომით კი აჩვენა, რომ იგია ჭეშარიტად საუკუნო სიცოცხლე. ღვთის აღდგომამდე ის მკვდართა აღდგომაზე ასწავლიდა, აღდგომით კი გამოაცხადა, რომ იგია ჭეშმარიტად აღდგომა მკვდართა. თავის აღდგომამდე ის ასწავლიდა, რომ მისადმი რწმენას სიკვდილიდან სიცოცხლეში გადაჰყავს, აღდგომით კი გამოაცხადა, რომ სძლია სიკვდილს და სიკვდილის ტყვენი განამზადა სიკვდილიდან უკვდავებაში გადასასვლელად. დიახ, უფალმა იესო ქრისტემ თავისი აღდგომით გამოაცხადა და დაამოწმა, რომ იგი ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთკაცია მთელ სამყაროში.

ღმერთკაცის აღდგომის გარეშე ვერ მოვუძებნიდით ახსნას ვერც მოციქულთა მოციქულობას, ვერც მოწამეთა მოწამეობას, ვერც აღმსარებელთა აღმსარებლობას, ვერც მღვდელმთავართა მღვდელმთავრობას, ვერც მოსაგრეთა მოსაგრეობას, ვერც სასწაულთქმოქმედთა სასწაულმოქმედებას, ვერც მორწმუნეთა რწმენას, ვერც მოყვარულთა სიყვარულს, ვერც იმედიანთა სასოებას, ვერც მარხვას, ვერც მლოცველთა ლოცვას, ვერც მშვიდთა სიმშვიდეს, ვერც მოწყალეთა წყალობას, ვერც რაიმე ქრისტიანულ სათნოებას. უფალი რომ არ აღმდგარიყო მკვდრეთით და არ აღევსო თავისი მოწაფეები ყოვლის განმაცხოვნებელი ძალითა და სასწაულებრივი სიბრძნით, შიშით გაქცეულებს და მოძღვრის მიმტოვებლებს ვით შეკრებდა და მისცემდა მხნეობას, ძალას და სიბრძნეს, ექადაგათ, აღმსარებელნი ყოფილიყვნენ მკვდრეთით აღმდგარი უფლისა და ამგვარი სიხარულით შეგებებოდნენ ქრისტესთვის სიკვდილს. მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს რომ არ აღევსო ისინი ღვთაებრივი ძალითა და სიბრძნით, როგორ შეძლებდნენ უბრალონი, უწიგნურნი და გლახაკნი აღენთოთ სოფელი ახალაღთქმისეული რწმენის ჩაუქრობელი ცეცხლით. ქრისტიანთა რწმენა რომ არ ყოფილიყო რწმენა მკვდრეთით აღმდგარი, საუკუნოდ ცოცხალი და ცხოველსმყოფელი უფლის იესო ქრისტესადმი, ვინ აღაფრთოვანებდა მოწამეებს მოწამეობისთვის, მოსაგრეებს მოსაგრეობის ღვაწლისთვის, უვეცხლოებს უპოვრობის სათნოებისკენ, მმარხველებს - მარხვის დამარხვისთვის და საერთოდ ნებისმიერ ქრისტიანს ნებისმიერი სახარებისეული სათნოებისთვის?

და ეს ყველაფერი თანაბარია ჩემთვის, შენთვის, და თითოეული კაცისთვის, რამეთუ საოცარი და უტკბილესი უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღმდგარი ღმერთკაცი ერთადერთი არსებაა ცისქვეშეთში, რომლის შეწევნითაც კაცს, მიწის მკვიდრს შეუძლია სძლიოს სიკვდილს, ცოდვას და ეშმაკს, გახდეს ნეტარი და უკვდავი ქრისტეს სიყვარულის საუკუნო სასუფეველში. ამიტომაც კიდევ და კიდევ უთვალავჯერ ვიტყვი - ქრისტე აღსდგა!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat